ტექნიკა აღწერა

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№413
სარეგისტრაციო კოდი
300190000.10.003.025962
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №413

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ფერადი ლითონების წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1🔗

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-9 მუხლების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ფერადი ლითონების წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“.
მუხლი 2

1. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ტექნიკური რეგლამენტი – ფერადი ლითონების წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

რეგულირების სფერო

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები ეხება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 2.1, 2.5 და 6.10 პუნქტებით განსაზღვრულ გარკვეულ საქმიანობებს, კერძოდ:

– ლითონური მადნის (სულფიდური მადნის ჩათვლით) გამოწვა ან აგლომერაცია (საქმიანობა 2.1);

– ფერადი ლითონების დამუშავება (საქმიანობა 2.5):

– არარაფინირებული ფერადი ლითონების წარმოება მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროლიტური პროცესების საშუალებით (საქმიანობა 2.5.1);

– ფერადი ლითონების (მათ შორის, აღდგენილი პროდუქტების) გამოდნობა (ლეგირების ჩათვლით) და ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია, სადაც გამოდნობის სიმძლავრე ტყვიისა და კადმიუმისთვის დღე-ღამეში 4 ტონას ან ყველა სხვა ლითონისთვის დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება (საქმიანობა 2.5.2);

– ინსინერაციით (წვით) ან გრაფიტიზაციით ნახშირბადის ან ელექტროგრაფიტის წარმოება (საქმიანობა 6.10).

კერძოდ, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები მოიცავს შემდეგ პროცესებსა და საქმიანობებს:

– ფერადი ლითონების პირველადი და მეორადი წარმოება;

– თუთიის ოქსიდის წარმოება აიროვანი ნაკადებიდან სხვა ლითონების წარმოების პროცესში;

– ნიკელის ნაერთების წარმოება ხსნარებიდან ლითონის წარმოების პროცესში;

– კალციუმ-სილიციუმის (CaSi) და სილიციუმის (Si) წარმოება იმავე ღუმელში, სადაც მიმდინარეობს ფეროსილიციუმის წარმოება;

– ალუმინის ოქსიდის წარმოება ბოქსიტიდან პირველადი ალუმინის წარმოებამდე, როდესაც ეს წარმოადგენს ლითონის წარმოების განუყოფელ ნაწილს;

– ალუმინის მარილოვანი წიდის გადამუშავება;

– ნახშირბადის და/ან გრაფიტის ელექტროდების წარმოება.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები არ ეხება შემდეგ საქმიანობებს ან პროცესებს:

– რკინის მადნის აგლომერაციას, რომელიც რეგულირდება თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებით;

– გოგირდმჟავას წარმოებას, რომელიც ეფუძნება ფერადი ლითონების წარმოების პროცესში წარმოქმნილ SO2 აირებს. აღნიშნული პროცესი რეგულირდება დიდი მოცულობის არაორგანული ქიმიური ნივთიერებების – ამიაკის, მჟავების და სასუქების (LVIC-AAF) შესახებ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) დასკვნებით;

– სამსხმელო წარმოებებს, რომლებიც რეგულირდება სამჭედლოებისა და სამსხმელო საამქროებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებით.

ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა საცნობარო დოკუმენტები, რომლებიც აქტუალურია წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნებით მოცული საქმიანობებისთვის:

სახელმძღვანელო დოკუმენტი

რეგულირების სფერო

ენერგოეფექტურობა (ENE)

ენერგოეფექტურობის ზოგადი ასპექტები

ქიმიურ სექტორში ჩამდინარე წყლებისა და ორგანიზებული გაფრქვევის დამუშავების/მართვის საერთო სისტემები (CWW)

ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნიკა წყალში მეტალების ემისიების შესამცირებლად

დიდი მოცულობის არაორგანული ქიმიური ნივთიერებები
– ამიაკი, მჟავები და სასუქები (LVIC-AAF)

გოგირდმჟავას წარმოება

სამრეწველო გაგრილების სისტემები (ICS)

არაპირდაპირი გაგრილება წყლით და/ან ჰაერით

ემისიები საცავებიდან/საწყობებიდან (EFS)

მასალების შენახვა და დამუშავება

ეკონომიკა და მედიათაშორისი ზემოქმედება (ECM)

ტექნიკის ეკონომიკური და მედიათაშორისი ზემოქმედება

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის (IED) დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი (ROM)

ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი

ნარჩენების დამუშავება (WT)

ნარჩენების დამუშავება და მართვა

წვის დიდი დანადგარები (LCP)

წვის დანადგარები, რომლებიც წარმოქმნის ორთქლს და/ან ელექტროენერგიას

ზედაპირის დამუშავება ორგანული გამხსნელების გამოყენებით (STS)

არამჟავური პიკელირება/მოწამვლა

ლითონებისა და პლასტმასების ზედაპირის დამუშავება (STM)

მჟავური პიკელირება/მოწამვლა

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განმარტებები:

ტერმინი

განმარტება

ახალი საქმიანობა/საწარმო

საქმიანობა/საწარმო, რომელიც არ წარმოადგენს არსებულ საქმიანობას/საწარმოს.

არსებული საქმიანობა/დანადგარი

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობა/ობიექტი, რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებული საქმიანობა/ობიექტი, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს ან საქმიანობა/ობიექტი, რომელზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და რომელსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 სექტემბრამდე

მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია

დანადგარის დიზაინის ან ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ცვლილება, ტექნოლოგიური პროცესის ერთეულებისა და შესაბამისი აღჭურვილობის მნიშვნელოვანი მოდიფიკაციით ან ჩანაცვლებით

პირველადი ემისიები

ემისიები, რომლებიც პირდაპირ გამოიყოფა ღუმელებიდან და არ ვრცელდება ღუმელების მიმდებარე ტერიტორიებზე

მეორადი ემისიები

ემისიები, რომლებიც გამოიყოფა ღუმელის საფარიდან ან ისეთი ოპერაციების დროს, როგორიცაა ჩატვირთვა ან ჩამოცლა, და რომლების დაჭერაც ხდება თავსახურის/ქოლგის ან დახურული კონსტრუქციის/გარსაცმის (მაგალითად, ე.წ. „doghouse“) მეშვეობით

პირველადი წარმოება

ლითონების წარმოება მადნებისა და კონცენტრატების გამოყენებით

მეორადი წარმოება

ლითონების წარმოება ნარჩენებისა და/ან ჯართის გამოყენებით, მათ შორის, გადადნობისა და შენადნობების მიღების პროცესები

უწყვეტი გაზომვა

გაზომვა, რომელიც ხორციელდება ადგილზე მუდმივად დამონტაჟებული „ავტომატური საზომი სისტემის“ გამოყენებით ემისიების უწყვეტი მონიტორინგისთვის

პერიოდული გაზომვა

გასაზომი პარამეტრის (გაზომვას დაქვემდებარებული კონკრეტული სიდიდის) განსაზღვრა განსაზღვრულ დროით ინტერვალებში ხელით ან ავტომატური მეთოდების გამოყენებით

დიფუზური (დისპერსიული) ემისია

ემისია დიფუზური (დისპერსიული) წყაროდან

ზოგადი დებულებები

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა

წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებში ჩამოთვლილი და აღწერილი ტექნიკა არ არის ამომწურავი. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკაც, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის მინიმუმ ეკვივალენტურ დონეს.

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები ზოგადად გამოყენებადია.

ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი (BAT-AELs) ატმოსფერულ ჰაერში ემისიების დონეები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებში, ეხება სტანდარტულ პირობებს: მშრალი აირი 273,15 K ტემპერატურაზე და 101,3 კპა წნევაზე.

ჰაერში ემისიების გასაშუალოების პერიოდები

ჰაერში ემისიების გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

გამოყენებული ტერმინი

განმარტება

საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა

24-საათიანი პერიოდის საშუალო მნიშვნელობა, მიღებული უწყვეტი გაზომვებით განსაზღვრული მოქმედი ნახევარსაათიანი ან ერთსაათიანი საშუალო მნიშვნელობებიდან

საშუალო მნიშვნელობა ნიმუშების აღების პერიოდისთვის

სამი თანმიმდევრული გაზომვის საშუალო მნიშვნელობა, თითოეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წუთისა, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული
1

წყალში ემისიების გასაშუალოების პერიოდები

წყალში ემისიების გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტება.

გამოყენებული ტერმინი

განმარტება

საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი

24-საათიანი ნიმუშის აღების პერიოდში მიღებული საშუალო მნიშვნელობა, რომელიც აღებულია ნაკადზე პროპორციული კომპოზიტური სინჯის სახით (ან დროზე პროპორციული კომპოზიტური სინჯის სახით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია ნაკადის საკმარისი სტაბილურობა)2

შემოკლებები

ტერმინი

მნიშვნელობა

BaP

ბენზო[ა]პირენი

ESP

ელექტროსტატიკური ფილტრი (პრეციპიტატორი)

I-TEQ

საერთაშორისო ტოქსიკური ეკვივალენტი, რომელიც მიღებულია საერთაშორისო ტოქსიკური ეკვივალენტობის ფაქტორების გამოყენებით, როგორც ეს განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილების პირველი დანართით

NOX

აზოტის ოქსიდისა (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO2) ჯამი, გამოსახული NO2-ით

PCDD/F

პოლიქლორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები და დიბენზოფურანები (17 კონგენერი)

PAH

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები

TVOC

ჯამური აქროლადი ორგანული ნახშირბადი; ჯამური აქროლადი ორგანული ნაერთები, რომლებიც იზომება ალურ-იონიზაციური დეტექტორით (FID) და გამოისახება როგორც ჯამური ნახშირბადი

VOC

აქროლადი ორგანული ნაერთები – ნებისმიერი ორგანული ნაერთი, ასევე კრეოზოტის ფრაქცია, რომელსაც 293,15 K ტემპერატურაზე გააჩნია 0,01 კპა ან მეტი ორთქლის წნევა, ან აქვს შესაბამისი აქროლადობა, გამოყენების კონკრეტული პირობებისთვის

1.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ზოგადი დასკვნები

1.2–1.9 პუნქტებში მოცემული შესაბამისი პროცეს – სპეციფიკური BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება წინამდებარე პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად.

1.1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (EMS)

BAT 1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) დანერგვასა და დაცვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) ხელმძღვანელობის, მათ შორის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობას;

ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას, რომელიც მოიცავს ხელმძღვანელობის მიერ ობიექტის/დანადგარის უწყვეტ გაუმჯობესებას;

გ) ფინანსურ დაგეგმვასა და ინვესტიციებთან კავშირში აუცილებელი პროცედურების, მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვასა და ჩამოყალიბებას;

დ) პროცედურების დანერგვას განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგ საკითხებზე:

დ.ა) სტრუქტურა და პასუხისმგებლობა;

დ.ბ) პერსონალის შერჩევა, სწავლება, ინფორმირებულობა და კომპეტენცია;

დ.გ) კომუნიკაცია;

დ.დ) თანამშრომელთა ჩართულობა;

დ.ე) დოკუმენტაცია;

დ.ვ) პროცესის ეფექტიანი კონტროლი;

დ.ზ) ტექნიკური მომსახურების პროგრამები;

დ.თ) ავარიული სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება;

დ.ი) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) შედეგების შემოწმება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგ საკითხებზე:

ე.ა) მონიტორინგი და გაზომვა (იხ. ასევე, IED დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგის სახელმძღვანელო ანგარიში – ROM);

ე.ბ) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები;

ე.გ) ჩანაწერების წარმოება;

ე.დ) დამოუკიდებელი (სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია) შიდა ან გარე აუდიტი, იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა EMS დაგეგმილ ღონისძიებებს და სათანადოდ არის თუ არა დანერგილი და შენარჩუნებული;

ვ) უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ EMS-ისა და მისი მუდმივი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გადახედვა;

ზ) უფრო სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაზე თვალყურის მიდევნება;

თ) ახალი დანადგარის პროექტირების ეტაპზევე, ასევე, მისი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, დანადგარის საბოლოო ექსპლუატაციიდან გამოყვანის შედეგად გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება;

ი) სექტორული ბენჩმარკინგის [საქმიანობის, პროცესის ან მაჩვენებლების შედარებითი შეფასება საუკეთესო პრაქტიკასთან ან სექტორის სხვა ანალოგიურ ობიექტებთან] რეგულარული გამოყენება.

დიფუზიური მტვრის ემისიის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება (იხ. BAT 6), ასევე ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მტვერდამჭერი სისტემების ეფექტურობაზე (იხ. BAT 4), ასევე წარმოადგენს EMS-ის ნაწილს.

გამოყენებადობა

EMS-ის ჩარჩო (მაგ., დეტალიზაციის დონე) და სტრუქტურა (მაგ., სტანდარტიზებული ან არასტანდარტიზებული) ზოგადად დაკავშირებულია დანადგარის ფორმასთან/სტრუქტურასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან, ასევე გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების მასშტაბთან.

1.1.2. ენერგიის მართვა

BAT 2. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინირებულად გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ენერგოეფექტურობის მართვის სისტემა (მაგ., ISO 50001)

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

რეგენერაციული ან რეკუპერაციული სანთურები

ზოგადად გამოყენებადია

გ)

სითბოს აღდგენა/რეკუპერაცია (მაგ., ორთქლი, ცხელი წყალი, ცხელი ჰაერი) პროცესიდან წარმოქმნილი ნარჩენი სითბოდან

გამოიყენება მხოლოდ პირომეტალურგიული პროცესებისთვის

დ)

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წვადი დამაბინძურებელი ნივთიერების შემცირება

ე)

ღუმელში ჩასატვირთი მასალის, წვის ჰაერის ან საწვავის წინასწარი გახურება დნობის ეტაპზე წარმოქმნილი ცხელი აირებიდან აღდგენილი სითბოს გამოყენებით

გამოიყენება მხოლოდ სულფიდური მადნის/კონცენტრატის გამოწვის ან დნობის პროცესებისთვის და სხვა პირომეტალურგიული პროცესებისთვის

ვ)

გამოტუტვის ხსნარების ტემპერატურის გაზრდა ნარჩენი სითბოს რეკუპერაციიდან მიღებული ორთქლის ან ცხელი წყლის გამოყენებით

გამოიყენება მხოლოდ ალუმინის ოქსიდის ან ჰიდრომეტალურგიული პროცესებისთვის

ზ)

ღარის (launder) ცხელი აირების გამოყენება წინასწარ გახურებული წვის ჰაერის სახით

გამოიყენება მხოლოდ პირომეტალურგიული პროცესებისთვის

თ)

ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის ან სუფთა ჟანგბადის გამოყენება სანთურებში ენერგომოხმარების შესამცირებლად, ავტოგენური დნობის ან ნახშირბადოვანი მასალის სრული წვის უზრუნველყოფის გზით

გამოიყენება მხოლოდ იმ ღუმელებისთვის, რომლებიც იყენებენ გოგირდის ან ნახშირბადის შემცველ ნედლეულს

ი)

კონცენტრატებისა და ტენიანი ნედლეულის დაბალ ტემპერატურაზე გაშრობა

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმდინარეობს გაშრობა

კ)

ელექტრულ ან შახტურ/ბრძმედის ღუმელში წარმოქმნილი ნახშირბადის ოქსიდის ქიმიური ენერგიის აღდგენა, მეტალების მოცილების შემდეგ გამოყოფილი აირჰაერნარევის საწვავად გამოყენების გზით სხვა საწარმოო პროცესებში ან ორთქლის/ცხელი წყლის ან ელექტროენერგიის წარმოებისთვის

გამოიყენება მხოლოდ იმ გამოყოფილი აირჰაერნარევის შემთხვევაში, რომელთა CO შემცველობა > 10 მოც. %-ია. გამოყენებადობა, ასევე დამოკიდებულია გამოყოფილი აირჰაერნარევის შემადგენლობაზე და უწყვეტი ნაკადის არარსებობაზე (მაგ., სერიული პროცესები)

ლ)

ნამწვი აირების რეცირკულირება ჟანგბად-საწვავიან (oxy-fuel) სანთურაში არსებული საერთო ორგანული ნახშირბადის ენერგიის აღდგენის მიზნით

ზოგადად გამოყენებადია

მ)

მაღალი ტემპერატურის აღჭურვილობის, მაგალითად ორთქლისა და ცხელი წყლის მილების სათანადო თბოიზოლაცია

ზოგადად გამოყენებადია

ნ)

გოგირდის დიოქსიდიდან გოგირდმჟავას წარმოებისას წარმოქმნილი სითბოს გამოყენება გოგირდმჟავას დანადგარისკენ მიმართული აირების წინასწარი გახურების ან ორთქლის და/ან ცხელი წყლის წარმოებისთვის

გამოიყენება მხოლოდ ფერადი ლითონების იმ საწარმოებისთვის, რომლებიც მოიცავს გოგირდმჟავას ან თხევადი SO₂-ის წარმოებას

ო)

მაღალი ეფექტურობის ელექტროძრავების გამოყენება, რომლებიც აღჭურვილია ცვლადი სიხშირის მამოძრავებლით, მაგალითად, ვენტილატორებისთვის

ზოგადად გამოყენებადია

პ)

მართვის სისტემების გამოყენება, რომლებიც ავტომატურად ააქტიურებს ჰაერის გამწოვ სისტემას ან არეგულირებს გაწოვის ინტენსივობას ფაქტობრივი ემისიების მიხედვით

ზოგადად გამოყენებადია

1.1.3. პროცესის კონტროლი

BAT 3. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს პროცესის სტაბილური ოპერირების უზრუნველყოფას პროცესის კონტროლის სისტემის გამოყენებით, ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციასთან ერთად.

ტექნიკა

ა)

შემავალი მასალების შემოწმება და შერჩევა პროცესისა და გამოყენებული შემცირების ტექნიკების შესაბამისად

ბ)

ნედლეულის კარგი შერევა გარდაქმნის ოპტიმალური ეფექტურობის მისაღწევად და ემისიებისა და წუნდებული პროდუქციის შესამცირებლად

გ)

მასალების აწონვისა და დოზირების სისტემები

დ)

ტექნოლოგიური ხელსაწყო-დანადგარები მასალის მიწოდების სიჩქარის, პროცესის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრებისა და პირობების, მათ შორის, სიგნალიზაციის, წვის პირობებისა და აირების დამატების კონტროლისთვის

ე)

ღუმელის ტემპერატურის, ღუმელის წნევისა და აირის ნაკადის ონლაინ მონიტორინგი

ვ)

ჰაერში ემისიების შემცირების დანადგარის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მონიტორინგი, როგორიცაა აირის ტემპერატურა, რეაგენტების დოზირება, წნევის ვარდნა, ESP-ის დენი და ძაბვა, სკრუბერის სითხის ნაკადი და pH, ასევე, აირადი კომპონენტები (მაგ., O2, CO, VOC)

ზ)

მტვრისა და ვერცხლისწყლის კონტროლი გამოყოფილ აირჰაერნარევში გოგირდმჟავას დანადგარში გადატანამდე,  საწარმოებისთვის, რომლებშიც ხორციელდება გოგირდმჟავა ან თხევადი SO2-ის წარმოება

თ)

ვიბრაციის ონლაინ მონიტორინგი ბლოკირების და აღჭურვილობის შესაძლო გაუმართაობის გამოსავლენად

ი)

ელექტროლიტური პროცესების დროს დენის, ძაბვისა და ელექტრული კონტაქტების ტემპერატურის ონლაინმონიტორინგი

კ)

დნობისა და გადადნობის ღუმელებში ტემპერატურის მონიტორინგი და კონტროლი გადახურების შედეგად ლითონისა და ლითონის ოქსიდების ორთქლის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად

ლ)

პროცესორი რეაგენტების მიწოდებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის ფუნქციონირების კონტროლისთვის, ტემპერატურის, სიმღვრივის, pH-ის, გამტარობისა და ხარჯის ონლაინ მონიტორინგის მეშვეობით

BAT 4. ჰაერში მტვრისა და ლითონების ორგანიზებული ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მტვერდამჭერი სისტემების ეფექტურობაზე, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ნაწილზე.

1.1.4. დიფუზური ემისიები

1.1.4.1. დიფუზური ემისიების პრევენციის ზოგადი მიდგომა

BAT 5. ჰაერსა და წყალში დიფუზური ემისიების პრევენციისთვის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს დიფუზური ემისიების შეძლებისდაგვარად წყაროსთან ახლოს შეგროვებას და დამუშავებას.

BAT 6. ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების პრევენციისთვის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს დიფუზური მტვრის ემისიების შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ნაწილის, რომელიც მოიცავს ორივე შემდეგ ღონისძიებას:

ღონისძიება

ა)

დიფუზური მტვრის ემისიების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროების იდენტიფიცირება (მაგ., EN 15445-ის გამოყენებით)

ბ)

შესაბამისი ღონისძიებებისა და ტექნიკის განსაზღვრა და განხორციელება განსაზღვრული დროის განმავლობაში დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით

1.1.4.2. დიფუზური ემისიები ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირებისას

BAT 7. ნედლეულის შენახვისას დიფუზური ემისიების პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

მტვერწარმომქმნელი მასალების, როგორიცაა კონცენტრატები, ფლუსები (მდნობები) და წვრილმარცვლოვანი მასალები, შესანახად დახურული შენობების ან სილოსების/ბუნკერების გამოყენება

ბ)

არამტვერწარმომქმნელი მასალების, როგორიცაა კონცენტრატები, ფლუსები (მდნობები), მყარი საწვავი, ნაყარი მასალები, კოქსი და წყალში ხსნადი ორგანული ნაერთების შემცველი მეორადი მასალები, გადახურულ პირობებში შენახვა

გ)

მტვერწარმომქმნელი მასალების ან წყალში ხსნადი ორგანული ნაერთების შემცველი მეორადი მასალების ჰერმეტული შეფუთვა

დ)

დაგუნდავებული/გრანულირებული (პელეტიზებული) ან აგლომერირებული მასალების შესანახად გადახურული სათავსების გამოყენება

ე)

მტვერწარმომქმნელი მასალებისთვის წყლის შესხურების (სპრინკლერების) ან ნისლისებრი შესხურების სისტემების გამოყენება, დანამატებით (მაგ., ლატექსი) ან მათ გარეშე

ვ)

მტვრის/აირის გამწოვი მოწყობილობების განთავსება მტვერწარმომქმნელი მასალების გადატვირთვისა და გადმოყრის წერტილებში

ზ)

აირადი ქლორის ან ქლორის შემცველი ნარევების შესანახად სერტიფიცირებული წნევიანი რეზერვუარების გამოყენება

თ)

რეზერვუარებისთვის ისეთი კონსტრუქციული მასალების გამოყენება, რომლებიც მდგრადია შესანახი მასალების მიმართ

ი)

გაჟონვის საიმედო გამოვლენის სისტემებისა და რეზერვუარის დონის მაჩვენებლების გამოყენება, გადავსების პრევენციის მიზნით განგაშის სისტემით

კ)

რეაქტიული მასალების ორკედლიან რეზერვუარებში ან იმავე მოცულობის ქიმიურად მდგრადი შემოზვინვის/შემოზღუდვის მქონე რეზერვუარებში შენახვა და ისეთი შესანახი მოედნების გამოყენება, რომლებიც წყალგაუმტარი და შენახული მასალის მიმართ მდგრადია

ლ)

შესანახი მოედნების ისეთი დაპროექტება, რომ:

- რეზერვუარებიდან და მიწოდების სისტემებიდან ნებისმიერი გაჟონვის შეკავება მოხდეს შემოზვინვის/შემოზღუდვის მიერ, რომელთა მოცულობა საკმარისია შემოზღუდვის ფარგლებში არსებული ყველაზე დიდი რეზერვუარის მოცულობის შესაკავებლად;

- მიწოდების წერტილები განთავსდეს შემოზვინვის ფარგლებში დაღვრილი მასალის შესაგროვებლად

მ)

ჰაერთან რეაგირებადი მასალების შესანახად ინერტული აირის საფარის გამოყენება

ნ)

შესანახი ადგილებიდან ემისიების შეგროვება და დამუშავება შესაბამისი გამწმენდი სისტემით, რომელიც გათვლილია შენახული ნაერთების დამუშავებაზე. მტვრის ჩამრეცხი წყლების შეგროვება და დამუშავება, ჩაშვებამდე

ო)

სასაწყობე ტერიტორიის რეგულარული გაწმენდა და საჭიროების შემთხვევაში წყლით დანამვა

პ)

ღია საწყობის შემთხვევაში გროვის გრძივი ღერძის ქარის გაბატონებული მიმართულების პარალელურად განთავსება

ჟ)

ღია საწყობის შემთხვევაში ქარის სიჩქარის შესამცირებლად დამცავი ნარგავების, ქარსაფარი ღობეების ან ქარის მხრიდან დამცავი მიწაყრილების გამოყენება

რ)

ღია საწყობის შემთხვევაში, სადაც შესაძლებელია ერთი გროვის გამოყენება რამდენიმე გროვის ნაცვლად

ს)

ღია სასაწყობე ტერიტორიების დრენაჟისთვის ზეთისა და მყარი ნაწილაკების სეპარატორების/დამჭერების გამოყენება. ისეთი დაბეტონებული მოედნების გამოყენება, რომლებსაც აქვს ბორდიურები ან სხვა შემაკავებელი საშუალებები იმ მასალების შესანახად, რომლებმაც შეიძლება გამოყოს ზეთი, მაგალითად, მეტალის ბურბუშელა/ანაფხეკი

გამოყენებადობა

BAT 7 (ე) არ გამოიყენება იმ პროცესებისთვის, რომლებიც საჭიროებს მშრალ მასალებს ან მადნებს/კონცენტრატებს, რომლებიც ბუნებრივად შეიცავს საკმარის ტენიანობას მტვრის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. გამოყენებადობა, ასევე შეიძლება შეზღუდული იყოს წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებში ან ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში.

