„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.152.016593
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. დუშეთი

 

მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 29/12/2025; 010250050.35.152.016571). კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ას ოცდაათი) პირს, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა. მომსახურება ითვალისწინებს  დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.“;

ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა პენსიონერები (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);“;

გ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში;“;

დ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)ზედიზედ 1 თვის განმავლობაში სასადილოში გამოუცხადებლობისას იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოს ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ვიზიტის შემდეგ დაადგენს აღნიშნული ფაქტის მიზეზს და გასცემს წერილობით თანხმობას მისთვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე.“;

ე) მე-13 მუხლის პირველი  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ტყუპების შეძენის შემთხვევაში, რიგითობის მიუხედავად, თითოეულ შვილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა შეძენიდან ექვსი თვის ვადაში;“;

ვ) ამოღებულ იქნეს  მე-13 მუხლის პირველი  პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი;

ზ) ამოღებულ იქნეს  მე-13 მუხლის მე-2  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;

თ) ამოღებულ იქნეს  მე-13 მუხლის მე-3  პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი;

ი) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნის და/ან ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულები აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოთხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

კ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ და/ან მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;“;

ლ) ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;

მ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნის და/ან ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ბენეფიციარების იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოხსენებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

ნ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ და/ან მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;“;

ო) ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარენუკრი უნდილაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2026.
როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.08.2026. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.152.016593.
სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №18, 21.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016593 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6982504/