„№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1234
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017716
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1234

2026 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 22/01/2026, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017648) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამანათის მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ, ხოლო ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისას – დამატებით ერთხელ. ამანათის მიღება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს შეუძლია თვეში ოთხჯერ.“.

2. დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




„დანართი №2

 იმ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად

 1. კვების პროდუქტები (ხილი): კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა; მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ლობიანი/ხაჭაპური, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, ალუჩა, გარგარი, მანდარინი და ფორთოხალი, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 კილოგრამისა.

2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი, „ბრიჯი“/„შორტი“ (ზონრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა), ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სეზონური მაისური, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა; სვიტრი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); პერანგი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონრის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე).

3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა (მეტალის ელემენტების გარეშე); საღამური, ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა (მეტალის ელემენტების გარეშე).

4. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის: საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი, ზომით არაუმეტეს 120/200 სმ-ისა), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა.

5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.

6. პირსახოცი (ღია ფერის, ზომით არაუმეტეს 70/140 სმ-ისა), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

7. კბილის ჯაგრისი და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

8. სათვალე (ოპტიკური, არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით); კონტაქტური ლინზები, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (ექიმის ნებართვით); კონტაქტური ლინზების ხსნარი, ქარხნულად დალუქულ მდგომარეობაში, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (ექიმის ნებართვით).

9. წიგნი (ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა, გარდა იმ წიგნისა, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ან/და პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას).

10. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა, ზომით არაუმეტეს 10/15 სმ-ისა.

11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

12. ყავარჯენი, ხის ხელჯოხი, პროთეზი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლი (ექიმის ნებართვით).

შენიშვნა: ამ დანართის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ღია ფერის თეთრეული და პირსახოცი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ფერის ორნამენტებს.“.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2026.
როდის იქნა მიღებული „№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1234. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.027.017716.
სად არის „№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1234, 19.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017716 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6980629/