,,საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
110.060.080.39.036.010.110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 14/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 110.060.080.39.036.010.110

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №12

2007 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის   19 ივნისის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №6 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №82, მუხ. 1091) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება“.

4. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.“.

5. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.

6. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს;“;

ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე;“;

გ) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;“.

7. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი და მას დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.“.

8. დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი უწყებრივი ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.“.

9. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. დასკვნითი დებულება

საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი