დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2513,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით

პროგრამის კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

2 693,0

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2 693,0

პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა:

დასუფთავება და გარემოს დაცვა

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

03 01

პროგრამის დასახელება

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

პროგრამის განმახორციელებელი

ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი

2026 წელი

პროგრამის მიზანი და აღწერა

მუნიციპალიტეტის ერთ ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ზემოაღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სამოქმედო 20 ტერიტორიული ერთეულიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დატვირთვა და გატანა, როგორც კონტეინერული ასევე ზარის პრინციპით. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ქ.თეთრიწყაროში 59 ქუჩის, დაბა მანგლისში 27 ქუჩის, სოფელ კოდაში ჩამოსახლებულ დევნილთა დასახლებაში და სოფელ ასურეთში ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზა-შვაბების ქუჩის დაგვა-დასუფთავება. აღნიშნულ საქმიანობას ემსახურება 3 ნაგვის გამზიდი, 2 სპეც მანქანა (კონტეინერული პრინციპი), 3 (JAC) მარკის თვითმცლელი (ზარის პრინციპით 27 სოფელი) და 3 მცირე ტვირთამწეობის (VTZ T-16) მარკის ტრაქტორი (დაგვა-დასუფთავების ნარჩენების შეგროვება). პროგრამა მოიცავს ქუჩებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების, ეზოების, პარკების დაგვას, ნარჩენების შეგროვებას და გატანას. მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სუბსიდირებით მიღებული სახსრები. მომსახურებაზე შპს „თეთრიწყაროს სერვის ჯგუფის" სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული იქნეს 2693,0 ათასი ლარი

ნარჩენების მართვის პროცესში გათვალისწინებული იქნება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტები. მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ქალები არიან ჩართული საოჯახო საქმეებში და მათი არაანაზღაურებადი შრომის ნაწილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ზრუნვა.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

დასუფთავებული გარემო. გაუმჯობესებული სანიტარული პირობები.

მ
უხლი 15. განათლება

განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8357,6 ათასი ლარი.

განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით

პროგრამის კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

8 527,5

04 01

სკოლამდელი განათლება

6 280,0

04 01 01

ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"

6 146,7

04 01 02

სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა რეაბილიტაცია

133,3

04 02

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

2 247,5

04 02 01

სკოლების რეაბილიტაცია

1 310,8

04 02 02

მოსწავლეთა ტრანსპორტირება

936,7

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სკოლამდელი განათლება

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

04 01 01

ქვეპროგრამის დასახელება:

ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

6 146 700

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

6 146 700

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.

დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 16 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 618 ზე მეტი ბავშვი მათ შორის: გოგონა 276 , ხოლო ბიჭი 342 ბაღებში ჯამში დასაქმებულია 273 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ პროგრამის მიზანია:

- ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

- ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული ტექტიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

- ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

- ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

- ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება;

- ა(ა)იპ - „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა;

- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა, ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე, მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება.

მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის განმავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 618-ზე მეტი შესაბამისი ასაკის ბავშვი, მათ შორის: გოგონა 276, ხოლო ბიჭი - 342. რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 50%-ს შეადგენს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით იქმნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის.

მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)

მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის სფეროს თანაბარი ხელმისაწვდომობა 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის და ხელშეწყობილია სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მისაღებად.

მოზარდების ტრანსპორტირება სასწავლო დაწესებულებებში აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა.

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სკოლამდელი განათლება

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

04 01 02

ქვეპროგრამის დასახელება:

სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა რეაბილიტაცია

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

133327

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

133327

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №2685 განკარგულებით სოფელ ჯორჯიაშვილში მდებარე საბავშო ბაღის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებული თანხიდან დარჩენილი ეკონომია შეადგენს 29442 ლარს

საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 11 მარტის №519 განკარგულების საფუძველზე

სოფელ ორბეთის საბავშვო ბაღის აღჭურვის მიზნით გამოყოფილია 103 885 ლარი

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

04 02 01

ქვეპროგრამის დასახელება

სკოლების რეაბილიტაცია

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

1310800

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

1310800

მ.შ. კაპიტალური პროექტები

1310800

მიზანი და აღწერა

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9 ივლისის №1098 განკარგულების შესაბამისად გათვალისწინებული 280,0 ათასი ლარიდან 2025 წელს ათვისებული იქნა 39625,77 ლარი, 2026 წელს გათვალისწინებულია 240374,23 ლარი, საიდანაც დაფინანსდება შემდეგი პრიექტები:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე საჯარო სკოლის შენობის და სოფელ სამღერეთში მდებარე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იქნეს 166460 ლარი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის სისტემის (საქვაბის) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გათვალისწინებული იქნეს 3978,0 ლარი. (ფაქტიური ხარჯი 34216 ლარი, 2025 წელს გადარიცხულია 30237,57)

სხვადასხვა სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იქნეს 69936 ლარი.

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 სექტემბრის №1604 განკარგულების საფუძველზე გათვალისწინებული იქნეს 6,0 ათასი ლარი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორში მდებარე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვაზე 2,1 ათასი ლარი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე საჯარო სკოლის საპირფარეშოების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შეყიდვაზე 3,9 ათასი ლარი

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №2260 განკარგულების საფუძველზე გათვალისწინებული 48986 ლარით დაფინანსდეს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა პატრონობის სისტემის განვითარება.

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 სექტემბრის №1604-1 და 2025 წლის 29 დეკემბრის №2260-2 განკარგულების საფუძველზე გათვალისწინებული 335578 ლარით დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორში მდებარე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშოები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე საჯარო სკოლის საპირფარეშოების სარეაბილიტაციო სამუშაოები

დაბა მანგლისში მდებარე საჯარო სკოლის შენობის სახურავის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები

სოფ.დიდი თონეთში მდებარე საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვა.

სოფელ სამღერეთში მდებარე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის იატაკის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გმოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 მაისის №994 განკარგულების საფუძველზე გათვალისწინებული 679849 დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:

დაბა მანგლისში მდებარე საჯარო სკოლის შენობის სახურავის რეაბილიტაცია

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთის საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის შედგენა.

სოფელ სამღერეთში მდებარე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის იატაკის სარეაბილიტაციო სამუშაოები

დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები

მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)

მეტი რეაბირიტირებული სკოლება

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

04 02 02

ქვეპროგრამის დასახელება:

მოსწავლეთა ტრანსპორტირება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

936664

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

936664

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების ხელშეწყობის საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 იანვრის №146 განკარგულების (2025 წლის 30ივლისის №302 მთ განკარგულელების) საფუძველზე დაფინანსდეს 2025 წლის დეკემბრის თვეში საჯარო სკოლის მოსწავლეეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მომსახურება 86348 ლარით

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების ხელშეწყობის საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №2260-1 განკარგულებით საჯარო სკოლის მოსწავლეეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი იქნეს 850316 ლა