„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№202/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.017013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №202/04

2026 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2021; 220020000.18.011.016549) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. ამ წესის 121 მუხლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა (შემდგომში − საგადახდო მომსახურების პროვაიდერები) და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ამ წესის 131 მუხლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის. ამ წესის 132 მუხლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისთვის (შემდგომში − ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი).“.

2. 131 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

„მუხლი 132. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები მომხმარებლის პრეტენზიის განხილვასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის პრეტენზიების მიღება და განხილვა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის პრეტენზიად მიიჩნევა მომხმარებლის ნებისმიერი განცხადება (ზეპირი ან წერილობითი), რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, პრეტენზიას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ან/და მისი მომსახურების მიმართ. სატელეფონო არხით მიღებული პრეტენზია, რომელიც საჭიროებს შემდგომ განხილვას, არ განიხილება ზეპირი ფორმის პრეტენზიად.

3. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს უნდა ჰქონდეს პრეტენზიების წერილობითი და ელექტრონული ფორმით მიღების/განხილვის სტანდარტული პროცედურა.

4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:

ა) მიიღოს პრეტენზიები მომხმარებლისგან ზეპირი, სტანდარტული წერილობითი (დანართი №14), თავისუფალი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმებით;

ბ) მიიღოს მომხმარებლის პრეტენზია მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდია გასული პრეტენზიაში აღნიშნული საკითხის წარმოშობიდან;

გ) მომხმარებლის პრეტენზიის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, შესთავაზოს პრეტენზიის დაფიქსირების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი იღებს ზეპირ პრეტენზიას, შესთავაზოს მომხმარებელს მისი ალტერნატივა პრეტენზიის სტანდარტული/თავისუფალი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გამოხატვის სახით;

დ) პრეტენზიის, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, მიღებისას პრეტენზიის განმცხადებელს წერილობით/ელექტრონულად დაუდასტუროს პრეტენზიის მიღება;

ე) პრეტენზიების შესწავლა მოახდინოს სრულყოფილად და არაუგვიანეს მომხმარებლის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით ან/და პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) აცნობოს საკითხის შესწავლის შედეგები და, სადაც შესაძლებელია, შესთავაზოს პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები;

ვ) მუდმივად ჰქონდეს მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: პრეტენზიის განმცხადებელი მომხმარებლის მონაცემები, პრეტენზიის ხასიათი, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის პასუხის შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისთვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი. მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერები, სადაც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს;

ზ) აწარმოოს ამ წესის დანართ №15-ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ Excel-ის ფორმატით და ყოველთვიურად მიაწოდოს აღნიშნული ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულად, მისამართზე – cp@nbg.gov.ge. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ანგარიშგების მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა. მიწოდებულ ანგარიშგებაში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული, ასევე, წინა საანგარიშო თვეს მიწოდებულ და ატვირთულ ანგარიშგებაში დაუსრულებელი სტატუსით აღრიცხული პრეტენზიების შესახებ სტატისტიკა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე მომხმარებლის იგივე პრეტენზია და ადგილი არ აქვს დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;

ბ) მომხმარებლის პრეტენზია ეხება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის უარს ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკისრება აღნიშნული მომსახურების განხორციელების ვალდებულება;

გ) პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები ან უარი ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევაზე, რომლებიც განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. ამ მუხლის მიზნებისთვის მომხმარებელი არის პირი, რომელიც სარგებლობს ვირტუალური აქტივის მომსახურებით ან აქვს ასეთი განზრახვა.“.

3. დაემატოს დანართი №14 და დანართი №15 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა
📎 დანართები (2)
14.docx ⬇

დანართი №14

პრეტენზიის სტანდარტული ფორმა

პრეტენზიის მიღების თარიღი: _____________________________

რეგისტრაციის N ___________________________________________

განმცხადებლის პირადი ინფორმაცია

სახელი, გვარი
პირადი ნომერი
მისამართი
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ელ. ფოსტა

მომსახურების დასახელება

კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა □ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება □ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) □
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება □ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება □ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება □
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) □ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა □ სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ) □

