„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№414
სარეგისტრაციო კოდი
430010000.10.003.025963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (2)
ინდიკატორების პასპორტი.docx ⬇

ინდიკატორების პასპორტი

სექტორული პრიორიტეტი 1: მსწავლელის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემა

ადრეული და სკოლამდელი განათლება

ინდიკატორის დასახელება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პროცენტული წილი მთლიან რაოდენობაში, რომლებსაც გავლილი აქვთ ავტორიზაცია

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მიზანი 1.1: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
დადასტურების წყარო სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE)
მონაცემების შეგროვების სიხშირე ავტორიზაცია ხორციელდება 6 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია სტანდარტთან შესაბამისობა განისაზღვრება ხარისხის გარე შეფასების პროცედურით. ავტორიზაციის პროცესს განსაზღვრავს და არეგულირებს საქართველოს მთავრობის №76 დადგენილება „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულებების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი N/A >10% 100%
ინდიკატორის დასახელება Პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართული აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების წილი სრულ რაოდენობასთან მიმართებით
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.1.1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თითოეულ დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს იმ აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების წილს, ჯამურ რაოდენობასთან მიმართებით, ვისაც გავლილი აქვს პროფესიაში შესვლის სავალდებულო 66-საათიანი ტრენინგ-მოდული (%).
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება გადამზადებული აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის შეფარდებით მათ მთლიან რაოდენობასთან.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A N/A 60% 100%
ინდიკატორის დასახელება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.1.2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სასწავლო გარემოსა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს აღმზრდელ-პედაგოგების საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურების მოცულობას.

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი: საანგარიშო პერიოდის (კვარტალი, წელი) განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების/ხელფასის ფონდი (ძირითადი ხელფასი, პრემია, დანამატი და სხვა წამახალისებელი სახის გასაცემელები, საკომპენსაციო გასაცემელები და სხვა, რომელიც დაერიცხა დასაქმებულ პერსონალს ან გაიცა ნატურის სახით და ღირებულება ჩართულია შრომის ანაზღაურებაში) იყოფა დაქირავებულთა საშუალო რიცხოვნობაზე და, შესაბამისად, 3-ზე (კვარტალური) ან 12-ზე (წლიური).

დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია საანგარიშო წლის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების/ხელფასის ფონდი (ძირითადი ხელფასი, პრემია, დანამატი და სხვა წამახალისებელი სახის გასაცემელები, საკომპენსაციო გასაცემელები და სხვა, რომელიც საანგარიშო წლის მანძილზე დაერიცხა დასაქმებულ პერსონალს) იყოფა დაქირავებულთა საშუალო რიცხოვნობაზე და, შესაბამისად, 12-ზე (წლიური).
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 336 ლარი (ეროვნული საშუალო 844 ლარი) საშუალო თვიურ ხელფასზე 10%-ით ზრდა საშუალო თვიურ ხელფასზე 20%-ით ზრდა საშუალო თვიურ ხელფასთან გათანაბრებული
ინდიკატორის დასახელება მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა და თემის ჩართულობის პოლიტიკის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წილი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.1.3. ბავშვის მშობლების/წარმომადგენლების და თემის ჩართულობის ხელშეწყობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საქმიანობაში
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მთლიან რაოდენობაში მშობელთა/წარმომადგენელთა და თემის ჩართულობის პოლიტიკის დოკუმენტის მქონე დაწესებულებების ხვედრით წილს.
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება ავტორიზაციის პროცესში მონაწილე, მშობელთა/წარმომადგენელთა და თემის ჩართულობის პოლიტიკის დოკუმენტის მქონე დაწესებულებების რაოდენობის, დაწესებულების საერთო რაოდენობასთან შეფარდებით და 100-ზე გამრავლებით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 0 >20 % > 40 % 100 %

1.2 ზოგადი განათლება

ინდიკატორის დასახელება 1) „მოსწავლეთა შეფასების საშუალო ქულა კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში (2) მეექვსე და მეცხრე კლასელი ბავშვების პროცენტული ოდენობა, რომლებიც ფლობენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი (i) კითხვისა და (ii) მათემატიკის მინიმალურ უნარებს
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მიზანი 1.2: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თითოეული მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი, მაღალმისაღწევ შედეგებზე და მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს მოსწავლეების მიღწევებს 3 დომეინში: მათემატიკა, წიგნიერება და მეცნიერება.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითად მიზნებს წარმოადგენს იმის შეფასება, თუ:

  • რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. PISA-ს მიზანს ნაკლებად წარმოადგენს იმის შემოწმება, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის რეპროდუცირება მხოლოდ სავალდებულო განათლების დასრულებისას.

  • რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის ტრანსფერი, ე.ი. მისი გამოიყენება საგნის შიგნით უცნობ კონტექსტში, სხვა საგნებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ.

  • რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს _ დამოუკიდებლად (მთელი სიცოცხლის მანძილზე) სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს. ზრდასრულობაში ცოდნის გამოყენება არსებითად დამოკიდებულია ამ ზოგადი უნარების ფლობაზე.

დადასტურების წყარო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის საქართველოს (PISA) ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ _ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER)
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება PISA-ს მეთოდოლოგიით, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ. დამატებითი ინფორმაცია იხ. დეტალურად ბმულზე:

https://naec.ge/uploads/postData/20-21/kvlevebi/PISA2018-Georgia%20(1).pdf

https://www.ncer.gov.ge/international-studies/pisa

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2018 2025 2030
მაჩვენებელი (1) კითხვა- 380; მათემატიკა _ 398; მეცნიერება - 383. (2) კითხვა: 36 %, მათემატიკა - 39 % (1) თითოეულ საგანში 2018 წლის საშუალო ქულების 30 ერთეულით გაუმჯობესება +; (2) არანაკლებ 50% თითოეულ საგანში (1) თითოეულ საგანში 2018 წლის საშუალო ქულების 60 ერთეულით გაუმჯობესება; (2) არანაკლებ 70 % თითოეულ საგანში
ინდიკატორის დასახელება იმ კომპეტენციადადასტურებული მასწავლებლების წილი მასწავლებლების სრულ რაოდენობასთან მიმართებით, რომლებიც წარმატებით ასრულებენ მასწავლებელთა შეფასების ახალი სისტემის მიერ განსაზღვრულ საშუალო და უფრო მაღალი დონის მოთხოვნებს
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.2.1 მასწავლებლებისა და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აფასებს მასწავლებლების კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის პროფილს და ზომავს მასწავლებლების წილს საერთო რაოდენობაში, რომელთა პროფესიული საქმიანობა და მიღწევები აკმაყოფილებს საშუალო და მაღალ დონეზე.

მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების და შეფასების სისტემები დამუშავების პროცესშია.

დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება
  • საგანმანათლებლო რესურსცენტრები;

  • სსიპ _ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

(კონცეფციის დაზუსტების შემდეგ შესაძლოა პასუხისმგებელი უწყება შეიცვალოს)

მონაცემების შეგროვების სიხშირე მონაცემების შეგროვების სიხშირე დაზუსტდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ.
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება მასწავლებლის დონეზე, მასწავლებლის კვალიფიკაციის და კომპეტენციის მიმართულებით მიღწევის დონის დადგენით და მონაცემების აგრეგაციით სისტემის დონეზე.
მიღწევების დონეების დადგენის შესაბამისად, მაჩვენებელი = მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც მიღწევების საშუალო ან ზედა დონეზე იმყოფება / მასწავლებლების საერთო რაოდენობასთან * 100 %

მაჩვენებლები დაზუსტდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 30% 50% 90%
ინდიკატორის დასახელება სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეული დირექტორების წილი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.2.1 მასწავლებლებისა და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი აფასებს სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეული საჯარო სკოლის დირექტორების ხვედრით წილს.
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ _ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეული დირექტორების რ-ბის გაყოფით საჯარო სკოლების ჯამურ რაოდენობაზე * 100 %
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 30% 60% 90%
ინდიკატორის დასახელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წილი, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტს
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.2.2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში სწავლა-სწავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და თანამედროვე მრავალფეროვანი რესურსებით უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აღწერს სკოლების მიერ მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილების ხარისხს და ზომავს ავტორიზებული სკოლების რაოდენობას:

სკოლების ავტორიზაცია: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.

დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება
  • სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

  • სსიპ _ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

საწყის ეტაპზე დგინდება სკოლებისათვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი, აღნიშნული განხორციელდება სკოლის თვითშეფასებისა და გარ შეფასების შედეგების საფუძველზე.

ფორმულა: მაჩვენებელი = ავტორიზებული სკოლების რაოდენობა/ სკოლების საერთო რაოდენობა * 100 %.

მონაცემები გაანალიზდება: ა) სკოლის ზომის; ბ) სკოლის მდებარეობის; გ)სწავლების ენის/სექტორების რაოდენობის ჭრილში.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 20% 30% 80%
ინდიკატორის დასახელება განახლებული სასწავლო რესურსებისა/სასკოლო სახელმძღვანელოების რაოდენობა კლასებისა და საგნების მიხედვით
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.2.2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში სწავლა-სწავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და თანამედროვე მრავალფეროვანი რესურსებით უზრუნველყოფა.
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი აფასებს ყველა კლასის ყველა საგანში სახელმძღვანელოს ან სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობას.
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება სამინისტროს მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების ან სასწავლო რესურსების ჯამური რაოდენობით საგნებისა და კლასების მიხედვით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 2 თითოეულ კლასში I-X კლასებისთვის ყველა საგანში შექმნილია არანაკლებ 1 სასწავლო რესურსი ან სახელმძღვანელო ყველა კლასის ყველა საგანში ხელმისაწვ-დომია არანაკლებს 1 სახელმძღვა-ნელო/ სასწავლო რესურსი
ინდიკატორის დასახელება მოსწავლეების წილი, რომლებიც აფიქსირებენ რომ აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი მიკუთვნებულობის განცდა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.2.2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში სწავლა-სწავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და თანამედროვე მრავალფეროვანი რესურსებით უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა სტანდარტული კომპოზიტური ინდიკატორი _ ინდიკატორი ზომავს სასწავლო პროცესის ხარისხს მოსწავლეების კმაყოფილების ინდექსით.
დადასტურების წყარო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის საქართველოს (PISA) ანგარიში მოსწავლის კითხვარზე დაყრდნობით
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ _ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER)
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება PISA-ას შესაბამისი მეთოდოლოგიით, ინდექსის შემადგენელი კითხვების ანალიზის საშუალებით. დეტალური ინფორმაცია:

https://www.oecd.org/pisa/test/scientific-question-categories.htm https://www.oecd.org/pisa/test/

შეფასებისა და ანალიტიკური ჩარჩო https://www.oecd.org/pisa/data/

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2018 2024 2027 2030
მაჩვენებელი 56 % 60 % 70 % 80 %
ინდიკატორის დასახელება მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების წილი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შემდეგ აქტივობებში: (1) საკუთარი ინიციატივით განიხილეს შვილის პროგრესი რომელიმე საგნის მასწავლებელთან მაინც; (2) განიხილეს შვილის პროგრესი რომელიმე საგნის მასწავლებელთან მაინც, მასწავლებლის ინიციატივით; (3) მონაწილეობა მიიღეს სკოლის თვითმმართველობაში; (4) მოხალისეობრივად ჩაერთნენ სკოლაში, ფიზიკურ აქტივობაში ან/და კურიკულუმის მიღმა სხვა აქტივობებში
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.2.3. მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში
ინდიკატორის აღწერა სტანდარტული კომპოზიტური ინდიკატორი _ ინდიკატორი აღწერს სასკოლო ცხოვრებაში და ბავშვის სწავლა-სწავლების პროცესში მშობლის ჩართულობის ხარისხს
დადასტურების წყარო საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ან ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებული PISA-ს საქართველოს ანგარიში დირექტორის კითხვარზე დაყრდნობით
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ _ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER)
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება PISA-ს შესაბამისი მეთოდოლოგიით, ინდექსის შემადგენელი კითხვების ანალიზის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია:

https://www.oecd.org/pisa/test/scientific-question-categories.htm

https://www.oecd.org/pisa/test/

შეფასებისა და ანალიტიკური ჩარჩო https://www.oecd.org/pisa/data/

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2018 2024 2027 2030
მაჩვენებელი

(1) 52 %,

(2) 49 %;

