აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/327 |
|
2026 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, მდინარე ენგურის სამხრეთით, მდინარე თიკორის შესართავში და მოიცავს საზღვაო სანაპიროს დაახლოებით 2.5 კმ-ის მანძილზე. საზღვაო ნავსადგური მოემსახურება საკონტეინერო, მშრალ და თხევად ტვირთებს. ნავსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 2017 წლის ბოლოდან დაიწყო. დაგეგმილია ანაკლიის საპროექტო საზღვაო ნავსადგურთან დამაკავშირებელი სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს პორტისთვის ტვირთების მიწოდებას აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. გათვალისწინებულია ორზოლიანი (ერთი ზოლი თითოეული მიმართულებით) საავტომობილო გზის და ერთლიანდაგიანი რკინიგზის ხაზის მშენებლობა. საპროექტო დერეფანი ძირითადად განლაგებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო მცირე მონაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე. საავტომობილო გზა და რკინიგზა განთავსდება საერთო დერეფანში. საპროექტო დერეფანი იწყება მშენებარე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურიდან და გრძელდება აღმოსავლეთით (რკინიგზაც და გზაც მიუყვება საერთო დერეფანს). დერეფნის საწყისი, დაახლოებით 1.5 კმ გადის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავ-სათესი და საძოვრის კატეგორიის) მიწებზე. აღნიშნულის შემდგომ დაახლოებით 2 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაგეგმილია რკინიგზის სადგურ „ანაკლიის“ მოწყობა. შემდგომი მონაკვეთი სოფ. დიდი ნეძამდე ერთგვაროვანია და გადადის კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. სოფელ დიდი ნეძის ტერიტორიაზე საპროექტო დერეფანი კვეთს საცხოვრებელ ზონას. შემდეგი დაახლოებით 1-1,3 კმ სიგრძის მონაკვეთი ემთხვევა სახნავ-სათეს და საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებს. ამასთან, სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე საპროექტო გზა და რკინიგზა ერთმანეთს შორდება. რკინიგზა გადაკვეთს არსებულ ავტომაგისტრალს და დაუერთდება ხობი-ზუგდიდის რკინიგზის მონაკვეთის ხამისკური-ცაცხვის უბანს, ხოლო საპროექტო გზა დაუერთდება ხობი-ზუგდიდის არსებულ ავტომაგისტრალს. საპროექტო ინფრასტრუქტურის ძირითადი ტექნიკური მონაცემებია: რკინიგზის სიგრძე-17.5 კმ. საავტომობილო გზის სიგრძე-19.5 კმ. ესტაკადების რაოდენობა - 5. მიწისქვეშა გადასასვლელების რაოდენობა - 11. წყალგამტარი არხები - 35. წყალგამტარი მილების რაოდენობა - 150. ელექტრომომარაგება - ანაკლიის სათავო დამადაბლებელი ქვესადგურიდან საპროექტო სადგურ „ანაკლია“-ში გათვალისწინებულ წევის ქვესადგურამდე. საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე - 3.35 კმ.
პროექტი ემსახურება ქვეყნის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული: ბექა გვილავას (პ/ნ: 19701112596), რაული გვილავას (პ/ნ:19001018429) და სოფიო ჭითანავას (პ/ნ:19001080668) თანასაკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2925 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №43.25.42.006) ნაწილის - 605 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული აქტივების (შენობა-ნაგებობა (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; ნონა ყორშიას (პ/ნ: 19001004918) საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №43.30.44.408 სრულად) და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; ზვიად ხარჩილავას (პ/ნ: 62006003079) საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №43.25.46.149) ნაწილის - 64 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; ინგა აბსანძის (პ/ნ: 19001021254) საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10007 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №43.50.43.180 სრულად) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ღობე) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე N3/563-25) მითითებულია, რომ ,,ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, ,,ბ", ,,დ" და ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება: გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის; საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.
დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში, მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2925 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.42.006) მესაკუთრეა ბექა გვილავა (პ/ნ:19701112596), რაული გვილავა (პ/ნ:19001018429) და სოფიო ჭითანავა (პ/ნ: 19001080668).
დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში, მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2925 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.42.006) ნაწილი - 605 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული აქტივები (შენობა-ნაგებობა(ღობე), მრავალწლიანი ნარგავები).
საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.30.44.408) მესაკუთრეა ნონა ყორშია (პ/ნ:19001004918).
დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N43.30.44.408) სრულად და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.46.149) მესაკუთრეა ზვიად ხარჩილავა (პ/ნ: 62006003079).
დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:N43.25.46.149) ნაწილი - 64 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10 007 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:N43.50.43.180) მესაკუთრეა ინგა აბსანძე (პ/ნ: 19001021254).
დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10007 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:N 43.50.43.180) სრულად და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ღობე).
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, ,,ბ", ,,დ" და ,,თ" ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.
2. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.
3. საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ:
3.1 ბექა გვილავას (პ/ნ:19701112596), რაული გვილავას (პ/ნ:19001018429) და სოფიო ჭითანავას (პ/ნ:19001080668), თანასაკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2925 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.42.006) ნაწილზე - 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ აქტივებზე (შენობა-ნაგებობა (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები) ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.2 ნონა ყორშიას (პ/ნ: 19001004918) საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N43.30.44.408) სრულად და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.3 ზვიად ხარჩილავას (პ/ნ: 62006003079) საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.46.149) ნაწილზე - 64 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.4 ინგა აბსანძის (პ/ნ: 19001021254) საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10007 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:N43.50.43.180) სრულად და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე) ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 20.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/327.
- სად არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, №1-1/327, 20.08.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6983212/