„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/81
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.088.016149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/81

2026 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016091) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის: ბოლნისის მუზეუმი, მცხეთის მუზეუმი, რაჭის მუზეუმი და პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი; ლევილის ქართული აკადემია; პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია მდებარეობს საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟის კომუნაში საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე და მოიცავს ლევილის მამულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სამუზეუმო-სახელოვნებო კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) რაჭის მუზეუმი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ კიკნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.08.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/81. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.088.016149.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №05/81, 13.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6974673/