BAT 8. ნედლეულის დამუშავებისა და ტრანსპორტირებისას დიფუზური ემისიების პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დახურული კონვეიერების ან პნევმატური სისტემების გამოყენება მტვერწარმომქმნელი კონცენტრატების, ფლუსებისა და წვრილმარცვლოვანი მასალების გადასატანად და დასამუშავებლად

ბ)

გადახურული კონვეიერების გამოყენება არამტვერწარმომქმნელი მყარი მასალების დასამუშავებლად

გ)

მტვრის გაწოვა მიწოდების წერტილებიდან, სილოსების სავენტილაციო არხებიდან, პნევმატური გადატანის სისტემებიდან და კონვეიერების გადატვირთვის წერტილებიდან და ფილტრაციის სისტემასთან მიერთება (მტვერწარმომქმნელი მასალებისთვის)

დ)

დახურული ტომრების ან დოლურების (კასრების) გამოყენება დისპერსირებადი ან წყალში ხსნადი კომპონენტების შემცველი მასალების დასამუშავებლად

ე)

დაგუნდავებული/გრანულირებული (პელეტიზებული) მასალების დასამუშავებლად შესაბამისი კონტეინერების გამოყენება

ვ)

დამუშავების წერტილებში მასალების დასატენიანებლად შესხურების გამოყენება

ზ)

ტრანსპორტირების მანძილების მინიმიზაცია

თ)

კონვეიერის ლენტებიდან მექანიკური ნიჩბებიდან ან გრეიფერებიდან გადმოყრის სიმაღლის შემცირება

ი)

ღია ლენტური კონვეიერების სიჩქარის რეგულირება (< 3,5 მ/წმ)

კ)

მასალების დაშვების სიჩქარის ან თავისუფალი ვარდნის სიმაღლის მინიმიზაცია

ლ)

გადამტანი კონვეიერებისა და მილსადენების უსაფრთხო ღია ტერიტორიებზე, მიწის ზედაპირზე განთავსება, რათა შესაძლებელი იყოს გაჟონვის სწრაფი გამოვლენა და სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა აღჭურვილობის მიერ დაზიანების თავიდან აცილება. თუ გამოიყენება მიწისქვეშა მილსადენები არასახიფათო მასალებისთვის, მათი მარშრუტი უნდა იყოს დოკუმენტირებული და მონიშნული, ასევე გამოყენებული უნდა იქნეს უსაფრთხო გათხრის სისტემები

მ)

სითხეებისა და გათხევადებული აირების მიწოდების სისტემების შემაერთებლების ავტომატური (რე)ჰერმეტიზაცია

ნ)

VOC-ის ემისიების შესამცირებლად გადაადგილებული აირების უკან დაბრუნება მიმწოდებელ სატრანსპორტო საშუალებაში

ო)

მტვერწარმომქმნელი მასალების გადამზიდი ან დამამუშავებელი სატრანსპორტო საშუალებების ბორბლებისა და შასის რეცხვა

პ)

გზების რეგულარული დასუფთავების/დაგვის ორგანიზებული კამპანიების განხორციელება

ჟ)

შეუთავსებელი მასალების განცალკევება (მაგ., დამჟანგავი აგენტები და ორგანული მასალები)

რ)

პროცესებს შორის მასალების გადატანის მინიმიზაცია

გამოყენებადობა

BAT 8.(ო) შეიძლება არ იყოს გამოყენებადი იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ყინულის წარმოქმნა.

1.1.4.3. დიფუზური ემისიები ლითონის წარმოებიდან

BAT 9. ლითონის წარმოების პროცესებიდან დიფუზური ემისიების პრევენციისთვის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის შეგროვებისა და დამუშავების ეფექტურობის ოპტიმიზაციას ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

მეორადი ნედლეულის თერმული ან მექანიკური წინასწარი დამუშავება ღუმელში ჩასატვირთი მასალის ორგანული დაბინძურების მინიმიზაციის მიზნით

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

დახურული ღუმლის გამოყენება სათანადოდ დაპროექტებული მტვერდაჭერის სისტემით ან ღუმელისა და სხვა ტექნოლოგიური პროცესის ტექნოლოგიური ერთეულების ჰერმეტიზაცია შესაბამისი სავენტილაციო სისტემის გამოყენებით

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს უსაფრთხოების მოთხოვნებით (მაგ., ღუმლის ტიპი/კონსტრუქცია, აფეთქების რისკი)

გ)

დამატებითი/მეორადი გამწოვის გამოყენება ღუმელის ოპერაციების დროს, როგორიცაა ჩატვირთვა და ჩამოცლა

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს უსაფრთხოების მოთხოვნებით (მაგ., ღუმლის ტიპი/კონსტრუქცია, აფეთქების რისკი)

დ)

მტვრის ან ორთქლის შეგროვება იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს მტვერწარმომქმნელი მასალების გადატანა (მაგ., ღუმლის ჩატვირთვისა და ჩამოცლის წერტილები, დახურული ღარები)

ზოგადად გამოყენებადია

ე)

თავსახურების/ქოლგების და ჰაერსატარების დიზაინისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია ნედლეულის მიწოდების წერტილიდან და ცხელი ლითონის, შტაინის ან წიდის ჩამოცლის/ჩამოსხმის და დახურულ ღარებში გადატანის დროს წარმოქმნილი ორთქლის დასაჭერად

არსებული საწარმოებისთვის გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცითი და საწარმოს კონფიგურაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებით

ვ)

ღუმლის/რეაქტორის დახურული კონსტრუქციების გამოყენება, როგორიცაა „კორპუსი კორპუსში“ ან „ჯიხური“, ჩამოცლის/ჩამოსხმის და ჩატვირთვის ოპერაციებისათვის

არსებული საწარმოებისთვის გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცითი და საწარმოს კონფიგურაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებით

ზ)

ღუმლიდან გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ნაკადის ოპტიმიზაცია კომპიუტერული ჰიდროდინამიკური კვლევებისა და მარკერების („Tracers“) გამოყენებით

ზოგადად გამოყენებადია

თ)

ნახევრად დახურული ღუმლებისთვის ისეთი ჩატვირთვის სისტემების გამოყენება, რომლებიც ნედლეულს მცირე რაოდენობებით ამატებს

ზოგადად გამოყენებადია

ი)

შეკრებილი ემისიების დამუშავება სათანადო გამწმენდი სისტემით

ზოგადად გამოყენებადია

1.1.5. ჰაერში ემისიების მონიტორინგი

BAT 10. BAT წარმოადგენს გაფრქვევის მილიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების მონიტორინგს ქვემოთ მითითებული მინიმალური სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, BAT წარმოადგენს ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

პარამეტრი

შესაბამისი მონიტორინგი

მონიტორინგის მინიმალური სიხშირე

სტანდარტ(ებ)ი

მტვერი3

სპილენძი: BAT 38, BAT 39, BAT 40, BAT 43, BAT 44, BAT 45 ალუმინი: BAT 56, BAT 58, BAT 59, BAT 60, BAT 61, BAT 67, BAT 81, BAT 88 ტყვია, კალა: BAT 94, BAT 96, BAT 97 თუთია, კადმიუმი: BAT 119, BAT 122 ძვირფასი ლითონები: BAT 140 ფეროშენადნობები: BAT 155, BAT 156, BAT 157, BAT 158 ნიკელი, კობალტი: BAT 171 სხვა ფერადი ლითონები: ემისიები ისეთი საწარმოო ეტაპებიდან, როგორიცაა ნედლეულის წინასწარი დამუშავება, ჩატვირთვა, დნობა, გადადნობა და ჩამოცლა

უწყვეტი4

EN 13284-2

მტვერი3

სპილენძი: BAT 37, BAT 38, BAT 40, BAT 41, BAT 42, BAT 43, BAT 44, BAT 45 ალუმინი: BAT 56, BAT 58, BAT 59, BAT 60, BAT 61, BAT 66, BAT 67, BAT 68, BAT 80, BAT 81, BAT 82, BAT 88 ტყვია, კალა: BAT 94, BAT 95, BAT 96, BAT 97 თუთია, კადმიუმი: BAT 113, BAT 119, BAT 121, BAT 122, BAT 128, BAT 132 ძვირფასი ლითონები: BAT 140 ფეროშენადნობები: BAT 154, BAT 155, BAT 156, BAT 157, BAT 158 ნიკელი, კობალტი: BAT 171 ნახშირბადი/გრაფიტი: BAT 178, BAT 179, BAT 180, BAT 181 სხვა ფერადი ლითონები: ემისიები ისეთი საწარმოო ეტაპებიდან, როგორიცაა ნედლეულის წინასწარი დამუშავება, ჩატვირთვა, დნობა, გადადნობა და ჩამოცლა

წელიწადში ერთხელ4

EN 13284-1

ანტიმონი და მისი ნაერთები, გამოსახული Sb-ით

ტყვია, კალა: BAT 96, BAT 97

წელიწადში ერთხელ

EN 14385

დარიშხანი და მისი ნაერთები, გამოსახული As-ით

სპილენძი: BAT 37, BAT 38, BAT 39, BAT 40, BAT 42, BAT 43, BAT 44, BAT 45 ტყვია, კალა: BAT 96, BAT 97 თუთია: BAT 122

წელიწადში ერთხელ

EN 14385

კადმიუმი და მისი ნაერთები, გამოსახული Cd-ით

სპილენძი: BAT 37, BAT 38, BAT 39, BAT 40, BAT 41, BAT 42, BAT 43, BAT 44, BAT 45 ტყვია, კალა: BAT 94, BAT 95, BAT 96, BAT 97 თუთია, კადმიუმი: BAT 122, BAT 132 ფეროშენადნობები: BAT 156

წელიწადში ერთხელ

EN 14385

ქრომი (VI)

ფეროშენადნობები: BAT 156

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

სპილენძი და მისი ნაერთები, გამოსახული Cu-ით

სპილენძი: BAT 37, BAT 38, BAT 39, BAT 40, BAT 42, BAT 43, BAT 44, BAT 45 ტყვია, კალა: BAT 96, BAT 97

წელიწადში ერთხელ

EN 14385

ნიკელი და მისი ნაერთები, გამოსახული Ni-ით

ნიკელი, კობალტი: BAT 172, BAT 173

წელიწადში ერთხელ

EN 14385

ტყვია და მისი ნაერთები, გამოსახული Pb-ით

სპილენძი: BAT 37, BAT 38, BAT 39, BAT 40, BAT 41, BAT 42, BAT 43, BAT 44, BAT 45 ტყვია, კალა: BAT 94, BAT 95, BAT 96, BAT 97 ფეროშენადნობები: BAT 156

წელიწადში ერთხელ

EN 14385

თალიუმი და მისი ნაერთები, გამოსახული Tl-ით

ფეროშენადნობები: BAT 156

წელიწადში ერთხელ

EN 14385

თუთია და მისი ნაერთები, გამოსახული Zn-ით

თუთია, კადმიუმი: BAT 113, BAT 114, BAT 119, BAT 121, BAT 122, BAT 128, BAT 132

წელიწადში ერთხელ

EN 14385

სხვა ლითონები, საჭიროების შემთხვევაში5

სპილენძი: BAT 37, BAT 38, BAT 39, BAT 40, BAT 41, BAT 42, BAT 43, BAT 44, BAT 45 ტყვია, კალა: BAT 94, BAT 95, BAT 96, BAT 97 თუთია, კადმიუმი: BAT 113, BAT 119, BAT 121, BAT 122, BAT 128, BAT 132 ძვირფასი ლითონები: BAT 140 ფეროშენადნობები: BAT 154, BAT 155, BAT 156, BAT 157, BAT 158 ნიკელი, კობალტი: BAT 171 სხვა ფერადი ლითონები

წელიწადში ერთხელ

EN 14385

ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები, გამოსახული Hg-ით

სპილენძი, ალუმინი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ფეროშენადნობები, ნიკელი, კობალტი, სხვა ფერადი ლითონები: BAT 11

უწყვეტი ან წელიწადში ერთხელ4

EN 14884 EN 13211

SO2

სპილენძი: BAT 49 ალუმინი: BAT 60, BAT 69 ტყვია, კალა: BAT 100 ძვირფასი ლითონები: BAT 142, BAT 143 ნიკელი, კობალტი: BAT 174 სხვა ფერადი ლითონები: 6, 7

უწყვეტი ან წელიწადში ერთხელ4,8

EN 14791

SO2

თუთია, კადმიუმი: BAT 120

უწყვეტი

EN 14791

SO2

ნახშირბადი/გრაფიტი: BAT 182

წელიწადში ერთხელ

EN 14791

NOx, გამოსახული NO2-ით

სპილენძი, ალუმინი, ტყვია, კალა, FeSi, Si (პირომეტალურგიული პროცესები): BAT 13 ძვირფასი ლითონები: BAT 141 სხვა ფერადი ლითონები:7

უწყვეტი ან წელიწადში ერთხელ4

EN 14792

NOX, გამოსახული NO2-ით

ნახშირბადი/გრაფიტი

წელიწადში ერთხელ

EN 14792

TVOC

სპილენძი: BAT 46 ალუმინი: BAT 83 ტყვია, კალა: BAT 98 თუთია, კადმიუმი: BAT 123 სხვა ფერადი ლითონები: 9

უწყვეტი ან წელიწადში ერთხელ4

EN 12619

TVOC

ფეროშენადნობები: BAT 160 ნახშირბადი/გრაფიტი: BAT 183

წელიწადში ერთხელ

EN 12619

ფორმალდეჰიდი

ნახშირბადი/გრაფიტი: BAT 183

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

ფენოლი

ნახშირბადი/გრაფიტი: BAT 183

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

PCDD/F

სპილენძი: BAT 48 ალუმინი: BAT 83 ტყვია, კალა: BAT 99 თუთია, კადმიუმი: BAT 123 ძვირფასი ლითონები: BAT 146 ფეროშენადნობები: BAT 159 სხვა ფერადი ლითონები: 7, 10

წელიწადში ერთხელ

EN 1948 ნაწილები 1, 2 და 3

H2SO4

სპილენძი: BAT 50 თუთია, კადმიუმი: BAT 114

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

NH3

ალუმინი: BAT 89 ძვირფასი ლითონები: BAT 145 ნიკელი, კობალტი: BAT 175

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

ბენზ[ა]პირენი

ალუმინი: BAT 59, BAT 60, BAT 61 ფეროშენადნობები: BAT 160 ნახშირბადი/გრაფიტი: BAT 178, BAT 179, BAT 180, BAT 181

წელიწადში ერთხელ

ISO 11338-1 ISO 11338-2

აირადი ფტორიდები, გამოსახული HF-ით

ალუმინი: BAT 60, BAT 61, BAT 67

უწყვეტი (3)

ISO 15713

ალუმინი: BAT 60, BAT 67, BAT 84 თუთია, კადმიუმი: BAT 124

წელიწადში ერთხელ (3)

ISO 15713

ჯამური ფტორიდები

ალუმინი: BAT 60, BAT 67

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

აირადი ქლორიდები, გამოსახული HCl-ით

ალუმინი: BAT 84

უწყვეტი ან წელიწადში ერთხელ (3)

EN 1911

თუთია, კადმიუმი: BAT 124 ძვირფასი ლითონები: BAT 144

წელიწადში ერთხელ

EN 1911

Cl2

ალუმინი: BAT 84 ძვირფასი ლითონები: BAT 144 ნიკელი, კობალტი: BAT 172

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

H2S

ალუმინი: BAT 89

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

PH3

ალუმინი: BAT 89

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

AsH3-ისა და SbH3-ის ჯამი

თუთია, კადმიუმი: BAT 114

წელიწადში ერთხელ

EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის

შენიშვნა: „სხვა ფერადი ლითონები“ ნიშნავს ფერადი ლითონების წარმოებას, გარდა იმ ლითონებისა, რომლებიც კონკრეტულად განხილულია 1.2–1.8 პუნქტებში.

1.1.6. ვერცხლისწყლის ემისიები

BAT 11. პირომეტალურგიული პროცესებიდან ჰაერში ვერცხლისწყლის ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში) შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ვერცხლისწყლის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულის გამოყენება, მათ შორის, მომწოდებლებთან თანამშრომლობის გზით, მეორადი მასალებიდან ვერცხლისწყლის მოცილების მიზნით

ბ)

ადსორბენტების (მაგ., აქტივირებული ნახშირი, სელენი) გამოყენება მტვრის ფილტრაციასთან კომბინაციაში11

BAT-თან დაკავშირებული ემისიის დონეები: იხ. ცხრილი 1.

ცხრილი 1

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში ვერცხლისწყლის ემისიებისთვის (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში) პირომეტალურგიული პროცესებიდან ვერცხლისწყლის შემცველი ნედლეულის გამოყენებისას

პარამეტრი

BAT-AEL (მგ/ნმ³) 12,13(12) (13)

ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები, გამოსახული Hg-ით

0,01–0,05

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.1.7. გოგირდის დიოქსიდის ემისიები

BAT 12. SO2-ის მაღალი შემცველობის მქონე გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევიდან SO2-ის ემისიების შესამცირებლად და აირგამწმენდი სისტემიდან ნარჩენების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად BAT გულისხმობს გოგირდის აღდგენას გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის წარმოების გზით.

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ იმ საწარმოებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სპილენძს, ტყვიას, პირველად თუთიას, ვერცხლს, ნიკელს და/ან მოლიბდენს.

1.1.8. NOx-ის ემისიები

BAT 13. პირომეტალურგიული პროცესებიდან ჰაერში NOX-ის ემისიების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა 14

ა)

სანთურები დაბალი NOX-ით

ბ)

ჟანგბად-საწვავიანი (oxy-fuel) სანთურები

გ)

გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის რეცირკულირება (სანთურში უკან დაბრუნება ალის ტემპერატურის შესამცირებლად) ჟანგბად-საწვავიანი სანთურების შემთხვევაში

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.1.9. წყალში ემისიები, მათ შორის მათი მონიტორინგი

BAT 14. ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის ან შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

გამოყენებული მტკნარი წყლის რაოდენობისა და ჩაშვებული ჩამდინარე წყლების რაოდენობის გაზომვა

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

გაწმენდის ოპერაციებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების (მათ შორის ანოდებისა და კათოდების სარეცხი წყლების) და დაღვრილი სითხეების იმავე პროცესში ხელახალი გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

გ)

სველი ESP-ებისა და სველი სკრაბერების შედეგად წარმოქმნილი სუსტი მჟავური ნაკადების ხელახალი გამოყენება

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ჩამდინარე წყლებში ლითონებისა და მყარი ნივთიერებების შემცველობის მიხედვით

დ)

წიდის გრანულაციის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენება

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ჩამდინარე წყლებში მეტალებისა და მყარი ნივთიერებების შემცველობის მიხედვით

ე)

სანიაღვრე (ზედაპირული ჩამონადენი წყლების) ხელახალი გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

ვ)

დახურული ცირკულირებადი გაგრილების სისტემის გამოყენება

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნოლოგიურ პროცესში საჭიროა დაბალი ტემპერატურა

ზ)

ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარიდან მიღებული გაწმენდილი წყლის ხელახალი გამოყენება

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მარილების შემცველობით

BAT 15. წყლის დაბინძურების პრევენციისა და წყალში ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს დაუბინძურებელი ჩამდინარე წყლების ნაკადების განცალკევებას იმ ჩამდინარე წყლების ნაკადებისგან, რომლებიც საჭიროებს გაწმენდას.

გამოყენებადობა

დაუბინძურებელი წვიმის წყლების განცალკევება შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი არსებული ჩამდინარე წყლების შემგროვებელი სისტემების შემთხვევაში.

BAT 16. BAT წარმოადგენს წყლის სინჯების აღებისთვის ISO 5667-ის გამოყენებას და წყალში ემისიების მონიტორინგს იმ წერტილში, სადაც ემისია ტოვებს დანადგარს, არანაკლებ თვეში ერთხელ15 და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, BAT წარმოადგენს ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

პარამეტრი

გამოიყენება შემდეგი წარმოებისთვის16

სტანდარტ(ებ)ი

ვერცხლისწყალი (Hg)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი, კობალტი და სხვა ფერადი ლითონები

EN ISO 17852, EN ISO 12846

რკინა (Fe)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი, კობალტი და სხვა ფერადი ლითონები

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

დარიშხანი (As)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი და კობალტი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

კადმიუმი (Cd)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი და კობალტი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

სპილენძი (Cu)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი და კობალტი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

ნიკელი (Ni)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი და კობალტი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

ტყვია (Pb)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი და კობალტი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

თუთია (Zn)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ნიკელი და კობალტი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

ვერცხლი (Ag)

ძვირფასი ლითონები

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

ალუმინი (Al)

ალუმინი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

კობალტი (Co)

ნიკელი და კობალტი

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

საერთო ქრომი (Cr)

ფეროშენადნობები

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

ქრომი(VI) (Cr(VI))

ფეროშენადნობები

EN ISO 10304-3, EN ISO 23913

ანტიმონი (Sb)

სპილენძი, ტყვია და კალა

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

კალა (Sn)

სპილენძი, ტყვია და კალა

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

სხვა ლითონები, საჭიროების შემთხვევაში17

ალუმინი, ფეროშენადნობები და სხვა ფერადი ლითონები

EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2

სულფატი (SO42⁻)

სპილენძი, ტყვია, კალა, თუთია, კადმიუმი, ძვირფასი ლითონები, ნიკელი, კობალტი და სხვა ფერადი ლითონები

EN ISO 10304-1

ფტორიდი (F-)

პირველადი ალუმინი

EN ISO 10304-1

საერთო შეწონილი მყარი ნაწილაკები (TSS)

ალუმინი

EN 872

BAT 17. წყალში ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სითხეების შენახვიდან წარმოქმნილი გაჟონვებისა და ფერადი ლითონების წარმოების შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების, მათ შორის, ველცის (Waelz) ღუმლის პროცესში რეცხვის ეტაპიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების, გაწმენდას და ლითონებისა და სულფატების მოცილებას ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა18

გამოყენებადობა

ა)

ქიმიური გამოლექვა

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

დალექვა/სედიმენტაცია

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ფილტრაცია

ზოგადად გამოყენებადია

დ)

ფლოტაცია

ზოგადად გამოყენებადია

ე)

ულტრაფილტრაცია

გამოიყენება მხოლოდ ფერადი ლითონების წარმოების სპეციფიკური ნაკადებისთვის

ვ)

აქტივირებული ნახშირის ფილტრაცია

ზოგადად გამოყენებადია

ზ)

უკუოსმოსი

გამოიყენება მხოლოდ ფერადი ლითონების წარმოების სპეციფიკური ნაკადებისთვის

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყლის მიმღებ ობიექტში პირდაპირი ჩაშვებისთვის სპილენძის, ტყვიის, კალის, თუთიის (მათ შორის Waelz-ის ღუმელის პროცესში რეცხვის ეტაპიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების), კადმიუმის, ძვირფასი ლითონების, ნიკელის, კობალტისა და ფეროშენადნობების წარმოებიდან მოცემულია ცხრილში 2.

ეს BAT-AEL გამოიყენება იმ წერტილში, სადაც ემისია ტოვებს დანადგარს.

ცხრილი 2

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მიმღებ წყლის ობიექტში პირდაპირი ჩაშვებისთვის სპილენძის, ტყვიის, კალის, თუთიის (მათ შორის Waelz-ის ღუმლის პროცესში რეცხვის ეტაპიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების), კადმიუმის, ძვირფასი ლითონების, ნიკელის, კობალტისა და ფეროშენადნობების წარმოებიდან

(BAT-AEL) (მგ/ლ) (საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა)

პარამეტრი

სპილენძის წარმოება

ტყვიის და/ან კალის წარმოება

თუთიის და/ან კადმიუმის წარმოება

ძვირფასი ლითონების წარმოება

ნიკელის და/ან კობალტის წარმოება

ფეროშენადნობების წარმოება

ვერცხლი (Ag)

NR

≤ 0,6

NR

NR

NR

NR

დარიშხანი (As)

≤ 0,1 19(19)

≤ 0,1

≤ 0,1

≤ 0,1

≤ 0,3

≤ 0,1

კადმიუმი (Cd)

0,02–0,1

≤ 0,1

≤ 0,1

≤ 0,05

≤ 0,1

≤ 0,05

კობალტი (Co)

NR

≤ 0,1

NR

0,1–0,5

NR

NR

ჯამური ქრომი (Cr)

NR

NR

NR

NR

NR

≤ 0,2

ქრომი (VI) (Cr(VI))

NR

NR

NR

NR

NR

≤ 0,05

სპილენძი (Cu)

0,05–0,5

≤ 0,2

≤ 0,1

≤ 0,3

≤ 0,5

≤ 0,5

ვერცხლისწყალი (Hg)

0,005–0,02

≤ 0,05

≤ 0,05

≤ 0,05

≤ 0,05

≤ 0,05

ნიკელი (Ni)

≤ 0,5

≤ 0,5

≤ 0,1

≤ 0,5

≤ 2

≤ 2

ტყვია (Pb)

≤ 0,5

≤ 0,5

≤ 0,2

≤ 0,5

≤ 0,5

≤ 0,2

თუთია (Zn)

≤ 1

≤ 1

≤ 1

≤ 0,4

≤ 1

≤ 1

NR: არარელევანტური

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 16-ში.

1.1.10. ხმაური

BAT 18.

ხმაურის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ხმაურის წყაროს ეკრანირების მიზნით მიწაყრილების (embankments) გამოყენება

ბ)

ხმაურიანი დანადგარების ან კომპონენტების ხმის შთანმთქმელ კონსტრუქციებში მოქცევა

გ)

აღჭურვილობისთვის ანტივიბრაციული საყრდენებისა და დამაკავშირებელი ელემენტების გამოყენება

დ)

ხმაურის წარმომქმნელი/გამომყოფი დანადგარების შესაბამისი ორიენტაცია

ე)

ხმის სიხშირის შეცვლა

1.1.11. სუნი

BAT 19. სუნის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

სუნის მქონე მასალების სათანადო შენახვა და დამუშავება

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

სუნის მქონე მასალების გამოყენების მინიმიზაცია

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ნებისმიერი იმ აღჭურვილობის ფრთხილი დაპროექტება, ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება, რომელსაც შეუძლია სუნის ემისიების წარმოქმნა

ზოგადად გამოყენებადია

დ)

კმაწვა (afterburner) ან ფილტრაციის ტექნიკა, მათ შორის ბიოფილტრები

გამოიყენება მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში (მაგ., ნახშირბადისა და გრაფიტის სექტორში სპეციალიზებული წარმოების დროს გაჟღენთვის ეტაპზე)

1.2. BAT-ის შესახებ დასკვნები სპილენძის წარმოებისთვის

1.2.1. მეორადი მასალები

BAT 20. ჯართიდან მეორადი მასალების აღდგენის გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს არალითონური კომპონენტებისა და სპილენძისგან განსხვავებული ლითონების განცალკევებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

ა)

დიდი ზომის ხილული კომპონენტების ხელით განცალკევება

ბ)

შავი ლითონების მაგნიტური განცალკევება

გ)

ალუმინის ოპტიკური ან ფუკოს მორევული დენის (eddy current) მეთოდით განცალკევება

დ)

სხვადასხვა ლითონური და არალითონური კომპონენტების ფარდობითი სიმკვრივის მიხედვით განცალკევება (განსხვავებული სიმკვრივის მქონე სითხის ან ჰაერის გამოყენებით)

1.2.2. ენერგია

BAT 21. პირველადი სპილენძის წარმოებაში ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

კონცენტრატში არსებული ენერგიის გამოყენების ოპტიმიზაცია შეტივტივებულ ფენაში გამოდნობის ღუმელის (flash smelting furnace) გამოყენებით

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში

ბ)

დნობის ეტაპებიდან წარმოქმნილი ცხელი ტექნოლოგიური აირების გამოყენება ღუმელში ჩასატვირთი მასალის გასახურებლად

გამოიყენება მხოლოდ შახტური ღუმელებისთვის

გ)

კონცენტრატების გადახურვა ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს

ზოგადად გამოყენებადია

დ)

პირველადი დნობის ან კონვერტირების ეტაპებზე წარმოქმნილი ჭარბი სითბოს გამოყენება სპილენძის შემცველი მეორადი მასალების გადასადნობად

ზოგადად გამოყენებადია

ე)

ანოდური ღუმელებიდან წარმოქმნილ აირებში არსებული სითბოს კასკადური გამოყენება სხვა პროცესებისთვის, მაგალითად, საშრობად

ზოგადად გამოყენებადია

BAT 22. მეორადი სპილენძის წარმოებაში ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ნედლეულში წყლის შემცველობის შემცირება

გამოყენებადობა შეზღუდულია იმ შემთხვევაში, როდესაც მასალების ტენიანობა გამოიყენება როგორც დიფუზური ემისიების შემცირების ტექნიკა

ბ)

ორთქლის წარმოება დნობის ღუმელიდან ჭარბი სითბოს რეკუპერაციის გზით, რაფინირების პროცესში ელექტროლიტის გასახურებლად და/ან თანაგენერაციის დანადგარში ელექტროენერგიის წარმოებისთვის

გამოიყენება, თუ ორთქლზე ეკონომიკურად დასაბუთებული მოთხოვნა არსებობს

გ)

ჯართის გადადნობა დნობის ან კონვერტირების პროცესში წარმოქმნილი ჭარბი სითბოს გამოყენებით

ზოგადად გამოყენებადია

დ)

დამაყოვნებელი ღუმელის გამოყენება ტექნოლოგიური პროცესის ეტაპებს შორის

გამოიყენება მხოლოდ პერიოდულად/ სერიულად მოქმედი სადნობი ობიექტებისთვის, როდესაც საჭიროა ნადნობი მასალის ბუფერული მოცულობა

ე)

ღუმელში ჩასატვირთი კაზმის წინასწარი გახურება დნობის ეტაპებიდან წარმოქმნილი ცხელი ტექნოლოგიური აირების გამოყენებით

გამოიყენება მხოლოდ შახტური ღუმელებისთვის

BAT 23. ელექტრორაფინირებისა (დახალასების) და ელექტროექსტრაქციის (electrowinning) პროცესებში ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ელექტროლიზის ავზებისთვის თბოიზოლაციისა და საფარების გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (სურფაქტანტების) დამატება ელექტროექსტრაქციის უჯრედებში

ზოგადად გამოყენებადია

გ)

უჯრედების გაუმჯობესებული დიზაინის გამოყენება ენერგომოხმარების შესამცირებლად შემდეგი პარამეტრების ოპტიმიზაციის გზით: ანოდსა და კათოდს შორის მანძილი, ანოდის გეომეტრია, დენის სიმკვრივე, ელექტროლიტის შედგენილობა და ტემპერატურა

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში

დ)

უჟანგავი ფოლადის კათოდური ნამზადდების/ფირფიტების გამოყენება

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში

ე)

კათოდი/ანოდის ავტომატური შეცვლა ელექტროდების უჯრედში ზუსტი განთავსების უზრუნველსაყოფად

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში

ვ)

მოკლე ჩართვის გამოვლენა და ხარისხის კონტროლი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ელექტროდები იყოს სწორი და ბრტყელი, ხოლო ანოდი
– ზუსტი წონის

ზოგადად გამოყენებადია

1.2.3. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 24. პირველადი სპილენძის წარმოებაში ღუმლებიდან და დამხმარე მოწყობილობებიდან ჰაერში მეორადი ემისიების შესამცირებლად და გამწმენდი სისტემის მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით, BAT წარმოადგენს მეორადი ემისიების შეგროვებას, შერევასა და დამუშავებას გაფრქვევების ცენტრალიზებული გამწმენდი სისტემის გამოყენებით.

აღწერა

სხვადასხვა წყაროდან წარმოქმნილი მეორადი ემისიები გროვდება, ერთმანეთში ირევა და მუშავდება გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ერთიან ცენტრალიზებულ გამწმენდ სისტემაში, რომელიც დაპროექტებულია თითოეულ ნაკადში არსებული მავნე ნივთიერებების ეფექტურად გასაწმენდად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიურად შეუთავსებელი ნაკადების ერთმანეთში შერევისა და სხვადასხვა შეგროვებულ ნაკადებს შორის არასასურველი ქიმიური რეაქციების თავიდან აცილებას.

გამოყენებადობა

არსებული საწარმოებისთვის გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მათი კონსტრუქციითა და განლაგებით.

1.2.3.1. დიფუზური ემისიები

BAT 25. პირველადი და მეორადი მასალების წინასწარი დამუშავების (მაგ., შერევა, გაშრობა, გადარევა, ჰომოგენიზაცია, გაცრა და გრანულირება/დაგუნდავება) შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

მტვერწარმომქმნელი მასალებისთვის დახურული კონვეიერების ან პნევმატური გადატანის სისტემების გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

მტვერწარმომქმნელ მასალებთან დაკავშირებული ოპერაციების, მაგალითად, შერევის, დახურულ შენობაში განხორციელება

არსებული საწარმოებისთვის გამოყენება შეიძლება გართულებული იყოს სივრცის მოთხოვნების გამო

გ)

მტვრის ჩახშობის სისტემების გამოყენება, მაგალითად, წყლის ჭავლები ან წყლის სპრინკლერები

არ გამოიყენება დახურულ სივრცეში განხორციელებული შერევის ოპერაციებისთვის. არ გამოიყენება იმ პროცესებისთვის, რომლებიც საჭიროებს მშრალ მასალებს. გამოყენება, ასევე, შეზღუდულია წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებში ან ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში

დ)

მტვერწარმომქმნელ მასალებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის (მაგ., გაშრობა, შერევა, დაფქვა, ჰაერით განცალკევება და გრანულირება/დაგუნდავება) დახურული აღჭურვილობის გამოყენება, ჰაერის გაწოვის სისტემით, რომელიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან

ზოგადად გამოყენებადია

ე)

მტვრისა და აირის ემისიებისთვის გამწოვი სისტემის გამოყენება, მაგალითად, ქოლგების/თავსახურების (hood) გამოყენება მტვრისა და აირების გამწმენდ სისტემასთან კომბინაციაში

ზოგადად გამოყენებადია

BAT 26. ჩატვირთვის, დნობისა და ჩამოცლის ოპერაციებიდან წარმოქმნილი დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, პირველადი და მეორადი სპილენძის გამოსადნობ, დამაყოვნებელ და სადნობ/გადასადნობ ღუმელებში, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ნედლეულის ბრიკეტირება და გრანულირება/დაგუნდავება (პელეტიზაცია)

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი და ღუმელი იძლევა პელეტიზებული ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობას

ბ)

დახურული ჩატვირთვის სისტემის გამოყენება, მაგალითად, ერთჭავლიანი სანთურა (single jet burner), კარის ჰერმეტიზაცი20, დახურული კონვეიერები ან მკვებავები, რომლებიც აღჭურვილია ჰაერის გაწოვის სისტემით მტვრისა და აირების გამწმენდ სისტემასთან კომბინაციაში

ჭავლიანი სანთურა გამოიყენება მხოლოდ შეტივტივებულ ფენაში გამოდნობის ღუმელის (flash smelting furnace) შემთხვევაში

გ)

ღუმლისა და აირგამტარი სისტემის უარყოფითი წნევის პირობებში ექსპლუატაცია და აირების გაწოვის საკმარისი ინტენსივობის უზრუნველყოფა ზეწოლის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად

ზოგადად გამოყენებადია

დ)

ჩატვირთვისა და ჩამოცლის წერტილებში დამჭერი ქოლგების/დახურული სივრცეების გამოყენება ტექნოლოგიური გამონაბოლქვი აირების გამწმენდ სისტემასთან კომბინაციაში (მაგ., ჩამოსხმისას ციცხვის ოპერირებისთვის განკუთვნილი კორპუსში/გვირაბი, რომელიც დახურულია მოძრავი კარით/ბარიერით და აღჭურვილია სავენტილაციო და გამწმენდი სისტემით)

ზოგადად გამოყენებადია

ე)

ღუმელის მოთავსება სავენტილაციო სისტემით აღჭურვილ დახურულ კონსტრუქციაში

ზოგადად გამოყენებადია

ვ)

ღუმელის ჰერმეტულობის შენარჩუნება

ზოგადად გამოყენებადია

ზ)

ღუმელში ტემპერატურის შენარჩუნება საჭირო მინიმალურ დონეზე

ზოგადად გამოყენებადია

თ)

გაძლიერებული გაწოვის სისტემები 20

ზოგადად გამოყენებადია

ი)

დახურული შენობის გამოყენება დიფუზური ემისიების შესაგროვებლად სხვა ტექნიკებთან კომბინაციაში

ზოგადად გამოყენებადია

კ)

ორკონუსიანი ჩატვირთვის სისტემის გამოყენება შახტური/ბრძმედის ღუმლებისთვის

ზოგადად გამოყენებადია

ლ)

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმელის ტიპისა და აირმტვერდამჭერი ტექნიკების შესაბამისად

ზოგადად გამოყენებადია

მ)

მბრუნავი ანოდური ღუმელის საკერძეებზე სახურავების გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

BAT 27. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში პირს-სმითის (PS) კონვერტერული ღუმლიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ღუმლისა და აირგამტარი სისტემის უარყოფითი წნევის პირობებში ექსპლუატაცია და აირების გაწოვის საკმარისი ინტენსივობის უზრუნველყოფა ზეწოლის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად

ბ)

ჟანგბადით გამდიდრება

გ)

კონვერტერის ღიობზე პირველადი ქოლგის (primary hood) გამოყენება პირველადი ემისიების შესაგროვებლად და გამწმენდ სისტემაში გადასატანად

დ)

მასალების (მაგ., ჯართი და ფლუსი) დამატება ქოლგის საშუალებით

ე)

მეორადი ქოლგების სისტემის გამოყენება ძირითად ქოლგასთან ერთად ჩატვირთვისა და ჩამოცლის ოპერაციების დროს ემისიების დასაჭერად

ვ)

ღუმლის დახურულ შენობაში განთავსება

ზ)

ძრავით მართვადი მეორადი/დამატებითი ქოლგების გამოყენება მათი პროცესის ეტაპების მიხედვით გადაადგილების მიზნით, მეორადი ემისიების შეგროვების ეფექტურობის გასაზრდელად

თ)

გაძლიერებული გაწოვის სისტემები 21 და ავტომატური კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო დაბერვა/გაქრევა კონვერტერის „გადაბრუნების“ ან „გადმობრუნების“ დროს

BAT 28. პირველადი სპილენძის წარმოებაში Hoboken-ის კონვერტერის ღუმელიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ღუმლისა და აირგამტარი სისტემის უარყოფითი წნევის პირობებში ექსპლუატაცია ჩატვირთვის, წიდის მოხსნის (skimming) და ჩამოსხმის ოპერაციების დროს

ბ)

ჟანგბადით გამდიდრება

გ)

ოპერირების დროს საკერძის დახურული სახურავებით უზრუნველყოფა

დ)

გაძლიერებული გაწოვის სისტემები22

BAT 29. შტეინის გარდაქმნის პროცესიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს მყისიერი/ავტოგენური (flash) კონვერტაციის ღუმლის გამოყენებას.

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის ან არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

BAT 30. მეორადი სპილენძის წარმოებაში ზედა შებერვის მბრუნავი კონვერტერის (TBRC) ღუმლიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ღუმლისა და აირგამტარი სისტემის უარყოფითი წნევის პირობებში ექსპლუატაცია და აირების გაწოვის საკმარისი ინტენსივობის უზრუნველყოფა ზეწოლის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

ჟანგბადით გამდიდრება

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ღუმლის დახურულ შენობაში განთავსება დიფუზური ემისიების შეგროვებისა და გამწმენდ სისტემაში გადაყვანის სხვა ტექნიკებთან კომბინაციაში, ჩატვირთვისა და ჩამოსხმის ოპერაციების დროს

ზოგადად გამოყენებადია

დ)

კონვერტერის ღიობზე პირველადი ქოლგის (primary hood) გამოყენება პირველადი ემისიების შესაგროვებლად და გამწმენდ სისტემაში გადასატანად

ზოგადად გამოყენებადია

ე)

ლოკალური ქოლგების ან ამწეში ინტეგრირებული ქოლგის გამოყენება ჩატვირთვისა და ჩამოსხმის ოპერაციებიდან წარმოქმნილი ემისიების შესაგროვებლად და გამწმენდ სისტემაში გადასატანად

არსებული საწარმოებისთვის ამწეში ინტეგრირებული ქუდი გამოიყენება მხოლოდ ღუმელის საამქროს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში

ვ)

მასალების (მაგ., ჯართი და მდნობი/ფლუსი) დამატება ქოლგის გავლით

ზოგადად გამოყენებადია

ზ)

გაძლიერებული გაწოვის სისტემა23

ზოგადად გამოყენებადია

BAT 31. წიდის კონცენტრატორის გამოყენებით სპილენძის აღდგენის პროცესიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

მტვრის ჩახშობის ტექნიკების გამოყენება, მაგალითად, წყლის შესხურება წიდის დამუშავების, შენახვისა და მსხვრევის დროს

ბ)

დაფქვისა და ფლოტაციის პროცესების წყლის გამოყენებით განხორციელება

გ)

წიდის საბოლოო შესანახ ტერიტორიაზე მიწოდება ჰიდროტრანსპორტის საშუალებით, დახურული მილსადენით

დ)

გუბურში წყლის ფენის შენარჩუნება ან მშრალ უბნებზე მტვრის ჩამხშობი საშუალების, მაგალითად, კირის რძის გამოყენება

BAT 32. სპილენძით მდიდარი წიდის ღუმელში დამუშავების შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

მტვრის ჩახშობის ტექნიკების გამოყენება, მაგალითად, წყლის შესხურება საბოლოო წიდის დამუშავების, შენახვისა და მსხვრევის დროს

ბ)

ღუმელის უარყოფითი წნევის პირობებში ექსპლუატაცია

გ)

დახურული ღუმლის გამოყენება

დ)

დახურული კონსტრუქციების, ინკაფსულირების და ქოლგების გამოყენება ემისიების შესაგროვებლად და გამწმენდ სისტემაში გადასატანად

ე)

დახურული ღარის (covered launder) გამოყენება

BAT 33. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ანოდების ჩამოსხმის შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დახურული შუალედური მოწყობილობის (tundish) გამოყენება

ბ)

დახურული შუალედური ციცხვის (intermediate ladle) გამოყენება

გ)

ქოლგის გამოყენება, რომელიც აღჭურვილია ჰაერის გაწოვის სისტემით, ციცხვსა და უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარზე

BAT 34. ელექტროლიზის უჯრედებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების დამატება ელექტროექსტრაქციის უჯრედებში

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

გადახურვის ან ქოლგის გამოყენება ემისიების შესაგროვებლად და გამწმენდ სისტემაში გადასატანად

გამოიყენება მხოლოდ ელექტროექსტრაქციის უჯრედებისთვის ან დაბალი სისუფთავის ანოდების რაფინირების უჯრედებისთვის. არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც უჯრედი უნდა დარჩეს ღია სამუშაო ტემპერატურის (დაახლოებით 65 °C) შესანარჩუნებლად

გ)

ელექტროლიტური ხსნარების გადასატანად დახურული და ფიქსირებული მილსადენების გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

დ)

აირების გაწოვა კათოდური ნადების მოცილების და ანოდური ჯართის სარეცხი დანადგარების სარეცხი კამერებიდან

ზოგადად გამოყენებადია

BAT 35. სპილენძის შენადნობების ჩამოსხმის შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დახურული კონსტრუქციების ან ქოლგების გამოყენება ემისიების შესაგროვებლად და გამწმენდ სისტემაში გადასატანად

ბ)

დამაყოვნებელ და ჩამოსხმის ღუმელებში ნადნობისთვის საფარის გამოყენება

გ)

გაძლიერებული გამწოვი სისტემის გამოყენება24

BAT 36. არამჟავური და მჟავური მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) ხაზის ინკაფსულირება იზოპროპანოლის ხსნარით, რომელიც მუშაობს დახურულ ცირკულაციურ სისტემაში

გამოიყენება მხოლოდ სპილენძის მავთულ-წნელის უწყვეტი მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) ოპერაციებისთვის

ბ)

მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) ხაზის ინკაფსულირება ემისიების შესაგროვებლად და გამწმენდ სისტემაში გადასატანად

გამოიყენება მხოლოდ უწყვეტ ოპერაციებში მჟავური მოწამვლის/ამოჭმისთვის (პიკელირებისთვის)

1.2.3.2. მტვრის ორგანიზებული ემისიები

ამ პუნქტში მითითებული ტექნიკების აღწერილობები მოცემულია 1.10 პუნქტში.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) სრულად მოცემულია ცხრილში 3.

BAT 37. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ნედლეულის მიღების, შენახვის, დამუშავების, ტრანსპორტირების, დოზირების, შერევის, ჰომოგენიზაციის, მსხვრევის, გაშრობის, ჭრისა და გაცრის, ასევე, სპილენძის ბურბუშელის პიროლიზური დამუშავების შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიის შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

BAT 38. პირველადი სპილენძის წარმოებაში კონცენტრატის გაშრობის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

გამოყენებადობა

კონცენტრატებში ორგანული ნახშირბადის მაღალი შემცველობის შემთხვევაში (მაგ., დაახლოებით 10 წონითი %), სახელოიანი ფილტრები შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი (ფილტრის სახელოების დახშობის გამო) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკა (მაგ., ელექტროსტატიკური ფილტრი – ESP).

BAT 39. პირველადი სპილენძის გამოდნობის ღუმელიდან და კონვერტერიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავის, თხევადი SO₂-ის ან წვის დანადგარში) შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის და/ან სველი სკრუბერის გამოყენებას.

BAT 40. მეორადი სპილენძის გამოდნობის ღუმელიდან და კონვერტერიდან, ასევე მეორადი სპილენძის შუალედური პროდუქტების დამუშავებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში) შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

BAT 41. მეორადი სპილენძის დამაყოვნებელი ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

BAT 42. სპილენძით მდიდარი წიდის ღუმელში დამუშავების შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სკრუბერის გამოყენებას ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში.

BAT 43. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ანოდური ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სკრაბერის გამოყენებას ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში.

BAT 44. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ანოდების ჩამოსხმის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას ან, იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევში წყლის შემცველობა ახლოსაა ნამის წერტილთან, სველი სკრუბერის ან წვეთდამჭერის (demister) გამოყენებას.

BAT 45. სპილენძის გადადნობის ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ნედლეულის შერჩევასა და მიწოდებას გამოყენებული ღუმელის ტიპისა და გამწმენდი სისტემის შესაბამისად და სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

ცხრილი 3

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის სპილენძის წარმოებიდან

პარამეტრი

BAT

პროცესი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

BAT 37

პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ნედლეულის მიღება, შენახვა, დამუშავება, ტრანსპორტირება, დოზირება, შერევა, ჰომოგენიზაცია, მსხვრევა, გაშრობა, ჭრა და გაცრა, ასევე, სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავება

2–5 [25], 29

მტვერი

BAT 38

კონცენტრატის გაშრობა პირველადი სპილენძის წარმოებაში

3–5 [26], 29, [27]

მტვერი

BAT 39

პირველადი სპილენძის გამოდნობის ღუმელი და კონვერტერი (ემისიები, გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას, თხევადი SO₂-ის ან წვის/ენერგეტიკულ დანადგარში)

2–5 [28], [29]

მტვერი

BAT 40

მეორადი სპილენძის გამოდნობის ღუმელი და კონვერტერი, ასევე მეორადი სპილენძის შუალედური პროდუქტების დამუშავება (ემისიები, გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში)

2–4 26, 29

მტვერი

BAT 41

მეორადი სპილენძის დამაყოვნებელი ღუმელი

≤ 5 25

მტვერი

BAT 42

სპილენძით მდიდარი წიდის ღუმელში დამუშავება

2–5 25, [30]

მტვერი

BAT 43

ანოდური ღუმელი (პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში)

2–5 26, 30

მტვერი

BAT 44

ანოდების ჩამოსხმა (პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში)

≤ 5–15 26, [31]

მტვერი

BAT 45

სპილენძის დნობის/გადადნობის ღუმელი

2–5 26, [32]

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.2.3.3. ორგანული ნაერთების ემისია

BAT 46. სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, ასევე, მეორადი ნედლეულის გაშრობის, გამოდნობისა და გადადნობის შედეგად ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა33

გამოყენებადობა

ა)

კმაწვის სანთურა (afterburner) ან წვადასრულების კამერა ან რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი

გამოყენებადობა შეზღუდულია გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ენერგეტიკული შემცველობით, რომლებიც საჭიროებს გაწმენდას, რადგან უფრო დაბალი ენერგეტიკული შემცველობის მქონე აირები საჭიროებს საწვავის უფრო მაღალ მოხმარებას

ბ)

ადსორბენტის შეფრქვევა სახელოიან ფილტრთან კომბინაციაში

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ღუმელისა და გამწმენდი ტექნიკის დაპროექტება არსებული ნედლეულის შესაბამისად

გამოიყენება მხოლოდ ახალი ღუმელებისთვის ან არსებული ღუმელების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში

დ)

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმელისა და გამწმენდი ტექნიკის შესაბამისად

ზოგადად გამოყენებადია

ე)

TVOC-ის თერმული დაშლა ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე (> 1 000 °C)

ზოგადად გამოყენებადია

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მოცემულია ცხრილში 4.

ცხრილი 4

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ის ემისიებისთვის სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, ასევე, მეორადი ნედლეულის გაშრობის, გამოდნობისა და გადადნობის პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) (მგ/ნმ³)34,35

TVOC

3–30

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 47. ჰიდრომეტალურგიული სპილენძის წარმოებაში გამხსნელების ექსტრაქციის შედეგად ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას და VOC-ის ემისიების ყოველწლიურად განსაზღვრას, მაგალითად, მასური ბალანსის მეშვეობით.

ტექნიკა

ა)

ორთქლის დაბალი წნევის მქონე ტექნოლოგიური რეაგენტის (გამხსნელის) გამოყენება

ბ)

დახურული აღჭურვილობის, მაგალითად, დახურული შემრევი რეზერვუარის, დახურული სალექარების და დახურული შესანახი რეზერვუარების გამოყენება

BAT 48. მეორადი სპილენძის წარმოებაში სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, გამოდნობის, გადადნობის, ცეცხლით დახალასების/რაფინირებისა და კონვერტირების ოპერაციების შედეგად ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმელისა და გამწმენდი ტექნიკის შესაბამისად

ბ)

წვის პირობების ოპტიმიზაცია ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად

გ)

ნახევრად დახურული ღუმელისთვის ისეთი ჩატვირთვის სისტემების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ნედლეულის მცირე რაოდენობებით დამატებას

დ)

PCDD/F-ის თერმული დაშლა ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე (> 850 °C)

ე)

ჟანგბადის შეფრქვევა ღუმელის ზედა ზონაში

ვ)

სანთურების შიდა სისტემა

ზ)

წვადასრულების კამერა ან სანთურა ან რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი36

თ)

ისეთი გამწოვი/გაფრქვევის სისტემების თავიდან აცილება, რომლებშიც > 250 °C ტემპერატურაზე ხდება მტვრის ძლიერი დაგროვება

ი)

სწრაფი გაცივება (rapid quenching)36

კ)

ადსორბციული აგენტის შეფრქვევა ეფექტურ მტვერდამჭერ სისტემასთან კომბინაციაში 36

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მოცემულია ცხრილში 5.

