განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4024,0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგ. კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლისპროექტი
04 00
განათლება
4024,0
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა
2346,3
04 02
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
156,1
04 03
განათლების ღონისძიებები
70.0
04 04
ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი
347.0
04 05
საჯარო სკოლების ხელშეწყობა
1104,6
კოდი
პროგრამის დასახელება
სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 01
2346,3
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“
პროგრამის აღწერა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 13 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 280-მდე ბავშვი. მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღზრდელო პროცესის წარმართვას. ბაგა-ბაღებსა და ადმინისტრსციაში ჯამში დასაქმებულია 181 თანამშრომელი.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშო ბაღის მომსახურებით, შესაბამისი სააღმზრდელო პროცესით. სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მიღებისათვის. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასთვის
კოდი
პროგრამის დასახელება
განათლების ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 03
70.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განათლების სფეროს წარმომადგენელთათვის (აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე, პედაგოგი, საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მოსწავლე) საპატიო წოდებების მინიჭებას და/ან ფულადი ჯილდოების გადაცემას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სტუდენტთათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან -70001 ქულამდე) სწავლის საფასურის ანაზღაურებას; განხორციელდება ბანაკში დასვენების პროგრამა;
პროგრამის ფარგლებში, ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტები და საგანმანათლებლო აქტივობები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელება:
- ხელს შეუწყობსგანათლების სფეროს წარმომადგენლების შრომითი ნაყოფიერების ზრდას, გაზრდის მათ მოტივაციას.
- პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, დაეხმარება უმაღლესი განათლების მიღებაში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
კოდი
პროგრამის დასახელება
ა(ა)იპ „ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 04
347,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“
პროგრამის აღწერა
პროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ „ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის“ ბაზაზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საგნობრივი და კულტურულ-შემეცნებითი მიმართულებები. 2025 წლის მონაცემებით ცენტრში შესაბამის განათლებას იღებს საშუალოდ 80 მოსწავლე. ცენტრში დასაქმებულია 27 შტატიანი და 7 შტატგარეშე თანამშრომელი.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანიაინტელექტუალური დაშემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და მოზარდთა შესაძლებლობების გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. პროფილური/საგნობრივი წრეების ხელშეწყობა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვისშემეცნებით-შემოქმედებითიპროგრამების განხორციელება. პერსონალისშრომითი პირობების გაუმჯობესება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასთვ