ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №87/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.131
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 22/03/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ 14.07.2006
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი „„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“"
დოკუმენტის ტექსტი
ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 48.0pt 45.0pt 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.131
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №87/ნ
2007 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი
ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესი
მუხლი 1🔗
1. ფსიქიატრიული სტაციონარი წარმოადგენს შესაბამისი ლიცენზიის მქონე, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას (განყოფილებას), რომელიც ახორციელებს მაღალკვალიფიციურ სტაციონარულ გამოკვლევას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის.
2. ფსიქიატრიული სტაციონარი ემსახურება პაციენტებს, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის გამო საჭიროებენ გამოკვლევასა და მკურნალობას სტაციონარის პირობებში.
მუხლი 2🔗
1. ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტი თავსდება:
ა) პირველადი ჯანდაცვის ექიმის, ექიმ-ფსიქიატრის ან სხვა სამედიცინო დაწესებულების დასკვნის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 19 ივლისის №228/ო ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №027-3/ა“, რომელიც გაცემულ უნდა იქნეს ვადით არა უმეტეს შვიდი დღისა) საფუძველზე;
ბ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პაციენტის მოყვანის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე;
გ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დასკვნის საფუძველზე;
დ) მომართვის არარსებობისას პაციენტის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით ან თანხმობის გარეშე, თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას.
მუხლი 3🔗
1. ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტის პირველადი მოთავსება ხდება მორიგე ექიმ _ ფსიქიატრის გადაწყვეტილებით.
2. პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის თანხმობა დასტურდება შესაბამის ფორმაზე ხელმოწერით (თანხმობის ფორმა შემუშავდება უშუალოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ).
3. მორიგე ექიმი სარეგისტრაციო ჟურნალში და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში მიუთითებს, პაციენტი მოთავსდა ნებაყოფლობით თუ არანებაყოფლობით.
4. მორიგე ექიმი ამოწმებს პაციენტის პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ათვალიერებს გარეგნულად, აგროვებს აუცილებელ ანამნეზურ ცნობებს როგორც თავად პაციენტისაგან, ასევე მისი თანმხლები პირისაგან.
5. პაციენტის საპასპორტო მონაცემები, საკონტაქტო ნომერი და პირველადი დიაგნოზი შეაქვს სარეგისტრაციო ჟურნალში (დანომრილი გვერდებით) და სამედიცინო დოკუმენტაციაში.
6. თუ მორიგე ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტს არ ესაჭიროება სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება, სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, საექიმო დასკვნით (ფორმა №027-3/ა) მომართვის შემთხვევაში კი უგზავნის დასაბუთებულ უარს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას 24 საათის განმავლობაში (არასამუშაო დღეების გარდა).
7. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და შეუძლებელია მისი პიროვნების იდენტიფიკაცია, სარეგისტრაციო ჟურნალში ფიქსირდება როგორც უცნობი და შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება პოლიციას პაციენტის გარეგნობის ზუსტი აღწერით.
8. პაციენტის სანიტარიული დამუშავების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მორიგე ექიმი.
9. პაციენტის პირადი ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა და ფული, პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი აქტით, გადაეცემა პაციენტის თანმხლებ პირს (ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მითითებით), რომელიც ხელს აწერს ჩაბარების აქტს და რომელსაც ადასტურებს მორიგე ექიმი.
10. თანმხლები პირის ან პაციენტის თანხმობის არარსებობის დროს დგება აქტი პაციენტის პირადი ნივთების, ფულის და ძვირფასეულობის აღწერით, რომელსაც ხელს აწერს მორიგე პერსონალი (არანაკლებ 2 ადამიანი) და გადასცემს ადმინისტრაციას სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.
11. ადმინისტრაციისათვის გადაცემამდე ნივთები ინახება მიმღები განყოფილების სეიფში.
12. პაციენტს ეკრძალება თან იქონიოს განყოფილებაში მჭრელი, მჩხვლეტავი საგნები და მედიკამენტები.
13. ბავშვები 4-14 წლის ასაკში თავსდებიან ბავშვთა განყოფილებაში, ხოლო 15-17 წლის ასაკის პაციენტები თავსდებიან მოზარდთა განყოფილებაში, ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავსდებიან მოზრდილთა განყოფილებაში.
მუხლი 4🔗
1. პაციენტის არანებაყოფლობით სტაციონირებისას, პაციენტის სტაციონირების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია.
2. უქმე და დასვენების დღეებში ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს ფსიქიატრიული კომისიის შეკრება.
3. თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დაასკვნის, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება არ არის მიზანშეწონილი, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.
4. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილება (გაცემული სათანადო წესით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად) გადაეცემა ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათის ვადაში მიმართოს სასამართლოს (სათანადო წესით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად), პაციენტის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე ბრძანების გამოცემის მიზნით.
5. სასამართლოსადმი მიმართვის ფორმა ივსება აგრეთვე ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების 3-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ პაციენტი საჭიროებს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელებას.
6. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ფიქსირდება პაციენტის უარი სტაციონირებასა და მკურნალობაზე, (ფორმის შევსების ფაქტი, თარიღი და დრო, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ კომისიის წევრები)
7. გასვლითი სასამართლო სხდომის შემთხვევაში, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია გამოყოს სასამართლოს სხდომისათვის შესაბამისი ფართი.
8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოს ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებულ პაციენტს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და მოიხსენიება როგორც „არაიდენტიფიცირებული პაციენტი“, რაც დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს უფლებას მკურნალობის პროცესში მიანიჭოს პაციენტს პირობითი სახელი ურთიერთობის გაადვილების მიზნით.
მუხლი 5🔗
არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩვენება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებით, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ფსიქიკური მდგომარეობის დროს:
ა) ქცევის აშლა, რომლის მიზეზია:
ა.ა) ფსიქომოტორული აგზნება;
ა.ბ) ჰალუცინაციები;
ა.გ) ბოდვა;
ა.დ) ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი; კატატონიური სინდრომი;
ა.ე) ცნობიერების შეცვლის მდგომარეობა;
ა.ვ) პათოლოგიური იმპულსურობა;
ა.ზ) მძიმე დისფორიები;
ბ) სისტემატიზირებული ბოდვითი სინდრომი;
გ) იმპერატიული ჰალუცინაციები;
დ) დეპრესიული მდგომარეობები, რომელთაც ახლავთ სუიციდური ტენდენციები;
ე) მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობები;
ვ) კოგნიტიურმნესტიური ფუნქციების ღრმა მოშლით გამოწვეული პაციენტის უსუსურობა.
მუხლი 6🔗
1. პაციენტს ფსიქიატრიულ დახმარებას უწევს მკურნალი ექიმი:
ა) ესაუბრება პირველივე სამუშაო დღეს;
ბ) იკვლევს პაციენტის ფსიქო-სომატურ მდგომარეობას;
გ) აგროვებს ანამნეზურ/კატამნეზურ ცნობებს;
დ) უნიშნავს პაციენტს საჭირო კლინიკოლაბორატორიულ გამოკვლევებს;
ე) გამოაქვს წინასწარი დიაგნოზი და პაციენტს უნიშნავს შესაბამის მკურნალობას.
2. სამედიცინო ისტორიაში ფიქსირდება აღნიშნული მონაცემები თარიღის მითითებით.
3. ცვლილებები პაციენტის სომატო-ფსიქიკურ მდგომარეობაში, ახალი გამოკვლევები ან დანიშნულება ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში თარიღის მითითებით.
4. მკურნალი ექიმი კლინიკურ დიაგნოზს სვამს პაციენტზე დაკვირვების და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗
1. არანებაყოფლობითი სტაციონირებისას ექიმ-ფსიქიატრთა კომისია ყოველთვიურად (აუცილებელ შემთხვევებში უფრო მოკლე პერიოდშიც) განიხილავს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელების, შეცვლის ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხს.
2. მკურნალი ექიმი სამედიცინო ისტორიაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს კომისიის წევრთა ხელმოწერით და თარიღის მითითებით.
3. პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას სამედიცინო დოკუმენტაციის ამონაწერი, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, იგზავნება გამომგზავნ დაწესებულებაში ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.