,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№208
სარეგისტრაციო კოდი
230.150.070.22.033.010.108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 15/03/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.108

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №208

2007 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №172, მუხ. 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-11 მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შ) გრაფა 21 – ,,დანიშნულების ადგილი“ – აღინიშნება იმ ადგილის (არასაბაჟო ორგანოს) სამ-ნიშნა ციფრული კოდი და მისამართი (მისამართი მიეთითება არა უმეტეს 21 სიმბოლოს გამოყენებით), დახურული საწყობის შემთხვევაში მხოლოდ სამნიშნა ციფრული კოდი, სადაც უნდა დამთავრდეს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება;“.

ბ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ც) გრაფა 23 – ,,დანიშნულების საბაჟო“ – აღინიშნება, დანიშნულების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი განკუთვნილია დახურული ტიპის საბაჟო საწყობში შესანახად, გრაფაში აღინიშნება რეგიონალური საბაჟოს კოდი, ხოლო დეკლარანტს უფლება აქვს საბაჟო დამუშავების ოპერაციები განახორციელოს ამ რეგიონალური საბაჟო ორგანოს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი