„შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №396 |
|
2026 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირდაპირი შესყიდვა − შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;
ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) სისტემის „CMR“ მოდული − ხელშეკრულების (გარდა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა) შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში − CMR).“.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სულ მცირე, 1 ახალი მიმართულების დამატება, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და რომლის რეგულარული შესრულების დაწყების შემთხვევაში არ გასულა 6 თვე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ახალი პრიორიტეტული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) I კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე;
ბ) II კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე;
გ) III კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 400 000 (ოთხასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე;
დ) IV კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე.“;
გ) მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება თითოეულ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც შესაბამის აეროპორტში რეგულარულად არ შესრულებულა, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და რომლის რეგულარული შესრულების დაწყების შემთხვევაში არ გასულა 6 თვე;
ბ) თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან 1-დან 3 წლამდე პერიოდში.“;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და რომლის რეგულარული შესრულების დაწყების შემთხვევაში არ გასულა 6 თვე.“.
3. მე-6 მუხლს მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:
„17. შემსყიდველი უფლებამოსილია, გააფორმოს ამ მუხლით გათვალისწინებული, ახალი პრიორიტეტული მიმართულების, ავიაკომპანიის ბაზირებისა და ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულებები, სტიმულირების პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პირველი რეგულარული ავიარეისის შესრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში და უზრუნველყოს სტიმულირების პროგრამით განსაზღვრული ანაზღაურება, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.“.
4. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის თანახმად, როგორც ელექტრონული პროცედურის, ასევე პირდაპირი შესყიდვის შედეგად განხორციელებული შესყიდვები, დადებული ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია ან/და დოკუმენტები იტვირთება სისტემაში, მათი შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. წინამდებარე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებულ და მის ფარგლებში გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე.
2. პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში. წინამდებარე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებულ და მის ფარგლებში გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №396. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.10.003.025945.
- სად არის „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №396, 18.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025945 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6979886/