„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1236
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017718
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1236

2026 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016529) დამტკიცებული დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

„დანართი №2

ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად

1. კვების პროდუქტები (ხილი): კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა; მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ლობიანი/ხაჭაპური, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, ალუჩა, გარგარი, მანდარინი და ფორთოხალი, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 კილოგრამისა.

2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი, „ბრიჯი“/„შორტი“ (ზონრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა), ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სეზონური მაისური, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სვიტრი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); პერანგი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე); სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონრის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (მეტალის ელემენტების გარეშე).

3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა (მეტალის ელემენტების გარეშე); საღამური, ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა (მეტალის ელემენტების გარეშე).

4. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის: საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი, ზომით არაუმეტეს 120/200 სმ-ისა), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა.

5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.

6. პირსახოცი (ღია ფერის, ზომით არაუმეტეს 70/140 სმ-ისა), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

7. კბილის ჯაგრისი და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

8. თავსაფარი არაუმეტეს 1 ცალისა; რეიტუზი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერები, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს), მეტალის ელემენტების გარეშე.

9. მარლა, ჰიგიენური პაკეტი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა; არამეტალის თმის სამაგრი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა; კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა; შამპუნი, არაუმეტეს 1 ლიტრისა (ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს).

10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით); კონტაქტური ლინზები, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (ექიმის ნებართვით); კონტაქტური ლინზების ხსნარი, ქარხნულად დალუქულ მდგომარეობაში, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა (ექიმის ნებართვით).

11. წიგნი (ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა, გარდა იმ წიგნისა, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ან/და პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას).

12. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა, ზომით არაუმეტეს 10/15 სმ-ისა.

13. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

14. ყავარჯენი, ხის ხელჯოხი, პროთეზი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლი (ექიმის ნებართვით).

შენიშვნა:

1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ, ხოლო ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისას – დამატებით ერთხელ. ამანათის მიღება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს შეუძლია თვეში ოთხჯერ.

2. ამ დანართის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.

3. ამ დანართის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ღია ფერის თეთრეული და პირსახოცი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ფერის ორნამენტებს.

4. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით შეუძლია მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად შემდეგი კვების პროდუქტები (ხილი): კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა; მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ლობიანი/ხაჭაპური/პიცა, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 6 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, ალუჩა, გარგარი, მანდარინი და ფორთოხალი, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 კილოგრამისა.“.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1236. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.027.017718.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1236, 19.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017718 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6980872/