„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-337 |
|
2026 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/07/2015; სარეგისტრაციო კოდი: 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულების (დანართი №1)“:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) იმერეთის რეგიონული სამმართველო:
ვ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტები;
ვ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა.“;
ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) აჭარის რეგიონული სამმართველო:
თ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტები;
თ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, პუშკინის ქ. №145.“;
ბ) პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო:
ი.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;
ი.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქუჩა.
კ) გურიის რეგიონული სამმართველო:
კ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები;
კ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ოზურგეთი, წერეთლის ქუჩა.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება მათი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამუშაო ადგილი) გარეთ.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. სამმართველოს უფროსს შეიძლება ჰყავდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
32. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას;
გ) სამმართველოს უფროსთან კოორდინაციით, ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო სამმართველოს უფროსის და სამმართველოს უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“.
4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:
„დ2) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ინფორმაციის/გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის შესაბამის ელექტრონულ სისტემებში ასახვა;“.
5. მე-7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ინფორმაციის/გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის შესაბამის ელექტრონულ სისტემებში ასახვა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დათვალიერებისას/შესწავლისას დადგენილი წესით შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერების/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და სამმართველოს უფროსთან წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-337. სარეგისტრაციო კოდი — 360010010.22.023.017011.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-337, 13.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.017011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6974784/