ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №60
2026 წლის 7 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში
უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 8 აპრილის №24-2426098178 წერილის და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს 2026 წლის 27 ივლისის MRD № 01/4357 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში დამტკიცდეს უსახელო ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდში სლავა მეტრეველის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მიმართულებით, დანართის შესაბამისად. აღნიშნულ ქუჩას ეწოდოს დამსახურებული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი.
2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი თაზო ფაცაცია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ მიღებულია 07.08.2026. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №60. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.105.016052.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“, №60, 07.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6975740/