(3) 23%,

(4) 24 %

(1) 55 %,

(2) 60 %,

(3) 27%,

(4) 270 %

(1) 60 %,

(2) 70 %,

(3) 30%,

(4) 30 %

(1) 70 %,

(2) 80 %;

(3) 40%,

(4) 40 %

1.3 პროფესიული განათლება

ინდიკატორის დასახელება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა წილი, რომლებმაც მიატოვეს სწავლა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მიზანი 1.3. საზოგადოებისა და ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული ინოვაციური და მოქნილი პროფესიული განათლების განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს კონკრეტულ წელს საკვალიფიკაციო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებიდან რა პროცენტული რაოდენობის სტუდენტები იწყვეტენ პროფესიული სტუდენტის სტატუსს
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიური, საბაზისო მაჩვენებელი დათვლილია 2018 წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის, შესაბამისად 2025 წლის მაჩვენებელი დაითვლება 2022 წელს ჩარიცხული პირებისთვის და 2030 დაითვლება 2027 წელს ჩარიცხული პირებისთვის.
მეთოდოლოგია ფორმულა: მაჩვენებელი უდრის = სტუდენტები, რომლებმაც მიატოვეს სწავლა სასწავლო პროგრამების განხორციელების პერიოდის განმავლობაში /პროგრამების დაწყების წელს ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა X 100 %.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2025 2030
მაჩვენებელი 33% 30% 23%
ინდიკატორის დასახელება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 1.3: საზოგადოებისა და ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული ინოვაციური, მოქნილი და მრავალფეროვანი პროფესიული განათლების განვითარება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს საკვალიფიკაციო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელს _ დასაქმებული კურსდამთავრებულების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დასაქმდნენ სასწავლო კურსის დამთავრებიდან 1 წლის შემდეგ, მახასიათებლების გათვალისწინებით:

  • პროგრამის ტიპი (მოდულური/დუალური, პროგრამის დონე)

  • სქესი/ასაკი/რეგიონი.

დადასტურების წყარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ელექტრონული კითხვარის შევსება/სატელეფონო გამოკითხვა

ფორმულა:

კურსდამთავრებულების რაოდენობა, რომელიც დასაქმდა პროგრამის დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში/კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა X 100 %

დათვლა მოხდება გასული წლის კურსდამთავრებულთა სიმრავლიდან.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2025 2030
მაჩვენებელი 49% 62% 82%
ინდიკატორის დასახელება დუალური პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.3.1. პროფესიული განათლების სტუდენტების/მსმენელების აღჭურვა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე უწყვეტი დასაქმებისათვის საჭირო უნარებითა და კომპეტენციებით.
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს იმ პირთა რაოდენობას, რომელთაც დაასრულეს დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამები, კუმულატიური მონაცემები.
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვების სიხშირე მუდმივად განახლებადი
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება დაწესებულებების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული რაოდენობრივი მაჩვენებლების დაჯამებით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2024 2027 2030
მაჩვენებელი 332 600 1000 2000
ინდიკატორის დასახელება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა თვითდასაქმების/სამეწარმეო საქმიანობის მაჩვენებელი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.3.1. პროფესიული განათლების სტუდენტების/მსმენელების აღჭურვა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე უწყვეტი დასაქმებისათვის საჭირო უნარებითა და კომპეტენციებით
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს საკვალიფიკაციო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელს
დადასტურების წყარო პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება შემდეგნაირად: დასაქმებული კურსდამთავრებულების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები ან ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას/ კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობასთან * 100%.

ინდიკატორი გაანალიზდება შემდეგი ჭრილების მიხედვით:
პროგრამის ტიპი (მოდულური/დუალური, პროგრამის დონე);
სქესი/ასაკი/რეგიონი.

დათვლა მოხდება გასული წლის კურსდამთავრებულთა სიმრავლიდან.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 10% 12% 18% 22%
ინდიკატორის დასახელება ძირითადი მასწავლებლების წილი, რომლებიც სარგებლობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე შეთავაზებული პროფესიული განვითარების სერვისებით
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.3.2. პროფესიული განათლების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს იმ ძირითადი მასწავლებლების პროცენტულ წილს, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სერვისებში
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე მუდმივად განახლებადი
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება დაწესებულებების მიერ მოწოდებული რაოდენობრივი მონაცემებზე დაყრდნობით შემდეგნაირად:

იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელიც სარგებლობს შეთავაზებული განვითარების სერვისებით /მთლიან რაოდენობასთან *100-ზე.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2027 2030
მაჩვენებელი 0 0% 40% 95%

1.4 უმაღლესი განათლება

ინდიკატორის დასახელება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 1.4: უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულების (უსდ) მიერ თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და შრომითი ბაზრისთვის მომზადება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს 22 დან 34 წლამდე ასაკის პირთა დასაქმების მაჩვენებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: I. დასაქმებული იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, II. მოიპოვეს ბაკალავრის ხარისხი განათლებას (დონე 5,6,7, კვალიფიკაციების ჩარჩო როგორც უმაღლესი განათლების დონეს, III. არ მონაწილეობენ ტრენინგებში, გადამზადებასა და განათლების მიღების სხვა ფორმაში გამოკითხვის წინა ოთხი კვირის განმავლობაში და IV. რომლებმაც წარმატებით დაასრულეს უმაღლესი განათლების დონე გამოკითხვამდე 1, 2 ან 3 წლით ადრე.
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შედეგები, თემატური ანალიზი/ანალიზები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება ევროკავშირის სამუშაო ძალის კვლევის (EU-LFS), და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის შესაბამისად:

იხ. ინფორმაცია ვრცლად:

https://www.geostat.ge/media/39891/0908_160821_GE.pdf

https://ec.europa.eu/eurostat/cache/metadata/en/sdg_04_50_esmsip2.htm

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2025 2030
მაჩვენებელი 55 % 65% 80%
ინდიკატორის დასახელება სტუდენტების კმაყოფილების მაჩვენებელი: (1) უცხოელი სტუდენტები; (2) ადგილობრივი სტუდენტები
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 1.4: უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულების (უსდ) მიერ თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და შრომითი ბაზრისთვის მომზადება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს სტუდენტთა კმაყოფილების მაჩვენებელს, მოიცავს კმაყოფილებას სწავლის ორგანიზაციული, შინაარსობრივი ნაწილით, სასწავლო პირობებით და ინფრასტრუქტურით.

ინდიკატორი ზომავს სტუდენტთა კმაყოფილების მაჩვენებელს სქესის, რეგიონის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების, სწავლების საფეხურის, სასწავლო პროგრამების/მიმართულებების და ადგილობრივი/უცხოელი სტუდენტების ჭრილში.

ინდიკატორის მიზნებისთვის:

სტუდენტი − პირი, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დადასტურების წყარო ევროსტუდენტის საერთაშორისო-ეროვნული კვლევა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება ქვეპროგრამა „ევროსტუდენტის ეროვნული პროექტი“, პროექტი „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ (32 04 03), უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია

სტანდარტიზებული ონლაინ გამოკითხვა რაოდენობრივი კვლევის მეთოდის (ანკეტირება) გამოყენებით;

კვლევის ინსტრუმენტია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის კითხვარის ადაპტირებული ვერსია და ეროვნული კითხვარი. კვლევაში გათვალისწინებული იქნება სანდო და წარმომადგენლობით შერჩევა, რომლის გენერალური ერთობლიობაა ქვეყნის ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც აქვს აქტიური სტატუსი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე და უცხოელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ხარისხის მისაღებად საქართველოში, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებსაც აკადემიური შვებულება აქვთ აღებული ან/და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არიან წასულები ან ჩამოსულები; კვლევის გენერალურ ერთობლიობაში არ შედიან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები და ზოგიერთი სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულების (მაგ., სამხედრო) სტუდენტები.

მიღწეული შედეგები გაიზომება აღწერით რაოდენობრივ მონაცემებში, კერძოდ, სიხშირეებსა და პროცენტებში შემდეგი ჭრილების გათვალისწინებით: ა) სქესი; ბ)რეგიონი; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპები; დ) სწავლების საფეხური: ე) სასწავლო პროგრამები/მიმართულებები; ვ) ადგილობრივი/უცხოელი სტუდენტები.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი (1) 59.5% ; (2) 40-45% (1) 70%; (2) 50-55% (1) 80%; (2) 60%
ინდიკატორის დასახელება პროგრამების წილი, რომლებიც უზრუნველყოფს სტუდენტებს სამეწარმეო უნარებითა და კომპეტენციებით
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.4.1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შრომის ბაზარზე მორგებული პროგრამების უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს უნივერსიტეტების მოქნილობას და რეაგირების უნარს დასაქმების ბაზრის მიმართ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებითა და განვითარებით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების რაოდენობას, შესაბამისი სფეროების მიხედვით.

მეწარმეობის კომპეტენციები განისაზღვრება ევროკავშირის მეწარმეობის კომპეტენციის ჩარჩოს მიხედვით, იხ. დეტალური მიმოხილვა: https://ec.europa.eu/social/main.jsp?catId=1317&langId=en

დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შედეგები, თემატური ანალიზი/ანალიზები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE)
მონაცემების შეგროვების სიხშირე სისტემისა და შინაარსის გადახალისების 5-წლიანი ციკლი ბოლონიის პროცესის დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
მეთოდოლოგია

ინდიკატორის შინაარსობრივი კომპონენტის შესწავლის მეთოდოლოგია ეფუძნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების აკრედიტაციის დასკვნების სტანდარტებში გაცემული შეფასებების ანალიზის გამოყენებას.

ამასთან, ინდიკატორის მონაცემები გაანალიზდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ გამოქვეყნებულ ანგარიშებთან შემდეგი მიმართულებით:

ა) თვითდასაქმების მაჩვენებელი,

ბ) ბიზნესის საკუთრების მაჩვენებელი,

გ) ახალი საწარმოების შექმნა და ახლად შექმნილი და შეწყვეტილი საწარმოების შესაბამისი რაოდენობა .

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 20% 50% 80%
ინდიკატორის დასახელება ერთობლივი/ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.4.2. სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასწავლო გამოცდილების მიღებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს პროგრამების რაოდენობას, რომელიც შემუშავებულია ერთობლივი პარტნიორობის პირობებში ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გასაძლიერებლად და განათლების ხარისხის ასამაღლებლად ერთობლივი თანამშრომლობის პირობებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით პროგრამების რაოდენობას სსიპ _ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით;

ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია;

ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ დოკუმენტები.

დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მონაცემები

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემი (EMIS);

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE)

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორის შინაარსობრივი კომპონენტიs შესწავლის მეთოდოლოგია ეფუძნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების აკრედიტაციის დასკვნების სტანდარტებში გაცემული შეფასებების ანალიზის გამოყენებას.

ასევე, ინდიკატორის რაოდენობრივი კომპონენტი ითვლება EMIS-დან მოცემული სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებით.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 10 20 30 40
ინდიკატორის დასახელება საპარტნიორო საგრანტო/გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების წილი სტუდენტთა საერთო რაოდენობასთან
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.4.2. სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასწავლო გამოცდილების მიღებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს სტუდენტთა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მაჩვენებელს სხვადასხვა პროგრამის მიხედვით

ინდიკატორი ზომავს აღნიშნულ მონაცემებს სქესის, რეგიონის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების, სწავლების საფეხურის, სასწავლო პროგრამების/მიმართულებების და ადგილობრივი/უცხოელი სტუდენტების ჭრილში.

გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია

სტანდარტიზებული ონლაინგამოკითხვა რაოდენობრივი კვლევის მეთოდის (ანკეტირება) გამოყენებით; კვლევის ინსტრუმენტია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის კითხვარის ადაპტირებული ვერსია და ეროვნული კითხვარი. კვლევაში გათვალისწინებული იქნება სანდო და წარმომადგენლობითი შერჩევა, რომლის გენერალური ერთობლიობაა ქვეყნის ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც აქვს აქტიური სტატუსი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე და უცხოელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ხარისხის მისაღებად საქართველოში, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებსაც აკადემიური შვებულება აქვთ აღებული ან/და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არიან წასულები ან ჩამოსულები; კვლევის გენერალურ ერთობლიობაში არ შედიან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები და ზოგიერთი სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულების (მაგ., სამხედრო) სტუდენტები.

მიღწეული შედეგები გაიზომება აღწერით რაოდენობრივ მონაცემებში, კერძოდ, სიხშირეებსა და პროცენტებში შემდეგი ჭრილების გათვალისწინებით: ა) სქესი; ბ)რეგიონი; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპები; დ) სწავლების საფეხური: ე) სასწავლო პროგრამები/მიმართულებები; ვ) ადგილობრივი/უცხოელი სტუდენტები.

ფორმულა:

A) საზღვარგარეთ გაგზავნილი სტუდენტები მოკლევადიანი მობილობის ფარგლებში;

B) საზღვარგარეთ გაგზავნილი სტუდენტები გრძელვადიანი (ხარისხის მოპოვების მიზნით პროგრამების ფარგლებში

n- უნივერსიტეტების რაოდენობა

m- საერთაშორისო პროგრამების რაოდენობა, რომლებიც არ ხორციელდება უნივერსიტეტის ბაზაზე.

$$\sum_{n}^{}A + \sum_{m}^{}B$$

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 5% 7% 8% 10%
ინდიკატორის დასახელება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი სადოქტორო პროგრამების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.4.3. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სადოქტორო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობით შექმნილი ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობას.
დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემის (EMIS);

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მონაცემები

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

რაოდენობა განისაზღვრება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემების საფუძველზე.

მაჩვენებელი გამოითვლება ერთობლივი სადოქტორო პროგრამების რაოდენობის დაჯამებით.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 3 არანაკლებ 6 არანაკლებ 8 არანაკლებ 10

1.5. მეცნიერება

ინდიკატორის დასახელება კვლევისა და განვითარებისთვის განკუთვნილი მთლიანი შიდა ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან/ ამოცანასთან

მიზანი 1.5. ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკაზე ორიენტირებული მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიების და ინოვაციის სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების სექტორისთვის გამოყოფილ სახელმწიფო დანახარჯების წილს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით
დადასტურების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორის გამოთვლის ფორმულა:

კვლევისა და განვითარებისთვის განკუთვნილი მთლიანი შიდა ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით = სახელმწიფო ბიუჯეტისგან კვლევას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიების სექტორისთვის გამოყოფილი მთლიანი ბიუჯეტი (დაგეგმილი) მლნ ლარი /მთლიანი შიდა პროდუქტი მლნ ლარი * 100%

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 0,32% 1,2 % 2,5%
ინდიკატორის დასახელება „Horizon Europe“-ის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური კონტრიბუცია- პროექტებისა და დაფინანსების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან/ ამოცანასთან

მიზანი 1.5: ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკაზე ორიენტირებული მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიების და ინოვაციის სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ევროკავშირის პროგრამიდან „ჰორიზონტი ევროპა“ მიღებული დაფინანსების საერთო ოდენობას.

კვლევის ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვა გააუმჯობესებს კვლევების ხარისხს, ხელს შეუწყობს მკვლევარების საერთაშორისო მობილობას და თანამედროვე ცოდნისა და უნარების გაზიარებას. ეროვნული ბიუჯეტიდან დაფინანსების ზრდასთან ერთად საერთაშორისო ფონდებიდან და, კერძოდ“, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოპროგრამიდან „ჰორიზონტი ევროპა” მოძიებული რესურსები კვლევების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს

დადასტურების წყარო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოპროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“/საქართველოს შესახებ ინფორმაცია
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება ეროვნული ოფისი „ჰორიზონტი ევროპა“
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია მუშავდება კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის სტატისტიკის სამსახურის მიერ და მიეწოდება ეროვნულ კოორდინატორს.

ინდიკატორი გამოითვლება დაფინანსებული პროექტების ღირებულების დაჯამებით.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 56 პროექტი, 8.23 მილიონი ევრო 70 პროექტი, 10 მლნ ევრო 90 პროექტი, 14 მლნ ევრო
ინდიკატორის დასახელება ტექნოლოგიების გადაცემის მაჩვენებელი (ტექნოლოგიების კომერციალიზება)
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან/ ამოცანასთან

მიზანი 1.5: ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკაზე ორიენტირებული მეცნიერები, კვლევის, ტექნოლოგიების და ინოვაციის სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს კომერციალიზებული კვლევის პროდუქტის, პატენტის რაოდენობას.

ტექნოლოგიების გადაცემა − ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მექანიზმი, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებული უფლების მფლობელისაგან სხვა პირზე მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის ტექნოლოგიის/ინოვაციის გამოყენებისა და დანერგვის უფლება, მისგან კომერციული სარგებლის მიღების მიზნით

დადასტურების წყარო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტრო

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება კომერციალიზებული პროდუქტების რაოდენობის დაჯამებით
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 0 კომერციალიზებული 5 ტექნოლოგიური პროექტი კომერციალიზე-ბული 23 ტექნოლოგიური პროექტი
ინდიკატორის დასახელება ადრეული კარიერის მკვლევრების სახელმწიფოს მხარდაჭერილი დაფინანსების მოცულობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.5.1. მკვლევრების მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის განხორციელებაში
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს სახელმწიფოს მიერ დამწყები მკვლევარების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობას, მეცნიერების, კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საერთო ბიუჯეტთან მიმართებით .
დადასტურების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო/სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ფორმულა:

მაჩვენებელი = დამწყები მკვლევრების მხარდაჭერაზე მიმართული პროგრამების დაფინანსების მთლიანი მოცულობა რუსთაველის ფონდის მთლიან საგრანტო კონკურსების დანახარჯებთან X 100 %.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2019 2024 2027 2030
მაჩვენებელი 0% 19,3% 19% 47%
ინდიკატორის დასახელება კვლევითი პროდუქტიულობა ციტირების ინდექსის მიხედვით/ ციტირების ინდექსი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.5.1. მკვლევრების მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის განხორციელებაში
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ციტირებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობას. ციტირებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით შესაძლებელია გაიზომოს მეცნიერების სხვადასხვა დარგში კვლევის პროდუქტიულობა და გამოქვეყნებული კვლევის შედეგების ხარისხი
დადასტურების წყარო Scimago-ს და SciVal-ის მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ყოველწლიურად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი მონაცემების შემგროვებლებისაგან იღებს ეროვნული და საერთაშორისო გრანტების ბენეფიციართა რაოდენობის მაჩვენებელს და ადგენს ბენეფიციართა ჯამურ რაოდენობას და ადარებს საქართველოს რეიტინგის მაჩვენებელებს.

Scimago country rank-ის პორტალის მიხედვით (2024 წელი):

პუბლიკაციების რაოდენობა - 2621

მათ შორის, ციტირებადი პუბლიკაციები -2240

ციტირება - 2904

აქედან თვით-ციტირება - 292

ციტირება 1 პუბლიკაციაზე - 1.11

H ინდექსი - 268

SciVal (2025) (მონაცემები ამოღებულია SciVal-დან (https://www.scival.com/home). ვინაიდან 2025 წლის მონაცემების ანალიზი და Scival-ის ბაზაში ასახვა არ არის დასრულებული, შესაძლოა ციფრები შეიცვალოს)

პუბლიკაციების რაოდენობა 2755

ციტირება - 5406

ციტირება 1 პუბლიკაციაზე - 2

ციტ. ინდექსი (Field-Weighted Citation Impact) – 1.35

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი ციტირებული დოკუმენტების რაოდენობა დაახლოებით 2399 20 %-იანი ზრდა 30 %-იანი ზრდა 50%-იანი ზრდა
ინდიკატორის დასახელება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წილი, რომლებსაც განახლებული აქვთ ეფექტური აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ანტიპლაგიატის პოლიტიკა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 1.5.2. სწავლებასა და კვლევაში აკადემიური და კვლევითი კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს უსდ-ების რაოდენობას, რომლებსაც აქვთ აკადემიური კეთილსინდისიერების მოქმედი პოლიტიკა.

ინდიკატორთან შესაბამისობა მოიაზრებს შემდეგ 3 კომპონენტს:

  1. პოლიტიკის დოკუმენტი და რეაგირების მექანიზმი უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს აკადემიური კეთილსინდისიერების ხედვის დოკუმენტი ან კოდექსი რომელიც აღწერს: უნივერსიტეტის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების განმარტებას. აკადემიური არაკეთილსინდისიერების სახეების განმარტებას და კლასიფიკაციას. თითოეული მიმართულებით უნივერსიტეტის რეაგირების მექანიზმს და ანგარიშგების წესს (სავალდებულო);

  2. შემუშავებული აქვს აკადემიური კეთილსინდისიერების პოპულარიზაციის პროგრამა/ან აქტივობები აკადემიური კეთილსინდისიერების პოპულარიზაციის და თაღლითობის პრევენციის მექანიზმი (სესიების ციკლი, ცნობიერების ამაღლების აქტივობა და სხვ.) (სავალდებულო);

  3. უნივერსიტეტს აქვს ანტიპლაგიატის პროგრამა (არასავალდებულო 2024 წლამდე).

დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

უნივერსიტეტის კრიტერიუმის კომპონენტებთან შესაბამისობა დგინდება 3-ბალიანი შკალით თითოეული კომპონენტისთვის, სადაც 3- ნიშნავს სრულად აკმაყოფილებს; 2 – ნაწილობრივ აკმაყოფილებს; 1 – არ აკმაყოფილებს.
უსდ შესაბამისია ინდიკატორთან, თუ სამივე კომპონენტის ფარგლებში საშუალო ქულა არის 2 და მეტი.

ფორმულა:

მაჩვენებელი= სტანდარტთან შესაბამისი უსდ-ების რაოდენობა / უსდ-ების საერთო რაოდენობასთან X 100%

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 10% 30% 50%

სექტორული პრიორიტეტი 2: თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემა

2.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება

ინდიკატორის დასახელება არახელსაყრელ პირობებში მყოფი ბავშვების წილი, რომლებიც იღებენ სპეციალურ მხარდაჭერას
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 2.1. ადრეულ განათლებასა და სასკოლო მზაობის პროგრამებში არახელსაყრელ პირობებში მყოფი ბავშვების მონაწილეობის ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს არახელსაყრელ პირობებში მყოფი ბავშვების რაოდენობას, რომლებიც იღებენ სპეციალური მხარდაჭერას

არახელსაყრელ პირობებში მყოფი მოიცავს ყველა ჯგუფს: ეთნიკური უმცირესობები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი და დაბალი სოციალურ –ეკონომიკური სტატუსის მქონე პირები, შშმ და სსსმ პირები, იძულებით გადაადგილებული და მიგრანტი პირები, ქალები და სოფელში/მთაში მცხოვრები პირები.

ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე

მხარდაჭერა :

  1. ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის სერვისებში ჩართვაში;

  2. ინკლუზიური განათლების კუთხით თანამშრომელთა პროფესიონალიზმზე ზრუნვა;

  3. ოჯახებთან მჭიდრო კომუნიკაცია მათი საჭიროებების დასადგენად;

  4. სხვადასხვა ტიპის სერვისებთან კომუნიკაცია

მათი რესურსის შესაბამისად გამოსაყენებლად (ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტის გზამკვლევი, © გაეროს ბავშვთა ფონდი 2019).

დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი ითვლება 2-დან 8 წლამდე ასაკის არახელსაყრელ პირობებში მყოფი ბავშვების რაოდენობის შეფარდებით იდენტიფიცირებული საჭიროების მქონე ბავშვების საერთო რაოდენობასთან.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2025 2030
მაჩვენებელი 0 40% 70%
ინდიკატორის დასახელება ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წილი მთლიან რაოდენობაში, სადაც ინკლუზიური განათლების განხორციელების პრაქტიკა შეესაბამება ხარისხის თანამედროვე მოთხოვნებს
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.1.1. ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ინკლუზიური, უსაფრთხო და ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს დაწესებულების წილს, რომელშიც ინკლუზიური განათლების პრაქტიკა შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს ხარისხის მიმართულებით, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ნაწილში. ხარისხის სტანდარტები მოიცავს როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ჰოლისტური განვითარების კომპონენტსაც.

დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას;

ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თუ სხვა მახასიათებლებისა.

სახელმწიფო სტანდარტი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დაბადებიდან სასკოლო მზაობის პროგრამის დაწყებამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს.