ცხრილი 5

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, გამოდნობის, გადადნობის, ცეცხლოვანი რაფინირებისა და კონვერტირების ოპერაციებიდან მეორადი სპილენძის წარმოებაში

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (ნგ I-TEQ/ნმ³)37

PCDD/F

≤ 0,1

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.2.3.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიები

ამ პუნქტში მითითებული ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

BAT 49. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან SO2-ის ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას, თხევადი SO2-ის ან წვის/ენერგეტიკულ დანადგარში) შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

მშრალი ან ნახევრად მშრალი სკრუბერი

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

სველი სკრუბერი

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

– გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ძალიან მაღალი მოცულობითი სიჩქარის/ხარჯის შემთხვევაში, (წარმოქმნილი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო)

– მშრალ რეგიონებში (საჭირო წყლის დიდი მოცულობისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის აუცილებლობის გამო)

გ)

პოლიეთერზე დაფუძნებული აბსორბციის/დესორბციის სისტემა

არ გამოიყენება მეორადი სპილენძის წარმოების შემთხვევაში.

არ გამოიყენება გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის დანადგარის არარსებობის შემთხვევაში

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 6.

ცხრილი 6

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას, თხევადი SO2-ის ან წვის/ენერგეტიკულ დანადგარში)

პარამეტრი

პროცესი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) [38]

SO2

პირველადი სპილენძის წარმოება

50–500 [39]

SO2

მეორადი სპილენძის წარმოება

50–300

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.2.3.5. მჟავების ემისია

BAT 50. ელექტროექსტრაქციის უჯრედებიდან, ელექტრორაფინირების უჯრედებიდან, კათოდური ნადების მოსაცილებელი დანადგარის სარეცხი კამერიდან და ანოდური ჯართის სარეცხი დანადგარიდან გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევიდან ჰაერში მჟავური აირების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის ან წვეთდამჭერის (demister) გამოყენებას.

1.2.4. ნიადაგი და მიწისქვეშა წყლები

BAT 51. წიდის კონცენტრატორში სპილენძის აღდგენიდან ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს გაგრილების უბნებზე დრენაჟის სისტემის გამოყენებას და საბოლოო წიდის შესანახი ტერიტორიის სათანადო დაპროექტებას, გადმოღვრილი ჭარბი წყლის შესაგროვებლად და სითხის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.

BAT 52. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ელექტროლიზის შედეგად ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ჰერმეტული დრენაჟის სისტემის გამოყენება

ბ)

გაუმტარი და მჟავამედეგი იატაკების გამოყენება

გ)

ორკედლიანი რეზერვუარების გამოყენება ან მათი განთავსება მდგრად შემაკავებელ შემოზვინვებში გაუმტარი იატაკებით

1.2.5. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 53. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ორთქლის კონდენსატის გამოყენება ელექტროლიზის უჯრედების გასახურებლად, სპილენძის კათოდების გასარეცხად ან მისი უკან დაბრუნება ორთქლის ქვაბში

ბ)

გაგრილების უბნიდან, ფლოტაციის პროცესიდან და საბოლოო წიდის ჰიდროტრანსპორტირებიდან შეგროვებული წყლის ხელახალი გამოყენება წიდის კონცენტრაციის პროცესში

გ)

მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) ხსნარებისა და სარეცხი წყლის რეციკლირება

დ)

ჰიდრომეტალურგიული სპილენძის წარმოებაში გამხსნელებით ექსტრაქციის ეტაპიდან წარმოქმნილი ნაშთების (ნედლი ნაშთების) დამუშავება, ორგანული ხსნარის შემცველობის აღდგენის მიზნით

ე)

ჰიდრომეტალურგიული სპილენძის წარმოებაში გამხსნელებით ექსტრაქციის ეტაპიდან გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი შლამისა და სალექარების შლამის ცენტრიფუგირება

ვ)

ელექტროექსტრაქციისა და/ან გამოტუტვის პროცესში მეტალების მოცილების ეტაპის შემდეგ ელექტროლიზის გამონადენი ხსნარის ნაკადის (bleed) ხელახალი გამოყენება

1.2.6. ნარჩენები

BAT 54. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად BAT წარმოადგენს საწარმოო პროცესების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

მტვერდამჭერი სისტემიდან წარმოქმნილი მტვრიდან და შლამიდან მეტალების აღდგენა

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

SO2-ის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი კალციუმის ნაერთების (მაგ., თაბაშირი) ხელახალი გამოყენება ან გაყიდვა

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მეტალების შემცველობისა და ბაზრის ხელმისაწვდომობის მიხედვით

გ)

გამოყენებული კატალიზატორების აღდგენა ან რეციკლირება

ზოგადად გამოყენებადია

დ)

ჩამდინარე წყლების გაწმენდის შლამიდან მეტალების აღდგენა

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მეტალების შემცველობისა და ბაზრის/პროცესის ხელმისაწვდომობის მიხედვით

ე)

სუსტი მჟავის გამოყენება გამოტუტვის პროცესში ან თაბაშირის წარმოებისთვის

ზოგადად გამოყენებადია

ვ)

მეტალებით მდიდარი წიდიდან სპილენძის შემცველობის აღდგენა წიდის ღუმელში ან წიდის ფლოტაციის დანადგარში

ზ)

ღუმელებიდან მიღებული საბოლოო წიდის გამოყენება აბრაზიულ მასალად ან (საგზაო) სამშენებლო მასალად ან სხვა ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მიზნით

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მეტალების შემცველობისა და ბაზრის ხელმისაწვდომობის მიხედვით

თ)

ღუმელის ამონაგების გამოყენება მეტალების აღსადგენად ან ხელახლა გამოყენება ცეცხლგამძლე მასალად

ი)

წიდის ფლოტაციიდან მიღებული წიდის გამოყენება აბრაზიულ ან სამშენებლო მასალად ან სხვა ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მიზნით

კ)

სადნობი ღუმელებიდან მოხსნილი წიდის გამოყენება მეტალის შემცველობის აღსადგენად

ზოგადად გამოყენებადია

ლ)

გამოყენებული ელექტროლიტის გამონადენი ხსნარის ნაკადის (bleed) გამოყენება სპილენძისა და ნიკელის აღსადგენად. დარჩენილი მჟავის ხელახალი გამოყენება ახალი ელექტროლიტის მოსამზადებლად ან თაბაშირის საწარმოებლად

მ)

გამოყენებული ანოდის გამოყენება გამაგრილებელ მასალად სპილენძის პირომეტალურგიულ რაფინირებაში ან ხელახალ გადადნობაში

ნ)

ანოდური შლამის გამოყენება ძვირფასი მეტალების აღსადგენად

ო)

ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარიდან მიღებული თაბაშირის გამოყენება პირომეტალურგიულ პროცესში ან მისი გაყიდვა

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს წარმოქმნილი თაბაშირის ხარისხის მიხედვით

პ)

შლამიდან მეტალების აღდგენა

ზოგადად გამოყენებადია

ჟ)

ჰიდრომეტალურგიული სპილენძის პროცესიდან მიღებული გამოფიტული ელექტროლიტის ხელახალი გამოყენება გამომტუტავი აგენტის სახით

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მეტალების შემცველობისა და ბაზრის/პროცესის ხელმისაწვდომობის მიხედვით

რ)

გლინვის პროცესში წარმოქმნილი სპილენძის ხენჯის რეციკლირება სპილენძის გამოდნობის ღუმელში

ზოგადად გამოყენებადია

ს)

დახარჯული მჟავური მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) ხსნარიდან მეტალების აღდგენა და გაწმენდილი მჟავური ხსნარის ხელახალი გამოყენება

1.3. BAT-ის შესახებ დასკვნები ალუმინის წარმოებისთვის, მათ შორის ალუმინის ოქსიდისა და ანოდების წარმოებისთვის

1.3.1. ალუმინის ოქსიდის წარმოება

1.3.1.1. ენერგია

BAT 55. ბოქსიტიდან ალუმინის ოქსიდის წარმოების დროს ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა)

ფირფიტოვანი თბომცვლელები

ფირფიტოვანი თბომცვლელები უზრუნველყოფს დალექვის უბნისკენ მიმართული ხსნარიდან სითბოს უფრო მაღალ რეკუპერაციას სხვა ტექნიკებთან შედარებით, მაგალითად, flash cooling-ის დანადგარებთან შედარებით

გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გამაგრილებელი სითხიდან მიღებული ენერგიის პროცესში ხელახალი გამოყენება შესაძლებელია და თუ კონდენსატის ბალანსი და ხსნარის პირობები ამის საშუალებას იძლევა

ბ)

ცირკულირებადი მდუღარე (ფსევდოგათხევადებული) შრის კალცინატორები

ცირკულირებადი მდუღარე (ფსევდოგათხევადებული) შრის კალცინატორები გაცილებით მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება მბრუნავ ღუმელებთან შედარებით, რადგან ალუმინის ოქსიდიდან და ტექნოლოგიური გამონაბოლქვი აირებიდან სითბოს რეკუპერაცია უფრო მაღალია

გამოიყენება მხოლოდ გამოდნობის ღუმელის ხარისხის ალუმინის ოქსიდისთვის. არ გამოიყენება სპეციალიზებული/არაგამოდნობის ღუმელის ხარისხის ალუმინის ოქსიდისთვის, რადგან მათ სჭირდება კალცინაციის უფრო მაღალი დონე, რომლის მიღწევაც ამჟამად მხოლოდ მბრუნავი ღუმელით არის შესაძლებელი

გ)

ერთნაკადიანი გამოტუტვის სქემა

შლამი თბება ერთ წრედში ცოცხალი ორთქლის გამოყენების გარეშე და შესაბამისად
– შლამის განზავების გარეშე (ორმაგნაკადიანი გამოტუტვის სქემისგან განსხვავებით)

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის

დ)

ბოქსიტის შერჩევა

უფრო მაღალი ტენიანობის მქონე ბოქსიტს პროცესში მეტი წყალი შეაქვს, რაც ზრდის აორთქლებისთვის საჭირო ენერგიას. გარდა ამისა, მონოჰიდრატების მაღალი შემცველობის მქონე ბოქსიტები (ბოემიტი და/ან დიასპორი) გამოტუტვის პროცესში საჭიროებს უფრო მაღალ წნევასა და ტემპერატურას, რაც იწვევს ენერგომოხმარების ზრდას

გამოიყენება დანადგარის სპეციფიკურ კონსტრუქციასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში, რადგან ზოგი საწარმო სპეციალურად დაპროექტებულია ბოქსიტის განსაზღვრული ხარისხისთვის, რაც ზღუდავს ალტერნატიული ბოქსიტის წყაროების გამოყენებას

1.3.1.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 56. ალუმინის ოქსიდის კალცინაციის შედეგად მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) გამოყენებას.

1.3.1.3. ნარჩენები

BAT 57. ალუმინის ოქსიდის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ბოქსიტის ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად და მათი მართვის გასაუმჯობესებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ბოქსიტის ნარჩენების მოცულობის შემცირება მათი კომპაქტირებით ტენიანობის მინიმუმამდე დასაყვანად, მაგალითად, ვაკუუმური ან მაღალი წნევის ფილტრების გამოყენებით ნახევრად მშრალი მასის (cake) მისაღებად

ბ)

ბოქსიტის ნარჩენებში დარჩენილი ტუტიანობის შემცირება/მინიმუმამდე დაყვანა, რათა შესაძლებელი იყოს ნარჩენების პოლიგონზე განთავსება

1.3.2. ანოდების წარმოება

1.3.2.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.3.2.1.1. მტვრის, PAH-ის და ფტორიდების ემისიები პასტების საამქროდან

BAT 58. პასტების საამქროდან ჰაერში მტვრის ემისიების შესამცირებლად (კოქსის მტვრის მოცილება ისეთი ოპერაციებიდან, როგორიცაა კოქსის შენახვა და დაფქვა) BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 7.

BAT 59. პასტების საამქროდან (ცხელი ფისის (სქელფისის) შენახვა, პასტების შერევა, გაგრილება და ფორმირება) ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა40

ა)

მშრალი სკრუბერი, რომელიც იყენებს კოქსს ადსორბენტ აგენტად, წინასწარი გაგრილებით ან მის გარეშე, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი

ბ)

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი

გ)

კატალიზური თერმული ოქსიდატორი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 7.

ცხრილი 7

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორის) ემისიებისთვის პასტების საამქროდან

პარამეტრი

პროცესი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

– ცხელი ფისის (სქელფისის) შენახვა, პასტების შერევა, გაგრილება და ფორმირება

– კოქსის მტვრის მოცილება ისეთი ოპერაციებიდან, როგორიცაა კოქსის შენახვა და დაფქვა

2–5 41

BaP

ცხელი ფისის (სქელფისის) შენახვა, პასტების შერევა, გაგრილება და ფორმირება

0,001–0,0142

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.2.1.2. მტვრის, გოგირდის დიოქსიდის, PAH-ის და ფტორიდების ემისიები გამოწვის საამქროდან

BAT 60. ანოდების წარმოების საწარმოში, რომელიც ინტეგრირებულია პირველადი ალუმინის გამოდნობის ღუმელთან, გამოწვის საამქროდან ჰაერში მტვრის, გოგირდის დიოქსიდის, PAH-ის და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა [43]

გამოყენებადობა

ა)

გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულისა და საწვავის გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია SO2-ის ემისიების შესამცირებლად

ბ)

მშრალი სკრუბერი, რომელიც იყენებს ალუმინის ოქსიდს ადსორბენტ აგენტად, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი

ზოგადად გამოყენებადია მტვრის, PAH-ის და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად

გ)

სველი სკრუბერი

გამოყენებადობა მტვრის, SO2-ის, PAH-ის და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად შეიძლება შეზღუდული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

– ტექნოლოგიური გამონაბოლქვი აირების ძალიან მაღალი ხარჯის შემთხვევაში (წარმოქმნილი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო)

– მშრალ რეგიონებში (საჭირო წყლის დიდი მოცულობისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის აუცილებლობის გამო)

დ)

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი მტვერდამჭერ სისტემასთან კომბინაციაში

ზოგადად გამოყენებადია მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 8.

ცხრილი 8

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის, BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორის) და ფტორიდების ემისიებისთვის ანოდების წარმოების საწარმოში არსებული გამოწვის საამქროდან, რომელიც ინტეგრირებულია პირველადი ალუმინის გამოდნობის ღუმელთან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

2–544

BaP

0,001–0,0145

HF

0,3–0,5 44

საერთო ფტორიდები

≤ 0,8 (45)45

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 61. დამოუკიდებელ ანოდების საწარმოში არსებული გამოწვის საამქროდან ჰაერში მტვრის, PAH-ის და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს წინასწარი ფილტრაციის დანადგარისა და რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის გამოყენებას, რასაც მოჰყვება მშრალი სკრუბერი (მაგ., კირის ფენა).

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 9.

ცხრილი 9

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის, BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორის) და ფტორიდების ემისიებისთვის დამოუკიდებელ ანოდების საწარმოში არსებული გამოწვის საამქროდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

2–546

BaP

0,001–0,014747)

HF

≤ 3 46

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.2.2. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 62. ანოდების გამოწვის პროცესიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს წყლის ჩაკეტილი ციკლის გამოყენებას.

გამოყენებადობა

ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის და მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს წყლის ხარისხისა და/ან პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების გამო.

3.2.3. ნარჩენები

BAT 63. განთავსებისთვის განკუთვნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს კოქსის ფილტრიდან მიღებული ნახშირბადოვანი მტვრის სკრუბერის მასალად რეციკლირებას.

გამოყენებადობა

გამოყენებადობაზე შეიძლება არსებობდეს შეზღუდვები ნახშირბადოვანი მტვრის ნაცრიანობის შემცველობის მიხედვით.

1.3.3. პირველადი ალუმინის წარმოება

1.3.3.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 64. სოდერბერგის (Søderberg) ტექნოლოგიის გამოყენებით პირველადი ალუმინის წარმოებაში ელექტროლიზური უჯრედებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შეგროვების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

პასტის გამოყენება ფისის (სქელფისის) 25 %-დან 28 %-მდე შემცველობით (მშრალი პასტა)

ბ)

შემკრები და გამანაწილებელი მილსადენების (manifold) კონსტრუქციის გაუმჯობესება დახურული წერტილოვანი ჩატვირთვის ოპერაციების უზრუნველსაყოფად და გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის შეგროვების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად

გ)

ალუმინის ოქსიდის წერტილოვანი მიწოდება

დ)

ანოდის სიმაღლის გაზრდა BAT 67-ში მოცემულ დამუშავებასთან კომბინაციაში

ე)

ანოდის ზედა ნაწილის ქუდით დაფარვა მაღალი დენის სიმკვრივის მქონე ანოდების გამოყენებისას, BAT 67-ში მოცემულ დამუშავებასთან მიერთებით

აღწერა

BAT 64(გ). ალუმინის ოქსიდის წერტილოვანი მიწოდება თავიდან აცილებს ქერქის რეგულარულ გატეხვას (მაგ., ხელით გვერდითი ჩატვირთვის ან ღეროს მეშვეობით გატეხვის დროს) და შესაბამისად ამცირებს ფტორიდებისა და მტვრის შესაბამის ემისიებს.

BAT 64(დ). ანოდის სიმაღლის გაზრდა ხელს უწყობს ანოდის ზედა ნაწილში უფრო დაბალი ტემპერატურის მიღწევას, რაც იწვევს ჰაერში ემისიების შემცირებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხილეთ ცხრილში 12.

BAT 65. წინასწარ გამომწვარი ანოდების გამოყენებით პირველადი ალუმინის წარმოებაში ელექტროლიზური უჯრედებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შეგროვების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ალუმინის ოქსიდის ავტომატური მრავალწერტილოვანი მიწოდება

ბ)

უჯრედის სრული ქოლგით დაფარვა და გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გაწოვის სათანადო სიჩქარეები (ტექნოლოგიური გამონაბოლქვი აირების BAT 67-ში მოცემულ დამუშავებაზე გადასაყვანად), აბაზანიდან წარმოქმნილი ფტორიდებისა და ნახშირბადოვანი ანოდის მოხმარების გათვალისწინებით

გ)

გაძლიერებული გაწოვის სისტემა, მიერთებული BAT 67-ში ჩამოთვლილ გამწმენდ ტექნიკასთან

დ)

ანოდების შეცვლისა და სხვა ისეთი ოპერაციების დროის მინიმუმამდე დაყვანა, რომლებიც საჭიროებს უჯრედის ქუდების მოხსნას

ე)

პროცესის ეფექტური კონტროლის სისტემის გამოყენება, რომელიც თავიდან აცილებს ტექნოლოგიური პროცესის გადახრებს, რომლებმაც სხვაგვარად შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის გაზრდილი ევოლუცია და ემისიები

ვ)

უჯრედის ოპერაციებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის პროგრამირებული სისტემის გამოყენება

ზ)

ანოდების აწყობის (rodding) საამქროში ფტორიდებისა და ნახშირბადის აღდგენის მიზნით დამკვიდრებული ეფექტიანი გაწმენდის მეთოდების გამოყენება.

თ)

მოხსნილი ანოდების შენახვა უჯრედთან ახლოს მდებარე განყოფილებაში, რომელიც მიერთებულია BAT 67-ში მოცემულ დამუშავებაზე, ან ანოდის ნარჩენების შენახვა დახურულ ყუთებში

გამოყენებადობა

BAT 65(გ) და (თ) არ გამოიყენება არსებული საწარმოებისთვის.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 12.

1.3.3.1.1. ორგანიზებული მტვრისა და ფტორიდების ემისიები

BAT 66. ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების შედეგად მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 10.

ცხრილი 10

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების შედეგად წარმოქმნილი მტვრისთვის

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 48

მტვერი

≤ 5–10

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 67. ელექტროლიზური უჯრედებიდან ჰაერში მტვრის, მეტალებისა და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა49 (49)

გამოყენებადობა

ა)

მშრალი სკრუბერი, რომელიც იყენებს ალუმინის ოქსიდს ადსორბენტ აგენტად, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

მშრალი სკრუბერი, რომელიც იყენებს ალუმინის ოქსიდს ადსორბენტ აგენტად, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი და სველი სკრუბერი

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

– გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევის ძალიან მაღალი მოცულობითი ხარჯის შემთხვევაში (წარმოქმნილი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო)

– მშრალ რეგიონებში (საჭირო წყლის დიდი მოცულობისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის აუცილებლობის გამო)

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 11 და ცხრილში 12.

ცხრილი 11

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და ფტორიდების ემისიებისთვის ელექტროლიზური უჯრედებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

2–550

HF

≤ 1,0 50

საერთო ფტორიდები

≤ 1,5 51

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.3.1.2. მტვრისა და ფტორიდების ჯამური ემისიები

ელექტროლიზის კორპუსიდან (ელექტროლიზური უჯრედებიდან და სახურავის სავენტილაციო არხებიდან შეგროვებული) ჰაერში მტვრისა და ფტორიდების ჯამური ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 12.

ცხრილი 12

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ელექტროლიზის კორპუსიდან (ელექტროლიზური უჯრედებიდან და სახურავის სავენტილაციო არხებიდან შეგროვებული) ჰაერში მტვრისა და ფტორიდების ჯამური ემისიებისთვის

პარამეტრი

BAT

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) არსებული საწარმოებისთვის (კგ/ტ Al)52, 53

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ახალი საწარმოებისთვის (კგ/ტ Al) 52

მტვერი

BAT 64-ის, BAT 65-ის და BAT 67-ის კომბინაცია

≤ 1,2

≤ 0,6

ჯამური ფტორიდები

BAT 64-ის, BAT 65-ის და BAT 67-ის კომბინაცია

≤ 0,6

≤ 0,35

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 68. პირველადი ალუმინის წარმოებაში გადადნობის, თხევადი მეტალის დამუშავებისა და ჩამოსხმის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ელექტროლიზიდან მიღებული თხევადი მეტალისა და დაუბინძურებელი ალუმინის მასალის გამოყენება, ანუ ისეთი მყარი მასალის, რომელიც თავისუფალია საღებავის, პლასტმასის ან ზეთის მსგავსი ნივთიერებებისგან (მაგ., ხარისხობრივი მიზეზებით მოჭრილი ნამზადების ზედა და ქვედა ნაწილები)

ბ)

სახელოიანი ფილტრის გამოყენება 54

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 13.

ცხრილი 13

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პირველადი ალუმინის წარმოებაში გადადნობის, თხევადი მეტალის დამუშავებისა და ჩამოსხმის პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)55, 56

მტვერი

2–25

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.3.1.3. გოგირდის დიოქსიდის ემისია

BAT 69. ელექტროლიზური უჯრედებიდან ჰაერში ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

დაბალი გოგირდშემცველობის მქონე ანოდების გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

სველი სკრუბერი57

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

- ტექნოლოგიური გამონაბოლქვი აირების ძალიან მაღალი ხარჯის შემთხვევაში (წარმოქმნილი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო)

- მშრალ რეგიონებში (საჭირო წყლის დიდი მოცულობისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის აუცილებლობის გამო)

აღწერა

BAT 69(ა). ანოდები, რომლებიც წლიური საშუალოს სახით შეიცავს 1,5 %-ზე ნაკლებ გოგირდს, შეიძლება წარმოებულ იქნეს გამოყენებული ნედლეულის შესაბამისი კომბინაციის მეშვეობით. ელექტროლიზის პროცესის სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭიროა გოგირდის მინიმალური შემცველობა – 0,9 % წლიური საშუალოს სახით.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 14.

ცხრილი 14

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის ელექტროლიზური უჯრედებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (კგ/ტ Al)58, 59

SO₂

≤ 2,5–15

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.3.1.4. პერფტორნახშირბადის ემისიები

BAT 70. პირველადი ალუმინის წარმოებიდან ჰაერში პერფტორნახშირბადების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ალუმინის ოქსიდის ავტომატური მრავალწერტილოვანი მიწოდება

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

ელექტროლიზის პროცესის კომპიუტერული კონტროლი უჯრედების აქტიური მონაცემთა ბაზებისა და უჯრედის ოპერაციული პარამეტრების მონიტორინგის საფუძველზე

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ანოდური ეფექტის ავტომატური ჩახშობა

არ გამოიყენება Søderberg-ის უჯრედებისთვის, რადგან ანოდის კონსტრუქცია (მხოლოდ ერთი ელემენტი) არ იძლევა ამ ტექნიკასთან დაკავშირებული აბაზანის ნაკადის წარმოქმნის საშუალებას

აღწერა

BAT 70(გ). ანოდური ეფექტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ელექტროლიტში ალუმინის ოქსიდის შემცველობა ეცემა 1–2 %-ზე ქვემოთ. ანოდური ეფექტის დროს ალუმინის ოქსიდის დაშლის ნაცვლად ხდება კრიოლითური (გამდნარ კრიოლითის შემცველი) აბაზანის დაშლა მეტალისა და ფტორიდის იონებად, რომელთაგან ეს უკანასკნელი წარმოქმნის აიროვან პერფთორნახშირბადებს, რომლებიც რეაგირებს ნახშირბადოვან ანოდთან.

1.3.3.1.5. PAH-ის და CO-ის ემისიები

BAT 71. სოდერბერგის (Søderberg) ტექნოლოგიის გამოყენებით პირველადი ალუმინის წარმოებიდან ჰაერში CO-ის და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს უჯრედიდან გამომავალ აირში CO-ისა და PAH-ის წვას.

1.3.3.2. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 72. ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს გამაგრილებელი წყლისა და გაწმენდილი ჩამდინარე წყლების, მათ შორის წვიმის წყლის პროცესში ხელახალ გამოყენებას ან რეციკლირებას.

გამოყენებადობა

ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის და მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს წყლის ხარისხისა და/ან პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების გამო. ხელახლა გამოყენებული ან რეციკლირებული გამაგრილებელი წყლის, გაწმენდილი ჩამდინარე წყლისა და წვიმის წყლის რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს პროცესისთვის საჭირო წყლის რაოდენობას.

