„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1232 |
|
2026 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 08/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017417) დამტკიცებული დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად 1. კვების პროდუქტები (ხილი): კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა; მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ლობიანი/ხაჭაპური, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, ალუჩა, გარგარი, მანდარინი და ფორთოხალი, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 კილოგრამისა. 2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი, „ბრიჯი“/„შორტი“ (ზონრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა), ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სეზონური მაისური, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სვიტრი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); პერანგი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონრის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე). 3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა (მეტალის ელემენტების გარეშე); საღამური, ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა (მეტალის ელემენტების გარეშე). 4. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის: საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი, ზომით არაუმეტეს 120/200 სმ-ისა), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა. 5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა. 6. პირსახოცი (ღია ფერის, ზომით არაუმეტეს 70/140 სმ-ისა) ერთდროულად, არაუმეტეს 2 ცალისა და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 7. კბილის ჯაგრისი და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 8. სათვალე (ოპტიკური, არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით); კონტაქტური ლინზები, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (ექიმის ნებართვით); კონტაქტური ლინზების ხსნარი, ქარხნულად დალუქულ მდგომარეობაში, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (ექიმის ნებართვით). 9. წიგნი (ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა, გარდა იმ წიგნისა, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ან/და პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას). 10. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა, ზომით არაუმეტეს 10/15 სმ-ისა. 11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 12. ყავარჯენი, ხის ხელჯოხი, პროთეზი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლი (ექიმის ნებართვით). შენიშვნა: 2. ამ დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც. 3. ამ დანართის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ღია ფერის თეთრეული და პირსახოცი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ფერის ორნამენტებს. 4. ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით დამატებით შეუძლია მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად: ბიუსტჰალტერი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); ატლასის/აბრეშუმის ხალათი ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე).“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1232. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.027.017714.
- სად არის „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1232, 19.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017714 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6980527/