სახელმწიფო სტანდარტი, მუხლი 6 ზ)https://www.gov.ge/files/63001_63001_625801_488.pdf?fbclid=IwAR2TQnz55Y8sOzWc-HYXhxOUQdlpobJu4XB8wgLCowZGFIJDjgUN-sMU0Ac

დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაცემები
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება დადებითი შეფასების მქონე დაწესებულებების რაოდენობის შეფარდება საერთო რაოდენობასთან.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A >30 % >70 % 100 %
ინდიკატორის დასახელება იმ ბავშვების წილი საერთო რაოდენობასთან მიმართებით, რომლებიც მონაწილეობენ სასკოლო მზაობის პროგრამებში, სკოლაში მისვლამდე ერთი წლით ადრე
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 2.1.2. ადრეული და სკოლამდელი განათლების მიზნობრივი მხარდამჭერი სერვისების განვითარება არახელსაყრელ პირობებში მყოფი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ბავშვების სასკოლო მზაობის პროგრამაში მონაწილეობას.
სასკოლო მზაობის პროგრამა:

  • სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას;

  • ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე

დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი იზომება წინა სასწავლო წელს სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობის შეფარდებით მიმდინარე სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხულთა საერთო რაოდენობასთან.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 80 % 90 % 100 % 100 %
ინდიკატორის დასახელება ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხული/ იდენტიფიცირებული დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვთა წილობრივი რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.1.2. ადრეული და სკოლამდელი განათლების მიზნობრივი მხარდამჭერი სერვისების განვითარება არახელსაყრელ პირობებში მყოფი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემაში დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობას.
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვთა შეფარდებით სკოლამდელი ასაკის ბავშვების საერთო რაოდენობასთან და გამრავლდება 100-ზე.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 3% 5% 7%

2.2. ზოგადი განათლება

ინდიკატორის დასახელება განათლების მიღების მაჩვენებლები მოწყვლად ჯგუფებში: (1) სოფლის სკოლის მოსწავლეები; (2) ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები (აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში); (3) დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეები (კეთილდღეობის ქვედა კვინტილი)
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 2.2. ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე თითოეული მოსწავლისთვის სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ასაკის ბავშვების პროცენტულ წილს, რომლებიც დადიან სკოლაში:

  • დასახლების ტიპის მიხედვით: ქალაქი, სოფელი;

  • შინამეურნეობის უფროსის ეროვნების მიხედვით: ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი;

  • ოჯახის კეთილდღეობის კვინტილის მიხედვით.

მონაცემები მიღებული იქნება მრავალი ინდიკატორული კლასტერული კვლევის MICS GEORGIA-ს შედეგებიდან.

დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

მონაცემები მიღებული იქნება მრავალი ინდიკატორული კლასტერული კვლევის MICS GEORGIA-ს ანგარიშიდან

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქსტატი;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია

MICS GEORGIA კვლევის მეთოდოლოგია

დამატებითი ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/634/miksi-sakartvelo-2018-me-6-raundi-kvlevis-shedegebis-angarishi

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2018 2025 2030
მაჩვენებელი

სკოლაში დასწრების მაჩვენებელი:

  • სოფელი - 82.7%

  • აზერბაიჯანელი - 59.6%

  • სომეხი - 72.1%

  • უღარიბესი - 73.7%

საბაზისო მაჩვენებლების გაუმჯობესება თითოეულ სექტორში 85%-მდე საბაზისო მაჩვენებლების გაუმჯობესება თითოეულ სექტორში 95%-მდე
ინდიკატორის დასახელება არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლეების წილი, რომლებიც არიან მიღწევების ზედა დონეზე (ზედა მეოთხედი)
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 2.2: ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე თითოეული მოსწავლისთვის სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს მოსწავლეებისათვის განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს მიღწევების ანალიზის მიხედვით და აფასებს როგორია მოწყვლადი ჯგუფების მიერ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.
დადასტურების წყარო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის საქართველოს (PISA) ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER)
მონაცემების შეგროვების სიხშირე 5-7 წელი (2025 და 2030 წლებში)
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება PISA-ს შესაბამისი მეთოდოლოგიით, დეტალური ინფორმაცია:

https://www.oecd.org/pisa/test/scientific-question-categories.htm;

https://www.oecd.org/pisa/test/ შეფასებისა და ანალიტიკური ჩარჩო https://www.oecd.org/pisa/data/ მიღწევების მიხედვით დონეების განაწილების ჩარჩო https://www.oecd.org/pisa/test/summary-description-seven-levels-of-proficiency-science-pisa-2015.htm

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2018 2025 2030
მაჩვენებელი 12,3% 20% 30%
ინდიკატორის დასახელება სპეციალურ მასწავლებელთა წილი საერთო რაოდენობასთან მიმართებით, რომლებიც მონაწილეობენ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.2.1. სპეციალური მასწავლებლებისა და დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ინკლუზიური სწავლების კომპეტენციების განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი აფასებს სკოლაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლების მზარდი პროფესიული განვითარების ხარისხს.
დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება საანგარიშო პერიოდში ინკლუზიური განათლების ტრენინგ-მოდულების კურსდამთავრებულთა (უნიკალური) რაოდენობის შეფარდებით სპეციალურ მასწავლებელთა საერთო რაოდენობასთან.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 30% 60% 100%
ინდიკატორის დასახელება Მასწავლებლის Ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალური მასწავლებლების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.2.1. სპეციალური მასწავლებლებისა და დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ინკლუზიური სწავლების კომპეტენციების განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი აფასებს სკოლაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლების რაოდენობას, რომლებიც ასრულებენ სწავლას მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე.
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიური
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობის დაჯამებით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2019 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 40 50 200
ინდიკატორის დასახელება იმ სკოლების პროცენტული წილი, რომლებსაც გააჩნია ადაპტირებული სასწავლო ინფრასტრუქტურა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის: 1) ნაწილობრივ ადაპტირებული; 2) სრულად ადაპტირებული
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.2.2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და ხარისხიანი სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა თითოეული მოსწავლისთვის
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სასკოლო ინფრასტრუქტურის/საგანმანათლებლო გარემოს ხელმისაწვდომობას
დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)

მონაცემების შეგროვების სიხშირე წელიწადში ორჯერ
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება მთლიანად და ნაწილობრივ რეაბილიტირებული, ახლად აშენებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის დაჯამებით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2019 2024 2027 2030
მაჩვენებელი

(1) 30 % (690 სკოლა);

(2) 5 % (120 სკოლა)

(1) >40 % ;

(2) >10%

(1) >60 % ; (2) >20%

(1) >90 %;

(2) >50%

ინდიკატორის დასახელება ზოგადი განათლების ბიუჯეტი, რომელიც განკუთვნილია ადაპტირებული და სხვა დამხმარე რესურსების შემუშავებისთვის
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.2.2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და ხარისხიანი სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა თითოეული მოსწავლისთვის
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი აჩვენებს სპეციალური სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლისათვის და ზომავს შესაბამის რესურსებზე გამოყოფილ ბიუჯეტს.
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS);

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ფორმულა:

მაჩვენებელი = ზოგადი განათლების ბიუჯეტის წილი, რომელიც განკუთვნილია ადაპტირებული და სხვა დამხმარე რესურსების შემუშავებისთვის (სპეციალური პროგრამის ბიუჯეტი) / ზოგადი განათლების ბიუჯეტთან * 100 % მეთოდოლოგია დაზუსტდება სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების შემდეგ.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 471,300 5%-ით ზრდა 10%-ით ზრდა 15%-ით ზრდა

2.3. პროფესიული განათლება

ინდიკატორის დასახელება პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 2.3: მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს იმ პირთა რაოდენობას, რომელიც ჩაირიცხა საკვალიფიკაციო და მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე.
დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე მუდმივად განახლებადი
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება ყველა ტიპის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობის დაჯამებით
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2025 2030
მაჩვენებელი 15 000 21 000 70 000
ინდიკატორის დასახელება მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 2.3: მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობას, სადაც ფუნქციონირებს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებები
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება მუნიციპალიტეტების რაოდენობის დაჯამებით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2025 2030
მაჩვენებელი 37 55 60
ინდიკატორის დასახელება სკოლიდან პროფესიულ განათლებაში გადასვლის მაჩვენებელი საბაზო განათლების მქონე და სრული ზოგადი განათლების მქონე სსსმ პირებისთვის
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.3.1. მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობების გაძლიერება ინოვაციური, მრავალფეროვანი და ინკლუზიური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქნილი ქსელის მეშვეობით
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს იმ სსსმ სტატუსის მქონე პირთა რაოდენობას, რომლებიც სკოლიდან პირდაპირ პროფესიულ განათლებაში ჩართვნენ საკვალიფიკაციო პროგრამებზე
დადასტურების წყარო სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე შუალედური და საბოლოო მაჩვენებლის პერიოდისთვის, თუმცა მონაცემთა ბაზა იძლევა საშუალებას მონაცემების დამუშავება განხორციელდეს ყოველწიურად.
მეთოდოლოგია მაჩვენებელი = პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სკოლიდან ჩარიცხული სსსმ პირების რაოდენობა.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2024 2027 2030
მაჩვენებელი 105 169 300 400
ინდიკატორის დასახელება პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებში ჩართული ზრდასრულების რაოდენობა 25+
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.3.1. მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობების გაძლიერება ინოვაციური, მრავალფეროვანი და ინკლუზიური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქნილი ქსელის მეშვეობით
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს იმ 25+ ასაკობრივი ჯგუფის რაოდენობას, რომლებიც წლის განმავლობაში ჩაერთვებიან პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში
დადასტურების წყარო სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე მუდმივად განახლებადი
მეთოდოლოგია

მაჩვენებელი = პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებში ჩართული ზრდასრულების რაოდენობა 25+

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ჭრილში ანალიზისთვის მაჩვენებელი = პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებში ჩართული ზრდასრული ქალების რაოდენობა / საერთო რაოდენობასთან * 100 %

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2024 2027 2030
მაჩვენებელი 2883
ქალი -1134
კაცი - 1749
5000 (მინ, 42% არის ქალი) 7000
(მინ. 43% არის ქალი)
10 000
(მინ, 45% არის ქალი)
ინდიკატორის დასახელება სკოლიდან პროფესიულ განათლებაში გადასვლის მაჩვენებელი საბაზო ზოგადი განათლების მქონე და სრული ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.3.1. მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობების გაძლიერება ინოვაციური, მრავალფეროვანი და ინკლუზიური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქნილი ქსელის მეშვეობით
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს წლიური ჯგუფის პროცენტს, რომელმაც დაასრულა საბაზო/ საშუალო სავალდებულო განათლება და მონაწილეობის მიღება სურს პროფესიული განათლების პროგრამებში სხვადასხვა მიმართულებით.
დადასტურების წყარო სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე შუალედური და საბოლოო მაჩვენებლის პერიოდისთვის, თუმცა მონაცემთა ბაზა იძლევა საშუალებას მონაცემების დამუშავება განხორციელდეს ყოველწიურად.
მეთოდოლოგია

ფორმულა:

მაჩვენებელი = საანგარიშო წელს საბაზო ზოგადი განათლების საფეხურის კურსდამთავრებულთა (სკოლის მოსწავლის) რაოდენობა რომელიც ჩაირიცხა პროფესიულ პროგრამაზე / საბაზო ზოგადი განათლების საფეხურის კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა * 100 %

მაჩვენებელი = საანგარიშო წელს სრული ზოგადი განათლების საფეხურის კურსდამთავრებულთა (სკოლის კურსდამთავრებული) რაოდენობა, რომელიც ჩაირიცხა პროფესიულ პროგრამაზე / სრული ზოგადი განათლების საფეხურის კურსდამთავრებულთა სართო რაოდენობა * 100 %

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2024 2027 2030
მაჩვენებელი

საბაზო ზოგადი განათლების მქონე 1%

სრული ზოგადი განათლების მქონე 3.7%

საბაზო ზოგადი განათლების მქონე 2%

სრული ზოგადი განათლების მქონე 5.7%

საბაზო ზოგადი განათლების მქონე 5%

სრული ზოგადი განათლების მქონე 7%

საბაზო ზოგადი განათლების მქონე 8%

სრული ზოგადი განათლების მქონე 9%

2.4 უმაღლესი განათლება

ინდიკატორის დასახელება სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტების პროცენტული მაჩვენებელი უსდ-ებში ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობიდან: 1) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები 2) შშმ პირები 3) დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან/ ამოცანასთან

მიზანი 2.4: ხარისხიან და ინკლუზიურ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის და წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობასა და პროცენტულ მაჩვენებელს, რომელთაც მიღებული აქვთ დაფინანსება სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება არახელსაყრელ პირობებში მყოფი ჩარიცხული სტუდენტების შეფარდებით აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობასთან.

