საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№187
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №187

2026 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ნ1“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების თანდართული წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგელა გელაძე



დანართი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესსა და პროცედურებს.
მუხლი 2
ამ ბრძანების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბადრაგირების სამსახური − მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეული − ბადრაგირების სამსახური;

ბ) იზოლატორი − სამსახურის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი;

გ) უშუალო ხელმძღვანელი − ბადრაგირების სამსახურის უფროსი, ან/და მისი მოადგილე/მოადგილეები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ საბადრაგო ჯგუფის შემადგენლობა, შეიარაღება, ბადრაგირების ვადები და ბადრაგირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

დ) საბადრაგო ჯგუფი − ბადრაგირების სამსახურის ორი ან მეტი უფლებამოსილი მოსამსახურისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელის მიერ განისაზღვრება ჯგუფის უფროსად;

ე) ცვლის უფროსი − ამ წესის მე-20 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი.

ვ) დაკავებული − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავისუფლებაშეზღუდული პირი;

ზ) პატიმრობაშეფარდებული − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე პატიმრობაშეფარდებული პირი;

თ) სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი – იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, აგრეთვე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან;

ი) ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება − „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება;

კ) პირადი დათვალიერება − ღონისძიება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ბადრაგირებისას ბადრაგირებას დაქვემდებარებული პირის მიმართ, საბადრაგო ჯგუფის იმავე სქესის წევრის მიერ, განცალკევებულ ადგილას და სხვათა თვალთახედვის არედან მოშორებით. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს მხოლოდ იმავე სქესის პირი. პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერება; შესამოწმებელი პირი ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითებით გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილი. პირადი დათვალიერებისას დაუშვებელია პირის სრული გაშიშვლება. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.

მუხლი 3
ბადრაგირების განხორციელებისას აკრძალულია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
მუხლი 4
1. დაკავებულის იზოლატორამდე მოყვანა, როგორც წესი, ხორციელდება სამსახურის დაკავებაზე უფლებამოსილი დანაყოფის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

2. სამსახურის დაკავებაზე უფლებამოსილი დანაყოფის მიერ დაკავებულის ბადრაგირება, იზოლატორში მოთავსების მიზნით, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული დანაყოფის წინასწარი წერილობითი მომართვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის ზეპირი დავალების საფუძველზე ბადრაგირების სამსახურის მიერ, ამ წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომეტებული საფრთხის არსებობისას, სამსახურის დაკავებაზე უფლებამოსილი დანაყოფის წინასწარი წერილობითი მოთხოვნის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის ზეპირი დავალების საფუძველზე, დასაშვებია სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჩართულობა.

4. უცხოელის იზოლატორში მოთავსება და მისი ბადრაგირება ხორციელდება ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 5
1. საბადრაგო ჯგუფის შემადგენლობა უნდა ატარებდეს დადგენილი ფორმის ტანსაცმელს და კანონმდებლობით დადგენილი წესით აღჭურვილი უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღითა და სპეციალური საშუალებებით.

2. ბადრაგირება საბადრაგო ჯგუფის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ქვეითი წესით ან სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით.

3. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შეუძლებლობის ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავარი სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, ბადრაგირება შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურის სხვა სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ან ამ წესის VI თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებით პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას.

მუხლი 6
1. ბადრაგირება ხორციელდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით იზოლატორიდან გაყვანისას;

ბ) სამედიცინო მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას;

გ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაზე გაყვანისას/გადაყვანისას;

დ) სასამართლოში წარდგენის მიზნით იზოლატორიდან გაყვანისას;

ე) სხვა იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას;

ვ) იზოლატორში მოთავსების მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; 

ზ) იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბადრაგირების განხორციელებისას ივსება დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების ფურცელი (დანართი №1).

მუხლი 7
ორსულ ქალთა, არასრულწლოვანთა, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ბადრაგირებისას მხედველობაში მიიღება მათი საჭიროებები.

