„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№410
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.025959
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №410

2026 წლის 21 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1.  მე-2  მუხლს  „ჰ15“  ქვეპუნქტის   შემდეგ  დაემატოს  შემდეგი   შინაარსის „ჰ16“ და „ჰ17“ ქვეპუნქტები:

„ჰ16) Diva (დაინფიცირებული და ვაქცინირებული ცხოველის დიფერენცირება) − ვაქცინაცია ვაქცინის გამოყენებით, რომელიც შესაძლებელს ხდის დაინფიცირებული ცხოველის გამოვლენას ვაქცინირებულ პოპულაციაში, შესაბამისი სეროლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდებით;

ჰ17) DIVA ვაქცინირებული ცხოველი − DIVA ვაქცინაციის ფარგლებში ვაქცინირებული ცხოველი.“.

2. დანართ №8-ის „საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვი არაუმეტეს 8 თვის მაკეობისა, რომელიც არ არის ვაქცინირებული ბრუცელოზის, თურქულისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ, ან ვაქცინირებულია მხოლოდ DIVA ვაქცინით და გამოდის მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებების მიმართ, მათ შორის:  

ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა − ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ბ) მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი, კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ვეზიკულური სტომატიტი – ქვეყანა ბოლო 24 თვის განმავლობაში;

გ) თურქული – ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში;

დ) ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, პარატუბერკულოზი − მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში;

ე) ლეიკოზი – მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში;

ვ) ლეპტოსპიროზი – მეურნეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში;

ზ) ჯილეხი – მეურნეობა ბოლო 20 დღის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №410. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.025959.
სად არის „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №410, 21.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025959 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984059/