მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№40/2026
2026 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5” ქვეპუნქტის, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 92-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
დადგინდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი თანხები ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 4
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გასწიონ არაუმეტეს საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 5
დაევალოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
რიგითი №
ოლქის
№
ოლქის
დასახელება
საოლქო ხარჯები
საუბნო ხარჯები
დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები
სულ
1
18
ახმეტა
5,250
1,250
9,050
15,550
2
24
დმანისი
4,180
400
7,430
12,010
3
25
წალკა
3,050
900
10,950
14,900
4
53
ვანი
1,800
250
7,050
9,100
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ“?
- „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ“ მიღებულია 14.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №40/2026. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.15.008.016868.
- სად არის „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ“, №40/2026, 14.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.15.008.016868 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6976711/