1.3.3.3. ნარჩენები

BAT 73. აბაზანის გამოყენებული ამონაგების (spent pot lining) განთავსების შესამცირებლად BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს მისი გარე რეციკლირებას, მაგალითად ცემენტის წარმოებაში, მარილიანი წიდის აღდგენის პროცესში, როგორც დანახშირბადიანების/დაცემენტების აგენტის (კარბიურიზატორის) გამოყენებას ფოლადის ან ფეროშენადნობების ინდუსტრიაში, ან როგორც მეორადი ნედლეულის გამოყენებას (მაგ., ქვა-ბამბა), საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად.

1.3.4. მეორადი ალუმინის წარმოება

1.3.4.1. მეორადი მასალები

BAT 74. ნედლეულის გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს არამეტალური კომპონენტებისა და ალუმინისგან განსხვავებული მეტალების განცალკევებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით, დამუშავებული მასალების შემადგენლობის მიხედვით.

ტექნიკა

ა)

შავი მეტალების მაგნიტური სეპარაცია

ბ)

ალუმინის სხვა კომპონენტებისგან განცალკევება ფუკოს/მორევული დენების სეპარაციით (მოძრავი ელექტრომაგნიტური ველების გამოყენებით)

გ)

სხვადასხვა მეტალებისა და არამეტალური კომპონენტების განცალკევება ფარდობითი სიმკვრივის მიხედვით (სხვადასხვა სიმკვრივის მქონე სითხის გამოყენებით)

1.3.4.2. ენერგია

BAT 75. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ღუმლის ჩატვირთვის წინასწარი გახურება გამონაბოლქვი აირების გამოყენებით

გამოიყენება მხოლოდ არამბრუნავი ღუმლებისთვის

ბ)

დაუწვავი ნახშირწყალბადების შემცველი აირების რეცირკულაცია სანთურების სისტემაში

გამოიყენება მხოლოდ არეკვლითი ღუმლებისა და საშრობებისთვის

გ)

თხევადი მეტალის პირდაპირი ჩამოსხმისთვის მიწოდება

გამოყენებადობა შეზღუდულია ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროით (მაქსიმუმ 4-5 საათი)

1.3.4.3. ჰაერში ემისიები

BAT 76. ჰაერში ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს გამოდნობის ეტაპამდე ბურბუშელებიდან ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილებას ცენტრიფუგირებისა და/ან გაშრობის გამოყენებით60.

გამოყენებადობა

ცენტრიფუგირება გამოიყენება მხოლოდ ძლიერ ზეთით დაბინძურებული ბურბუშელებისთვის, როდესაც იგი გამოიყენება გაშრობამდე. ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილება შეიძლება არ იყოს საჭირო, თუ ღუმელი და გამწმენდი სისტემა დაპროექტებულია ორგანული მასალის დასამუშავებლად.

1.3.4.3.1. დიფუზური ემისიები

BAT 77. ჯართის წინასწარი დამუშავებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დახურული ან პნევმატური კონვეიერი ჰაერის გაწოვის სისტემით

ბ)

დახურული კონსტრუქციები ან ქოლგები ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის წერტილებისთვის ჰაერის გაწოვის სისტემით

BAT 78. გადადნობის ღუმელების ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის/ჩამოსხმის შედეგად დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ქოლგის განთავსება ღუმლის კარის ზედა ნაწილზე და ჩამოსასხმელ ხვრელთან, ტექნოლოგიური გამონაბოლქვი აირების გაწოვით, რომელიც მიერთებულია ფილტრაციის სისტემასთან

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

კვამლის შემკრები დახურული კონსტრუქცია, რომელიც ფარავს როგორც ჩატვირთვის, ისე ჩამოსხმის ზონებს

გამოიყენება მხოლოდ სტაციონარული დოლის ტიპის ღუმლებისთვის

გ)

ჰერმეტული ღუმლის კარი61

ზოგადად გამოყენებადია

დ)

ჰერმეტული ჩატვირთვის ურიკა

გამოიყენება მხოლოდ არამბრუნავი ღუმლებისთვის

ე)

გაძლიერებული გაწოვის სისტემა, რომლის მოდიფიცირება შესაძლებელია პროცესის საჭიროებების მიხედვით 61

ზოგადად გამოყენებადია

აღწერა

BAT 78 (ა) და (ბ) მოიცავს გამონაბოლქვი აირების შესაგროვებლად და სამართავად საფარისა და გაწოვის სისტემის გამოყენებას.

BAT 78 (დ) ჩატვირთვის კონტეინერი ჯართის გადმოტვირთვის დროს ჰერმეტულად ერთდება ღია ღუმლის კართან და ამ ეტაპზე უზრუნველყოფს ღუმლის ჰერმეტულობას.

BAT 79. მოხსნილი წიდის/ნამწვის (skimmings/dross) დამუშავებიდან ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

მოხსნილი წიდის/ნამწვის გაგრილება, ღუმელიდან მოხსნისთანავე, ჰერმეტულ კონტეინერებში ინერტული აირის ქვეშ

ბ)

მოხსნილი წიდის/ნამწვის დანესტიანების პრევენცია

გ)

მოხსნილი წიდის/ნამწვის კომპაქტირება ჰაერის გაწოვისა და მტვერდამჭერი სისტემით

1.3.4.3.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 80. მეორადი ალუმინის წარმოებაში ბურბუშელის გაშრობიდან და ბურბუშელიდან ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილებიდან, ასევე, ალუმინისგან განსხვავებული არამეტალური კომპონენტებისა და მეტალების მსხვრევის, დაფქვისა და მშრალი სეპარაციიდან, ასევე შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების შედეგად მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 15.

ცხრილი 15

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ბურბუშელის გაშრობიდან და ბურბუშელიდან ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილებიდან, ასევე ალუმინისგან განსხვავებული არამეტალური კომპონენტებისა და მეტალების მსხვრევის, დაფქვისა და მშრალი სეპარაციიდან, ასევე მეორადი ალუმინის წარმოებაში შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)62

მტვერი

≤ 5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 81. მეორადი ალუმინის წარმოებაში ღუმელთან დაკავშირებული პროცესებიდან, როგორიცაა ჩატვირთვა, გადადნობა, ჩამოსხმა და თხევადი მეტალის დამუშავება, ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 16.

ცხრილი 16

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მეორადი ალუმინის წარმოებაში ღუმელთან დაკავშირებული პროცესებიდან, როგორიცაა ჩატვირთვა, გადადნობა, ჩამოსხმა და გამდნარი მეტალის დამუშავება

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 63

მტვერი

2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 82. მეორადი ალუმინის წარმოებაში ხელახალი გადადნობის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დაუბინძურებელი ალუმინის მასალის გამოყენება, ანუ ისეთი მყარი მასალის, რომელიც თავისუფალია საღებავის, პლასტმასის ან ზეთის მსგავსი ნივთიერებებისგან (მაგალითად, ნამზადები)

ბ)

წვის პირობების ოპტიმიზაცია მტვრის ემისიების შესამცირებლად

გ)

სახელოიანი ფილტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 17.

ცხრილი 17

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მეორადი ალუმინის წარმოებაში ხელახალი დნობიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 64, 65

მტვერი

2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.4.3.3. ორგანული ნაერთების ემისიები

BAT 83. დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგ., ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან და გადადნობის ღუმლიდან ჰაერში ორგანული ნაერთებისა და PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას ქვემოთ მოცემული მინიმუმ ერთ ტექნიკასთან კომბინაციაში.

ტექნიკა66

ა)

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმლისა და გამწმენდი ტექნიკების შესაბამისად

ბ)

გადადნობის ღუმლებისთვის სანთურების შიდა სისტემა

გ)

კმაწვის სანთურა

დ)

ტექნოლოგიური აირების სწრაფი გაცივება (rapid quenching)

ე)

აქტივირებული ნახშირის შეფრქვევა

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 18.

ცხრილი 18

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ისა და PCDD/F-ის ემისიებისთვის დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგალითად, ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან და გადადნობის ღუმელიდან

პარამეტრი

ერთეული

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

TVOC

მგ/ნმ³

≤ 10–3067

PCDD/F

ნგ I-TEQ/ნმ³

≤ 0,168

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.4.3.4. მჟავების ემისიები

BAT 84. დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგ., ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან, გადადნობის ღუმლიდან, ასევე ხელახალი დნობისა და თხევადი მეტალის დამუშავების პროცესებიდან ჰაერში HCl-ის, Cl2-ისა და HF-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმელისა და გამწმენდი ტექნიკების შესაბამისად 69

ბ)

Ca(OH)2-ის ან ნატრიუმის ბიკარბონატის შეფრქვევა სახელოიან ფილტრთან კომბინაციაში 69

გ)

რაფინირების პროცესის კონტროლი, გამდნარ მეტალში არსებული დამაბინძურებლების მოსაშორებლად გამოყენებული რაფინირების აირის რაოდენობის ადაპტაციით

დ)

რაფინირების პროცესში განზავებული ქლორის გამოყენება ინერტულ აირთან ერთად

აღწერა

BAT 84 (დ) ქლორის ემისიების შესამცირებლად გამოიყენება ინერტულ აირში განზავებული ქლორი სუფთა ქლორის ნაცვლად. რაფინირება, ასევე, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინერტული აირის გამოყენებით.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 19.

ცხრილი 19

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში HCl-ის, Cl2-ისა და HF-ის ემისიებისთვის დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგალითად, ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან, გადადნობის ღუმლიდან, ასევე, ხელახალი დნობისა და თხევადი მეტალის დამუშავებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

HCl

≤ 5–10 70

Cl₂

≤ 171, 72

HF

≤ 1 73

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.4.4. ნარჩენები

BAT 85. მეორადი ალუმინის წარმოებიდან განსათავსებლად განკუთვნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

ა)

შეგროვებული მტვრის პროცესში ხელახალი გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გადადნობის ღუმელი იყენებს მარილის საფარს, ან მარილიანი წიდის აღდგენის პროცესში

ბ)

მარილიანი წიდის სრული რეციკლირება

გ)

მოხსნილი წიდის/ნამწვის დამუშავების გამოყენება ალუმინის აღსადგენად იმ ღუმლების შემთხვევაში, რომლებიც არ იყენებს მარილის საფარს

BAT 86. მეორადი ალუმინის წარმოებიდან წარმოქმნილი მარილიანი წიდის რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

გამოყენებული ნედლეულის ხარისხის გაუმჯობესება არამეტალური კომპონენტებისა და ალუმინისგან განსხვავებული მეტალების განცალკევებით იმ ჯართისთვის, სადაც ალუმინი შერეულია სხვა კომპონენტებთან

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

დაბინძურებული ბურბუშელადან ზეთისა და ორგანული კომპონენტების მოცილება გადადნობამდე

ზოგადად გამოყენებადია

გ)

მეტალის გადატუმბვა ან მორევა

არ გამოიყენება მბრუნავი ღუმლებისთვის

დ)

მერხევი მბრუნავი ღუმელი

ამ ღუმელის გამოყენებაზე შეიძლება არსებობდეს შეზღუდვები ჩასატვირთი მასალების ზომის გამო

1.3.5. მარილიანი წიდის რეციკლირების პროცესი

1.3.5.1. დიფუზური ემისიები

BAT 87. მარილიანი წიდის რეციკლირების პროცესიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დახურული მოწყობილობა აირების გაწოვის სისტემით, რომელიც მიერთებულია ფილტრაციის სისტემასთან

ბ)

ქოლგა აირების გაწოვის სისტემით, რომელიც მიერთებულია ფილტრაციის სისტემასთან

1.3.5.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 88. მარილიანი წიდის აღდგენის პროცესთან დაკავშირებული მსხვრევისა და მშრალი დაფქვის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 20.

ცხრილი 20

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მარილიანი წიდის აღდგენის პროცესთან დაკავშირებული მსხვრევისა და მშრალი დაფქვის შედეგად

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 74

მტვერი

2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.3.5.3. აირისებრი ნაერთები

BAT 89. მარილიანი წიდის აღდგენის პროცესიდან სველი დაფქვისა და გამოტუტვის შედეგად ჰაერში აირისებრი ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა75

ა)

აქტივირებული ნახშირის შეფრქვევა

ბ)

კმაწვის სანთურა (afterburner)

გ)

სველი სკრუბერი H2SO4-ის ხსნარით

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 21.

ცხრილი 21

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში აირისებრი ემისიებისთვის მარილიანი წიდის აღდგენის პროცესიდან სველი დაფქვისა და გამოტუტვის შედეგად

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 76

NH3

≤ 10

PH3

≤ 0,5

H2S

≤ 2

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.4. BAT-ის შესახებ დასკვნები ტყვიის და/ან კალის წარმოებისთვის

1.4.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.4.1.1. დიფუზური ემისიები

BAT 90. პირველადი და მეორადი მასალების (ბატარეების გარდა) მომზადებიდან (მაგალითად, დოზირება, შერევა, ჰომოგენიზაცია, მსხვრევა, ჭრა, გაცრა) დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

დახურული კონვეიერი ან პნევმატური გადატანის სისტემა მტვრიანი მასალისთვის

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

დახურული მოწყობილობა. მტვრიანი მასალების გამოყენებისას ემისიები გროვდება და მიემართება გამწმენდ სისტემაში

გამოიყენება მხოლოდ დოზირების ბუნკერის ან წონის კლების სისტემის გამოყენებით მომზადებული ნარევებისთვის

გ)

ნედლეულის შერევის განხორციელება დახურულ შენობაში

გამოიყენება მხოლოდ მტვრიანი მასალებისთვის. არსებული საწარმოებისთვის გამოყენება შეიძლება გართულდეს საჭირო სივრცის გამო

დ)

მტვრის ჩახშობის სისტემები, მაგალითად, წყლის შესხურება

გამოიყენება მხოლოდ ღია სივრცეში განხორციელებული შერევის შემთხვევაში

ე)

ნედლეულის გრანულირება/დაგუნდავება

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი და ღუმელი შეიძლება იყენებდეს გრანულირებულ ნედლეულს

BAT 91. პირველადი ტყვიისა და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში მასალების წინასწარი დამუშავებიდან (მაგალითად, გაშრობა, დაშლა, აგლომერაცია, ბრიკეტირება, გრანულირება/დაგუნდავება, ბატარეების მსხვრევა, გაცრა და კლასიფიკაცია) დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დახურული კონვეიერი ან პნევმატური გადატანის სისტემა მტვრიანი მასალისთვის

ბ)

დახურული მოწყობილობა. მტვრიანი მასალების გამოყენებისას ემისიები გროვდება და მიემართება გამწმენდ სისტემაში

BAT 92. ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის ოპერაციებიდან, ასევე, პირველადი ტყვიის წარმოებაში სპილენძის წინასწარი მოცილების ოპერაციებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ინკაფსულირებული ჩატვირთვის სისტემა ჰაერის გაწოვის სისტემით

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

ჰერმეტული ან დახურული ღუმლები კარის ჰერმეტიზაციით77, არაუწყვეტი ჩატვირთვისა და გამოშვების მქონე პროცესებისთვის

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ღუმლისა და აირგამტარი არხების ფუნქციონირება უარყოფითი წნევის ქვეშ და აირების გაწოვის საკმარისი სიჩქარით, წნევის ზრდის თავიდან ასაცილებლად

ზოგადად გამოყენებადია

დ)

შემკრები ქოლგები/დახურული კონსტრუქციები ჩატვირთვისა და ჩამოსხმის წერტილებში

ზოგადად გამოყენებადია

ე)

დახურული შენობა

ზოგადად გამოყენებადია

ვ)

სრულად დაფარვა ქოლგით ჰაერის გაწოვის სისტემით

არსებული საწარმოებისთვის ან მათი მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში გამოყენება შეიძლება გართულდეს საჭირო სივრცის გამო

ზ)

ღუმლის ჰერმეტულობის შენარჩუნება

ზოგადად გამოყენებადია

თ)

ღუმელში ტემპერატურის შენარჩუნება მინიმალურ საჭირო დონეზე

ზოგადად გამოყენებადია

ი)

ქოლგის გამოყენება ჩამოსხმის წერტილში, ციცხვებსა და წიდის/ნამწვის მოხსნის უბანზე ჰაერის გაწოვის სისტემით

ზოგადად გამოყენებადია

კ)

მტვრიანი ნედლეულის წინასწარი დამუშავება, მაგალითად, გრანულირება

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი და ღუმელი შეიძლება იყენებდეს გრანულირებულ ნედლეულს

ლ)

ციცხვებისთვის გარსაცმის/დახურული კონსტრუქციის გამოყენება ჩამოსხმის დროს

ზოგადად გამოყენებადია

მ)

ჰაერის გაწოვის სისტემა ჩატვირთვისა და ჩამოსხმის უბნებისთვის, რომელიც მიერთებულია ფილტრაციის სისტემასთან

ზოგადად გამოყენებადია

BAT 93. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ხელახალი გადადნობიდან, რაფინირებიდან და ჩამოსხმიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ქოლგა ტიგელური ტიპის ღუმელზე ან ქვაბზე ჰაერის გაწოვის სისტემით

ბ)

სახურავები ქვაბების დასახურად, რაფინირების რეაქციებისა და ქიმიური ნივთიერებების დამატების დროს

გ)

ქოლგა ჰაერის გაწოვის სისტემით არხებსა და ჩამოსხმის წერტილებში

დ)

გამდნარი ლითონის ტემპერატურის კონტროლი

ე)

დახურული მექანიკური ქაფქირები/გამომაცალკევებლები მტვრიანი ნამწვის/ნაშთის მოსაცილებლად

1.4.1.2. მტვრის ორგანიზებული ემისიები

BAT 94. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის მომზადებიდან (მაგალითად, მიღება, დამუშავება, შენახვა, დოზირება, შერევა, ჰომოგენიზაცია, გაშრობა, მსხვრევა, ჭრა და გაცრა) ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 22.

ცხრილი 22

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის მომზადების პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 78

მტვერი

≤ 5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 95. ბატარეების მომზადებიდან (მსხვრევა, გაცრა და კლასიფიკაცია) ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სველი სკრუბერის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 23.

ცხრილი 23

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ბატარეების მომზადებიდან (მსხვრევა, გაცრა და კლასიფიკაცია)

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 79

მტვერი

≤ 5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 96. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის დანადგარში) შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 24.

ცხრილი 24

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და ტყვიის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის დანადგარში)

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

2–4 80, 81

Pb

≤ 182

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 97. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ხელახალი დნობიდან, რაფინირებიდან და ჩამოსხმიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

პირომეტალურგიული პროცესებისთვის: გამდნარი ლითონის აბაზანის ტემპერატურის შენარჩუნება მაქსიმალურად დაბალ დონეზე პროცესის ეტაპის შესაბამისად სახელოიან ფილტრთან კომბინაციაში

ბ)

ჰიდრომეტალურგიული პროცესებისთვის: სველი სკრუბერის გამოყენება

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 25.

ცხრილი 25

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და ტყვიის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ხელახალი გადადნობიდან, რაფინირებიდან და ჩამოსხმიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

2–4 83
,84

Pb

≤ 1 85

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.4.1.3. ორგანული ნაერთების ემისიები

BAT 98. მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის შრობისა და გამოდნობის პროცესიდან ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა86

გამოყენებადობა

ა)

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმელისა და გამწმენდი ტექნიკების შესაბამისად

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

წვის პირობების ოპტიმიზაცია ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად

ზოგადად გამოყენებადია

გ)

კმაწვის სანთურა (afterburner) ან რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი

გამოყენებადობა შეზღუდულია გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ენერგეტიკული შემცველობით, რომლებიც საჭიროებს გაწმენდას, რადგან უფრო დაბალი ენერგეტიკული შემცველობის მქონე აირები საჭიროებს საწვავის უფრო მაღალ მოხმარებას

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 26.

ცხრილი 26

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ის ემისიებისთვის მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის შრობისა და გამოდნობის პროცესიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)87

TVOC

10–40

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 99. მეორადი ტყვიის და/ან კალის ნედლეულის გამოდნობიდან ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმლისა და გამწმენდი ტექნიკების შესაბამისად88

ბ)

ნახევრად დახურული ღუმლებისთვის ისეთი ჩატვირთვის სისტემების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ნედლეულის მცირე ულუფებით მიწოდებას 88

გ)

სანთურების შიდა სისტემა 88გადადნობის ღუმელებისთვის

დ)

კმაწვის სანთურა (afterburner) ან რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი 88

ე)

ისეთი გამწოვი/გაფრქვევის სისტემების თავიდან აცილება, რომლებშიც > 250 °C ტემპერატურაზე ხდება მტვრის ძლიერი დაგროვება

ვ)

ტექნოლოგიური აირების სწრაფი გაცივება (rapid quenching) 88

ზ)

ადსორბენტის შეფრქვევა მტვრის ეფექტურ შემკრებ სისტემასთან კომბინაციაში 88

თ)

მტვრის ეფექტური შემკრები სისტემის გამოყენება

ი)

ღუმლის ზედა ზონაში ჟანგბადის შეფრქვევის გამოყენება

კ)

წვის პირობების ოპტიმიზაცია ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად 88

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 27.

ცხრილი 27

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის მეორადი ტყვიის და/ან კალის ნედლეულის გამოდნობიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (ნგ I-TEQ/ნმ³)89

PCDD/F

≤ 0,1

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.4.1.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიები

BAT 100. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან ჰაერში SO₂-ის ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO₂-ის დანადგარში), BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

სულფატის ფორმით გოგირდის შემცველი ნედლეულის ტუტეებით გამოტუტვა

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

მშრალი ან ნახევრად მშრალი სკრუბერი90

ზოგადად გამოყენებადია

გ)

სველი სკრუბერი 90

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

– გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ძალიან მაღალი მოცულობითი სიჩქარის/ხარჯის შემთხვევაში, (წარმოქმნილი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო)

–  მშრალ რეგიონებში (საჭირო წყლის დიდი მოცულობისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის აუცილებლობის გამო)

დ)

გოგირდის ფიქსაცია გამოდნობის ფაზაში

გამოიყენება მხოლოდ მეორადი ტყვიის წარმოებისთვის

აღწერა

BAT 100 (ა) ფუძე მარილის ხსნარი გამოიყენება მეორადი მასალებიდან სულფატების მოსაშორებლად გამოდნობამდე.

BAT 100 (დ) გოგირდის ფიქსაცია გამოდნობის ფაზაში მიიღწევა გამოდნობის ღუმელებში რკინისა და სოდის (Na₂CO₃) დამატებით, რომლებიც რეაგირებს ნედლეულში არსებულ გოგირდთან და წარმოქმნის Na₂S-FeS წიდას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 28.

ცხრილი 28

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის დანადგარში)

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)91,92

SO₂

50–350

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.4.2. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა

BAT 101. ბატარეების შენახვის, მსხვრევის, გაცრისა და კლასიფიკაციის ოპერაციებიდან ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს მჟავაგამძლე იატაკის ზედაპირისა და მჟავის დაღვრისთვის განკუთვნილი შემკრები სისტემის გამოყენებას.

1.4.3. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა და გაწმენდა

BAT 102. ტუტეებით გამოტუტვის პროცესიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ფუძე მარილის ხსნარიდან ნატრიუმის სულფატის კრისტალიზაციის პროცესში მიღებული წყლის ხელახალ გამოყენებას.

BAT 103. ბატარეების მომზადებიდან წყალში ემისიების შესამცირებლად, როდესაც მჟავური ნისლი მიემართება ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში, BAT წარმოადგენს სათანადოდ დაპროექტებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციას, რათა შემცირდეს ამ ნაკადში არსებული დამაბინძურებლები.

1.4.4. ნარჩენები

BAT 104. პირველადი ტყვიის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

მტვერდამჭერი სისტემიდან მიღებული მტვრის ხელახალი გამოყენება ტყვიის წარმოების პროცესში

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

Se-ისა და Te-ის აღდგენა სველი ან მშრალი აირგაწმენდის მტვრიდან/შლამიდან

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს არსებული ვერცხლისწყლის რაოდენობით

გ)

Ag-ის, Au-ის, Bi-ის, Sb-ისა და Cu-ის აღდგენა რაფინირების წიდაქაფიდან

ზოგადად გამოყენებადია

დ)

მეტალების აღდგენა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის შლამიდან

ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის შლამის პირდაპირი გამოდნობა შეიძლება შეზღუდული იყოს ისეთი ელემენტების არსებობით, როგორიცაა As, Tl და Cd

ე)

მდნობი (ფლუსი) მასალების დამატება, რომლებიც წიდას უფრო გამოსადეგს ხდის გარე გამოყენებისთვის

ზოგადად გამოყენებადია

BAT 105. ტყვიის აკუმულატორებში არსებული პოლიპროპილენისა და პოლიეთილენის შემცველობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, BAT წარმოადგენს მათ განცალკევებას ბატარეებისგან გამოდნობამდე.

გამოყენებადობა

ეს შეიძლება არ გამოიყენებოდეს შახტური ღუმელებისთვის, რადგან დაუშლელი (მთლიანი) ბატარეებით უზრუნველყოფილი აირგამტარობა აუცილებელია ღუმელის ოპერირებისთვის.

BAT 106. ბატარეების აღდგენის პროცესიდან შეგროვებული გოგირდმჟავას ხელახალი გამოყენების ან აღდგენის მიზნით, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს მის შიდა ან გარე ხელახალ გამოყენებას ან რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

გამოყენება მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) აგენტად

ზოგადად გამოყენებადია ადგილობრივი პირობების მიხედვით, მაგალითად, მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) პროცესის არსებობისა და მჟავაში არსებული მინარევების პროცესთან თავსებადობის გათვალისწინებით

ბ)

ნედლეულად გამოყენება ქიმიურ საწარმოში

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ქიმიური საწარმოს ადგილობრივი ხელმისაწვდომობით

გ)

მჟავის რეგენერაცია კრეკინგის გზით

გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გოგირდმჟავას ან თხევადი გოგირდის დიოქსიდის დანადგარი

დ)

თაბაშირის წარმოება

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილ მჟავაში არსებული მინარევები არ მოქმედებს თაბაშირის ხარისხზე, ან თუ დაბალი ხარისხის თაბაშირი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, როგორც მდნობი აგენტი (ფლუსი)

ე)

ნატრიუმის სულფატის წარმოება

გამოიყენება მხოლოდ ტუტეებით გამოტუტვის პროცესისთვის

BAT 107. მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

ა)

ნარჩენების ხელახალი გამოყენება გამოდნობის პროცესში ტყვიისა და სხვა მეტალების აღსადგენად

ბ)

ნარჩენებისა და ნარჩენი მასალების დამუშავება სპეციალიზებულ საწარმოებში/დანადგარებში მასალების აღდგენის მიზნით

გ)

ნარჩენებისა და ნარჩენი მასალების დამუშავება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება სხვა დანიშნულებით

1.5. BAT-ის შესახებ დასკვნები თუთიის და/ან კადმიუმის წარმოებისთვის

1.5.1. პირველადი თუთიის წარმოება

1.5.1.1. ჰიდრომეტალურგიული თუთიის წარმოება

1.5.1.1.1. ენერგია

BAT 108. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს მადნის გამოსაწვავ ღუმელში წარმოქმნილი ტექნოლოგიური აირებიდან (გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევიდან) სითბოს აღდგენას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ნარჩენი სითბოს ბოილერის და ტურბინების გამოყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ენერგიის ფასებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მიხედვით

ბ)

ნარჩენი სითბოს ბოილერის და ტურბინების გამოყენება პროცესში გამოსაყენებელი მექანიკური ენერგიის საწარმოებლად

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ნარჩენი სითბოს ქვაბის გამოყენება პროცესში და/ან საოფისე გათბობაში გამოსაყენებელი სითბოს საწარმოებლად

ზოგადად გამოყენებადია

1.5.1.1.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.5.1.1.2.1. დიფუზური ემისიები

BAT 109. მადნის გამოსაწვავი ღუმელის კაზმის მომზადებისა და მისი მიწოდების შედეგად ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

სველი ჩატვირთვა

ბ)

სრულად დახურული ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან

BAT 110. კალცინირებული ნედლეულის დამუშავებიდან ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ოპერაციების განხორციელება უარყოფითი წნევის ქვეშ

ბ)

სრულად დახურული ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან

BAT 111. გამოტუტვის, მყარი-თხევადი ფაზების განცალკევებისა და გაწმენდის პროცესებიდან ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

რეზერვუარების დახურვა სახურავით

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

ტექნოლოგიური პროცესის სითხის შესასვლელი და გამოსასვლელი არხების დაფარვა

ზოგადად გამოყენებადია

გ)

რეზერვუარების მიერთება ცენტრალიზებულ მექანიკური გაწევის გამწმენდ სისტემასთან ან ინდივიდუალური რეზერვუარის გამწმენდ სისტემასთან

ზოგადად გამოყენებადია

დ)

ვაკუუმ-ფილტრების დაფარვა ქოლგებით და მათი მიერთება გამწმენდ სისტემასთან

გამოიყენება მხოლოდ ცხელი სითხეების ფილტრაციისთვის გამოტუტვისა და მყარი-თხევადი ფაზების განცალკევების ეტაპებზე

BAT 112. ელექტროლიზური ექსტრაქციის პროცესიდან ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ელექტროლიზური ექსტრაქციის უჯრედებში დანამატების, განსაკუთრებით ქაფწარმომქმნელი აგენტების გამოყენებას.

1.5.1.1.2.2. ორგანიზებული ემისიები

BAT 113. ნედლეულის დამუშავებიდან და შენახვიდან, მადნის გამოსაწვავი ღუმელის მშრალი კაზმის მომზადებიდან, მშრალი კაზმის მიწოდებიდან და კალცინირებული ნედლეულის დამუშავებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 29.

ცხრილი 29

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ნედლეულის დამუშავებიდან და შენახვიდან, მადნის გამოსაწვავი ღუმელის მშრალი საკვების მომზადებიდან, მშრალი საკვების მიწოდებიდან და კალცინირებული მასალის დამუშავებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)93

მტვერი

≤ 5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 114. გამოტუტვის, გაწმენდისა და ელექტროლიზის პროცესებიდან ჰაერში თუთიისა და გოგირდმჟავას ემისიების, ასევე, გაწმენდის პროცესებიდან არსანისა და სტიბანის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა94

ა)

სველი სკრუბერი

ბ)

წვეთშემკრები

გ)

ცენტრიდანული (ცენტრიფუგირების) სისტემა

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 30.

ცხრილი 30

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში თუთიისა და გოგირდმჟავას ემისიებისთვის გამოტუტვის, გაწმენდისა და ელექტროლიზის პროცესებიდან, ასევე არსანისა და სტიბანის ემისიებისთვის გაწმენდის პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)95

Zn

≤ 1

H₂SO₄

< 10

AsH₃-ისა და SbH₃-ის ჯამი

≤ 0,5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.5.1.1.3. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა

BAT 115. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს წყალგაუმტარი შემოზვინული მოედნის გამოყენებას იმ რეზერვუარებისთვის, რომლებიც გამოიყენება გამოტუტვის ან გაწმენდის პროცესში, ასევე, ელექტროლიზური უჯრედების ან ნარჩენების შენახვის შენობებისთვის მეორადი (დამატებითი) შეკავების სისტემის გამოყენებას.

1.5.1.1.4. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 116. სუფთა წყლის მოხმარების შესამცირებლად და ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ქვაბიდან გამონადენის (bleed) და მადნის გამოსაწვავი ღუმელის დახურული გაგრილების ციკლებიდან მიღებული წყლის დაბრუნება სველი აირგაწმენდის ან გამოტუტვის ეტაპზე

ბ)

მადნის გამოსაწვავი ღუმელის, ელექტროლიზისა და ჩამოსხმის გაწმენდის ოპერაციებიდან/დაღვრებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების დაბრუნება გამოტუტვის ეტაპზე

გ)

გამოტუტვისა და გაწმენდის პროცესების, ფილტრის ნალექის გარეცხვისა და სველი აირგაწმენდის გაწმენდის ოპერაციებიდან/დაღვრებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების დაბრუნება გამოტუტვის და/ან გაწმენდის ეტაპებზე

1.5.1.1.5. ნარჩენები

BAT 117. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

კონცენტრატის შენახვისა და დამუშავების დროს შეგროვებული მტვრის პროცესში ხელახალი გამოყენება (მიწოდებულ კონცენტრატთან ერთად)

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

გამოწვის პროცესში შეგროვებული მტვრის ხელახალი გამოყენება კალცინირებული ნედლეულის/მასალის სილოსის მეშვეობით

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ტყვიისა და ვერცხლის შემცველი ნარჩენების ნედლეულის სახით გარე საწარმოში

გამოიყენება მეტალების შემცველობისა და ბაზრის/პროცესის ხელმისაწვდომობის მიხედვით

დ)

Cu-ის, Co-ის, Ni-ის, Cd-ისა და Mn-ის შემცველი ნარჩენების ნედლეულის სახით რეციკლირება გარე საწარმოში სარეალიზაციოდ ვარგისი პროდუქტის მისაღებად

გამოიყენება მეტალების შემცველობისა და ბაზრის/პროცესის ხელმისაწვდომობის მიხედვით

BAT 118. გამოტუტვის ნარჩენების საბოლოო განთავსებისთვის ვარგისად გარდაქმნის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

პირომეტალურგიული დამუშავება ველცის ღუმელში

გამოიყენება მხოლოდ ნეიტრალური გამოტუტვის ნარჩენებისთვის, რომლებიც არ შეიცავს ზედმეტად ბევრ თუთიის ფერიტს და/ან არ შეიცავს ძვირფასი მეტალების მაღალ კონცენტრაციებს

ბ)

იაროზიტის ნარჩენების სტაბილიზაციის (Jarofix) პროცესი

გამოიყენება მხოლოდ იაროზიტის რკინის ნარჩენებისთვის. გამოყენებადობა შეზღუდულია არსებული პატენტის გამო

გ)

სულფიდირების პროცესი

გამოიყენება მხოლოდ იაროზიტის რკინის ნარჩენებისა და პირდაპირი გამოტუტვის ნარჩენებისთვის

დ)

რკინის ნარჩენების კომპაქტირება

გამოიყენება მხოლოდ გოეთიტის ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან მიღებული თაბაშირით მდიდარი შლამისთვის

აღწერა

BAT 118 (ბ) იაროზიტის ნარჩენების სტაბილიზაციის (Jarofix) პროცესი მოიცავს იაროზიტის ნალექების შერევას პორტლანდცემენტთან, კირთან და წყალთან.

BAT 118 (გ) სულფიდირების პროცესი მოიცავს ნარჩენებისთვის NaOH-ისა და Na2S-ის დამატებას ელუტრიაციის რეზერვუარში და სულფიდირების რეაქტორებში.

BAT 118 (დ) რკინის ნარჩენების კომპაქტირება მოიცავს ტენიანობის შემცველობის შემცირებას ფილტრების გამოყენებით და კირის ან სხვა აგენტების დამატებით.

1.5.1.2. პირომეტალურგიული თუთიის წარმოება

1.5.1.2.1. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

1.5.1.2.1.1. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 119. პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

გამოყენებადობა

კონცენტრატებში ორგანული ნახშირბადის მაღალი შემცველობის შემთხვევაში (მაგალითად, დაახლოებით 10 მასური %), სახელოიანი ფილტრები შეიძლება არ იყოს გამოყენებადი სახელოების დახშობის გამო და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკები (მაგალითად, სველი სკრუბერი).

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 31.

ცხრილი 31

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში)

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)96, 97

მტვერი

2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 120. პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), BAT წარმოადგენს სველი დესულფურიზაციის ტექნიკის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 32.

ცხრილი 32

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში)

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)98

SO₂

≤ 500

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.5.2. მეორადი თუთიის წარმოება

1.5.2.1. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

1.5.2.1.1. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 121. გრანულირების (პელეტიზაციისა) და წიდის დამუშავების პროცესებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 33.

ცხრილი 33

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პელეტიზაციისა და წიდის დამუშავების პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)99

მტვერი

≤ 5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 122. მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე, წიდააქროლვის ღუმელიდან და ველცის (Waelz) ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

გამოყენებადობა

სახელოიანი ფილტრი შეიძლება არ იყოს გამოყენებადი კლინკერის ოპერაციებისთვის (სადაც საჭიროა ქლორიდების შემცირება მეტალის ოქსიდების ნაცვლად).

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 34.

ცხრილი 34

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე წიდააქროლვის და ველცის ღუმელიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 100, 101, 102

მტვერი

2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.5.2.1.2. ორგანული ნაერთების ემისიები

BAT 123. მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე, წიდააქროლვის და ველცის (Waelz) ღუმელიდან ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა103

გამოყენებადობა

ა)

ადსორბენტის (აქტივირებული ნახშირი ან ლიგნიტის კოქსი) შეფრქვევა სახელოიან ფილტრთან და/ან ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

თერმული ოქსიდატორი

ზოგადად გამოყენებადია

გ)

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი

შეიძლება არ იყოს გამოყენებადი უსაფრთხოების მიზეზების გამო

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 35.

ცხრილი 35

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ისა და PCDD/F-ის ემისიებისთვის მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე წიდააქროლვის და ველცის ღუმელიდან

პარამეტრი

ერთეული

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

TVOC

მგ/ნმ³

2–20104

PCDD/F

ნგ I-TEQ/ნმ³

≤ 0,1105

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.5.2.1.3. მჟავების ემისიები

BAT 124. მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე, წიდააქროლვის და ველცის (Waelz) ღუმელიდან ჰაერში HCl-ისა და HF-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა106

პროცესი

ა)

ადსორბენტის შეფრქვევა სახელოიან ფილტრთან კომბინაციაში

– მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების გადნობა

– ველცის ღუმელი

ბ)

სველი სკრუბერი

– წიდის აქროლების ღუმელი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 36.

ცხრილი 36

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში HCl-ისა და HF-ის ემისიებისთვის მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე წიდააქროლვის და ველცის ღუმელიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)107

HCl

≤ 1,5

HF

≤ 0,3

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.5.2.2. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა და წმენდა

BAT 125. ველცის ღუმელის პროცესში სუფთა წყლის მოხმარების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს მრავალსაფეხურიანი საწინააღმდეგო (წინაღობური) ნაკადური რეცხვის გამოყენებას.

აღწერა

რეცხვის წინა ეტაპიდან მიღებული წყალი იფილტრება და ხელახლა გამოიყენება მომდევნო რეცხვის ეტაპზე. შესაძლებელია ორი ან სამი საფეხურის გამოყენება, რაც ერთსაფეხურიან საწინააღმდეგო ნაკადურ რეცხვასთან შედარებით წყლის მოხმარების სამჯერამდე შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

BAT 126. ველცის ღუმელთან დაკავშირებულ პროცესში რეცხვის ეტაპიდან წყალში ჰალოგენიდების ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს კრისტალიზაციის გამოყენებას.

1.5.3. თუთიის ზოდების გადნობა, ლეგირება და ჩამოსხმა, ასევე თუთიის ფხვნილის წარმოება

1.5.3.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.5.3.1.1. მტვრის დიფუზური ემისიები

BAT 127. თუთიის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს უარყოფითი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების გამოყენებას.

1.5.3.1.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 128. თუთიის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან, ასევე, თუთიის ფხვნილის წარმოებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 37.

ცხრილი 37

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის თუთიის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან, ასევე, თუთიის ფხვნილის წარმოებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 108

მტვერი

≤ 5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.5.3.2. ჩამდინარე წყლები

BAT 129. თუთიის ზოდების გადნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს გამაგრილებელი წყლის ხელახალ გამოყენებას.

1.5.3.3. ნარჩენები

BAT 130. თუთიის ზოდების დნობიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

ა)

თუთიის მოხსნილი წიდის დაჟანგული ფრაქციისა და გადადნობის ღუმელებიდან მიღებული თუთიის შემცველი მტვრის გამოყენება გამოწვის ღუმელში ან ჰიდრომეტალურგიული თუთიის წარმოების პროცესში

ბ)

თუთიის მოხსნილი წიდის მეტალური ფრაქციისა და კათოდების ჩამოსხმის შედეგად მიღებული მეტალური მოხსნილი წიდის გამოყენება გადადნობის ღუმელში, ან მათი აღდგენა თუთიის მტვრის ან თუთიის ოქსიდის სახით თუთიის რაფინირების საწარმოში

1.5.4. კადმიუმის წარმოება

1.5.4.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.5.4.1.1. დიფუზური ემისიები

BAT 131. ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ცენტრალიზებული გაწოვის სისტემა, რომელიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან: ჰიდრომეტალურგიულ წარმოებაში
– გამოტუტვისა და მყარი-თხევადი ფაზების განცალკევებისთვის; პირომეტალურგიულ წარმოებაში
– ბრიკეტირებისთვის/პელეტიზაციისა და აქროლებისთვის; ასევე, გადნობის, ლეგირებისა და ჩამოსხმის პროცესებისთვის

ბ)

ელექტროლიზის ეტაპისთვის უჯრედების დაფარვა ჰიდრომეტალურგიულ წარმოებაში

1.5.4.1.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 132. პირომეტალურგიული კადმიუმის წარმოებიდან და კადმიუმის ზოდების დნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა109

გამოყენებადობა

ა)

სახელოიანი ფილტრი

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP)

ზოგადად გამოყენებადია

გ)

სველი სკრუბერი

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

– გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ძალიან მაღალი მოცულობითი სიჩქარის/ხარჯის შემთხვევაში, (წარმოქმნილი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო)

– მშრალ რეგიონებში (საჭირო წყლის დიდი მოცულობისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის აუცილებლობის გამო)

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 38.

ცხრილი 38

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და კადმიუმის ემისიებისთვის პირომეტალურგიული კადმიუმის წარმოებიდან და კადმიუმის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 110

მტვერი

2–3

Cd

≤ 0,1

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.5.4.2. ნარჩენები

BAT 133. ჰიდრომეტალურგიული კადმიუმის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის რეციკლირებას, მათ შორის ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

თუთიის პროცესიდან კადმიუმის გამოყოფა გაწმენდის უბანში კადმიუმით მდიდარი ცემენტატის სახით, მისი შემდგომი კონცენტრირება და რაფინირება (ელექტროლიზით ან პირომეტალურგიული პროცესით) და საბოლოოდ მისი გარდაქმნა სასაქონლო კადმიუმის მეტალად ან კადმიუმის ნაერთებად

გამოიყენება მხოლოდ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში

ბ)

თუთიის პროცესიდან კადმიუმის გამოყოფა გაწმენდის უბანში კადმიუმით მდიდარი ცემენტატის სახით, შემდეგ ki ჰიდრომეტალურგიული ოპერაციების კომპლექსის გამოყენება კადმიუმით მდიდარი ნალექის (მაგალითად, ცემენტი (Cd მეტალი), Cd(OH)₂) მისაღებად, რომელიც თავსდება ნაგავსაყრელზე, მაშინ როდესაც ყველა სხვა პროცესული ნაკადი რეციკლირდება კადმიუმის ან თუთიის საწარმოს ტექნოლოგიურ ნაკადში

გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ნაგავსაყრელის არსებობის შემთხვევაში

1.6. BAT-ის შესახებ დასკვნები ძვირფასი ლითონების წარმოებისთვის

1.6.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.6.1.1. დიფუზური ემისიები

BAT 134. წინასწარი დამუშავების ოპერაციებიდან (მაგალითად, მსხვრევა, გაცრა და შერევა) ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

წინასწარი დამუშავების უბნებისა და მტვრიანი მასალების გადატანის სისტემების ინკაფსულირება

ბ)

წინასწარი დამუშავებისა და დამუშავების ოპერაციების მიერთება მტვერდამჭერებთან ან გამწოვ სისტემებთან ქოლგებისა და ჰაერსატარების სისტემის მეშვეობით მტვრიანი მასალებისთვის

გ)

წინასწარი დამუშავებისა და დამუშავების მოწყობილობების ელექტრული ბლოკირება მათ მტვერდამჭერებთან ან გამწოვ სისტემებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არცერთი მოწყობილობა არ მუშაობდეს, თუ მტვერდამჭერი და ფილტრაციის სისტემა არ არის ექსპლუატაციაში

BAT 135. გამოდნობისა და გადადნობის პროცესებიდან (როგორც Doré-ს, ისე არა- Doré-ს ტექნოლოგიით), ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

შენობებისა და/ან გამოდნობის ღუმელის უბნების ინკაფსულირება

ბ)

ოპერაციების განხორციელება უარყოფითი წნევის ქვეშ

გ)

ღუმელთან დაკავშირებული ოპერაციების მიერთება მტვერდამჭერებთან ან გამწოვ სისტემებთან ქოლგებისა და ჰაერსატარების სისტემის მეშვეობით

დ)

ღუმელის მოწყობილობების ელექტრული ბლოკირება მათ მტვერდამჭერებთან ან გამწოვ სისტემებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არცერთი მოწყობილობა არ მუშაობდეს, თუ მტვერდამჭერი და ფილტრაციის სისტემა არ არის ექსპლუატაციაში

BAT 136. გამოტუტვისა და ოქროს ელექტროლიზის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დახურული რეზერვუარები/ჭურჭელი და დახურული მილსადენები ხსნარების გადასატანად

ბ)

ქოლგები და გაწოვის სისტემები ელექტროლიზური უჯრედებისთვის

გ)

წყლის ფარდა ოქროს წარმოებისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული აირადი ქლორის ემისია ანოდური შლამების მარილმჟავით ან სხვა გამხსნელებით გამოტუტვის დროს

BAT 137. ჰიდრომეტალურგიული ტექნოლოგიიდან/ოპერაციიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

შემაკავებელი ღონისძიებები, მაგალითად, ჰერმეტული ან ინკაფსულირებული სარეაქციო ჭურჭელი, საცავი რეზერვუარები, გამხსნელებით ექსტრაქციის მოწყობილობა და ფილტრები, დონის კონტროლით აღჭურვილი ჭურჭელი და რეზერვუარები, დახურული მილსადენები, ჰერმეტული დრენაჟის სისტემები და გეგმური ტექნიკური მომსახურების პროგრამები

ბ)

სარეაქციო ჭურჭლისა და რეზერვუარების მიერთება საერთო ჰაერსატარების სისტემასთან ტექნოლოგიური აირების გაწოვით (მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ავტომატური სარეზერვო/დამხმარე ერთეული)

BAT 138. ინსინერაციის, კალცინაციისა და გაშრობის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ყველა კალცინაციის ღუმელის, ინსინერატორისა და საშრობი ღუმელის მიერთება ჰაერსატარების სისტემასთან, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური გამონაბოლქვი აირების გაწოვას

ბ)

სკრუბერის დანადგარი პრიორიტეტულ ელექტრულ წრედზე, რომელსაც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ემსახურება სარეზერვო გენერატორი

გ)

სკრუბერების გაშვების და გაჩერების, ნარჩენი მჟავას განთავსებისა და ახალი მჟავას დამატების ოპერაციების განხორციელება ავტომატიზებული მართვის სისტემის მეშვეობით

BAT 139. რაფინირების დროს საბოლოო ლითონური პროდუქტების დნობიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ინკაფსულირებული ღუმელი უარყოფითი წნევით

ბ)

შესაბამისი გარსაცმები, დახურული კონსტრუქციები და შემკრები ქოლგები ეფექტური გაწოვით/ვენტილაციით

1.6.1.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 140. მსხვრევის, გაცრის, შერევის, გადნობის, გამოდნობის, ინსინერაციის, კალცინაციის, შრობისა და რაფინირების მსგავსი ყველა მტვრიანი ოპერაციიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა111

გამოყენებადობა

ა)

სახელოიანი ფილტრი

შეიძლება არ იყოს გამოყენებადი აქროლადი სელენის მაღალი შემცველობის მქონე აირჰაერმტვერნარევის შემთხვევაში

ბ)

სველი სკრუბერი ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში, რომელიც უზრუნველყოფს სელენის აღდგენას

გამოიყენება მხოლოდ აქროლადი სელენის შემცველი აირჰაერმტვერნარევის შემთხვევაში (მაგალითად, Doré ლითნის წარმოება)

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 39.

ცხრილი 39

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ყველა მტვრიანი ოპერაციიდან, მაგალითად, მსხვრევიდან, გაცრიდან, შერევიდან, დნობიდან, გამოდნობიდან, ინსინერაციიდან, კალცინაციიდან, შრობიდან და რაფინირებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 112

მტვერი

2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.6.1.3. NOx-ის ემისიები

BAT 141. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებიც მოიცავს აზოტმჟავაში გახსნას/გამოტუტვას, ატმოსფერულ ჰაერში NOX-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა113

ა)

ტუტე სკრუბერი კაუსტიკური სოდით

ბ)

სკრუბერი დამჟანგავი აგენტებით (მაგალითად, ჟანგბადი, წყალბადის ზეჟანგი) და აღმდგენი აგენტებით (მაგალითად, აზოტმჟავა, შარდოვანა) იმ ჭურჭლებისთვის ჰიდრომეტალურგიულ ოპერაციებში, რომლებსაც აქვთ NOX-ის მაღალი კონცენტრაციების წარმოქმნის პოტენციალი. ხშირად გამოიყენება BAT 141(ა)-სთან კომბინაციაში

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 40.

ცხრილი 40

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NOX-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებიც მოიცავს აზოტმჟავაში გახსნას/გამოტუტვას

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)114

NOX

70–150

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.6.1.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიები

BAT 142. მეტალის Doré წარმოების შესაბამისი დნობისა და გამოდნობის ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), მათ შორის შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა115

გამოყენებადობა

ა)

კირის შეფრქვევა სახელოიან ფილტრთან კომბინაციაში

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

სველი სკრუბერი

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

– აირჰაერმტვერნარევის ძალიან მაღალი მოცულობითი ხარჯის შემთხვევაში (წარმოქმნილი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო)

– მშრალ რეგიონებში (საჭირო წყლის დიდი მოცულობისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის აუცილებლობის გამო)

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 41.

ცხრილი 41

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის მეტალის Doré წარმოების შესაბამისი დნობისა და გამოდნობის ოპერაციებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), მათ შორის, შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)116

SO2

50–480

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 143. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად, მათ შორის, შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 42.

ცხრილი 42

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, მათ შორის, შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და გაშრობის ოპერაციებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)117

SO2

50–100

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.6.1.5. HCl-ისა და Cl2-ის ემისიები

BAT 144. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში HCl-ისა და Cl₂-ის ემისიების შესამცირებლად, მათ შორის შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს ტუტე სკრუბერის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 43.

ცხრილი 43

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში HCl-ისა და Cl2-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, მათ შორის შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 118

HCl

≤ 5–10

Cl2

0,5–2

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.6.1.6. NH3-ის ემისიები

BAT 145. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებშიც ადგილი აქვს ამიაკის ან ამონიუმის ქლორიდის გამოყენებას, ატმოსფერულ ჰაერში NH3-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს გოგირდმჟავიანი სველი სკრუბერის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 44.

ცხრილი 44

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NH₃-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებშიც ადგილი აქვს ამიაკის ან ამონიუმის ქლორიდის გამოყენებას

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ3)119

NH₃

1–3

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.6.1.7. PCDD/F-ის ემისიები

BAT 146. ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად შრობის ოპერაციებიდან, სადაც ნედლეული შეიცავს ორგანულ ნაერთებს, ჰალოგენებს ან PCDD/F-ის სხვა პრეკურსორებს, ინსინერაციის და კალცინაციის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

კმაწვის სანთურა ან რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი 120

ბ)

ადსორბენტის შეფრქვევა ეფექტურ მტვერდამჭერ სისტემასთან კომბინაციაში 120

გ)

წვის ან ტექნოლოგიური პირობების ოპტიმიზაცია ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად 120

დ)

გამწოვი/გაფრქვევის სისტემების თავიდან აცილება მტვრის მაღალი დაგროვების პოტენციალით > 250 °C ტემპერატურაზე 120

ე)

სწრაფი გაცივება 120

ვ)

PCDD/F-ის თერმული დაშლა ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე (> 850 °C)

ზ)

ჟანგბადის შეფრქვევა ღუმელის ზედა ზონაში

თ)

სანთურების შიდა სისტემა 120

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 45.