თავი II
დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება

მუხლი 8
დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება ხორციელდება შეიარაღებული საბადრაგო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობა და რაოდენობა, შესასრულებელი ამოცანის ხასიათიდან გამომდინარე, განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ.
მუხლი 9
1. ბადრაგირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ხორციელდება გეგმური მარშრუტის შესაბამისად, რომელსაც ბადრაგირების სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მთავარი სამმართველოს უფროსი.

2. ბადრაგირების გეგმური მარშრუტები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:

ა) გაყვანა/გადაყვანისას ამოცანათა შესრულება რეისების მინიმალური რაოდენობით;

ბ) ბადრაგირების უზრუნველყოფა უმოკლესი მიმართულებით უსაფრთხოების გათვალისწინებით;

გ) ძალებისა და საშუალებების ეკონომიური გამოყენება.

3. ბადრაგირების განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ავტომაგისტრალებს, საავტომობილო და საქალაქთაშორისო გზებს, აგრეთვე საქალაქო და ადგილობრივ გზებს.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსალოდნელი რისკფაქტორების გათვალისწინებით, ბადრაგირების მარშრუტი განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის სიტყვიერი მითითების შესაბამისად, მთავარი სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით.

5. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბადრაგირებისას მარშრუტის შეცვლა შესაძლებელია მოხდეს საბადრაგო ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებით, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობისას მას აღნიშნულის შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე.

6. ბადრაგირების დროს მომხდარი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის შესახებ საბადრაგო ჯგუფი დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს.

მუხლი 10
ბადრაგირებისას განცალკევებით თავსდებიან შემდეგი კატეგორიის დაკავებულები/პატიმრობაშეფარდებულები:

ა) ქალები;

ბ) არასრულწლოვნები;

გ) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

დ) არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები;

ე) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირები;

ვ) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაშეფარდებული პირები.

მუხლი 11
1. ბადრაგირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბადრაგო ჯგუფის წევრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია განახორციელოს ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება, პირადი დათვალიერება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში, საბადრაგო ჯგუფის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი ილუქება, დგება სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის ოქმი (დანართი №2), რომელიც დასტურდება საბადრაგო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით და ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პროკურატურას.

3. ბადრაგირებისას შესაძლებელია საბადრაგო ჯგუფს თან ახლდეს სამედიცინო პერსონალი.

მუხლი 12
1. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სატრანსპორტო საშუალებამდე მიყვანა ხორციელდება საბადრაგო ჯგუფის თანხლებით.

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსდება შემდეგი წესით:

ა) სატრანსპორტო საშუალება დგება შენობის გამომავალ კართან ან შენობასთან შეძლებისდაგვარად ახლოს;

ბ) ბადრაგირებისას სატრანსპორტო საშუალების კარი უნდა ჩაიკეტოს შიგნიდან და კარის მინები არ უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. კარი შიგნიდან არ უნდა იღებოდეს;

გ) ბადრაგირებისას, თუ შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების კარის შიგნიდან გაღება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის იმგვარად მოთავსება, რომ გამოირიცხოს მის მიერ კარის გაღება;

დ) დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი არ უნდა იჯდეს მძღოლის უკანა მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების უკანა სალონი იზოლირებულია წინა სალონისგან.

მუხლი 13
1. დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირებისას, საბადრაგო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, საბადრაგო ჯგუფის წევრებისა და ბადრაგირებას დაქვემდებარებული პირის უფლებების დაცვის მიზნით განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი ან/და ვიდეო-აუდიომონიტორინგი.

2. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, მუდმივად მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი, რა დროსაც დაკავებულისთვის/პატიმრობაშეფარდებულისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის განხორციელების თაობაზე.

3. საბადრაგო ჯგუფის არანაკლებ ერთი წევრი, როგორც წესი, აღჭურვილია ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერით. საბადრაგო ჯგუფის წევრი ვალდებულია, ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პირს აცნობოს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო − აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე.

4. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის შედეგად მოპოვებული მასალა და სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი დანაყოფის სერვერზე. სერვერზე ინფორმაციის განთავსება ხდება სამხრე ვიდეოკამერაზე პასუხისმგებელი საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ.

5. ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული მასალა ინახება არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მისი დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 14
1. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის ქვეითი წესით ბადრაგირებისას ხელბორკილების გამოყენება სავალდებულოა.

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, მისი ან/და სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელბორკილები.

3. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირების ბადრაგირება შესაძლებელია განხორციელდეს ხელბორკილების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფმა უნდა მიიღოს განსაკუთრებული დაცვის ღონისძიებები ბადრაგირების უსაფრთხოებისთვის.

მუხლი 15
1. მარშრუტზე მოძრაობის დროს საბადრაგო ჯგუფის უფროსი ხელმძღვანელობს გადაადგილებას მარშრუტის შესაბამისად.

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

3. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო, სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი.

მუხლი 16
1. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას შესაძლებელია მოხდეს გაჩერება ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. გაჩერების პუნქტად გამოიყენება მარშრუტზე მდებარე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და რეგიონალური დანაყოფის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც წინასწარ გათვალისწინებულია უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

2. საბადრაგო ჯგუფი, ნებისმიერ გაჩერებამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე, გაჩერების შესახებ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს.

3. გაუთვალისწინებელი გაჩერების ყოველი შემთხვევის შესახებ საბადრაგო ჯგუფი პირველივე შესაძლებლობისთანავე მოახსენებს უშუალო ხელმძღვანელს.

მუხლი 17
1. საბადრაგო ჯგუფის წევრები, ბადრაგირებისას თავდასხმის, თავდასხმის მცდელობის, გაქცევის ან გაქცევის მცდელობისას, აგრეთვე სხვა ისეთი ქმედებისას, რომელიც საფრთხეს უქმნის დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, მოქმედებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული იძულების ღონისძიებების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია საფრთხის თავიდან აცილება.

3. საბადრაგო ჯგუფის წევრი, ბადრაგირებისას თავდასხმის, თავდასხმის მცდელობის, გაქცევის ან გაქცევის მცდელობის, აგრეთვე სხვა ისეთი ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს; უშუალო ხელმძღვანელი კი − დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის დამკავებელ შესაბამის დანაყოფს, საქართველოს პროკურატურას და სამსახურის გენერალურ ინსპექციას.

მუხლი 18
1. ბადრაგირების განხორციელების დროს გაქცევად ითვლება დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის მიერ საბადრაგო ჯგუფის წევრების მხრიდან მისთვის დაწესებული დაცვის ხაზის თვითნებურად გადაკვეთა.

2. დაცვის ხაზად ჩაითვლება:

ა) სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებებით ბადრაგირებისას – სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სადგომისა და სათავსოს კედლები, იატაკი, ჭერი (სახურავი);

ბ) ქვეითი წესით ბადრაგირებისას – პირობითი ხაზი, რომელსაც განსაზღვრავს საბადრაგო ჯგუფი;

გ) იზოლატორის გარდა სხვა შენობაში განთავსების შემთხვევაში, ინდივიდუალურად განსაზღვრული ხაზი, რომელსაც შენობა-ნაგებობის გათვალისწინებით ადგენს საბადრაგო ჯგუფი.

3. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული დაცვის ხაზის საზღვრებისა და მათი დატოვებისას მოსალოდნელი შედეგის შესახებ.

მუხლი 19
1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბადრაგო ჯგუფი დაკავებულ/პატიმრობაშეფარდებულ პირს ათავსებს სპეციალურად აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებაში, საერთო სასამართლოების შენობაში არსებულ სპეციალურ საკანში (ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში)/საკანთან არსებულ დერეფანში ან სასამართლო დარბაზში არსებულ გადამღობ ბარიერში და უზრუნველყოფს მის უწყვეტ მეთვალყურეობას.

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ საკანში მოთავსებისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურ საკანში მოთავსებიდან სასამართლო სხდომის დარბაზამდე მიყვანას/გამოყვანას ახდენს თითოეულ დაკავებულზე/პატიმრობაშეფარდებულზე პასუხისმგებელი საბადრაგო ჯგუფი. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საბადრაგო ჯგუფი უზრუნველყოფს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უსაფრთხოებას.


თავი III
სამედიცინო დაწესებულებაში ბადრაგირება

მუხლი 20
1. დაკავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში ეწყობა დროებითი საგუშაგო, რომელიც შედგება საბადრაგო სამსახურის არანაკლებ 3 უფლებამოსილი მოსამსახურისგან, რომელთაგან ერთ-ერთი არის ცვლის უფროსი.

2. დროებითი საგუშაგოს შემადგენლობას, აგრეთვე დროებითი საგუშაგოს ცვლის უფროსს განსაზღვრავს უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო დროებითი საგუშაგოს მორიგეობისა და დასვენების გეგმას ადგენს ცვლის უფროსი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს შემადგენლობაში არსებული ბადრაგირების სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ დაკავებულის დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს ბადრაგირების სამსახურის დამატებითი მოსამსახურეებით. ამასთან, მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დამკავებელ დანაყოფთან შეთანხმებით, მოტივირებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჩართულობა.

4. დროებითი საგუშაგოს გადაბარების შემთხვევაში, დროებითი საგუშაგოს შემადგენლობაში არსებული ბადრაგირების სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ ხდება დროებითი საგუშაგოს შემოწმება/დათვალიერება.

5. დროებითი საგუშაგოს მოწყობის, აგრეთვე დროებითი საგუშაგოს გადაბარების შემთხვევაში, დროებითი საგუშაგოს ცვლის უფროსის მიერ ივსება საგუშაგო უწყისი (დანართი №3).

მუხლი 21
1. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ დაკავებულს შეიძლება მიეცეს უფლება:

ა) ამანათის სახით მიიღოს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის №129 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის №1 დანართით განსაზღვრული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები და სხვა ნივთები, რის შესახებაც ივსება სამედიცინო დაწესებულებაში დაკავებულისთვის ამანათის გადაცემის უწყისი (დანართი №4);

ბ) ისარგებლოს ადვოკატთან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებთან შეხვედრის უფლებით. აღნიშნულ პირებს დაკავებულთან ვიზიტამდე უტარდებათ ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, უშუალო ხელმძღვანელის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს დაკავებულისთვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებთან შეხვედრის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში ხდება გამოძიების მწარმოებელი/დამკავებელი დანაყოფის ინფორმირება.

3. ადვოკატი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ დაკავებულთან შესახვედრად დაიშვება მკურნალი ექიმის თანხმობის, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკავებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის წარდგენის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეხვედრა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს საბადრაგო ჯგუფის წარმომადგენლის ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ, ხმის მოსმენის გარეშე.


თავი IV
საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებები

მუხლი 22
საბადრაგო ჯგუფის წევრი ვალდებულია:

ა) არ დატოვოს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული, რომლის გაყვანა/გადაყვანა ან დაცვა ევალება;

ბ) დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსების წინ შეამოწმოს კავშირის, კარის, საკეტების და განათების საშუალებების გამართულობა, დარწმუნდეს განთავსების ადგილზე უცხო საგნების არარსებობაში;

გ) დააკვირდეს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის ქცევას, არ მისცეს მას ნება იხმაუროს, იყოს კარის გისოსებთან, დაფაროს განთავსების შიდა ნაწილი;

დ) ჩასხდომის წინ დაათვალიეროს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი და მისი განთავსების ადგილი;

ე) შეაფასოს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ მოსალოდნელი გაქცევის რისკები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

ვ) პერიოდულად, სამსახურებრივი ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს არსებული ვითარების შესახებ.

მუხლი 23
საბადრაგო ჯგუფის წევრებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვთ, ისარგებლონ პირად საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონით მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე.
მუხლი 24
დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას, აგრეთვე გაჩერების დროს, ბადრაგი იმყოფება სატრანსპორტო საშუალების გარეთ, უკანა მარჯვენა მხარეს და უზრუნველყოფს საიმედო დაცვას, რათა არ დაუშვას უცხო პირთა შეგროვება და მოძრაობა სატრანსპორტო საშუალების უშუალო სიახლოვეს.
მუხლი 25
ბადრაგირებისას საბადრაგო ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის იზოლაცია მესამე პირებისგან. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის, საბადრაგო ჯგუფის წევრებისა და სატრანსპორტო საშუალების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფის წევრი ვალდებულია უშუალო ხელმძღვანელს მოსთხოვოს დამატებითი ძალების გამოყოფა.
მუხლი 26
დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა საპირფარეშოში გაყვანა ხდება მათი თხოვნით, მხოლოდ სათითაოდ. საპირფარეშოში დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის გაყვანის წინ მოწმდება საპირფარეშო და დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს განემარტება გაყვანის წესი. საპირფარეშოსაკენ მსვლელობისას და უკან დაბრუნებისას წინ მიდის საბადრაგო ჯგუფის წევრი, ხოლო შემდეგ დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული, უკან – საბადრაგო ჯგუფის სხვა წევრი.

თავი V
ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებები და ვალდებულებები

მუხლი 27
ბადრაგირებისას დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) სასამართლო პროცესისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წყალი, ქარხნული წესით დალუქული, ერთდროულად არაუმეტეს 1 ლიტრისა, შუშის ქილის გარეშე;

გ) საკვები, მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების სამსახურის სამედიცინო მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე;

დ) სხვა იზოლატორში გადაყვანისას იზოლატორში ნებადართული ნივთები.

მუხლი 28
ბადრაგირებისას დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული ვალდებულია:

ა) არ გადაყაროს ნივთები;

ბ) არ დააზიანოს სატრანსპორტო საშუალება და მისი აღჭურვილობა;

გ) არ გააკეთოს წარწერები სატრანსპორტო საშუალებაზე;

დ) დაიცვას სისუფთავე სატრანსპორტო საშუალებაში;

ე) არ იხმაუროს და არ ეკონტაქტოს სხვა დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს;

ვ) შეასრულოს საბადრაგო ჯგუფის კანონიერი მოთხოვნები;

ზ) არ გადასცეს ნივთები სხვა პირებს;

თ) არ გაიხადოს ტანსაცმელი;

ი) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

მუხლი 29
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგირებისას, პატიმრობაშეფარდებული პირის ის პირადი ნივთები, რომლებიც არ მიიღო პენიტენციურმა დაწესებულებამ, 30 კალენდარული დღის ვადით ინახება მთავარ სამმართველოში. აღნიშნულის შესახებ ტელეფონის საშუალებით ეცნობება პატიმრობაშეფარდებული პირის ახლო ნათესავს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს და დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №5).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ იმავე პუნქტით გათვალისწინებული პირადი ნივთების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში აღნიშნული ნივთები ექვემდებარება განადგურებას, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №6).

მუხლი 30
1. საბადრაგო ჯგუფის უფროსი ბადრაგირების დაწყებამდე დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს აცნობს ამ წესის 27-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებებსა და ვალდებულებებს.

2. დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირების დადგენილი წესის დარღვევისას საბადრაგო ჯგუფის წევრები ვალდებულები არიან შეადგინონ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირებისას ჩადენილი დარღვევის ოქმი (დანართი №7), რომელიც დასტურდება საბადრაგო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით.


თავი VI
გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედების წესი

მუხლი 31
1. ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფი ფაქტის შესახებ ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. საბადრაგო ჯგუფის წევრები მოქმედებენ შესაბამისი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მითითებების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დროულად გამოცხადება, უშუალო ხელმძღვანელი ინფორმაციას აცნობებს მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების სამსახურს. საბადრაგო ჯგუფი, მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უშუალო ხელმძღვანელი პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობებს დამკავებელ დანაყოფს.

