„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2026 წლის 12 აგვისტო ქ. ვანი |
1. დანართის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის, სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას და კოორდინაციას; შესაბამისი სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.“.
2. დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახური ასრულებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.“.
3. დანართის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.“.
4. დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოს სპორტის სამინისტროს სტრატეგიებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა.“.
5. დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება.“.
6. დანართის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დანართის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.08.2026. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.121.016562.
- სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №21, 12.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016562 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6974637/