პრეტენზიის ხასიათი

მომხმარებლის მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული პრეტენზია, მათ შორის, ტრანზაქციაზე დაუთანხმებლობა □ ვირტუალური აქტივის მომსახურების წვდომის შეზღუდვასთან, შეჩერებასთან დაკავშირებული პრეტენზია □
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მხრიდან ვირტუალური აქტივის მომსახურების დაგვიანებით შესრულებასთან, შეუსრულებლობასთან ან/და არასწორად შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზია □ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრაციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზია □
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა □ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზია □
პირველადი შეთავაზების პირობებთან, შეძენასთან/გამოსყიდვასთან, ფასთან და ფასის სტაბილურობასთან დაკავშირებული პრეტენზია □ რეკლამასთან დაკავშირებული პრეტენზია □
სხვა პრეტენზია □

პრეტენზიის შინაარსი (საჭიროების შემთხვევაში ვრცელი აღწერა წარმოადგინეთ დანართის სახით)

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

რა ფორმით გსურთ პრეტენზიაზე პასუხის მიღება?

წერილობით □ (მიუთითეთ მისამართი)

ტელეფონით □

ელექტრონული ფოსტით □

ხელმოწერა: ____________________________

თარიღი: _______________________________

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – http://www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 2 406 406.

15.docx ⬇

დანართი №15

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ პრეტენზიების სტატისტიკის ყოველთვიურად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი მახასიათებლების ნუსხა

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს მიღებული პრეტენზიის, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, შესახებ ჩანაწერების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ამ დანართში მოცემული ცხრილი №1-ის სახით შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

ა) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის დასახელება;

ბ) პრეტენზიის მიღების თარიღი – იმ დღის თარიღი, როდესაც მომხმარებელმა დააფიქსირა პრეტენზია;

გ) პრეტენზიის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) პრეტენზიის მიღების ფორმა;

ე) მომსახურების დასახელება;

ვ) პრეტენზიის ხასიათი;

ზ) პრეტენზიის შინაარსი;

თ) პრეტენზიის დამუშავების სტადია;

ი) პრეტენზიაში დაფიქსირებულ პრობლემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შინაარსი, გადაჭრისთვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი;

კ) პრეტენზიის დამუშავების დასრულების თარიღი.

2. მომსახურების დასახელება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა მიაკუთვნოს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

ა) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;

ბ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება;

გ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;

დ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით):

დ.ა) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში;

დ.ბ) სხვა ვირტუალურ აქტივში;

დ.გ) ფინანსურ ინსტრუმენტში;

ე) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება:

ე.ა) სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება;

ე.ბ) სხვა ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება;

ვ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება;

ზ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);

თ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;

ი) სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ).

3. პრეტენზიის ხასიათი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა მიაკუთვნოს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

ა) მომხმარებლის მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული პრეტენზია, მათ შორის, ტრანზაქციაზე დაუთანხმებლობა;

ბ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მხრიდან ვირტუალური აქტივის მომსახურების დაგვიანებით შესრულებასთან, შეუსრულებლობასთან ან/და არასწორად შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზია;

გ) ვირტუალური აქტივის მომსახურების წვდომის შეზღუდვასთან, შეჩერებასთან დაკავშირებული პრეტენზია;

დ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრაციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზია;

ე) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა;

ვ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზია;

ზ) პირველადი შეთავაზების პირობებთან, შეძენასთან/გამოსყიდვასთან, ფასთან და ფასის სტაბილურობასთან დაკავშირებული პრეტენზია;

თ) რეკლამასთან დაკავშირებული პრეტენზია;

ი) სხვა პრეტენზია.

4. პრეტენზიის დამუშავების სტადია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა მიაკუთვნოს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

ა) განხილვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი;

ბ) განხილვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ;

გ) პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული;

დ) საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიის პრობლემა გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ და აღმოიფხვრა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა.

5. პრეტენზიის დამუშავების დასრულების თარიღად ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა მიუთითოს იმ დღის თარიღი, როდესაც განხილვის სტადიის მიკუთვნება ხდება ამ დანართის მე-4 პუნქტში მოცემული ერთ-ერთი კატეგორიისთვის.

ცხრილი №1. მონაცემები პრეტენზიების შესახებ

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი:

თარიღი:

პრეტენზიების მიღების ანგარიშგება

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №202/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.18.011.017013.
სად არის „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №202/04, 24.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.017013 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6983468/