„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№76/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 13/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.103

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №76/ნ

2007 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №18, მუხ. 210) დამტკიცებულ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამაში (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. პროგრამის ბენეფიციარები

1. კომპონენტის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 იანვრამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ორსულობასთან და/ან მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდებათ ორსულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებებში შემდეგი პირობებით:

ა) ორსულს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2007 წლის 1 იანვრამდე შეტანილი აქვს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განაცხადი და მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 400 ლარის ოდენობით ქ. თბილისში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში – 300 ლარის ოდენობით, ხოლო ორსულობის დროს წარმოშობილი პათოლოგიის ხარჯები – სახელმწიფო სტანდარტების (კოდი №7097, 5990, 5986, 280, 2817) შესაბამისად;

ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახის წევრ-ორსულს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000 (რეგისტრაციის ვადის მიუხედავად) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 200 ლარის ოდენობით; ასეთივე პირობებით მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები (200 ლარის ოდენობით) აუნაზღაურდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახის წევრ ორსულს, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 000-ზე, მაგრამ განაცხადი ბაზაში რეგისტრაციის მიზნით შეტანილი აქვს 2007 წლის 1 იანვრიდან;

გ) იმ ორსულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, თავს თვლიან „სოციალურად დაუცველ ღარიბებად“ და, შესაბამისად, სურვილი აქვთ უფასო მშობიარობისა, შეავსებენ სპეციალური განაცხადის ფორმას სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ რაიონულ განყოფილებებში, მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 200 ლარის ოდენობით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის პროცესის დამთავრების მიუხედავად).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები 300- 400 ლარი და ორსულობის დროს წარმოშობილი პათოლოგიის ხარჯი მოიცავს როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე არასამედიცინო (კვება, ბავშვის საფენები) ხარჯებს, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში შემავალი მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯი (200 ლარი) მოიცავს მხოლოდ სამედიცინო ხარჯს.

4. ბენეფიციართა იდენტიფიკაცია ხორციელდება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სამედიცინო დახმარების ბარათის/უფასო მშობიარობის ბარათის საფუძველზე. სამედიცინო დახმარების ბარათი გაიცემა ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, ხოლო უფასო მშობიარობის ბარათი – მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.

5. სამედიცინო დახმარების ბარათის, უფასო მშობიარობის ბარათის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადის შეტანის შესახებ ცნობის ფორმებს, აგრეთვე ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ფორმებს და მათი მოძრაობის შესახებ ინსტრუქციას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის მოიცავს:

ა) გადაუდებელ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მკურნალობას;

ბ) გეგმურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, გარდა დანართ 11-ში მოცემული მომსახურებისა;

გ) ამბულატორიულ გამოკვლევებს ექიმის დანიშნულებით, არა უმეტეს 200 ლარისა ერთ მოსარგებლეზე წლის განმავლობაში;

დ) მშობიარობასთან და ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას;

ე) მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა სამედიცინო დახმარების, ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მოსახლეობის ურგენტული მომსახურების და რეფერალური დახმარების კომპონენტებით გათვალისწინებულ სერვისებს.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი