საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №194
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.127
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 21/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,004 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.127 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   ბრძანება №194 2007 წლის 16 მარტი ქ. თბილისი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​1“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების თანდართული წესი. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია დანართი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლისათვის (შემდგომში – სკოლა) სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების წესს.     მუხლი 2🔗. სკოლის სახელი 1. სკოლას შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ: ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, აგრეთვე ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის (შემდგომში – გამოჩენილი ადამიანი) სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი; ბ) სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი; გ) სკოლაში დანერგილი სასწავლო პროგრამის ან მეთოდიკის სახელი. 2. სკოლას არ შეიძლება მიენიჭოს სახელი, რომელსაც ატარებს იმავე თვითმმართველ ერთეულში არსებული სხვა სკოლა.     მუხლი 3🔗. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივა 1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (შემდგომში – ინიციატივის) უფლება აქვთ: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობას; ბ) სკოლის დირექციას; გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს; დ) შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ე) პედაგოგიურ საბჭოს; ვ) იმ თვითმმართველ ერთეულში მკვიდრს, რომელშიც მდებარეობს სკოლა. 2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას; ბ) გამოჩენილი ადამიანის ოჯახის წევრის წერილობით თანხმობას, თუ ინიციატივა გამოჩენილი ადამიანის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს და გამოჩენილი ადამიანის ოჯახის წევრის იდენტიფიცირება შესაძლებელია. 3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის დირექტორთან, რომელიც ვალდებულია შეამოაწმოს ინიციატივის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ინიციატივის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დირექტორი ვალდებულია ინიციატივა გადასცეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და უზრუნველყოს ინიციატივის საჯაროდ გამოქვეყნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად. 4. ამ წესის მიზნებისათვის ოჯახის წევრის ცნება განიმარტება „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ინიციატივის განხილვა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 1. ინიციატივას პირველად განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. 2. თუ საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისათვის აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სკოლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას სხდომის ოქმთან ერთად უგზავნის სკოლის დირექტორს, რომელიც ერთი კვირის ვადაში, საკითხზე საკუთარ პოზიციასთან ერთად, ინიციატივას აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო). 5. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც ამ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პირმა, თუ იგი: ა) ინიციატორია; ბ) ინიციატორის ნათესავია; გ) გამოჩენილი ადამიანის ნათესავია. 6. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავის ცნება განიმარტება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. ინიციატივის საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხილვა 1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივიას განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი საკონსულტაციო საბჭო. 2. სამინისტროში განსახილველად წარდგენილი ინიციატივა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და შესაბამისი ოქმის ასლს; ბ) დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) სკოლის დირექციის დასკვნას ინიციატივის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დირექცია არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, დასკვნაში ასახული უნდა იყოს შესაბამისი დასაბუთება. 3. ინიციატივის შესახებ საკონსულტაციო საბჭოს განხილვაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პირმა, თუ იგი: ა) ინიციატორის ნათესავია; ბ) გამოჩენილი ადამიანის ნათესავია.     მუხლი 6🔗. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკონსულტაციო საბჭოს წინადადებების საფუძველზე მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 7🔗. სკოლის სახელის შეცვლა ან გაუქმება 1. სკოლისათვის სახელის შეცვლა ან გაუქმება ხდება სკოლის სახელის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სკოლისათვის სახელის შეცვლის ან გაუქმების შესახებ ინიციატივაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.     მუხლი 8🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.