მუხლი 32
1. ბადრაგირების დროს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს. საბადრაგო ჯგუფი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელი − სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის შესახებ აგრეთვე ეცნობება მთავარ სამმართველოს, სამსახურის გენერალურ ინსპექციას და საქართველოს პროკურატურას.

მუხლი 33
1. საგანგებო, საომარი მდგომარეობისას ან/და გაუთვალისწინებელი შემთხვევისას (გაქცევა, თავდასხმა, მძევლების აყვანა, სტიქიური უბედურება, ხანძარი, უბედური შემთხვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა, სატრანსპორტო საშუალების დაზიანება და ა.შ.) საბადრაგო ჯგუფი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს უშუალო ხელმძღვანელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელი, შემდგომი მოქმედების განსაზღვრის მიზნით, ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და მიღებულ რეკომენდაციებს გადასცემს საბადრაგო ჯგუფს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-თან დაკავშირება, უშუალო ხელმძღვანელი საბადრაგო ჯგუფს შემდგომ მოქმედებასთან დაკავშირებით მითითებას აძლევს დამოუკიდებლად, არსებული ვითარებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.



📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №1

დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების ფურცელი

„______“ ___________________ 20___ წ. _____________

(რიცხვი, თვე, წელი) (ადგილი)

_______________________________________________________________________ _________საათი

(ადგილი, საიდანაც ხდება დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის გადაყვანა)

მიმართულება 1

_______________________________________________________________________ _________საათი

(ადგილი/დაწესებულება, სადაც ხდება დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის გადაყვანა)

მიმართულება 2

________________________________________________________________________ _________საათი

(ადგილი/დაწესებულება, სადაც ხდება დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის გადაყვანა)

ჯგუფის შემადგენლობა: 1. _____________________________

2. _____________________________________

3. _____________________________________

4. _____________________________________

სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ____________________

№ დაკავებული პირის სახელი და გვარი შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8

____________________________________________________________ ______________________

(პასუხისმგებელი პირის (საბადრაგო ჯგუფის უფროსის) სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

____________________________________________________________ ______________________

(გადაყვანის ადგილზე მიმღები პასუხისმგებელი (ხელმოწერა)

პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

ბ.ა.


დანართი №2

სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის ოქმი

„______“ ___________________ 20___ წ. _____________

(რიცხვი, თვე, წელი) (ადგილი)

_______ საათი და _______ წუთი

(ოქმის შედგენის ზუსტი დრო)

___________________________________________________________________________________________________

(ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი)

შევადგინე აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ___________________________________________________

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

შენიშვნა: _________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ყოველივე ზემოაღნიშნულის სისწორეს ვადასტურებ ხელმოწერით:

_________________________________________________ _______________

(დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი) (ხელმოწერა)

_________________________________________________ _______________

(ოქმის შემდგენელი პირის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

_________________________________________________ _______________

(საბადრაგო ჯგუფის სხვა წევრის (ხელმოწერა)

თანამდებობა, სახელი, გვარი)

_________________________________________________ _______________

(საბადრაგო ჯგუფის სხვა წევრის (ხელმოწერა)

თანამდებობა, სახელი, გვარი)


დანართი №3

საგუშაგო უწყისი

სამედიცინო დაწესებულების დასახელება: ___________________________________________________

ცვლის უფროსი: ____________________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

დროებითი საგუშაგოს წევრი: ______________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

დროებითი საგუშაგოს წევრი: ______________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

დროებითი საგუშაგოს წევრი: ______________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

დაკავებული: ___________________________________

(სახელი, გვარი)

საგუშაგოს მიღება-ჩაბარება:

ჩავაბარე: _________________________________________________________________________________

(დრო, გუშაგთა ცვლის უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

ჩავიბარე: _________________________________________________________________________________

(დრო, გუშაგთა ცვლის უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

შენიშვნა:__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

________________________________________

(ცვლის უფროსის ხელმოწერა)

დანართი №4

სამედიცინო დაწესებულებაში დაკავებულისთვის ამანათის გადაცემის უწყისი

ამანათის მიღების თარიღი, დრო და ადგილი: ________________________________________________

(რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი, მისამართი)

დაკავებული: _________________________________

(სახელი და გვარი)

ამანათის წარმომდგენი პირი: _________________________________________________________

(სახელი, გვარი და პირადი ნომერი)

პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები და სხვა ნივთები:

1.  
2.  
3.  
4.  
5.  
6.  
7.  
8.  
9.  
10.  

გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის გადაცემისათვის, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:____________________________________

(ამანათის წარმომდგენი პირის ხელმოწერა)

ამანათი შევამოწმე: ____________________________________________________ _______________

(ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)

ამანათი ჩავიბარე: ______________________________________________________ ______________

(დაკავებულის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

დანართი №5

პატიმრობაშეფარდებული პირის იმ პირადი ნივთების შესახებ, რომლებიც არ მიიღო პენიტენციურმა დაწესებულებამ, ინფორმაციის ტელეფონის საშუალებით პატიმრობაშეფარდებული პირის ახლო ნათესავისთვის ან მის მიერ განსაზღვრული სხვა პირისთვის სატელეფონო შეტყობინების ოქმი

პატიმრობაშეფარდებული პირის

სახელი, გვარი

პატიმრობაშეფარდებული პირის ახლო ნათესავისთვის ან მის მიერ განსაზღვრული სხვა პირის სახელი, გვარი პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგირებისას პატიმრობაშეფარდებული პირის იმ პირადი ნივთების შესახებ, რომლებიც არ მიიღო პენიტენციურმა დაწესებულებამ ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც განხორციელდა სატელეფონო ზარი ტელეფონის ნომერი, რომელზეც განხორციელდა სატელეფონო ზარი

სატელეფონო საუბრის დაწყების თარიღი და დრო: ___________________________________________

(რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი)

სატელეფონო საუბრის დასრულების თარიღი და დრო: _______________________________________

(რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი)

_________________________________________________ _______________

(სატელეფონო შეტყობინების განმახორციელებელი

მთავარი სამმართველოს მოსამსახურის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

დანართი №6

პატიმრობაშეფარდებული პირის იმ პირადი ნივთების შესახებ, რომლებიც არ მიიღო პენიტენციურმა დაწესებულებამ, დადგენილ ვადაში დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში

აღნიშნული ნივთების განადგურების ოქმი

ნივთის დასახელება და რაოდენობა განადგურების ხერხი ნივთის განადგურების დრო და ადგილი ნივთის განადგურებაზე უფლებამოსილი პირი

ნივთის განადგურებაზე

უფლებამოსილი პირი __________________

(ხელმოწერა)

დანართი №7

დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირებისას ჩადენილი დარღვევის ოქმი

„______“ ___________________ 20___ წ. _____________

(რიცხვი, თვე, წელი) (ადგილი)

_______ საათი და _______ წუთი

(ოქმის შედგენის ზუსტი დრო)

__________________________________________________________________________________________

(ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი)

___________________________________________________________________________________________________

(დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის სახელი, გვარი)

___________________________________________________________________________________________________

(დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირებისას ჩადენილი დარღვევის ჩადენის ადგილი და დრო)

დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირებისას ჩადენილი დარღვევის არსი: _____

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

შენიშვნა: _________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ყოველივე ზემოაღნიშნულის სისწორეს ვადასტურებ ხელმოწერით:

_________________________________________________ _______________ (დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი) (ხელმოწერა)

_________________________________________________ _______________

(ოქმის შემდგენელი პირის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

_________________________________________________ _______________

(საბადრაგო ჯგუფის სხვა წევრის (ხელმოწერა)

თანამდებობა, სახელი, გვარი)

_________________________________________________ _______________

(საბადრაგო ჯგუფის სხვა წევრის (ხელმოწერა)

თანამდებობა, სახელი, გვარი)

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.08.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016234.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“, №187, 24.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016234 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984244/