„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2026 წლის 21 აგვისტო ქ. დუშეთი |
ა) დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის:“
ა.ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროგრამის „წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების, სტუდენტების წახალისება და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 0503) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან;“;
ა.ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების" ფილიალის – საფეხბურთო კლუბი „არაგვი 1954“ ფეხბურთელებს რეგიონული ლიგის თითოეული თამაშის მოგებისათვის:
თ.ა) ფეხბურთელს, რომელიც თამაშში მონაწილეობს გუნდის ძირითად შემადგენლობაში – 150 ლარი თითოეული მოგებული თამაშისათვის;
თ.ბ) ფეხბურთელს, რომელიც თამაშში შედის შეცვლაზე –100 ლარი თითოეული მოგებული თამაშისათვის;
თ.გ) ფეხბურთელს, იმყოფება სათადარიგო შემადგენლობაში – 50 ლარი თითოეული მოგებული თამაშისათვის;“;
ა.გ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების" სპორტული გუნდების (სპორტის სხვადასხვა სახეობის გუნდების, მათ შორის, ფრენბურთი, კალათბურთი და ა.შ.) თითოეულ მოთამაშეს ეროვნული ჩემპიონატების (ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის, ეროვნული მასშტაბის ტურნირების) თითოეული მოგებული თამაშისათვის – 150 ლარი.“;
ა.დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფულადი ჯილდო გადაეცემა ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სპორტსმენთა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებს, სპორტსმენთათვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს 30% -ის ოდენობით. მწვრთნელის დასაქმების დამადასტურებელ ცნობას გასცემს ორგანიზაციის დირექტორი.“;
ა.ე) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ გამართულ ოფიციალურ ჩემპიონატებზე, საქართველოში ჩატარებულ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით გამოსულ სპორტსმენებზე, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებულ ოლიმპიურ/არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს სახელით გამოსულ, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპორტსმენებსა და ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებზე.“
ა.ვ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა სპორტსმენმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობა, ხოლო გამარჯვებული სპორტსმენის პირადმა მწვრთნელმა განცხადება და ცნობა ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებიდან’’ გამარჯვებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელის თაობაზე.“;
ა.ზ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ დირექტორის მომართვის საფუძველზე;“;
ა.თ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შესწავლას და მერის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.“;
ბ) დადგენილების №2 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის“:
ბ.ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროგრამის „წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების, სტუდენტების წახალისება და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 0503) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.“;
ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შესწავლას და მერის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 21.08.2026. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.152.016592.
- სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №17, 21.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016592 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6982488/