საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2007
ძალის დაკარგვა 14.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.010.120
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 15/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.05.2013
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:47.45pt .75in .5in 45.35pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.010.120
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №209
2007 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „
სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №130 ბრძანებულებისა და „
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „
ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „
სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა (შემდგომში – მეურნეობა) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. მეურნეობა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
3. მეურნეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
4. მეურნეობას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ლოგო, ასევე საბანკო ანგარიშები, კანონმდებლობის საფუძველზე გადმოცემული ქონება და იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.
5. მეურნეობის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა.
მუხლი 2🔗. მეურნეობის მიზანი
მეურნეობის მიზანია სარგავი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. მეურნეობის ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. მეურნეობის ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა.
2. მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია და განვითარება.
3. სარგავი მასალის გამოყვანა საკუთარი და სხვა დაწესებულებათა საჭიროებისთვის და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოსა და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების (მათ შორის, საიჯარო) გაფორმება სარგავი მასალის მიწოდებაზე, აგრეთვე მათი ფასიანი მომსახურება.
5. ფასიანი მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლის გამოყენება კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სახელმწიფო ტყის ფონდის დადგენილი წესით განაშენიანებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა.
მუხლი 4🔗. მეურნეობის მართვა
1. მეურნეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. მეურნეობის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს მეურნეობას, უზრუნველყოფს მისი ფუნქციების და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მეურნეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად მეურნეობის ყველა თანამშრომლისათვის;
გ) ნიშნავს და ათავისუფლებს მეურნეობის თანამშრომლებს;
დ) განკარგავს მეურნეობის შემოსავლებს;
ე) პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ვ) ამტკიცებს მეურნეობის შინაგანაწესს;
ზ) მოქმედებს მეურნეობის სახელით;
თ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდგომ მინისტრს წარუდგენს მეურნეობის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას.
მუხლი 5🔗. მეურნეობის სტრუქტურული დანაყოფები და მათი ფუნქციები
1. მეურნეობის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) კომერციული სამსახური;
ბ) ტექნიკური სამსახური.
2. კომერციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) მეურნეობის საქმიანობიდან გამომდინარე, შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) ნერგების რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
გ) მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების განსაზღვრა.
3. ტექნიკური სამსახურის ფუნქციებია:
ა) მეურნეობის მიზნებიდან გამომდინარე, ტყის რესურსების განვითარება და ნერგების გამოყვანის უზრუნველყოფა;
ბ) მეურნეობის ტერიტორიაზე ტყის ფონდის, აგრეთვე, მეურნეობის ქონების დაცვა.
მუხლი 6🔗. მეურნეობის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. მეურნეობის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. მეურნეობამ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება მეურნეობის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „
ბ“ და „
გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის „
ა“ და „
ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნებართვა.
მუხლი 7🔗. მეურნეობის ფინანსები და ქონება
1. მეურნეობას დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. მეურნეობის დაფინანსების წყაროა:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო ან სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) მეურნეობის მიერ გამოყვანილი პროდუქციის რელიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
დ) გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
3. მეურნეობას შეიძლება ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები და ქონება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მეურნეობის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 8🔗. მეურნეობის საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
1. მეურნეობა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
2. მეურნეობის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. მეურნეობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. მეურნეობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მეურნეობის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.