„საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული
ურთიერთობები და თანამშრომლობა,
სურთ რა, გაამარტივონ დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკის მოქალაქეთა შესვლა, ტრანზიტი და გასვლა, თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მხარეთა მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180) დღიან პერიოდში.
1. თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებული არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ პირველადი შესვლისათვის ესაჭიროებათ ვიზა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს.
3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.
4. თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია კომპეტენტური უწყებების მიერ განსაზღვრული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
თითოეული მხარის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.
წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული მხარის კომპეტენტური უწყებების უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლასა და ყოფნაზე მოქალაქეებს, რომლებიც მიჩნეულ იქნებიან არასასურველად და რომლებიც ვერ ასრულებენ შიდასამართლებრივ ნორმებს შესვლისა და ყოფნისათვის, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს შიდასამართლებრივი ნორმებით.
1. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
თითოეულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის, ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
2. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორიც წარმოდგენილია აღნიშნული შეთანხმების მე-9 მუხლში.
3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამრიგად, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.
შესრულებულია ქალაქ ნიუ-იორკში, 2022 წლის 22 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება?
- „საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 22.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №310-1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016869.
- სად არის „საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება, №310-1, 22.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016869 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6976560/