„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№402
სარეგისტრაციო კოდი
360000000.10.003.025951
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №402

2026 წლის 20 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 360000000.10.003.017957) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის“:

 1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდონ სამინისტროს მათთან დაცული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად.“.

2. მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ კომპლექსური ინფორმაციის ასახვა;“.

3. მე-13 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წყლის რესურსები:

ბ.ა) სახელმწიფო რეგულირება;

ბ.ბ) საქართველოს წყლის რესურსები და მათი მდგომარეობა;

ბ.გ) წყალსარგებლობა;

ბ.დ) ძირითადი გამოწვევები;“;

გ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ე.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) სათბური აირების ემისიები საქართველოში;“;

გ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 141 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტყითსარგებლობა:

ბ.ა) ტყითსარგებლობის სექტორის მდგომარეობა;

ბ.ბ) ტყითსარგებლობის სექტორის ზემოქმედება გარემოზე;

ბ.გ) ძირითადი გამოწვევები;

გ) სოფლის მეურნეობა:

გ.ა) სოფლის მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა;

გ.ბ) სოფლის მეურნეობის ზემოქმედება გარემოზე;

გ.გ) კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა;

გ.დ) ძირითადი გამოწვევები;“;

გ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მრეწველობა და ენერგეტიკა:

ე.ა) მრეწველობა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები;

ე.ბ) ენერგეტიკა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები;

ე.გ) მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე;

ე.დ) კლიმატის ცვლილება და მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორები.“.

6. მე-16 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 22-ე − 232 მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. 25-ე − 33-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

10. მე-6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი, შედგენის, გამოქვეყნებისა და გავრცელების პროცედურები და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

11. 351 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35​​​1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავებისთვის საჭირო ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოები“.

12. 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი;“.

13. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვის მიზნით, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება გამოქვეყნებას.“.

14. მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, მოხსენების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მასში არსებული ინფორმაციით სარგებლობა“.

15. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში არსებული ინფორმაციით სარგებლობა სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში

სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში არსებული ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2026.
როდის იქნა მიღებული „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 20.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №402. სარეგისტრაციო კოდი — 360000000.10.003.025951.
სად არის „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №402, 20.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 360000000.10.003.025951 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6982229/