არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.152.016591
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. დუშეთი

 

არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ა“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“, “ლ” და „მ“ ქვეპუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 239-ე მუხლის 44 ნაწილის, 240-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-17 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით დამტკიცდეს:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №1 დანართის შესაბამისად;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №2 დანართის შესაბამისად;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №3 დანართის შესაბამისად;

დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარენუკრი უნდილაშვილი



დანართი №1
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

„არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმი №

 

––––      ––––––––––––––– 20   წ.                         –––––––––––––––––––––––––––– .                                                                

        შედგენის თარიღი                                                           შედგენის ადგილი

მე, ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ (ს/კ 429327196)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი

 

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად  შევადგინე აღნიშნული ოქმი შემდეგზე:

მონაცემები დამრღვევის შესახებ:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამართალდამრღვევის სახელი, გვარი / დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-–––––––-

სამართალდამრღვევის მისამართი

ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და შინაარსი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-–––––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-–––––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჩადენილი დარღვევისთვის:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აქტის დასახელება, მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-–––––––-

დამრღვევის ახსნა-განმარტება გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––-

დამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, მათ შორის მას განემარტა, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. მას ასევე განემარტა, რომ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. დამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

ოქმის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერებით:

ოქმის  შემდგენელი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––-––––-

სახელი, გვარი                                                                                                         ხელმოწერა

 

დამრღვევი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––-––––-

სახელი, გვარი                                                                                                                  ხელმოწერა

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის მოტივი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

მოწმეები (არსებობის შემთხვევაში):

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––-––––-

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი                                                           ხელმოწერა

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––-––––-

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი                                                           ხელმოწერა

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––-––––-

სახელი, გვარი, პირადი  ნომერი, მისამართი                                                        ხელმოწერა

 

დაზარალებულები (არსებობის შემთხვევაში):

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––-––––-

სახელი, გვარი, პირადი  ნომერი, მისამართი                                                         ხელმოწერა

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––-––––-

სახელი, გვარი, პირადი  ნომერი, მისამართი                                                       ხელმოწერა

 

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სემგს-ს  რეგისტრაციის  №

 


დანართი №2

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი

არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ პროცედურებს.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი

1. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, მე-60, 603, 61-ე, 63-ე და 631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე, 76-ე და 851−855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი−მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 89^3 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 429327196) შესაბამისი მოსამსახურეები.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის” ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამართალდარღვევებზე რეაგირების და სამართალდარღვევათა პრევენციის ღონისძიებები (მათ შორის, შეადგინოს სამართალდარღვევათა ოქმები) ან/და შეარჩიოს და განსაზღვროს ღონისძიებათა განხორციელებაზე (მათ შორის ოქმის შედგენაზე) უფლებამოსილი პირები ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის” თანამშრომელთაგან;

3. გადაწყვეტილებას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის თაობაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის” ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი იღებს ბრძანების ფორმით.

მუხლი 3. ოქმის დამზადება, გაცემა და დაბრუნება

1. ოქმის დამზადებას სახელმწიფო შესყიდვის გზით უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“. ოქმი დაბეჭდილი უნდა იყოს პოლიგრაფიულ საწარმოში და აკმაყოფილებდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

2. ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორის  ბრძანებით განსაზღვრული (პასუხისმგებელი) პირი. მას შემდეგ, რაც ოქმები სამართალდარღვევაზე რეაგირებისათვის გადაეცემა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებაში გადადის.

3. ოქმების გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებს, ასევე ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორის  ბრძანებით საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს.

4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება დადგენილი ფორმის აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორის  ბრძანებით განსაზღვრული (პასუხისმგებელი) პირის ხელმოწერით;

5. ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ ბეჭდით.

6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით. არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს;

მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) შედგენის ადგილი;

გ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

დ) დამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ვ) ნორმატიული აქტი (აქტის დასახელება, მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჩადენილი დარღვევისთვის;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;

ი) შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო;

კ) მოწმეების ვინაობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ლ) დაზარალებულის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

5. ოქმი ხელმოწერილი უნდა იყოს შემდგენი პირის, დამრღვევის, მოწმეების, დაზარალებულის მიერ. ამასთან, დამრღვევის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველს. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მიერ;

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. დაზიანებული (არასწორად შევსილი) ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და მას ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

7. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად, საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

8. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, შემდგენი ამის თაობაზე აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ჟურნალში;

10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ მიერ დაუყოვნებლივ, კანონით დადგენილი წესით იგზავნება სასამართლოში ან იმ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს სამართალდარღვევის საქმე.

11. ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია” საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტრულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემების აღრიცხვა და ანგარიშგება

ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია” უზრუნველყოფს გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სათანადო აღრიცხვას და ინფორმაციის წარდგენას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ყოველკვარტალურად ან მოთხოვნისთანავე.

მუხლი 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერა

1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.


დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების

აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

რიგის №

გაცემის თარიღი

ოქმის ნომერი

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

ოქმი შედგა

ოქმი დაბრუნდა/გაუქმდა

შენიშვნა

სახე

ლი

გვარი

თანამ

დებობა

ხელ

მოწერა

სახელი

გვარი

თანამ

დებობა

ხელ

მოწერა

თარი

ღი

ასკ მუხლი

სახე

ლი

გვარი

ხელ

მოწერა

დაბრუ

ნების თარიღი

სახელი

გვარი

ხელმოწ

ერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №4
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ

 

ა ქ ტ ი №

„___“ „___________“ 20___   წელი

 

 

№

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  №

თარიღი

რაოდენობა

ოქმის ჩამოწერის საფუძველი

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის სისწორეს.

 

სამსახურის  უფროსი:       -----------------------                -----------------------

                                     (სახელი, გვარი)                          (ხელმოწერა)

 

ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:     -------------------       ------------------

                                                                                      (სახელი, გვარი)                (ხელმოწერა)

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2026.
როდის იქნა მიღებული „არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
„არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.08.2026. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.152.016591.
სად არის „არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოვლენილ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №16, 21.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016591 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6982453/