არახელსაყრელ პირობებში მყოფი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ შესაბამისი აკადემიური წლის დასაწყისში.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 7% 17% 37%
ინდიკატორის დასახელება სხვადასხვა კატეგორიის კურსდამთავრებულთა პროცენტული მაჩვენებელი კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობიდან 1) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები 2) შშმ პირები 3) დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან/ ამოცანასთან

მიზანი 2.4: ხარისხიან და ინკლუზიურ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის და წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს უმაღლესი განათლების მიღების მაჩვენებლებს არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურისთვის.

არახელსაყრელ პირობებში მყოფი: მოიცავს ყველა ჯგუფს: ეთნიკური უმცირესობები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი და დაბალ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე პირები, შშმ და სსმ პირები, იძულებით გადაადგილებული და მიგრანტი პირები, ქალები და სოფელში/მთაში მცხოვრები პირები.

დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება რამდენიმე მაჩვენებლის ანალიზის საფუძველზე:

არახელსაყრელ პირობებში მყოფი კურსდამთავრებულების შეფარდებით აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობასთან.

არახელსაყრელ პირობებში მყოფი კურსდამთავრებულების რაოდენობა, რომლებმაც სწავლა დაასრულეს საფეხურისთვის განსაზღვრულ ვადაში/

22 -34 წლამდე პირების საერთო რაოდენობაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) ხარისხის მქონე პირების წილი, რომლებიც მიეკუთვნებიან არახელსაყრელ ჯგუფებს.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი N/A 10%-ით ზრდა 20%-ით ზრდა
ინდიკატორის დასახელება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ საჭიროებაზე დაფუძნებული ფინანსური დახმარებით
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.4.1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიზნობრივი მხარდამჭერი სერვისების განვითარება არახელსაყრელ პირობებში მყოფი სტუდენტებისთვის
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც მიღებული აქვთ დაფინანსება სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული იმ სტუდენტების რაოდენობის დაჯამებით, რომელთაც მიღებული აქვთ დაფინანსება სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 9411 10%-იანი ზრდა 15%-იანი ზრდა 20%-იანი ზრდა
ინდიკატორის დასახელება სტუდენტური ეფექტური დახმარების (აკადემიური, ფინანსური, სოციალური) სისტემების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.4.1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიზნობრივი მხარდამჭერი სერვისების განვითარება არახელსაყრელ პირობებში მყოფი სტუდენტებისთვის
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობას, რომელთაც გააჩნიათ სრულად გამართული სტუდენტთა აკადემიური, ფინანსური, სოციალური მხარდაჭერის მექანიზმები.
დადასტურების წყარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) ოფიციალური ვებგვერდები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია ინდიკატორთან შესაბამისობა დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ფარგლებში განხორცილებული და დამოუკიდებელი შეფასებების/ანგარიშების საფუძველზე მხარდაჭერის მექანიზმების არსებობის თაობაზე.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი უმაღლესი საგანმანათ-ლებლო დაწესებულე-ბების 10% უმაღლესი საგანმანათ-ლებლო დაწესებუ-ლებების 30% უმაღლესი საგანმანათ-ლებლო დაწესებუ-ლებების 50% უმაღლესი საგანმანათ-ლებლო დაწესებულე-ბების 60%
ინდიკატორის დასახელება გამოკითხულ სტუდენტთა შორის ადაპტირებული სასწავლო გარემოთი კმაყოფილ სტუდენტთა წილი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.4.2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თითოეული სტუდენტისთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს შექმნა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადაპტირებული სასწავლო გარემოთი კმაყოფილებას.
დადასტურების წყარო სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია გამოკითხული კმაყოფილი სტუდენტების წილი სრული გამოკითხული სტუდენტების რაოდენობიდან.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 30% 50% 70%
ინდიკატორის დასახელება სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შემუშავებული სწავლა/სწავლების რესურსები
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.4.2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თითოეული სტუდენტისთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს შექმნა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს განათლების მისაწვდომობას განსხვავებული საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის
დადასტურების წყარო

სახელმწიფო ბიუჯეტი;

შემუშავებული/ადაპტირებული სასწავლო რესურსები

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

მონაცემების შეგროვების სიხშირე წელიწადში ორჯერ
მეთოდოლოგია უსდ-ის მიერ მოწოდებული ანგარიშების ანალიზი; ასევე, „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის" პროგრამა, რომლითაც გათვალისწინებულია სსსმ სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სსსმ სტუდენტების საჭიროებების კვლევის განხორციელება და კვლევის საფუძველზე გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რესურსის მომზადება.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი არ არსებობს მიზნობრივი პროგრამა შექმნილია მიზნობრივი პროგრამა ამოქმედე-ბულია მიზნობრივი პროგრამა მიმდინარეობს მიზნობრივი პროგრამის განხორციე-ლება

2.5. მეცნიერება

ინდიკატორის დასახელება კვლევასთან, ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეთა რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ინდიკატორის ტიპი
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 2.5: ინკლუზიური და მრავალფეროვანი მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შექმნის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი აღწერს კვლევასთან, ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეთა რაოდენობას.
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მონაცემები

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით გამოცხადებულ და ადმინისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში რეგისტრირებულ მონაწილეთა ჯამური რაოდენობის მიხედვით შემდეგი პრინციპით:

  • ინდივიდუალური კონკურსი — ითვლება თითოეული მონაწილე პირი;

  • ჯგუფური / ინსტიტუციური კონკურსი — ითვლება თითოეული მონაწილე გუნდი/პროექტი (მიუხედავად გუნდის წევრთა რაოდენობისა).

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი N/A 40%-იანი ზრდა 60%-იანი ზრდა
ინდიკატორის დასახელება საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის სასკოლო საკომუნიკაციო პროგრამაში/ინიციატივებში ჩართული ბავშვების (სკოლის მოსწავლეები) საერთო რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 2.5.1. განათლების ადრეული საფეხურიდან კვლევის, ტექნოლოგიების, მეცნიერების და ინოვაციისადმი ინტერესის გაძლიერება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს და აფასებს მეცნიერების პოპულარიზაციისა და სამეცნიერო კარიერის მიმზიდველობის ზრდას, უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და STEM განათლების მხარდაჭერას.
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება პროგრამებში მონაწილე ბავშვების რაოდენობის მიხედვით
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 1000 5000 10000 15000
ინდიკატორის დასახელება ქალთა პროცენტული წილი მაღალი სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობის მკვლევარებს შორის
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 2.5.2. მეცნიერებაში, კვლევაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციაში ქალთა ჩართულობის მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ქალების პროცენტულ მაჩვენებელს მაღალ სამეცნიერო დააკადემიურ თანამდებობებზე დასაქმებულ მკვლევარებს ("ა" და "ბ" კატეგორიის) შორის
დადასტურების წყარო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი)მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორის გამოთვლის ფორმულა:

მაჩვენებელი = მაღალ სამეცნიერო და აკადემიურ თანამდებობებზე დასაქმებული მკვლევარი ქალების რაოდენობა შეფარდებული, ასევე, მაღალ სამეცნიერო და აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებულ მკვლევართა საერთო რაოდენობასთან გამრავლებული 100%-ზე.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 51% 52% 55%

სექტორული პრიორიტეტი 3: განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემა

3.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება

ინდიკატორის დასახელება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩარიცხული ბავშვების წილი (2-დან 5 წლამდე) საერთო რაოდენობასთან მიმართებით
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.1: ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაძლიერება.
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში მონაწილეობას, ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებლების გამოთვლის გზით.

სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა.

დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვების საერთო რაოდენობასთან ადრეული და სკოლამდელი განათლების მომსახურებებში ჩართული იმავე ასაკის ბავშვების რაოდენობის შეფარდებით და 100%-ზე გამრავლებით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 71% 80% 96%
ინდიკატორის დასახელება ინფრასტრუქტურის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად განახლებული ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების შენობების წილი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.1.1. სკოლამდელი განათლებისა და განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წილს საერთო რაოდენობაში, რომელთა განახლება/რეაბილიტაცია განხორციელდა „დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოორდინაციით და დონორთა მხარდაჭერით შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.

დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინფრასტრუქტურის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად განახლებული დაწესებულებების რაოდენობა შეფარდდება ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების საერთოდ რაოდენობასთან
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A 20%-იანი 30%-იანი ზრდა 100%
ინდიკატორის დასახელება ადრეული და სკოლამდელი განათლების სერვისების მომწოდებელთა რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.1.1. სკოლამდელი განათლებისა და განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისების ავტორიზებულ მომწოდებელთა რაოდენობას. ინდიკატორის გამოითვლება შემდეგნაირად:

  • A – ავტორიზებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა

  • B – ავტორიზაციის მიზნით რეგისტრირებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა;

A/B % – იმ დაწესებულებების წილი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ავტორიზაცია და მოიპოვეს საქმიანობის გაგრძელების უფლება.

დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაცემები
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საფუძველზე დაითვლება სერვისების მიმწოდებელთა რაოდენობა, რომელთაც ექნებათ საქმიანობის უფლება.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 1647 1700 1800 2100
ინდიკატორის დასახელება ბავშვისა და აღმზრდელ-პედაგოგის თანაფარდობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.1.1. სკოლამდელი განათლებისა და განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელებისა და ბავშვების თანაფარდობას.

აღმზრდელ-პედაგოგი – პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

აღმზრდელი − პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს.

სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე.

დადასტურების წყარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია შეიქმნება სკოლამდელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სადაც შეტანილი იქნება ინფორმაცია თითოეულ ჯგუფში ბავშვებისა და აღმზრდელების/აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობის შესახებ. სისტემის შექმნისას გათვალისწინებულ იქნება მაჩვენებლის ავტომატურად გამოთვლის შესაძლებლობა.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 17/1 15/1 15/1 თანაფარდობის შენარჩუნება 15/1 თანაფარდობის შენარჩუნება

3.2 ზოგადი განათლება

ინდიკატორის დასახელება მოსწავლეთა წილი სწავლის თანაბარი და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით: (ა) სოფლად; (ბ) ურბანულ სივრცეში
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ქალაქისა და სოფლის სკოლების შესაძლებლობებისა და პირობების თანაფარდობას.
დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მონაცემები.

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE).

მონაცემების შეგროვების სიხშირე მონაცემების მოგროვების სიხშირე დამოკიდებულია მეთოდოლოგიაზე, რომელიც, მიმდინარე ეტაპზე, შემუშავების პროცესშია.
მეთოდოლოგია

ავტორიზაციის პირობებში სკოლების შეფასების მეთოდოლოგია მუშავდება.

სკოლების შესაძლებლობები გაანალიზდება სოფლისა და ქალაქის სკოლების მონაცემების ერთმანეთთან შედარების საფუძველზე.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი N/A

(a) >80 %

(b) >60 %

(a) >95 %

(b) >90 %

ინდიკატორის დასახელება ავტორიზებული სკოლების წილი, რომელიც აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურის სტანდარტს
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.2: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს სკოლების ინფრასტრუქტურის შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
დადასტურების წყარო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE).

მონაცემების შეგროვების სიხშირე მონაცემების მოგროვების სიხშირე დამოკიდებულია მეთოდოლოგიაზე, რომელიც, მიმდინარე ეტაპზე, შემუშავების პროცესშია.
მეთოდოლოგია

ავტორიზაციის პირობებში ინფრასტრუქტურის შეფასების მეთოდოლოგია მუშავდება.