ცხრილი 45

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის შრობის ოპერაციებიდან, სადაც ნედლეული შეიცავს ორგანულ ნაერთებს, ჰალოგენებს ან PCDD/F-ის სხვა პრეკურსორებს, ინსინერაციის და კალცინაციის ოპერაციებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (ნგ I-TEQ/ნმ³)121

PCDD/F

≤ 0,1

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.6.2. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა

BAT 147. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ჰერმეტული დრენაჟის სისტემების გამოყენება

ბ)

ორკედლიანი რეზერვუარების გამოყენება ან მდგრადი შემაკავებელი ზღუდეების ფარგლებში განთავსება

გ)

წყალგაუმტარი და მჟავამედეგი იატაკების გამოყენება

დ)

სარეაქციო ჭურჭლის დონის ავტომატური კონტროლი

1.6.3. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 148. ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

გამოყენებული/აღდგენილი სკრუბერის სითხეებისა და სხვა ჰიდრომეტალურგიული რეაგენტების რეციკლირება გამოტუტვისა და სხვა რაფინირების ოპერაციებში

ბ)

გამოტუტვის, ექსტრაქციისა და დალექვის ოპერაციებიდან მიღებული ხსნარების რეციკლირება

1.6.4. ნარჩენები

BAT 149. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

პროცესი

ა)

მეტალის აღდგენა წიდებიდან, ფილტრის მტვრიდან და სველი მტვერდაჭერის სისტემის ნაშთებიდან

Doré წარმოება

ბ)

სველი მტვერდაჭერის სისტემის აქროლადი სელენის შემცველი აირჰაერმტვერნარევიდან შეგროვებული სელენის აღდგენა

გ)

ვერცხლის აღდგენა გამოყენებული ელექტროლიტიდან და გამოყენებული შლამის სარეცხი ხსნარებიდან

ვერცხლის ელექტროლიტური რაფინირება

დ)

მეტალების აღდგენა ელექტროლიტის გაწმენდის ნაშთებიდან (მაგალითად, ვერცხლის ცემენტი, სპილენძის კარბონატზე დაფუძნებული ნაშთი)

ე)

ოქროს აღდგენა ელექტროლიტიდან, შლამებიდან და ოქროს გამოტუტვის პროცესებიდან მიღებული ხსნარებიდან

ოქროს ელექტროლიტური რაფინირება

ვ)

მეტალების აღდგენა გამოყენებული ანოდებიდან

ვერცხლის ან ოქროს ელექტროლიტური რაფინირება

ზ)

პლატინის ჯგუფის მეტალების აღდგენა პლატინის ჯგუფის მეტალებით გამდიდრებული ხსნარებიდან

თ)

მეტალების აღდგენა ტექნოლოგიური პროცესის საბოლოო სითხეების დამუშავებიდან

ყველა პროცესი

1.7. BAT-ის შესახებ დასკვნები ფეროშენადნობების წარმოებისთვის

1.7.1. ენერგია

BAT 150. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს დახურულრკალიან (ჩაძირულ-რკალურ) ღუმელში ან დახურულ პლაზმურ-მტვრის პროცესში წარმოქმნილი CO-ით მდიდარი გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევიდან ენერგიის აღდგენას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ორთქლის ქვაბისა და ტურბინების გამოყენება გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევის ენერგეტიკული პოტენციალის აღსადგენად და ელექტროენერგიის საწარმოებლად

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ენერგიის ფასებისა და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიხედვით

ბ)

გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევის პირდაპირ საწვავად გამოყენება ტექნოლოგიურ პროცესში (მაგალითად, ნედლეულის გასაშრობად, ჩასატვირთი მასალების წინასწარი გახურებისთვის, აგლომერაციისთვის, ციცხვების გასახურებლად)

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ტექნოლოგიური სითბოს მოთხოვნა

გ)

გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევის საწვავად გამოყენება მეზობელ საწარმოებში

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ ტიპის საწვავზე ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მოთხოვნა

BAT 151. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ნახევრად დახურულრკალიან (ჩაძირულ-რკალურ) ღუმელში წარმოქმნილი ცხელი გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევიდან ენერგიის აღდგენას ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ნარჩენი სითბოს ბოილერის და ტურბინების გამოყენება გამონაბოლქვი აირის ენერგეტიკული პოტენციალის აღსადგენად და ელექტროენერგიის საწარმოებლად

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ენერგიის ფასებისა და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიხედვით

ბ)

ნარჩენი სითბოს საქვაბის გამოყენება ცხელი წყლის საწარმოებლად

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მოთხოვნა

BAT 152. ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ღია ჩაძირულრკალურ ღუმელში წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევიდან ენერგიის აღდგენას ცხელი წყლის წარმოების გზით.

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ცხელი წყლის მიმართ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მოთხოვნა.

1.7.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.7.2.1. დიფუზური მტვრის ემისიები

BAT 153. ჩამოსხმისა და გამოშვების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების პრევენციის, შემცირებისა და შეგროვების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ქოლგების სისტემის გამოყენება

არსებული საწარმოებისთვის გამოიყენება საწარმოს კონფიგურაციის მიხედვით

ბ)

ჩამოსხმის თავიდან აცილება ფეროშენადნობების თხევად მდგომარეობაში გამოყენებით

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი (მაგალითად, ფოლადის მწარმოებელი) ინტეგრირებულია ფეროშენადნობების მწარმოებელთან

1.7.2.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 154. მყარი მასალების შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების პროცესებიდან, ასევე, წინასწარი დამუშავების ოპერაციებიდან, მაგალითად, დოზირების, შერევის, გადარევის და გაუცხიმოვნების პროცესებიდან, ასევე, გამოშვების, ჩამოსხმისა და შეფუთვის ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46.

BAT 155. მსხვრევის, ბრიკეტირების, გრანულირების (პელეტიზაციის) და აგლომერაციის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სახელოიანი ფილტრის სხვა ტექნიკებთან კომბინაციაში გამოყენებას.

გამოყენებადობა

სახელოიანი ფილტრის გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს დაბალი გარემო ტემპერატურის (–20 °C-დან –40 °C-მდე) და გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის მაღალი ტენიანობის შემთხვევაში, ასევე, CaSi-ის მსხვრევისას უსაფრთხოების საკითხების (ანუ აფეთქებადობის) გამო.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46.

BAT 156. ღია ან ნახევრად დახურული ჩაძირულ-რკალური ღუმელიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46.

BAT 157. დახურული ჩაძირულ-რკალური ღუმელიდან ან დახურული პლაზმურ-მტვრის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა122

გამოყენებადობა

ა)

სველი სკრუბერი ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

სახელოიანი ფილტრი

ზოგადად გამოყენებადია, თუ არ არსებობს უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გამონაბოლქვი აირებში CO-სა და H2-ის შემცველობასთან

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46.

BAT 158. ფერომოლიბდენისა და ფეროვანადიუმის წარმოებისთვის გამოყენებული ცეცხლგამძლე მასალით ამოგებული ტიგელიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46.

ცხრილი 46

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ფეროშენადნობების წარმოებიდან

პარამეტრი

პროცესი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³)

მტვერი

— მყარი მასალების შენახვა, დამუშავება და ტრანსპორტირება
— წინასწარი დამუშავების ოპერაციები, მაგალითად, დოზირება, შერევა, გადარევა და გაუცხიმოვნება
— გამოშვება, ჩამოსხმა და შეფუთვა

2–5 123

მსხვრევა, ბრიკეტირება, პელეტიზაცია და აგლომერაცია

2–5 124, 125

ღია ან ნახევრად დახურული ჩაძირულ-რკალური ღუმელი

2–5 124, 126, 127

— დახურული ჩაძირულ-რკალური ღუმელი ან დახურული პლაზმურ-მტვრის პროცესი
— ცეცხლგამძლე მასალით მოპირკეთებული ტიგელი ფერომოლიბდენისა და ფეროვანადიუმის წარმოებისთვის

2–5 124

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.7.2.3. PCDD/F-ის ემისიები

BAT 159. ფეროშენადნობების მწარმოებელი ღუმელიდან ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ადსორბენტების შეფრქვევასა და ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და/ან სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 47.

ცხრილი 47

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის ფეროშენადნობების მწარმოებელი ღუმელიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (ნგ I-TEQ/ნმ³)

PCDD/F

≤ 0,05128

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.7.2.4. PAH-ისა და ორგანული ნაერთების ემისიები

BAT 160. მბრუნავ ღუმელებში ტიტანის ბურბუშელის გაუცხიმოვნების პროცესიდან, ატმოსფერულ ჰაერში PAH-ისა და ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს თერმული ოქსიდატორის გამოყენებას.

1.7.3. ნარჩენები

BAT 161. განთავსებისთვის გაგზავნილი წიდის რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს წიდის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, წიდის რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

წიდის გამოყენება სამშენებლო მიზნებისთვის

გამოიყენება მხოლოდ მაღალნახშირბადიანი FeCr-ისა და SiMn-ის წარმოების წიდებისთვის, ფოლადის ქარხნის ნაშთებიდან შენადნობების აღდგენის წიდებისთვის და FeMn-ისა და FeMo-ის წარმოების სტანდარტული გამოფიტული წიდებისთვის

ბ)

წიდის გამოყენება ქვიშაჭავლურ მასალად/აბრაზივად

გამოიყენება მხოლოდ მაღალნახშირბადიანი FeCr-ის წარმოების წიდებისთვის

გ)

წიდის გამოყენება ცეცხლგამძლე ჩამოსასხმელი მასალებისთვის

გამოიყენება მხოლოდ მაღალნახშირბადიანი FeCr-ის წარმოების წიდებისთვის

დ)

წიდის გამოყენება გამოდნობის პროცესში

გამოიყენება მხოლოდ სილიკოკალციუმის წარმოების წიდებისთვის

ე)

წიდის გამოყენება ნედლეულად სილიკომანგანუმის ან სხვა მეტალურგიული დანიშნულების წარმოებისთვის

გამოიყენება მხოლოდ FeMn-ის წარმოებიდან მიღებული მდიდარი წიდისთვის (MnO-ის მაღალი შემცველობით)

BAT 162. განთავსებისთვის გაგზავნილი ფილტრის მტვრისა და შლამის რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ფილტრის მტვრისა და შლამის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, მათი რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა129

ა)

ფილტრის მტვრის გამოყენება გამოდნობის პროცესში

გამოიყენება მხოლოდ FeCr-ისა და FeMo-ის წარმოებიდან მიღებული ფილტრის მტვრისთვის

ბ)

ფილტრის მტვრის გამოყენება უჟანგავი ფოლადის წარმოებაში

გამოიყენება მხოლოდ მაღალნახშირბადიანი FeCr-ის წარმოებაში მსხვრევისა და გაცრის ოპერაციებიდან მიღებული ფილტრის მტვრისთვის

გ)

ფილტრის მტვრისა და შლამის გამოყენება კონცენტრატის ნედლეულად

გამოიყენება მხოლოდ Mo-ის გამოწვის პროცესში გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდიდან მიღებული ფილტრის მტვრისა და შლამისთვის

დ)

ფილტრის მტვრის გამოყენება სხვა ინდუსტრიებში

გამოიყენება მხოლოდ FeMn-ის, SiMn-ის, FeNi-ის, FeMo-ისა და FeV-ის წარმოებისთვის

ე)

მიკროსილიკას (სილიციუმის დიოქსიდის მიკროფხვნილი) გამოყენება დანამატის სახით ცემენტის ინდუსტრიაში

გამოიყენება მხოლოდ FeSi-ისა და Si-ის წარმოებიდან მიღებული მიკროსილიკასთვის

ვ)

ფილტრის მტვრისა და შლამის გამოყენება თუთიის ინდუსტრიაში

გამოიყენება მხოლოდ ღუმელის მტვრისა და სველი სკრუბერის შლამისთვის, რომლებიც წარმოიქმნება ფოლადის ქარხნის ნაშთებიდან შენადნობების აღდგენის პროცესში

1.8. BAT-ის შესახებ დასკვნები ნიკელის და/ან კობალტის წარმოებისთვის

1.8.1. ენერგია

BAT 163. ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის გამოყენება გამოდნობის ღუმლებსა და ჟანგბადკონვერტერებში

ბ)

სითბოს აღდგენის ბოილერების (საქვაბეების) გამოყენება

გ)

ღუმელში წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის გამოყენება ტექნოლოგიურ პროცესში (მაგალითად, შრობისთვის)

დ)

თბომცვლელების გამოყენება

1.8.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.8.2.1. დიფუზური ემისიები

BAT 164. ღუმლის ჩატვირთვის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს დახურული კონვეიერული (ტრანსპორტიორების) სისტემების გამოყენებას.

BAT 165. გამოდნობის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს დაფარული და ქოლგებით აღჭურვილი ღარების გამოყენებას, რომლებიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან.

BAT 166.

კონვერტირების პროცესებიდან დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ოპერაციების განხორციელებას უარყოფითი წნევის ქვეშ და შემკრები ქოლგების გამოყენებას, რომლებიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან.

BAT 167. ატმოსფერული და წნევით გამოტუტვის პროცესებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

ჰერმეტული ან დახურული რეაქტორები, სალექარები და წნევითი ავტოკლავები/ჭურჭელი

ბ)

გამოტუტვის ეტაპებზე ჰაერის ნაცვლად ჟანგბადის ან ქლორის გამოყენება

BAT 168. გამხსნელებით ექსტრაქციის რაფინირების პროცესებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

დაბალი ან მაღალი ათვლის (ინტენსივობის) მქონე შემრევის გამოყენება გამხსნელის/წყალხსნარის ნარევისთვის

ბ)

შემრევისა და სეპარატორისთვის საფარების (გადაფარვის) გამოყენება

გ)

სრულად ჰერმეტული რეზერვუარების გამოყენება, რომლებიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან

BAT 169. ელექტროლიზური დალექვის ელექტროექსტრაქციის პროცესებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ქლორის აირის შეგროვება და ხელახალი გამოყენება

გამოიყენება მხოლოდ ქლორიდზე დაფუძნებული ელექტროლიზური დალექვისთვის

ბ)

უჯრედების დასაფარად პოლისტიროლის ბურთულების გამოყენება

ზოგადად გამოყენებადია

გ)

ქაფწარმომქმნელი აგენტების გამოყენება უჯრედების მდგრადი ქაფის ფენით დასაფარად

გამოიყენება მხოლოდ სულფატზე დაფუძნებული ელექტროლიზური დალექვისთვის

BAT 170. ნიკელის ფხვნილისა და ნიკელის ბრიკეტების წარმოებისას წყალბადური აღდგენის პროცესიდან (წნევითი პროცესები) დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ჰერმეტული ან დახურული რეაქტორის, სალექარისა და წნევიანი ჭურჭლის/ავტოკლავის, ფხვნილის კონვეიერისა და პროდუქტის სილოსის გამოყენებას.

1.8.2.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები

BAT 171. სულფიდური მადნების დამუშავებისას, ნედლეულის დამუშავებისა და შენახვის, მასალის წინასწარი დამუშავების პროცესების (მაგალითად, მადნის მომზადებისა და მადნის/კონცენტრატის შრობის), ღუმელის ჩატვირთვის, გამოდნობის, კონვერტირების, თერმული რაფინირებისა და ნიკელის ფხვნილისა და ბრიკეტების წარმოების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და სახელოიანი ფილტრის კომბინაციის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 48.

ცხრილი 48

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ნედლეულის დამუშავებისა და შენახვის, მასალის წინასწარი დამუშავების პროცესების (მაგალითად, მადნის მომზადებისა და მადნის/კონცენტრატის შრობის), ღუმელის ჩატვირთვის, გამოდნობის, კონვერტირების, თერმული რაფინირებისა და ნიკელის ფხვნილისა და ბრიკეტების წარმოების პროცესებიდან სულფიდური მადნების დამუშავებისას

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ3) 130

მტვერი

2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.8.2.3. ნიკელისა და ქლორის ემისიები

BAT 172. ატმოსფერული ან წნევით გამოტუტვის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ნიკელისა და ქლორის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 49.

ცხრილი 49

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ნიკელისა და ქლორის ემისიებისთვის ატმოსფერული ან წნევით გამოტუტვის პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 131

Ni

≤ 1

Cl₂

≤ 1

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 173. ქლორით რკინის (III) ქლორიდის გამოყენებით ნიკელის შტეინის რაფინირების პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ნიკელის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 50.

ცხრილი 50

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ნიკელის ემისიებისთვის ქლორით რკინის (III) ქლორიდის გამოყენებით ნიკელის შტეინის რაფინირების პროცესიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ3) 132

Ni

≤ 1

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.8.2.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიები

BAT 174. სულფიდური მადნების დამუშავებისას, გამოდნობისა და კონვერტირების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას საწარმოში), BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა133

ა)

კირის შეფრქვევა სახელოიან ფილტრთან კომბინაციაში

ბ)

სველი სკრუბერი

1.8.2.5. NH3-ის ემისიები

BAT 175. ნიკელის ფხვნილისა და ბრიკეტების წარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში NH3-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის გამოყენებას.

1.8.3. ნარჩენები

BAT 176. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

გამოყენებადობა

ა)

ელექტრორკალურ ღუმელში (გამოყენებული გამოდნობის პროცესში) წარმოქმნილი გრანულირებული წიდის გამოყენება აბრაზიულ ან სამშენებლო მასალად

გამოყენებადობა დამოკიდებულია წიდაში მეტალების შემცველობაზე

ბ)

ელექტრორკალური ღუმელიდან (გამოყენებული გამოდნობის პროცესში) გამოყოფილი აღდგენილი აირჰაერმტვერნარევის მტვრის გამოყენება თუთიის წარმოებისთვის ნედლეულად

ზოგადად გამოყენებადია

გ)

შტეინის გრანულაციიდან გამოყოფილი ელექტრორკალური ღუმელიდან (გამოყენებული გამოდნობის პროცესში) აღდგენილი აირჰაერმტვერნარევის მტვრის გამოყენება ნედლეულად ნიკელის რაფინირებისთვის/ხელახალი გამოდნობისთვის

ზოგადად გამოყენებადია

დ)

ქლორზე დაფუძნებული გამოტუტვის შემდეგ შტეინის ფილტრაციიდან მიღებული გოგირდის ნაშთის ნედლეულის სახით გამოყენება გოგირდმჟავას წარმოებისთვის

ზოგადად გამოყენებადია

ე)

სულფატზე დაფუძნებული გამოტუტვის შემდეგ მიღებული რკინის ნაშთის გამოყენება ნიკელის სადნობ ღუმელში ნედლეულად

გამოყენებადობა დამოკიდებულია ნარჩენში მეტალების შემცველობაზე

ვ)

გამხსნელებით ექსტრაქციის რაფინირების შემდეგ მიღებული თუთიის კარბონატის ნაშთის გამოყენება ნედლეულის სახით თუთიის წარმოებისთვის

გამოყენებადობა დამოკიდებულია ნარჩენში მეტალების შემცველობაზე

ზ)

სულფატზე და ქლორზე დაფუძნებული გამოტუტვის შემდეგ მიღებული სპილენძის ნაშთების ნედლეულის სახით გამოყენება სპილენძის წარმოებისთვის

ზოგადად გამოყენებადია

1.9. BAT-ის შესახებ დასკვნები ნახშირბადის და/ან გრაფიტის წარმოებისთვის

1.9.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.9.1.1. დიფუზური ემისიები

BAT 177. თხევადი ფისის (სქელფისის) შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

ა)

თხევადი ფისის (სქელფისის) საცავი რეზერვუარის უკუვენტილაცია

ბ)

კონდენსაცია გარე და/ან შიდა გაგრილებით ჰაერის და/ან წყლის სისტემების გამოყენებით (მაგალითად, კონდიცირების კოშკები), რასაც მოჰყვება ფილტრაციის ტექნიკები (ადსორბციული სკრუბერები ან ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP))

გ)

გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის შეგროვება და შეგროვებული აირჰაერმტვერნარევის გადატანა გამწმენდ ტექნიკებთან (მშრალი სკრუბერი ან თერმული ოქსიდატორი/რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი), რომლებიც ხელმისაწვდომია პროცესის სხვა ეტაპებზე (მაგალითად, შერევა და ფორმირება ან შეცხობა (baking)

1.9.1.2. მტვრისა და PAH-ის ემისიები

BAT 178. კოქსისა და ფისის (სქელფისის) შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების, ასევე, მექანიკური პროცესების (მაგალითად, დაფქვის), გრაფიტიზაციისა და მექანიკური დამუშავების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 51.

ცხრილი 51

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის კოქსისა და ფისის (სქელფისის) შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების, ასევე, მექანიკური პროცესების (მაგალითად, დაფქვის), გრაფიტიზაციისა და მექანიკური დამუშავების პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 134

მტვერი

2–5

BaP

≤ 0,01135

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 179. მწვანე პასტებისა და მწვანე ფორმების წარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა136

ა)

მშრალი სკრუბერი კოქსის გამოყენებით, როგორც ადსორბენტისა, წინასწარი გაგრილებით ან მის გარეშე, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი

ბ)

კოქსის ფილტრი

გ)

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი

დ)

თერმული ოქსიდატორი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 52.

ცხრილი 52

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის მწვანე პასტისა და მწვანე ფორმების წარმოებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ3) 137

მტვერი

2–10138

BaP

0,001–0,01

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 180. შეცხობის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა139

გამოყენებადობა

ა)

ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP), თერმული ოქსიდაციის ეტაპთან (მაგალითად, რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი) კომბინაციაში, როდესაც მოსალოდნელია მაღალი აქროლადობის ნაერთები

ზოგადად გამოყენებადია

ბ)

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი, წინასწარ დამუშავებასთან (მაგალითად, ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP)) კომბინაციაში, აირჰაერმტვერნარევში მტვრის მაღალი შემცველობის შემთხვევაში

ზოგადად გამოყენებადია

გ)

თერმული ოქსიდატორი

არ გამოიყენება უწყვეტი რეჟიმის რგოლური ღუმელებისთვის

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 53.

ცხრილი 53

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის შეცხობის და ხელახალი შეცხობის პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ3) 140

მტვერი

2–10141

BaP

0,005–0,015 142, 143

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

BAT 181. გაჟღენთვის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა144

ა)

მშრალი სკრუბერი, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი

ბ)

კოქსის ფილტრი

გ)

თერმული ოქსიდატორი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 54.

ცხრილი 54

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის გაჟღენთვის პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ³) 145

მტვერი

2–10

BaP

0,001–0,01

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.9.1.3. გოგირდის დიოქსიდის ემისიები

BAT 182. ტექნოლოგიურ პროცესში გოგირდის დამატებისას ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს მშრალი და/ან სველი სკრუბერის გამოყენებას.

1.9.1.4. ორგანული ნაერთების ემისიები

BAT 183. ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების, მათ შორის, ფენოლისა და ფორმალდეჰიდის ემისიების შესამცირებლად გაჟღენთვის ეტაპიდან, სადაც გამოიყენება სპეციალური გამჟღენთავი აგენტები, მაგალითად, ფისები და ბიოდეგრადირებადი გამხსნელები, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა146

ა)

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში შერევის, შეცხობისა და გაჟღენთვის ეტაპებისთვის

ბ)

ბიოფილტრი და/ან ბიოსკრუბერი გაჟღენთვის ეტაპისთვის, სადაც გამოიყენება სპეციალური გამჟღენი აგენტები, მაგალითად, ფისები და ბიოდეგრადირებადი გამხსნელები

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 55.

ცხრილი 55

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში TVOC-ის ემისიებისთვის შერევის, შეცხობისა და გაჟღენთვის პროცესებიდან

პარამეტრი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) (მგ/ნმ3) 147, 148

TVOC

≤ 10–40

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში.

1.9.2. ნარჩენები

BAT 184. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის რეციკლირებას, მათ შორის, ნახშირბადის და სხვა ნაშთის ხელახალი გამოყენებით ან რეციკლირებით წარმოების პროცესებიდან როგორც თავად ტექნოლოგიურ ციკლში/პროცესში, ასევე სხვა გარე პროცესებში.

1.10. ტექნიკის აღწერილობა

1.10.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

ქვემოთ აღწერილი ტექნიკა ჩამოთვლილია იმ ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების მიხედვით, რომელთა შემცირებისთვისაც ისინი გამოიყენება.

1.10.1.1. მტვრის ემისიები

ტექნიკა

აღწერა

სახელოიანი ფილტრი

სახელოიანი ფილტრები, რომლებსაც ხშირად ქსოვილის ფილტრებსაც უწოდებენ, დამზადებულია ფოროვანი ნაქსოვი ან თექისმაგვარი ქსოვილისგან, რომლის გავლითაც აირები გადის ნაწილაკების მოსაშორებლად. სახელოიანი ფილტრის გამოყენება საჭიროებს ისეთი ფილტრის მასალის შერჩევას, რომელიც შეესაბამება გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის მახასიათებლებსა და მაქსიმალურ სამუშაო ტემპერატურას.

ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP)

ელექტროსტატიკური დამლექი ფილტრები (ელექტროსტატიკური პრეციპიტატორები) მუშაობს ისე, რომ ნაწილაკები იმუხტება და გამოიყოფა ელექტრული ველის ზემოქმედებით. მათ შეუძლიათ ფუნქციონირება პირობების ფართო დიაპაზონში. მშრალ ელექტროსტატიკურ ფილტრში (ESP) შეგროვებული მასალა მექანიკურად გამოიყოფა (მაგალითად, შერხევით, ვიბრაციით, შეკუმშული ჰაერით), ხოლო სველ ელექტროსტატიკურ ფილტრში (ESP) იგი გამოირეცხება შესაბამისი სითხით, ჩვეულებრივ, წყლით.

