საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.03.2007
ძალის დაკარგვა 08.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №78/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.010.129
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 22/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.55pt 42.55pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.101.000.22.035.010.129
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №78/ნ
2007 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოვალეობებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – სამსახურების) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის, ტექნიკური და ტექნოლოგიური მომსახურების განხორციელება;
ბ) ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტირებაში მონაწილეობის მიღება, მასში სამინისტროს ინფორმაციული სისტემის ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
გ) სამინისტროს და სამსახურების ინფორმაციული სისტემების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;
დ) კომპიუტერული ქსელების ტოპოლოგიების შესწავლა, ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა და დანერგვა;
ე) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ადრე შექმნილ და შექმნის პროცესში არსებული ინფორმაციული სისტემების ექსპერტიზა მათი მეთოდოლოგიის ეფექტურობისა და ერთიან ინფორმაციულ სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით;
ვ) ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და სათანადო ტექნიკური დავალებების შემუშავება სამინისტროსა და სამსახურების მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე;
ზ) ცალკეული ინფორმაციული სისტემების ტექნიკური ამოცანების შემუშავება და მათი განხორციელებისა და დანერგვისათვის საჭირო პროექტების შექმნა ფუნქციონირების მაქსიმალურად ავტომატიზაციის მიზნით;
თ) ერთიანი და ცალკეული ინფორმაციული სისტემების დანერგვის, ტრენინგისა და შემდგომი პროგრამული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ამ სისტემების განვითარების ერთიანი პლატფორმის განსაზღვრა მათი ურთიერთკავშირების უზრუნველყოფის მიზნით;
ი) ერთიანი და ცალკეული სამომხმარებლო სისტემების ინფორმაციული ბაზების მომსახურების (განახლება, რედაქტირება, არქივაცია, შენახვა და სხვა) უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროსა და სამსახურების მოთხოვნით ერთიანი ინფორმაციული სისტემის ანალიზისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა ან შესაქმნელად საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
ლ) სამინისტროსა და სამსახურების კომპიუტერული სამუშაო ადგილების, საქსელო მოწყობილობებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიების (IP ტელეფონია) დანერგვის, რეაბილიტაციის, განახლებისა და მოდერნიზაციის საკითხების შესწავლა და მათი უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური, ინფორმაციული და ინტელექტუალური რესურსების შესყიდვაზე წინადადებების წარდგენა;
მ) გარე რესურსებთან (დაშორებული დომეინები, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი) კავშირის ადმინისტრირება;
ნ) სამინისტროსა და სამსახურების კომპიუტერული სამუშაო ადგილების, საქსელო მოწყობილობებისა და კომუნიკაციების ტექნიკური და სისტემური მომსახურება:
ნ.ა) კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის გაუმართაობების დიაგნოსტიკა, შესაძლებლობების ფარგლებში მათი მიმდინარე რემონტი, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის საგარანტიო ან მიმდინარე შეკეთებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ნ.ბ) კომპიუტერული სამუშაო ადგილების ტექნიკური შემოწმებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების (სისტემისა და ცალკეული პროგრამების განახლება, ვირუსებზე შემოწმება, ინფორმაციის არქივაცია და დაცვა) სისტემატურად განხორციელება მათი გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად;
ნ.გ) კომპიუტერული სამუშაო ადგილების ექსპლუატაციის ნორმებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
ნ.დ) კომპიუტერული ქსელის ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებისა და მასში ახალი სამუშაო ადგილების ჩართვის უზრუნველყოფა;
ნ.ე) სამინისტროსა და სამსახურების სტრუქტურებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ოპერატიულობისა და კოორდინაციის ხარისხის ამაღლების მიზნით თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მათში მომხმარებელთა ინტეგრაცია;
ნ.ვ) საქსელო აპარატურისა და კომუნიკაციების ტექნიკური და სისტემური მომსახურება;
ნ.ზ) გასამრავლებელი აპარატურის და საბეჭდი მოწყობილობების ტექნიკური და პროგრამული მომსახურება, მათი სახარჯი მასალებითა და ცვეთადი ნაწილებით უზრუნველყოფა;
ო) სამინისტროსა და სამსახურების მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების ოპტიმალურად განაწილების უზრუნველყოფისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება;
პ) დეპარტამენტის თანამშრომელთა უწვეტი განათლებისა და თვითგანათლების უზრუნველყოფა უახლესი ტექნოლოგიების შესწავლისა და დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით;
ჟ) სამინისტროსა და სამსახურების კავშირგაბმულობის სისტემის (ანალოგური და IP ტელეფონია) დანერგვა და შემდგომი პროგრამული მომსახურება;
რ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საკადრო რესურსების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენა;
ტ) სამინისტროსა და სამსახურების კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა;
უ) კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში შესაბამის სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) იბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან მათი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ დეპარტამენტს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
4. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებასა და ფუნქციებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.
6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
7. დეპარატამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხარისხსა და შესრულების ვადების დაცვაზე;
გ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;
დ) ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 5🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.