სკოლების წილი დაითვლება დამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურის მქონე სკოლების შეფარდებით სკოლების სართო რაოდენობასთან.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი N/A > 70 % > 95%
ინდიკატორის დასახელება მონიტორინგის და შეფასების გამართული სისტემის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წილი საერთო რაოდენობაში
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.2.1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა სტანდარტული კომპოზიტური ინდიკატორი. ინდიკატორი აფასებს სკოლის შიდა ხარისხის მართვის სისტემის მუშაობას.
დადასტურების წყარო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის საქართველოს (PISA) ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER);

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE);

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მონაცემების შეგროვების სიხშირე მონაცემების მოგროვების სიხშირე დამოკიდებულია მეთოდოლოგიაზე, რომელიც, მიმდინარე ეტაპზე, შემუშავების პროცესშია.
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება PISA-ს შესაბამისი მეთოდოლოგიით. PISA 2018 შედეგებზე დაყრდნობით (SC037, რომელიც შედგება 10 პუნქტისაგან), სკოლის დირექტორთა 49% უპასუხა დადებითად სულ მცირე 1 კითხვას)

დეტალური ინფორმაცია:

შეფასებისა და ანალიტიკური ჩარჩო https://www.oecd.org/pisa/data/

ინდიკატორზე მუშაობა ასევე უკავშირდება ავტორიზაციის პროცესს, რომლის პირობებში სკოლაში განათლების ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია შემუშავების პროცესშია.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2018 2024 2027 2030
მაჩვენებელი

PISA 2018 შედეგებზე დაყრდნობით (SC037, რომელიც შედგება 10 პუნქტისაგან),

სკოლის დირექტორთა 49% უპასუხა დადებითად სულ მცირე 1 კითხვას

> 60 % > 80 % > 95%
ინდიკატორის დასახელება სკოლების წილი ყოველწლიურად განახლებული სრულყოფილი მონაცემთა ბაზით (მათ შორის, ინფორმაცია მოსწავლეთა დემოგრაფიის, მოსწავლეთა მუშაობის, მასწავლებლის მახასიათებლების, კლასგარეშე პროგრამების, ინფრასტრუქტურის და ა.შ.)
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.2.1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება.
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი აფასებს სკოლების მიერ სკოლის ბაზაზე ინფორმაციის ანალიზის, დამუშავების და რეგულარულად განახლების შესაძლებლობას და ზომავს ამ კრიტერიუმების შესაბამისი სკოლების წილს/საერთო რაოდენობაში.
დადასტურების წყარო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში.

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორის მაჩვნებელი = სკოლები, რომლებიც რეგულარულად აახლებენ ინფორმაციის შესაბამის ბაზაში/ სკოლების საერთო რაოდენობა * 100 %

ეს მაჩვენებლები მკაფიო და გამჭვირვალე გახდება სკოლებში Learning Management System - ების განვითარებასთან ერთად.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი N/A > 80% > 90% > 95%

3.3. პროფესიული განათლება

ინდიკატორის დასახელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე არსებული სექტორული ჰაბების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.3: პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ბაზაზე არსებული სექტორული ჰაბების და ექსელენის ცენტრების რაოდენობას.
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე მუდმივად განახლებადი
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება კოლეჯების ბაზაზე არსებული სექტორული ჰაბების რაოდენობის დაჯამებით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2025 2030
მაჩვენებელი 0 0 4
ინდიკატორის დასახელება საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივად განხორციელებული პროექტების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.3.1. პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება საჯარო-კერძო სექტორებს შორის
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს კერძო სექტორთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტების რაოდენობას, როგორიცაა დაწესებულებების ერთობლივად დაფუძნება ან/და დაწესებულებების ბაზაზე პრაქტიკის ობიექტის/სახელოსნოს/სასწავლო გარემოს მოწყობა
დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გამოითვლება კერძო სექტორთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტების რაოდენობის დაჯამებით
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2020 2024 2027 2030
მაჩვენებელი 3 7 10 15

3.4. უმაღლესი განათლება

ინდიკატორის დასახელება უმაღლესი განათლების დაფინანსების რაოდენობა სახელმწიფო (განათლების) ბიუჯეტში
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.4: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრადი განვითარების მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს უმაღლესი განათლების სექტორისთვის გამოყოფილ სახელმწიფო დანახარჯების წილს განათლების სახელმწიფო ბიუჯეტში.
დადასტურების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია მონაცემების შეგროვება მოხდება ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში უმაღლესი განათლების დაფინანსების მაჩვენებლის განსაზღვრის მეშვეობით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 160 მილიონი ლარი 266 მილიონი ლარი 270 მილიონი ლარი
ინდიკატორის დასახელება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) საერთაშორისო ინდექსებში გაუმჯობესებული რეიტინგები
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.4: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრადი განვითარების მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი მოიაზრებს ისეთ სარეიტინგო სისტემებს, როგორიცაა Times Higher Education (THE) World University Rankings და QS World University Rankings, რომლებიც ყველაზე ავტორიტეტულ რეიტინგებს შორისაა. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია Times Higher Education რეიტინგში 1200+ პოზიციაზე, წინსვლა გულისხმობს მეტი უნივერსიტეტის რეიტინგში და უფრო მოწინავე პოზიციებზე მოხვედრას, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ რადგანაც საერთაშორისო რეიტინგია, მხოლოდ ქართული უნივერსიტეტების წარმატებაზე ვერ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან პროცესი გულისხმობს კონკურენციის არსებობას.
დადასტურების წყარო საერთაშორისო ინდექსების გამოქვეყნების ვებსაიტები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ყოველწლიურად გამოქვეყნებულ სარეიტინგო სისტემებში, როგორიცაა Times Higher Education (THE) World University Rankings და QS World University Rankings, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი N/A 3 5
ინდიკატორის დასახელება დაფინანსების ახალი მოდელი დანერგილია
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.4.1. უმაღლესი განათლების მდგრადობაზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვასა და გამოყენებას, რომელიც შედგება საბაზისო დაფინანსებისგან, შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსებისგან და კონკურენტული დაფინანსებისგან.

საბაზისო დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფო დაფინანსების ოდენობას, რომელიც უცვლელია დროის გარკვეულ პერიოდში. საბაზო დაფინანსების მთლიანი ოდენობა შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა გზით, სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით ან შეთანხმებით მანამდე არსებული დაფინანსების ან ფორმულის საფუძველზე.

შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება გულისხმობს მოდელს, რომლითაც ინსტიტუციური დაფინანსების პროცენტი მიბმულია შედეგზე, რაც ჩვეულებისამებრ შეთანხმებითაა განსაზღვრული. ის შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც დაფინანსების განაწილების მექანიზმი, რითაც მოხდება ინსტიტუციური საქმიანობის გაძლიერების მოტივირება და გააქტიურება, რათა მოხდეს უნივერსიტეტის შედეგების გაუმჯობესება.

კონკურენტული დაფინანსება გამოიყენება, მათ შორის როგორც მიზნობრივი დაფინანსება, კონკურენტული ან სტრატეგიული დაფინანასება, პროექტებზე-დაფუძნებული დაფინანსება ან ნაწილი დაფინანსებისა, რასაც წარმატების ინიციატივის დაფინანსება შეიძლება ეწოდოს. ყველა ეს ინსტრუმენტი მიზნად ისახავს კურიკულუმებში, სწავლა-სწავლებასა და კვლევებში ინოვაციებისა და ცვლილებების მხარდაჭერასა და მოტივირებას ან კონკრეტული ეროვნული სტრატეგიული მიზნების წახალისებას.

დადასტურების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია სამინისტროს შესაბამისი ანგარიშებისა და დოკუმენტების საფუძველზე მოხდება დაფინანსების ახალი მოდელის შეფასება შემუშავების, დანერგვისა და სრულად ამუშავების თითოეული ეტაპის შესაბამისად.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი არ არსებობს სისტემა შემუშავებულია სისტემა დანერგილია სისტემა სრულად ამუშავებულია
ინდიკატორის დასახელება უმაღლესი განათლების საინფორმაციო მართვის სისტემაში მონაცემთა დიგიტალიზაციის მაჩვენებელი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ინდიკატორის ტიპი
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.4.2. უმაღლესი განათლების ციფრული საინფორმაციო მართვის სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა სისტემის განვითარება გულისხმობს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EUni) ამოქმედებას, ციფრული არქივის შექმნასა და განვითარებას, ავტომატიზებული პროგრამული უზრუნველყოფის (Uni-Grants) შექმნას გრანტებისა და პროგრამის დაფინანსების კალკულაციისთვის ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო განაცხადების წარდგენისთვის.
დადასტურების წყარო

სახელმწიფო ბიუჯეტი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში.

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMSI).

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE).

მონაცემების შეგროვების სიხშირე 3 წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოხდება შესაბამისი ანგარიშების წარდგენა, შესაბამისად, პროგრესისა და მიღწეული შედეგების შეფასება
ინდიკატორის მაჩვენებლები ინდიკატორის მაჩვენებლები
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი არ არსებობს სისტემა 20% 50% 100%

3.5 მეცნიერება

ინდიკატორის დასახელება წარმატების მაჩვენებელი მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიებისა & ინოვაციების დაფინანსებას შორის, "Horizon"‑ის მიერ
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.5: ეროვნული და რეგიონული კვლევის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემების ეფექტიანობის ამაღლება.
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ევროკავშირის პროგრამიდან „ჰორიზონტი ევროპა“ მიღებული დაფინანსების მოცულობას.

კვლევის ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვა გააუმჯობესებს კვლევების ხარისხს, ხელს შეუწყობს მკვლევარების საერთაშორისო მობილობას და თანამედროვე ცოდნისა და უნარების გაზიარებას. ეროვნული ბიუჯეტიდან დაფინანსების ზრდასთან ერთად საერთაშორისო ფონდებიდან და, კერძოდ“, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო- პროგრამიდან „ჰორიზონტი ევროპა“ მოძიებული რესურსები კვლევების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს.

დადასტურების წყარო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ / საქართველოს შესახებ ინფორმაცია
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება ეროვნული ოფისი „ჰორიზონტი ევროპა“
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია მუშავდება კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის სტატისტიკის სამსახურის მიერ და ქვეყნდება შესაბამის ვებგვერდზე - https://webgate.ec.europa.eu/dashboard/sense/app/98dcd94d-ca66-4ce0-865b-48ffe7f19f35/sheet/7a2acdb7-ee97-4161-affe-302abc4888bb/state/analysis

ინდიკატორი უდრის პროგრამიდან „ჰორიზონტი ევროპა“ სხვადასხვა კონკურსებში საქართველოს მონაწილეების მიერ მიღებული დაფინანსებების ჯამს.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 8 გამარჯვებული პროექტი 25%-ით ზრდა 50%-ით ზრდა
ინდიკატორის დასახელება PSF-ის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 3.5: ეროვნული და რეგიონული კვლევის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემების ეფექტიანობის ამაღლება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აღწერს PSF-ის გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს.

„ჰორიზონტი 2020“ პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი (PSF), ჩამოყალიბდა ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის (DG RTD) მიერ ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, ეხმარება წევრ ქვეყნებსა და ჰორიზონტი 2020 ასოცირებულ ქვეყნებს მათი ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური სისტემების რეფორმებში.

„სპეციალური მხარდაჭერა საქართველოსთვის PSF“ პროგრამის მიზანი იყო მიეწოდებინა ზუსტად მორგებული რჩევები და კონკრეტული რეკომენდაციები რეფორმების შესახებ, რომლებიც საჭიროა ქვეყნის კვლევებისა და ინოვაციების სისტემის გაუმჯობესებისა და გაძლიერებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილ სამ კონკრეტულ სფეროში.

„სპეციალური მხარდაჭერა საქართველოსთვის PSF“ პროგრამის საბოლოო ანგარიში იძლევა საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის წინაშე საკვანძო გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას და წინ წამოწევს რჩევებს მისი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტების განსაზღვრის, დაფინანსების შერჩევითობისა და სამეცნიერო და ბიზნეს სფეროების დაკავშირების გზით.

„სპეციალური მხარდაჭერა საქართველოსთვის PSF“ დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებულია სულ 23 რეკომენდაცია.

https://ec.europa.eu/research-and-innovation/sites/default/files/rio/report/SS%2520Georgia_%2520Summary.pdf

დადასტურების წყარო PSF-ის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

თითოეული რეკომენდაცია ფასდება 3-ბალიან შკალაზე:

  1. არ შესრულებულა. 2. შესრულდა ნაწილობრივ. 3. შესრულდა სრულად.

თითოეული რეკომენდაციის შეფასების შემდეგ დგინდება:

მაჩვენებელი უდრის: რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი (ნაწილობრივ ან სრულად შესრულებული რეკომენდაციების წილი რეკომენდაციების საერთო რაოდენობაში).