სველი სკრუბერი

სველი სკრუბერის მუშაობის პრინციპი გულისხმობს მტვრის გამოყოფას შემომავალი აირისა და წყლის ინტენსიური შერევით, რაც, ჩვეულებრივ, შერწყმულია მსხვილი ნაწილაკების მოცილებასთან ცენტრიდანული ძალის გამოყენებით. გამოყოფილი მტვერი გროვდება სკრუბერის ქვედა ნაწილში. ასევე, შესაძლებელია ისეთი ნივთიერებების მოცილება, როგორიცაა SO₂, NH₃, ზოგიერთი VOC და მძიმე მეტალები.

1.10.1.2. NOx-ის ემისიები

ტექნიკა

აღწერა

სანთურა დაბალი-NOX-ით

სანთურები დაბალი-NOX-ით ამცირებს NOX-ის წარმოქმნას ალის პიკური ტემპერატურის შემცირებით, წვის პროცესის დაყოვნებით, თუმცა სრულყოფილად დასრულებით, და სითბოს გადაცემის გაზრდით (ალის ემისიურობის გაზრდით). ულტრადაბალი-NOX-ის სანთურები მოიცავს წვის სტადიებად დაყოფას (ჰაერი/საწვავი) და გაფრქვევების (აირჰაერმტვერნარევის) რეცირკულაციას.

ჟანგბად-საწვავიანი სანთურა

ტექნიკა გულისხმობს წვის ჰაერის ჟანგბადით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც მცირდება ან აღმოიფხვრება თერმული NOX-ის წარმოქმნა ღუმელში მოხვედრილი აზოტიდან. ღუმელში დარჩენილი აზოტის შემცველობა დამოკიდებულია მიწოდებული ჟანგბადის სისუფთავეზე, საწვავის ხარისხსა და ჰაერის შეღწევის ალბათობაზე.

საკვამლე აირების რეცირკულაცია

ეს გულისხმობს საკვამლე აირების ღუმლიდან ალში ხელახლა შეყვანას ჟანგბადის შემცველობისა და, შესაბამისად, ალის ტემპერატურის შესამცირებლად. სპეციალური სანთურების გამოყენება ეფუძნება წვის აირების შიდა რეცირკულაციას, რაც აგრილებს ალის ფუძეს და ამცირებს ჟანგბადის შემცველობას ალის ყველაზე ცხელ ნაწილში.

1.10.1.3. SO₂-ის, HCl-ისა და HF-ის ემისიები

ტექნიკა

აღწერა

მშრალი ან ნახევრად მშრალი სკრუბერი

მშრალი ფხვნილი ან ტუტე რეაგენტის (მაგალითად, კირის ან ნატრიუმის ბიკარბონატის) სუსპენზია/ხსნარი შეჰყავთ და ანაწილებენ გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ნაკადში. მასალა რეაგირებს მჟავე აიროვან ნივთიერებებთან (მაგალითად, SO₂-თან) და წარმოქმნის მყარ ნივთიერებას, რომელიც მოცილდება ფილტრაციის გზით (სახელოიანი ფილტრით ან ელექტროსტატიკური ფილტრით (ESP)). სარეაქციო სვეტის/კოშკის გამოყენება აუმჯობესებს სკრუბერის სისტემის გამწმენდ ეფექტიანობას. ადსორბცია ასევე შეიძლება მიღწეულ იქნეს შევსებული კოშკების გამოყენებით (მაგალითად, კოქსის ფილტრი).

არსებული საწარმოებისთვის ეფექტურობა დაკავშირებულია ისეთ ტექნოლოგიურ პარამეტრებთან, როგორიცაა ტემპერატურა (მინ. 60 °C), ტენიანობა, კონტაქტის დრო, აირის ნაკადის მერყეობა/ფლუქტუაცია და მტვრის ფილტრაციის სისტემის (მაგალითად, სახელოიანი ფილტრის) უნარი გაუმკლავდეს მტვრით დამატებით დატვირთვას.

სველი სკრუბერი

სველი სკრუბერის ოპერირების პროცესში აიროვანი ნაერთები იხსნება სკრუბერის ხსნარში (მაგალითად, კირის, NaOH-ის ან H2O2-ის შემცველ ტუტე ხსნარში). სველი სკრუბერის შემდეგ გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევი წყლით არის გაჯერებული და ხორციელდება წვეთების გამოყოფა გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ატმოსფეროში გაშვებამდე. მიღებული სითხე შემდგომ მუშავდება ჩამდინარე წყლების დამუშავების პროცესში, ხოლო უხსნადი მასალა გამოიყოფა დალექვის ან ფილტრაციის გზით.

არსებული საწარმოებისთვის ამ ტექნიკის გამოყენება შეიძლება საჭიროებდეს მნიშვნელოვან სივრცეს.

დაბალგოგირდიანი საწვავის გამოყენება

ბუნებრივი აირის ან დაბალგოგირდიანი მაზუთის გამოყენება ამცირებს SO2-ისა და SO3-ის ემისიებს, რომლებიც წარმოიქმნება საწვავში არსებული გოგირდის დაჟანგვის შედეგად წვის პროცესში.

პოლიეთერზე დაფუძნებული აბსორბცია/დესორბციის სისტემა

პოლიეთერზე დაფუძნებული გამხსნელი გამოიყენება გაფრქვეული აირებიდან SO2-ის სელექციური აბსორბციისთვის. შემდეგ აბსორბირებული SO2 გამოიყოფა სხვა სვეტში და გამხსნელი სრულად რეგენერირდება. გამოყოფილი SO2 გამოიყენება თხევადი SO2-ის ან გოგირდმჟავას საწარმოებლად.

1.10.1.4. ვერცხლისწყლის ემისიები

ტექნიკა

აღწერა

აქტივირებული ნახშირით ადსორბცია

ეს პროცესი ეფუძნება ვერცხლისწყლის ადსორბციას აქტივირებულ ნახშირზე. როდესაც ზედაპირი მაქსიმალურად შეიწოვს ვერცხლისწყალს, ადსორბირებული შემცველობა დესორბირდება ადსორბენტის რეგენერაციის პროცესის ფარგლებში.

სელენით ადსორბცია

ეს პროცესი ეფუძნება შევსებულ ფენაში სელენით დაფარული სფეროების გამოყენებას. წითელი ამორფული სელენი აირში არსებულ ვერცხლისწყალთან რეაგირებს და წარმოქმნის HgSe-ს. შემდგომ ფილტრი მუშავდება სელენის რეგენერაციის მიზნით.

1.10.1.5. VOC-ის, PAH-ისა და PCDD/F-ის ემისიები

ტექნიკა

აღწერა

კმაწვის სანთურა ან თერმული ოქსიდატორი

წვის სისტემა, რომელშიც გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ნაკადში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერება რეაგირებს ჟანგბადთან ტემპერატურაკონტროლირებად გარემოში, რის შედეგადაც მიმდინარეობს დაჟანგვის რეაქცია.

რეგენერაციული თერმული ოქსიდატორი

წვის სისტემა, რომელიც იყენებს რეგენერაციულ პროცესს აირში და ნახშირბადოვან ნაერთებში არსებული თერმული ენერგიის გამოსაყენებლად ცეცხლგამძლე საყრდენი ფენების (ძირის) გამოყენებით. საჭიროა შემკრები და გამანაწილებელი მილსადენების სისტემა აირის ნაკადის მიმართულების შესაცვლელად ფენების (ძირის) გაწმენდის მიზნით. იგი ასევე ცნობილია როგორც რეგენერაციული კმაწვის სანთურა.

კატალიზური თერმული ოქსიდატორი

წვის სისტემა, სადაც დაშლა მიმდინარეობს მეტალის კატალიზატორის ზედაპირზე შედარებით დაბალ ტემპერატურებზე, ჩვეულებრივ, 350 °C-დან 400 °C-მდე. იგი ასევე ცნობილია როგორც კატალიზური კმაწვის სანთურა.

ბიოფილტრი

შედგება ორგანული ან ინერტული მასალის ფენისგან, სადაც გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევიდან დამაბინძურებელი ნივთიერებები მიკროორგანიზმების მიერ ბიოლოგიურად იჟანგება.

ბიოსკრუბერი

აერთიანებს აირის სველ აბსორბციას (რეცხვას) და ბიოდეგრადაციას; რეცხვის (scrubbing) წყალი შეიცავს მიკროორგანიზმების პოპულაციას, რომელიც შესაფერისია მავნე აიროვანი კომპონენტების დასაჟანგად.

ნედლეულის შერჩევა და მიწოდება გამოყენებული ღუმელისა და გამწმენდი ტექნიკის შესაბამისად

ნედლეული შეირჩევა ისე, რომ ღუმელმა და გამოყენებულმა გამწმენდმა სისტემამ შეძლოს მიწოდებულ მასალაში არსებული დამაბინძურებლების სათანადოდ დამუშავება, რათა მიღწეულ იქნეს საჭირო გამწმენდი ეფექტიანობა.

წვის პირობების ოპტიმიზაცია ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად

ჰაერის ან ჟანგბადის და ნახშირბადის შემცველობის კარგი შერევა, აირების ტემპერატურისა და მაღალ ტემპერატურაზე დაყოვნების დროის კონტროლი PCDD/F-ის შემადგენელი ორგანული ნახშირბადის დასაჟანგად. ასევე, შეიძლება მოიცავდეს გამდიდრებული ჰაერის ან სუფთა ჟანგბადის გამოყენებას.

დატვირთვის სისტემების გამოყენება ნახევრად დახურული ღუმელისთვის ნედლეულის მცირე ულუფებით მიწოდების მიზნით

ნახევრად დახურულ ღუმელებში ნედლეული იტვირთება მცირე ულუფებით, რათა შემცირდეს დატვირთვისას ღუმელის გაცივების ეფექტი. ეს ინარჩუნებს აირის უფრო მაღალ ტემპერატურას და ხელს უშლის PCDD/F-ის ხელახალ წარმოქმნას.

სანთურის შიდა სისტემა

გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევი მიემართება სანთურის ალში და ორგანული ნახშირბადი ჟანგბადთან რეაქციით გარდაიქმნება CO2-ად.

გაფრქვევის/გამწოვი სისტემების თავიდან აცილება მტვრის მაღალი დაგროვების პოტენციალით >250 °C ტემპერატურაზე

250 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე მტვრის არსებობა ხელს უწყობს PCDD/F-ის წარმოქმნას de novo სინთეზის გზით.

ადსორბენტის შეფრქვევა ეფექტურ მტვერდამჭერ სისტემასთან კომბინაციაში

PCDD/F შეიძლება ადსორბირდეს მტვერზე, ამიტომ ემისიების შემცირება შესაძლებელია ეფექტური მტვრის ფილტრაციის სისტემის გამოყენებით. სპეციფიკური ადსორბენტის გამოყენება აძლიერებს ამ პროცესს და ამცირებს PCDD/F-ის ემისიებს.

სწრაფი გაცივება

PCDD/F-ის de novo სინთეზი აღიკვეთება აირის სწრაფი გაცივებით 400 °C-დან 200 °C-მდე.

1.10.2. ემისიები წყალში

ტექნიკა

აღწერა

ქიმიური გამოლექვა

გახსნილი დამაბინძურებლების უხსნად ნაერთებად გარდაქმნა ქიმიური დამლექავი რეაგენტების დამატებით. წარმოქმნილი მყარი ნალექი შემდგომ გამოიყოფა დალექვით, ფლოტაციით ან ფილტრაციით. საჭიროების შემთხვევაში ამას შეიძლება მოჰყვეს ულტრაფილტრაცია ან უკუოსმოსი. როგორც წესი, მეტალების დალექვისთვის გამოიყენება კირი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და ნატრიუმის სულფიდი.

დალექვა/სედიმენტაცია

შეწონილი ნაწილაკებისა და შეწონილი მასალის გამოყოფა გრავიტაციული დალექვის გზით.

ფლოტაცია

მყარი ან თხევადი ნაწილაკების გამოყოფა ჩამდინარე წყლებიდან მათზე წვრილი აირის ბუშტების, ჩვეულებრივ, ჰაერის, მიმაგრებით. ამოტივტივებული ნაწილაკები გროვდება წყლის ზედაპირზე და მოიხსნება ქაფქირით (skimmer).

ფილტრაცია

მყარი ნივთიერებების გამოყოფა ჩამდინარე წყლებიდან მათი ფოროვან გარემოში გატარებით. ყველაზე ხშირად გამოყენებული ფილტრაციის მასალაა ქვიშა.

ულტრაფილტრაცია

ფილტრაციის პროცესი, რომელშიც ფილტრაციის საშუალებად გამოიყენება დაახლოებით 10 მკმ ფორების ზომის მქონე მემბრანები.

აქტივირებული ნახშირით ფილტრაცია

ფილტრაციის პროცესი, რომელშიც ფილტრაციის საშუალებად გამოიყენება აქტივირებული ნახშირი.

უკუოსმოსი

მემბრანული პროცესი, რომელშიც მემბრანით განცალკევებულ განყოფილებებს შორის წნევის სხვაობა იწვევს წყლის გადაადგილებას უფრო კონცენტრირებული ხსნარიდან ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარისკენ.

1.10.3. სხვა

ტექნიკა

აღწერა

წვეთდამჭერი

წვეთდამჭერები წარმოადგენს ფილტრაციის მოწყობილობებს, რომლებიც აირის ნაკადიდან გამოყოფს წვრილ სითხის წვეთებს. ისინი შედგება მეტალის ან პლასტმასის მავთულების ნაქსოვი სტრუქტურისგან მაღალი სპეციფიკური ზედაპირით. აირის ნაკადში არსებული მცირე წვეთები ინერციის ძალით ეჯახება მავთულებს და ერთიანდება უფრო დიდ წვეთებად.

ცენტრიდანული სისტემა

ცენტრიდანული სისტემები იყენებს ინერციას გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევიდან წვეთების მოსაშორებლად ცენტრიდანული ძალების წარმოქმნის გზით.

გაძლიერებული გაწოვის სისტემა

სისტემები, რომლებიც შექმნილია გაწოვის ვენტილატორის წარმადობის შესაცვლელად აირჰაერმტვერნარევის გამოყოფის/გაფრქვევის წყაროების მიხედვით, რომლებიც იცვლება დატვირთვის, გამოდნობისა და გამოშვების/ჩამოღვრის ციკლების განმავლობაში. ასევე, გამოიყენება სანთურის წარმადობის ავტომატური კონტროლი ჩატვირთვის დროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აირის მინიმალური ნაკადი კარის ღია რეჟიმში ოპერაციებისას.

ბურბუშელის ცენტრიფუგირება

ცენტრიფუგირება წარმოადგენს მექანიკურ მეთოდს ბურბუშელადან ზეთის გამოსაყოფად. დალექვის პროცესის სიჩქარის გასაზრდელად ბურბუშელაზე მოქმედებს ცენტრიდანული ძალა და ზეთი გამოიყოფა.

ბურბუშელის გაშრობა

ბურბუშელის გაშრობის პროცესი იყენებს არაპირდაპირი გზით გაცხელებულ მბრუნავ დოლურას. ზეთის მოსაშორებლად მიმდინარეობს პიროლიზური პროცესი 300 °C-დან 400 °C-მდე ტემპერატურაზე.

ჰერმეტული ღუმელის კარი ან ღუმელის კარის ჰერმეტიზაცია

ღუმელის კარი დაპროექტებულია ეფექტური ჰერმეტიზაციის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იქნეს აცილებული დიფუზური ემისიების გაჟონვა და შენარჩუნებულ იქნეს დადებითი წნევა ღუმელში გამოდნობის/დნობის ეტაპზე.

1 სერიული პროცესებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანი სერიის ხანგრძლივობის განმავლობაში ჩატარებული გაზომვების რეპრეზენტატიული რაოდენობის საშუალო მნიშვნელობა ან მთლიანი სერიის ხანგრძლივობის განმავლობაში ჩატარებული გაზომვის შედეგი.

2 არაუწყვეტი ნაკადებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სინჯის აღების განსხვავებული პროცედურა, რომელიც იძლევა რეპრეზენტატიულ შედეგებს (მაგ., წერტილოვანი სინჯის აღება).

3 ნედლეულის შენახვისა და დამუშავების შედეგად წარმოქმნილი მტვრის ემისიების მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ³/სთ) მონიტორინგი შეიძლება ეფუძნებოდეს შემცვლელი პარამეტრების (მაგ., წნევის ვარდნა) გაზომვას.

4 მაღალი ემისიების მქონე წყაროებისთვის BAT წარმოადგენს უწყვეტ გაზომვას ან, როდესაც უწყვეტი გაზომვა არ არის გამოყენებადი, უფრო ხშირ პერიოდულ მონიტორინგს.

5 მონიტორინგს დაქვემდებარებული ლითონები დამოკიდებულია გამოყენებული ნედლეულის შემადგენლობაზე.

6 მონიტორინგი რელევანტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ნედლეული შეიცავს გოგირდს.

7 მონიტორინგი შესაძლოა არ იყოს რელევანტური ჰიდრომეტალურგიული პროცესებისთვის.

8 BAT 69.(ა)-სთან დაკავშირებით, SO₂-ის ემისიების გამოსათვლელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასური ბალანსი, რომელიც ეფუძნება მოხმარებული ანოდების თითოეულ პარტიაში გოგირდის შემცველობის გაზომვას.

9 საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული ნედლეულის ორგანული ნაერთების შემცველობის გათვალისწინებით.

10 საჭიროების შემთხვევაში, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა გამოყენებულ ნედლეულში ჰალოგენირებული ორგანული ნაერთების შემცველობა, ტემპერატურული პროფილი და ა.შ.

11 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

12 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

13 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია ადსორბენტების (მაგ., აქტივირებული ნახშირი, სელენი) გამოყენებასთან მტვრის ფილტრაციასთან კომბინაციაში, გარდა იმ პროცესებისა, რომლებიც იყენებს ველცის ღუმელებს (Waelz kilns).

14 ტექნიკების აღწერილობები მოცემულია 1.10 პუნქტში.

15 მონიტორინგის სიხშირე შეიძლება დაკორექტირდეს, თუ მონაცემთა რიგები მკაფიოდ ადასტურებს ემისიების საკმარის სტაბილურობას.

16 შენიშვნა: „სხვა ფერადი ლითონები“ ნიშნავს ფერადი ლითონების წარმოებას, გარდა იმ ლითონებისა, რომლებიც კონკრეტულად განხილულია 1.2–1.8 პუნქტებში.

17 მონიტორინგს დაქვემდებარებული ლითონების რაობა დამოკიდებულია გამოყენებული ნედლეულის შედგენილობაზე.

18 ტექნიკის აღწერა მოცემული პუნქტში 1.10.

19 დანადგარში შემავალი ნედლეულის საერთო მოცულობაში დარიშხანის მაღალი შემცველობის შემთხვევაში, BAT-AEL შეიძლება იყოს 0,2 მგ/ლ-მდე.

20 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

21 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

22 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

23 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

24 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

25 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

26 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში

27 იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებული კონცენტრატები ხასიათდება ორგანული ნახშირბადის მაღალი შემცველობით (მაგ., დაახლოებით 10 წონითი %), მოსალოდნელია ემისიები 10 მგ/ნმ³-მდე.

28 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა

29 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ იმ შემთხვევაში, როდესაც მძიმე მეტალების ემისიები აღემატება შემდეგ დონეებს: 1 მგ/ნმ³ ტყვიისთვის, 1 მგ/ნმ³ სპილენძისთვის, 0,05 მგ/ნმ³ დარიშხანისთვის და 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის

30 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვიის ემისიები აღემატება 1 მგ/ნმ³-ს.

31 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია სახელოიანი ფილტრის გამოყენებასთან.

32 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ იმ შემთხვევაში, როდესაც სპილენძის ემისიები აღემატება 1 მგ/ნმ³-ს.

33 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

34 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

35 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან.

36 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

37 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

38 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

39 სველი სკრუბერის გამოყენების ან დაბალი გოგირდშემცველობის მქონე კონცენტრატის გამოყენების შემთხვევაში, BAT-AEL შეიძლება იყოს 350 მგ/ნმ³-მდე.

40 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

41 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

42 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

43 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

44 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

45 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

46  საშუალო დღიური მაჩვენებელი.

47 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

48  როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

49 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

50  როგორც საშუალო სადღეღამისო ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

51 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

52 როგორც წლის განმავლობაში ელექტროლიზის კორპუსიდან გაფრქვეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა, გაყოფილი იმავე წლის განმავლობაში წარმოებული თხევადი ალუმინის მასაზე.

53 აღნიშნული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) არ გამოიყენება იმ საწარმოებისთვის/საამქროებისთვის, რომელთა კონფიგურაციის გამო შეუძლებელია სახურავზე ემისიების გაზომვა.

54 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

55 როგორც წლის განმავლობაში აღებული სინჯების საშუალო მნიშვნელობა.

56 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია სახელოიანი ფილტრის გამოყენებასთან.

57 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

58 როგორც წლის განმავლობაში გაფრქვეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა, გაყოფილი იმავე წლის განმავლობაში წარმოებული თხევადი ალუმინის მასაზე.

59 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია სველი სკრუბერის გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია დაბალი გოგირდშემცველობის მქონე ანოდების გამოყენებასთან.

60 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

61 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

62 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

63 როგორც საშუალო სადღეღამისო ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

64 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

65 ღუმელებისთვის, რომლებიც დაპროექტებულია მხოლოდ დაუბინძურებელი ნედლეულის გამოსაყენებლად და რეალურად იყენებს მხოლოდ ასეთ ნედლეულს, რომელთა მტვრის ემისიები 1 კგ/სთ-ზე ნაკლებია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 25 მგ/ნმ³-ს, როგორც წლის განმავლობაში აღებული სინჯების საშუალო მნიშვნელობა.

66 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

67 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

68 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

69 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

70 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. ქლორის შემცველი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით განხორციელებული რაფინირების შემთხვევაში, BAT-AEL ეხება ქლორირების პროცესის განმავლობაში საშუალო კონცენტრაციას.

71 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. ქლორის შემცველი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით განხორციელებული რაფინირების შემთხვევაში, BAT-AEL ეხება ქლორირების პროცესის განმავლობაში საშუალო კონცენტრაციას.

72 გამოიყენება მხოლოდ ქლორის შემცველი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით განხორციელებული რაფინირების პროცესებიდან წარმოქმნილი ემისიებისთვის.

73 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

74 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

75 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

76 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

77 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

78 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

79 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

80 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

81 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც ემისიები აღემატება შემდეგ დონეებს: 1 მგ/ნმ³ სპილენძისთვის, 0,05 მგ/ნმ³ დარიშხანისთვის, 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის.

82 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

83 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

84 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც ემისიები აღემატება შემდეგ დონეებს: 1 მგ/ნმ³ სპილენძისთვის, 1 მგ/ნმ³ ანტიმონისთვის, 0,05 მგ/ნმ³ დარიშხანისთვის, 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის.

85 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

86 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

87 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

88 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

89 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

90 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

91 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

92 როდესაც სველი სკრუბერების გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 500 მგ/ნმ³-ს.

93 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

94 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

95 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

96 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 10 მგ/ნმ³-ს.

98 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა.

99 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

100 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

101 როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 15 მგ/ნმ³-ს.

102 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც დარიშხანის ან კადმიუმის ემისიები აღემატება 0,05 მგ/ნმ³-ს.

103 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

104 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

105 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

106 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

107 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

108 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

109 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

110 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

111 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

112 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

113 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

114 როგორც საშუალო საათობრივი მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

115 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

116 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

117 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

118 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

119  როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

120 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

121 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

122 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

123 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

124 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

125 იმ შემთხვევებში, როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს 10 მგ/ნმ³-მდე.

126 დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს 15 მგ/ნმ³-მდე FeMn-ის, SiMn-ისა და CaSi-ის წარმოებისთვის მტვრის წებოვანი ბუნების გამო (რაც გამოწვეულია, მაგალითად, მისი ჰიგროსკოპიული უნარით ან ქიმიური მახასიათებლებით), რაც გავლენას ახდენს სახელოიანი ფილტრის ეფექტურობაზე.

127 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც მეტალების ემისიები აღემატება შემდეგ მნიშვნელობებს: 1 მგ/ნმ³ ტყვიისთვის, 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის, 0,05 მგ/ნმ³ ექვსვალენტიანი ქრომისთვის, 0,05 მგ/ნმ³ თალიუმისთვის.

128
როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

129 ძლიერ დაბინძურებული მტვერი და შლამი არ შეიძლება ხელახლა იქნეს გამოყენებული ან რეციკლირებული. ხელახალი გამოყენება და რეციკლირება, ასევე, შეიძლება შეზღუდული იყოს აკუმულირების პრობლემების გამო (მაგალითად, FeCr-ის წარმოებიდან მიღებული მტვრის ხელახალმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Zn-ის აკუმულირება ღუმელში).

130 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

131 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

132 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

133 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

134 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

135 BaP-ის ნაწილაკები მოსალოდნელია მხოლოდ მყარი ფისის (სქელფისის) დამუშავების შემთხვევაში.

136 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

137 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

138 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია მშრალი სკრუბერის გამოყენებასთან, სადაც კოქსი გამოიყენება ადსორბენტად, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან.

139 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

140 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

141
დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის კომბინაციის გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან.

142 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის კომბინაციის გამოყენებასთან.

143 კათოდების წარმოებისთვის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 0,05 მგ/ნმ³-ს.

144 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

145 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

146 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში.

147 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში.

148 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) რეგენერაციულ თერმულ ოქსიდატორთან კომბინაციაში გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია ბიოფილტრის და/ან ბიოსკრუბერის გამოყენებასთან.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკა აღწერა“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკა აღწერა“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკა აღწერა“?
„ტექნიკა აღწერა“ მიღებულია 21.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №413. სარეგისტრაციო კოდი — 300190000.10.003.025962.
სად არის „ტექნიკა აღწერა“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკა აღწერა“, №413, 21.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 300190000.10.003.025962 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984147/