„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №106

2026 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.017644) დამტკიცებულ თავშესაფრის პროცედურაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და თავშესაფრის პროცედურის:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობის/რწმუნებულების მქონე ადვოკატს (შემდგომ – შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი) შესაბამისი უფლებამოსილების და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა ამ პირის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, რომელზე დაშვებაც ხდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. 16-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ანკეტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სამმართველოს უფროსი დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს პატაკს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული ან ჩვეულებრივი წესით განხილვის თაობაზე.“.

3. 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება არ ტარდება.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მისაღებად უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი პირადად უნდა გამოცხადდეს დეპარტამენტში.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცნობის მიღებისთანავე, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი აბარებს სამგზავრო დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მას უბრუნდება პირადად, დეპარტამენტში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ:

ა) თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო დეპარტამენტის გადაწყვეტილების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უცხოელის მიერ სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

ბ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ დეპარტამენტის გადაწყვეტილების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

გ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ დეპარტამენტის გადაწყვეტილების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.“.

4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში ანკეტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში სამმართველოს უფროსი დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს პატაკს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.“.

5. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ მას უფლება აქვს, დეპარტამენტს წარუდგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ახალი გარემოებები, რომლებიც მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ გახდა ცნობილი. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები №12 დანართის შესაბამისად. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება წერილობით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, 3 სამუშაო დღის ვადაში, მისი სასამართლოში გასაჩივრების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მითითებით.“.

7. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებამდე.

15. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება იმავე კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.“.

8. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება დეპარტამენტში ან/და დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

ზ2) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 102 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება დეპარტამენტში ან/და დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;“;

ბ) „ი1“-„ი3“ ქვეპუნქტები:

„ი1) ნებაყოფლობით ისარგებლებს წარმოშობის ქვეყნის დაცვით;

ი2) მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას;

ი3) არ შეასრულებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას – უარს განაცხადებს სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარებაზე;“.

9. №15 დანართის („წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები“) მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პასუხის მომზადებისთვის უნდა დაწესდეს გონივრული ვადები კითხვის ხასიათიდან გამომდინარე, რაც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

3. 3 სამუშაო დღეზე ნაკლები ვადა პასუხის მომზადებისთვის შეიძლება დაწესდეს სტატუსის დადგენის სამმართველოს უფროსისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველოს უფროსის შეთანხმების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2026.
როდის იქნა მიღებული „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №106. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017762.
სად არის „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 28 ნოემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №106, 25.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017762 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6982761/