„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.017755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №99

2026 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე, 244-ე, 245-ე, 246-ე, 248-ე და 249-ე მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-11, მე-13 და მე-15 ნაწილების, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 31 პუნქტის, 161 და 166 მუხლების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-18 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) №36 დანართი – „ზვ“ ან „ზზ“.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) №36 დანართი – „თვ“ ან „თზ“.“;

ბ) 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე მუხლი:

„მუხლი 27

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №36) ივსება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შმკ) 161 და 166 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.

4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის ან/და დაზარალებულის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი; მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მოწმის ან/და დაზარალებულის ხელმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის/იურიდიული პირის წარმომადგენლის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.

5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.

6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.

8. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.“;

გ) №35 დანართის შემდეგ დაემატოს დანართი №36 თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 3 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №36

საჯარიმო ქვითარი

ნაწილი I

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

№_ _ 000 000 000

1. __________________________________ 2. ______________________________________

შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი

3._________________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენელი (თანამდებობა, სახელი, გვარი)

4. სამართალდამრღვევის: ა)_________________________________________________________________

სახელი, გვარი / სახელწოდება

ბ) ________________________________________________________________________________________

დაბადების თარიღი / რეგისტრაციის თარიღი

გ) ________________________________________________________________________________________

პირადი № / საიდენტიფიკაციო ნომერი

დ) _______________________________________________________________________________________

მისამართი / იურიდიული მისამართი

5. იურიდიული პირის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

__________________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, პირადი №)

6. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: __________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

7. შმკ-ის მუხლი _____________ პუნქტი ____________

8. ჯარიმის ოდენობა: __________________________ ლარი

9. ________________________________________________________________________________________

მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი

10. _______________________________________________________________________________________

დაზარალებულის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი

11. მიმღები მოლარე: _____________________________ _______________________________

(ხელმოწერა და თარიღი) საბანკო კოდი

12. ოქმს თან ერთვის: ______________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

13. შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

მოწმე (თუ არის): _____________________ დაზარალებული (თუ არის): __________________________

(ხელმოწერა) (ხელმოწერა)

ოქმის შემდგენელი: ________________________________________________________________________

(ხელმოწერა)

__________________________________________________________________________________________

სამართალდამრღვევის / იურიდიული პირის წარმომადგენლის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა


ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა

№_ _ 000 000 000

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.

1. _________________________________________

გადამხდელის სახელი და გვარი

2. _________________________________________

გადამხდელის მისამართი

3. _________________________________________

ჯარიმის ოდენობა (სიტყვიერად, ციფრებით)

4. შმკ: __________________________________

(მუხლი და პუნქტი)

5. _________________________________________

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი

6. საბანკო კოდი: ____________________________

7. სახაზინო კოდი: __________________________

8. მიმღები მოლარე: _________________________

(ხელმოწერა)

9. შემომტანი: _______________________________

(ხელმოწერა)

ბ. ა.

თარიღი: ___________________________________

(რიცხვი, თვე, წელი)

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების

ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.


საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული საჯარიმო ქვითარი მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

საქართველოს ასკ-ის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის განმავლობაში.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №99. სარეგისტრაციო კოდი — 020080160.22.034.017755.
სად არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №99, 19.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.017755 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6980314/