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2025 2030
მაჩვენებელი 7 14 23
ინდიკატორის დასახელება სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების მოცულობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.5.1. მეცნიერების, კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და მიზნობრივი დაფინანსების სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევითი პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წილის ზრდას.

საგრანტო კონკურსების გზით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა, რომლებიც ითვალისწინებს სამეცნიერო და ინდუსტრიული სექტორის თანამშრომლობას

დადასტურების წყარო

სახელმწიფო ბიუჯეტი;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე საბოლოო
შუალედური
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 15 მილიონი ლარი 17,5 მილიონი ლარი 23 მილიონი ლარი 26 მილიონი ლარი
ინდიკატორის დასახელება სახელმწიფოს მიერ მოკლევადიანი მიზნობრივი კვლევების დაფინანსების მოცულობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.5.1. მეცნიერების, კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და მიზნობრივი დაფინანსების სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს მოკლევადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წილის ზრდას.

საგრანტო კონკურსების გზით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა, რომლებიც ითვალისწინებს სამეცნიერო და ინდუსტრიული სექტორის თანამშრომლობას

დადასტურების წყარო

სახელმწიფო ბიუჯეტი;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ფორმულა

მაჩვენებელი = გრძელვადიანი და მიზნობრივი კვლევითი საგრანტო კონკურსების სახელმწიფო ბიუჯეტი + საგრანტო კონკურსების გზით დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება, რომლებიც ითვალისწინებს სამეცნიერო და ინდუსტრიული სექტორის თანამშრომლობას

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 8,8 მილიონი ლარი 12,3 მილიონი ლარი 14,9 მილიონი ლარი 15,3 მილიონი ლარი
ინდიკატორის დასახელება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და საქმიანობის გაზრდილი დაფინანსება
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.5.1. მეცნიერების, კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და მიზნობრივი დაფინანსების სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს სამინისტროს მიერ დაფინანსებული სსიპ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და უნივერსიტეტებში მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის გამოყოფილი დაფინანსების მაჩვენებლებს
დადასტურების წყარო

სახელმწიფო ბიუჯეტი;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ფორმულა

მაჩვენებელი = სსიპ კვლევითი დაწესებულებების დაფინანსებას + უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დაფინანსება

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 30,4 მილიონი ლარი 37 მილიონი ლარი 44,5 მილიონი ლარი 45 მილიონი ლარი
ინდიკატორის დასახელება უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში შექმნილი ქართული ენისა და ქართველოლოგიის ცენტრების/პროგრამების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
X

ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის

მიზანთან / ამოცანასთან

ამოცანა 3.5.1. მეცნიერების, კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და მიზნობრივი დაფინანსების სისტემის განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს უცხოეთში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში ჩამოყალიბებულ ქართველოლოგიის პროგრამების/ცენტრების რაოდენობას
დადასტურების წყარო

სახელმწიფო ბიუჯეტი;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ანგარიში

მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ფორმულა

მაჩვენებელი = უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში ჩამოყალიბებული ქართველოლოგიის პროგრამების/ცენტრების რაოდენობა

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
შუალედური საბოლოო
წელი 2021 2024 2027 2030
მაჩვენებელი 6 9 15 18
ანგარიში.docx ⬇

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით შემუშავებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის

საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობის პარალელურად, უზრუნველყოფილ იქნა დაინტერესებული მხარეების, დარგის ექსპერტებისა და პარტნიორი სახელმწიფო უწყებების კომპლექსური ჩართულობა საჯარო კონსულტაციების პროცესში.

პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო განხილვები ორმხრივი ფორმატით წარიმართა.

სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით გამართული საჯარო დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები

რეფორმის ძირითადი სიახლეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, აქტიურად წარიმართა დარგობრივი და რეგიონული შეხვედრები:

  • უმაღლესი განათლების რეფორმა და აკადემიური სექტორის ჩართულობა: უმაღლესი განათლების რეფორმების ფარგლებში დასახული მიზნების ვალიდაციისთვის, ინტენსიური სამუშაო დისკუსიები და შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან. მათ შორის, არაერთხელ გაიმართა რექტორთა საბჭოს სხდომები, სადაც დეტალურად განიხილეს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი სტრატეგიული ინიციატივები. აღნიშნული შეხვედრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან გამართული სამუშაო ფორმატები და რეფორმის რეგიონულ ჭრილში განხილვის მიზნით მოწყობილი შეხვედრა.

  • შეხვედრა რექტორთა საბჭოსთან

  • შეხვედრა რექტორთა საბჭოსთან

  • შეხვედრა რექტორთა საბჭოსთან

  • რეგიონული შეხვედრები და საზოგადოებრივი კონსულტაციები: სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სასკოლო რეფორმების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, გივი მიქანაძემ შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს პირადად გააცნო განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და მოისმინა მათი მოსაზრებები.

  • ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა: სამოქმედო გეგმის ინკლუზიური მიმართულების გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი უკუკავშირი იქნა მიღებული პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც დარგის ექსპერტებთან ერთად შეჯამდა არსებული მიღწევები და სამომავლო ნაბიჯები.

  • პროფესიული განათლების განვითარება და კონსულტაციები – სისტემური ცვლილებების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაძლიერებას. დარგში არსებული გამოწვევებისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განხილვის მიზნით, აქტიური სამუშაო შეხვედრები გაიმართა პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან.

  • სამეცნიერო სექტორის მხარდაჭერა: ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციის მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დარგობრივი კვლევებისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით. რეფორმის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანი სამუშაო დისკუსიები გაიმართა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს სწავლებასა და კვლევას შორის კავშირების გაღრმავების საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება კი უნივერსიტეტებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას დაეთმო, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციურ განვითარებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული შეხვედრებისა და დარგობრივი დისკუსიების ფარგლებში გამოთქმული კონსტრუქციული მოსაზრებები, ინიციატივები და მიღებული უკუკავშირი მაქსიმალურად იქნა გაანალიზებული და ასახული 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დოკუმენტის ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და მის შესაბამისობას საზოგადოებრივ საჭიროებებთან.

უწყებათაშორისი წერილობითი კონსულტაციები და მიღებული რეკომენდაციები

ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვების პარალელურად, დოკუმენტის დარგობრივი და სამართლებრივი სრულყოფის მიზნით, პროცესი აქტიურად გაგრძელდა ოფიციალური უწყებათაშორისი მიმოწერის ფორმატში.

წერილობითი კონსულტაციების აღნიშნულმა ფორმატმა შესაძლებლობა მისცა მონაწილე მხარეებს, დეტალურად შეესწავლათ სამოქმედო გეგმის პროექტი, მისი მიზნები, ამოცანები, ინდიკატორები და დაგეგმილი აქტივობები. მიზნობრივი წერილობითი კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროებმა და პარტნიორმა უწყებებმა წარმოადგინეს კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნები და რეკომენდაციები.

მიღებული წერილობითი უკუკავშირი სრულად დამუშავდა და გაანალიზდა. ჯამში მიღებულ იქნა 23 რეკომენდაცია, საიდანაც სრულად გათვალისწინებულია 20, ხოლო ნაწილობრივ გათვალისწინებულია 3.

რეკომენდაციების განხილვის სტატუსები და მინიჭების კრიტერიუმები

საჯარო კონსულტაციებისა და უწყებათაშორისი განხილვის ფარგლებში მიღებული თითოეული შენიშვნისა და რეკომენდაციის დამუშავების პროცესში, სამინისტროს პოზიციისა და საბოლოო გადაწყვეტილების კლასიფიცირებისთვის გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

სტატუსი სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი
გათვალისწინებულია პარტნიორი ორგანიზაციის რეკომენდაცია/კომენტარი სამოქმედო გეგმაში ასახულია იმ ფორმით და შინაარსით, რომელიც პარტნიორმა ორგანიზაციამ წარმოადგინა
ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარტნიორი ორგანიზაციის რეკომენდაციის/კომენტარის საფუძველზე ან მისი გავლენით გარკვეული ცვლილებები შევიდა სამოქმედო გეგმაში, თუმცა არა ზუსტად ისეთი ფორმულირებით, როგორსაც პარტნიორი ორგანიზაცია გვთავაზობდა
არ არის გათვალისწინებული პარტნიორი ორგანიზაციის რეკომენდაციის/კომენტარის საფუძველზე სამოქმედო გეგმაში ცვლილება ან შესწორება არ განხორციელებულა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი შენიშვნები/რეკომენდაციები

# შენიშვნა/რეკომენდაცია შენიშვნის/რეკომენდაციის ავტორი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროს პოზიცია

აქტივობა 1.2.1.9 – კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მასწავლებელთა მომზადება

აქტივობაზე პასუხისმგებელ უწყებად სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო არ უნდა იყოს მითითებული. შესაძლებელია მისი როლი განისაზღვროს როგორც პარტნიორი უწყების, რომელიც უზრუნველყოფს ექსპერტულ მხარდაჭერას სასწავლო მასალების შემუშავების პროცესში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნაწილობრივ გათვალისწინებულია: მოცემულ აქტივობაში სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორ უწყებად განსაზღვრა განაპირობებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პასუხისმგებელ უწყებად განსაზღვრას. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი შინაარსის აქტივობა 1.2.1.6 (სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა გადამზადება ციფრული უნარების განვითარების ხელშესაწყობად) უკვე ასახულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელ აქტივობათა შორის, დუბლირების თავიდან ასარიდებლად, შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული და აქტივობა წაიშალა.

აქტივობა 2.2.2.15 – კანონთან კონფლიქტში მყოფი, ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვანი პირებისათვის, ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება

აქტივობის შედეგის ინდიკატორი უნდა გაიყოს ორ ნაწილად, ამასთან, თითოეული აქტივობის შედეგის ინდიკატორზე პარტნიორ უწყებად უნდა განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდული პირი, კერძოდ:

აქტივობის შედეგის ინდიკატორი 2.2.2.15 (1) – არასრულწლოვან ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა მინიმუმ 90% ჩართულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში.

პარტნიორი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური

აქტივობის შედეგის ინდიკატორი 2.2.2.15 (2) – კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე არასრულწლოვან პირთა არანაკლებ 90% ჩართულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში.

პარტნიორი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 2.3.1.23 – მსჯავრდებულებს შორის ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში

სამოქმედო გეგმის პროექტში პროფესიული განათლების მიმართულებაში, 2.3.1.23 აქტივობაში უნდა დაზუსტდეს პარტნიორი უწყებები და განისაზღვროს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 2.1.1.1 – საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობის ზრდა

აქტივობაში პასუხისმგებელი უწყების გრაფიდან უნდა წაიშალოს ადგილობრივი თვითმმართველობები. კანონმდებლობით მუნიციპალიტეტს ამ სფეროში არ გააჩნია უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ ინდიკატორის შესრულებაზე გავლენა ვერ ექნება. გამომდინარე აქედან, სამოქმედო გეგმაში პასუხისმგებელი უწყება ვერ იქნება. ამასთან, მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ვერ განისაზღვრება.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია: აქტივობა წაიშალა.

აქტივობა 1.1.3.2 – აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით რესურსების მომზადება და ვიდეორგოლების გამოქვეყნება

აქტივობა 1.1.3.3 – სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალის გადამზადება პოზიტიური მშობლობის პროგრამის დასანერგად

აქტივობებში მიზანშეწონილია პარტნიორ უწყებებად მითითებულ იქნეს მუნიციპალიტეტები, რადგან საკითხები ეხება სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის გადამზადებას, ასევე აღნიშნული პროცესის პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამისი ვიდეორგოლების დამზადება/გამოქვეყნებას. ასევე, მითითებული მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტებთან იქნეს შეთანხმებული, სხვაგვარად სამოქმედო გეგმის აღსრულება ვერ მოხდება. ასევე, მართებულია ორივე აქტივობა ჩამოყალიბდეს როგორც მუნიციპალიტეტის მხარდამჭერი აქტივობა. მაგალითად: ნაცვლად „აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით რესურსების მომზადება და ვიდეორგოლების გამოქვეყნება“ უნდა იყოს „აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით რესურსებისა და ვიდეორგოლების მოზადებაში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა“. შესაბამისად, „სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალის გადამზადება პოზიტიური მშობლობის პროგრამის დასანერგად“ აქტივობის ნაცვლად, „პოზიტიური მშობლობის პროგრამის დასანერგად სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალის გადამზადებაში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა“.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ნაწილობრივ გათვალისწინებულია: ორივე აქტივობაზე პარტნიორ უწყებად მიეთითა მუნიციპალიტეტები. აქტივობის ფორმულირება დარჩა უცვლელი.

აქტივობა 2.1.1.1 – საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობის ზრდა

აქტივობის მითითებული სახით ჩამოყალიბება და შესაბამისად ამ ინდიკატორის აღება მუნიციპალიტეტების პასუხიმგებლობის ქვეშ არ მიგვაჩნია სწორად (მიზანშეწონილობის ნაწილში როგორც მინიმუმ იმიტომ, რომ ამ აქტივობის შესახებ არ არის კონსულტაციები გავლილი მუნიციპალიტეტებთან, მით უფრო, არ არის 64 მუნიციპალიტეტის ოფიციალური თანხმობა ამაზე).

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციით მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებები არის სრული და ექსკლუზიური. ასევე, საკუთარ უფლებამოსილებებზე გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტები საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდეგში – კოდექსი) იღებენ დამოუკიდებლად. ასევე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები განისაზღვრება მხოლოდ კოდექსით. შესაბამისად, მსგავსი შინაარსის ვალდებულების განსაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებით არ არის მართებული. აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს ისეთი ტიპის აქტივობას, რომელზე პასუხისმგებლობა შესაძლებელია თავად მუნიციპალიტეტებმა აიღონ მათივე სამოქმედო გეგმების ფარგლებში, რომელსაც დაამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.

გამომდინარე აქედან, ეს აქტივობა ან ამოღებულ უნდა იქნეს აქედან ან იმგვარად შეიცვალოს, რომ მასზე პასუხისმგებელი გახდეს ცენტრალური უწყება (სამინისტრო ან სხვა დაკავშირებული უწყება, ვინც არის ამ პოლიტიკის დოკუმენტის ინიციატორი). მაგალითად, აქტივობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომ მუნიციპალიტეტებს გაეწევათ მხარდაჭერა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და ამ აქტივობის ინდიკატორი იყოს რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტებისთვის.

ასევე, ტერმინოლოგიურ ნაწილში მიზანშეწონილია მიეთითოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ და არა „საჯარო სკოლამდელი დაწესებულება“ სამართლებრივი ტერმინის სიზუსტის მიზნით.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია: აქტივობა წაიშალა.

აქტივობა 3.1.1.1 – სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

აქტივობა უკავშირდება სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სადაც პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პარტნიორ უწყებებად განსაზღვრულია სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, მუნიციპალიტეტები, რეგიონული განვითარების სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ თუ მითითებულ აქტივობაში მოიაზრება სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ყველა პროექტი, რომელსაც განახორციელებს როგორც ცალკეულად მხოლოდ მუნიციპალიტეტი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით და მუნიციპალიტეტის სახსრებით, მიზანშეწონილია, პასუხისმგებელ უწყებაში ასევე მითითებულ იქნას, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდი, ასევე მუნიციპალიტეტები (რადგან სკოლამდელი დაწესებულებები მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა).

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 3.1.1.2 - სკოლის შენობაში სასკოლო მზაობის ჯგუფის ფუნქციონირება განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამის მეთოდოლოგიითა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით

აქტივობაში მითითებულია სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირების საკითხი, სადაც პასუხისმგებელ უწყებად მითითებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის N302 დადგენილებაში 32 09 კოდის (პროგრამა „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი − საქართველო I2Q (WB)“ ფარგლებში სასკოლო მზაობის საკლასო ოთახების მოწყობა რეგიონის 15 საჯარო სკოლაში (საქართველოს მხარის ვალდებულება მსოფლიო ბანკის წინაშე) რეგიონული განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებაა. მართალია, ეს კოდი ემსახურება აღნიშნული ჯგუფებისთვის, შესაბამისი პროექტის ფარგლებში ოთახების მოწყობას, კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მითითებული აქტივობის - 3.1.1.2, ნაწილში პარტნიორ უწყებად ხომ არ უნდა განისაზღვროს რეგიონული განვითარების სამინისტრო.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 3.1.1.4 – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სტანდარტების დანერგვის მონიტორინგის ინსტრუმენტის გაუმჯობესება და დანერგვა

აქტივობის ნაწილში, რაც ეხება ადრეული განათლების დაწესებულებებში სტანდარტების დანერგვის საკითხს, აღნიშნული ადრეული აღზრდის დაწესებულებებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი უფლებამოსილებები. მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტები განსაზღვრულ იქნას პარტნიორ უწყებებად. ასევე 3.1.1.3. აქტივობა (სკოლამდელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (ePreschool) შემუშავება) მიზანშეწონილი პარტნიორი უწყებების განსაზღვრის ნაწილში განისაზღვროს ზემოაღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 1.2.2.20 - სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/განახლება

აქტივობაზე პასუხისმგებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, ხოლო პარტნიორ მხარედ მუნიციპალიტეტები. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/უზრუნველყოფის მხარდაჭერა დელეგირების გზით გადაცემული აქვს მუნიციპალიტეტებისთვის. შესაბამისად, პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ვერ იქნება წარმოდგენილი, რადგან განმახორციელებელი არის მუნიციპალიტეტი, ხოლო უშუალოდ მუნიციპალიტეტი, გამომდინარე იქიდან, რომ სამთავრობო დოკუმენტით აქტივობის განხორციელებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი (როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ), აღნიშნული აქტივობა მიზანშეწონილია შეიცვალოს იმგვარად, რომ წლის განმავლობაში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების 26/06/2026 MRD N 01/3587 შესახებ ანგარიშის წარდგენაზე პასუხისმგებელი იყოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ან წაიშალოს აღნიშნული აქტივობა.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია: აქტივობა წაიშალა

აქტივობა 2.2.2.4 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება

მშენებლობისა და რეაბილიტაციის ნაწილში უნდა გაიყოს და დარჩეს მხოლოდ მშენებლობის ნაწილი, სადაც პასუხისმგებელ უწყებად დარჩება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 2.2.2.5 – საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციისას ადაპტირებული გარემოს შექმნა

აქტივობაზე პასუხისმგებელ უწყებებად განსაზღვრულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. აღნიშნულთან აქტივობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ სკოლების მშენებლობა ჩვენი უწყების კომპეტენციას არ წარმოადგენს, ხოლო რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებზეა დელეგირებული.

აქედან გამომდინარე, უმჯობესია აღნიშნული აქტივობის პასუხისმგებელი მხარეებიდან საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ამოღებულ იქნეს.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 3.1.1.1 – სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

3.1.1.1 (1) აქტივობის შედეგის ინდიკატორი – ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებულია სკოლამდელი დაწესებულებები

აქტივობის შედეგის ინდიკატორი დაკორექტირდეს შემდეგნაირად: ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით აშენებულია 106 და რეაბილიტირებულია 32 სკოლამდელი დაწესებულება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 3.1.1.1 – სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

3.1.1.1 (1) აქტივობის შედეგის ინდიკატორი - ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებულია სკოლამდელი დაწესებულებები

აქტივობის შედეგის ინდიკატორი დაკორექტირდეს შემდეგნაირად: ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით აშენებულია 106 და რეაბილიტირებულია 32 სკოლამდელი დაწესებულება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 3.1.1.1 – სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

3.1.1.1 (1) აქტივობის შედეგის ინდიკატორი – ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებულია სკოლამდელი დაწესებულებები

აქტივობის ბიუჯეტის პროგრამის კოდი და ბიუჯეტი გაიწეროს შემდეგნაირად:

ბიუჯეტი: 239,524,819.21 ₾

პროგრამის კოდი: GOV-250502

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 3.1.1.1 – სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

აქტივობის დადასტურების წყარო (მეტი სიზუსტისთვის) უნდა დაკორექტირდეს შემდეგნაირად: „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ანგარიში (www.moi.gov.ge)“.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გათვალისწინებულია

აქტივობა 2.2.2.5 – საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციისას ადაპტირებული გარემოს შექმნა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი ჩაიწეროს შემდეგნაირად: ძველი შენობის რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია კონსტრუქციული მდგრადობის შენარჩუნებით ადაპტაციის მოწყობა 65 ობიექტზე

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გათვალისწინებულია
მიზანშეწონილია, სამოქმედო გეგმაში მაქსიმალურად შეფასდეს ის აქტივობები, რომლებიც შინაარსის გათვალისწინებით არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებას. ამასთან, დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში მიეთითოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ჯამური ღირებულება თითოეული წყაროსთვის ცალ-ცალკე (მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორი, სხვა). საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ნაწილობრივ გათვალისწინებულია: დადგენილებაში მითითებულია გეგმის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი.

აქტივობა 1.1.1.8 - გარემოსდაცვითი განათლების მიდგომების სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით, პროგრამის – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ – ფარგლებში აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება

აქტივობა 1.2.1.8 – „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის შემუშავება და მასწავლებელთა ტრენინგების განხორციელება

1.1.1.8 და 1.2.1.8 აქტივობების საბიუჯეტო კოდი დაკორექტირდეს შემდეგნაირად: 31 11 03

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

გათვალისწინებულია

აქტივობა 1.2.2.8 – სასკოლო საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრების ორგანიზება

ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2.2.8 (1) – გარემოსდაცვითი განათლების აქტივობებში ყოველწლიურად ჩართულია არანაკლებ 100 სკოლა, სადაც ტარდება მინიმუმ 2 შეხვედრა/კამპანია

აქტივობა და შედეგის ინდიკატორი დაზუსტდეს და ჩაიწეროს შემდეგნაირად:

  • აქტივობა: სასკოლო საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების, სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების/კამპანიების ორგანიზება;

  • აქტივობის შედეგის ინდიკატორი: გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში ყოველწლიურად ჩართულია არანაკლებ 100 სკოლა; თითოეულ სკოლაში ტარდება მინიმუმ 2 ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა; აქტივობებში ყოველწლიურად მონაწილეობს არანაკლებ 1 800 სკოლის მოსწავლე;

  • ბიუჯეტი: 100 000 ლარი;

  • პროგრამის კოდი: 31 11 02

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

გათვალისწინებულია

აქტივობა 2.1.1.5 – საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ინკლუზიური განათლების შესახებ ვებინარების ჩატარება

აქტივობის პასუხისმგებელ უწყებად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, განისაზღვროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გათვალისწინებულია

აქტივობა 2.2.1.3 – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავება

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ აქტივობაზე პასუხისმგებელი უწყება არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დამხმარე როლი აქვს, მიზანშეწონილია, რომ ცენტრი განისაზღვროს პარტნიორ უწყებად.

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გათვალისწინებულია

აქტივობა 3.4.1.2 – შედეგზე ორიენტირებული დაფინასების მოდელის მართვისთვის მოდულის შექმნა და ინტეგრირება EMIS-ის ბაზაში

ამოცანის შედეგის ინდიკატორი - მოდული შექმნილია და ინტეგრირებულია EMIS-ის ბაზაში, რომელზედაც წვდომა აქვს ყველა ავტორიზებულ უნივერსიტეტს

მსოფლიო ბანკის დაფინანსების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დაფინანსების ახალი მოდელის სამართავად შექმნილი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის, EMIS-ის სისტემიდან უნდა განხორციელდეს მონაცემთა მიწოდება, მოთხოვნის შესაბამისად. ამდენად, უნდა ეწეროს ბაზასთან ინტეგრაცია, რაც სწორედ მონაცემთა გაცვლას გულისხმობს და არა ბაზაში ინტეგრაცია, რომელიც სხვა შინაარსისა და ტექნიკური ფუნქციონირების პროცესია. შესაბამისად, მიზანშეწონილია აქტივობა და აქტივობის ინდიკატორი განისაზღვროს შემდეგნაირად:

  • აქტივობა: შედეგზე ორიენტირებული დაფინასების მოდელის მართვისთვის მოდულის შექმნა და ინტეგრირება EMIS-ის ბაზასთან

  • აქტივობის შედეგის ინდიკატორი: მოდული შექმნილია და ინტეგრირებულია EMIS-ის ბაზასთან, რომელზედაც წვდომა აქვს ავტორიზებული უნივერსიტეტების 100%-ს.

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გათვალისწინებულია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ?
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ მიღებულია 21.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №414. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.10.003.025963.
სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022 − 2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ, №414, 21.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 430010000.10.003.025963 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984174/