უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოს
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №REG 9 26 00001826
2026 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ 36-ე მუხლის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს სახელწოდების ცვლილება, კერძოდ: „შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 204483380; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №95)“ ნაცვლად დაფიქსირდეს „შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ს/ნ 204483380; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №95)“ და გაიცეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ახალი სალიცენზიო მოწმობა.
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად;
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ს/კ 204483380) დირექტორის, ვეფხვია ოდიშარიას განცხადებები: №920562, 08.07.2026; №983802, 22.07.2026 და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი პაპუნა ცაავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 9 26 00001826.
- სად არის „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“, №REG 9 26 00001826, 24.07.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6973496/