„საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.122
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №13
2007 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №8 ბრძანებით (სსმ III, 20.06.2006 წ., №382, მუხ. 1093) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებისა), აგრეთვე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ტერიტორიულ დანაყოფებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი