„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №98

2026 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს  2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“:

ა) მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. ელექტრონული ტენდერის დარეზერვება

1. კანონის 103 მუხლითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს დარეზერვებული ელექტრონული ტენდერი.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია დარეზერვებულ ელექტრონულ ტენდერს ატარებს ამ წესის შესაბამისად, კანონის 103 მუხლითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი  თავისებურებების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მითითებას სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვებაზე, ალტერნატიულ შესყიდვაზე ან/და ერთობლივ შესყიდვაზე (არსებობის შემთხვევაში);“;

გ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).“;

დ) 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ საჭიროებს დაზუსტებას და, ამავე ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე;

ბ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვასა და წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე.“.

2. ბრძანების №3 დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 26 აგვისტოდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.


სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC ⬇

დანართი №3

კითხვარი, რომელსაც ელექტრონულად ავსებს შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მიზნით

|კითხვარი |სავალდებულო ველები |პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ |ტექსტური ველი |დოკუმენტის ასატვირთი|

| | |წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტი | |ველი |

|1. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია | | | | |

|1.1 მიუთითეთ შესყიდვის ობიექტის დასახელება |კი | |კი | |

|1.2 მიუთითეთ საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური|კი | |კი |კი |

|დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა | | | | |

|1.3 ატვირთეთ ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა |კი | | |კი |

|1.4 მიუთითეთ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს|კი | |კი | |

|შესრულების ვადა | | | | |

|1.5 მიუთითეთ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს|კი | |კი | |

|შესრულების ფორმა და ადგილი | | | | |

|1.6 მიუთითეთ შესასრულებელი სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა|კი | |კი | |

|1.7 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ? | |კი/არა | | |

|1.7.1 მიუთითეთ საგარანტიო ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნები |კი | |კი |კი |

|2. ტექნიკური მოთხოვნები | | | | |

|2.1 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო| |კი/არა | | |

|ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და | | | | |

|მწარმოებლის შესახებ? | | | | |

|2.1.1 მიუთითეთ, თუ რა ინფორმაციამოითხოვება შესყიდვის |კი | |კი |კი |

|ობიექტისსასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის | | | | |

|წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით | | | | |

|2.2 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების | |კი/არა | | |

|შესახებ? | | | | |

|2.2.1 მიუთითეთ პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული |კი | |კი |კი |

|მოთხოვნები | | | | |

|2.3 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის | |კი/არა | | |

|მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ? | | | | |

|2.3.1 მიუთითეთ პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან |კი | |კი |კი |

|დაკავშირებული მოთხოვნები | | | | |

|2.4 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის | |კი/არა | | |

|გამოცდილების შესახებ? | | | | |

|2.4.1 მიუთითეთ პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან |კი | |კი |კი |

|დაკავშირებული მოთხოვნები | | | | |

|2.5 მოითხოვება თუ არა დეტალური ინფორმაცია საქონლის | |კი/არა | | |

|მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადების | | | | |

|შესახებ (გეგმა-გრაფიკი)? | | | | |

|2.5.1 მიუთითეთ საქონლის მიწოდების/მომსახურების |კი | |კი |კი |

|გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან (გეგმა-გრაფიკი) | | | | |

|დაკავშირებული მოთხოვნები | | | | |

|2.6 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის ფინანსური | |კი/არა | | |

|შესაძლებლობების შესახებ (გარდა სარეგისტრაციო/უფლებრივი | | | | |

|მონაცემებისა)? | | | | |

|2.6.1 მიუთითეთ პრეტენდენტის ფინანსურ შესაძლებლობებთან |კი | |კი |კი |

|დაკავშირებული მოთხოვნები | | | | |

|2.7 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია ლიცენზიასთან, | |კი/არა | | |

|აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და | | | | |

|სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებით? | | | | |

|2.7.1 მიუთითეთ ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, |კი | |კი |კი |

|ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული| | | | |

|მოთხოვნები | | | | |

|2.8 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ? | |კი/არა | | |

|2.8.1 მიუთითეთ ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები |კი | |კი |კი |

|2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები | | |კი |კი |

|3. ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა | | | | |

|3.1 მოითხოვება თუ არა ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის | |კი/არა | | |

|წარმოდგენა? | | | | |

|3.1.1 მიუთითეთ ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნასთან |კი | |კი | |

|დაკავშირებული მოთხოვნები | | | | |

|3.1.2 მიუთითეთ ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის|კი | |კი | |

|ვადა | | | | |

|3.1.3 მიუთითეთ ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის|კი | |კი | |

|ადგილი | | | | |

|4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობისდამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი | | | | |

|4.1 მოითხოვება თუ არა სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით | |კი/არა | | |

|საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში | | | | |

|ფასწარმოქმნის ადეკვატურობა? | | | | |

|4.1.1 მიუთითეთ კონკრეტულად, თუ რა დოკუმენტ(ებ)ით უნდა |კი | |კი | |

|დაასაბუთოს პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა | | | | |

|4.1.2 მიუთითეთ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი |კი | |კი | |

|დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა | | | | |

|4.1.3 მიუთითეთ კონკრეტულად, თუ რის საფუძველზე არ იქნა |კი | |კი | |

|გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის | | | | |

|ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება | | | | |

|5. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი | | | | |

|დოკუმენტ(ებ)ი | | | | |

|5.1 მოითხოვება თუ არა პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი | |კი/არა | | |

|მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი? | | | | |

|5.1.1 მიუთითეთ, თუ რამ განაპირობა სარეგისტრაციო/უფლებრივი |კი | |კი | |

|მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა | | | | |

|5.1.2 მიუთითეთ იურიდიული პირისთვის წაყენებული მოთხოვნები |კი | |კი | |

|5.1.3 მიუთითეთ ინდივიდუალური მეწარმისთვის წაყენებული |კი | |კი | |

|მოთხოვნები | | | | |

|5.1.4 მიუთითეთ ფიზიკური პირისთვის წაყენებული მოთხოვნები |კი | |კი | |

|5.1.5 მიუთითეთ ამხანაგობისთვის წაყენებული მოთხოვნები |კი | |კი | |

|5.1.6 მიუთითეთ არარეზიდენტი პირისთვის წაყენებული მოთხოვნები |კი | |კი | |

|5.1.7 მიუთითეთ წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის წაყენებული |კი | |კი | |

|მოთხოვნები | | | | |

|6. ხელშეკრულების შესრულებისუზრუნველყოფის გარანტია | | | | |

|6.1 მიუთითეთ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის|კი | | | |

|ოდენობა | | | | |

|6.2 მიუთითეთ სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის|კი | | | |

|20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა | | | | |

|6.3 მიუთითეთ გარანტიის მოქმედების ვადა |კი | |კი | |

|6.4 მიუთითეთ გარანტიის პირობები |კი | |კი | |

|6.5 მოითხოვება თუ არა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის | |კი/არა | | |

|გარანტია? | | | | |

|6.5.1 მიუთითეთ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა|კი | |კი | |

|გარანტიის მოთხოვნა | | | | |

|6.5.2 მიუთითეთ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის |კი | | | |

|გარანტიის ოდენობა | | | | |

|6.5.3 მიუთითეთ სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო |კი | | | |

|ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა | | | | |

|6.5.4 მიუთითეთ გარანტიის მოქმედების ვადა |კი | |კი | |

|6.5.5 მიუთითეთ გარანტიის პირობები |კი | |კი | |

|7. ანგარიშსწორების პირობები | | | | |

|7.1 გამოიყენება თუ არა წინასწარი ანგარიშსწორება? | |კი/არა | | |

|7.1.1 მიუთითეთ წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და |კი | |კი | |

|პირობები | | | | |

|7.2 მიუთითეთ ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების |კი | |კი | |

|განხორციელების პირობები | | | | |

|7.3 მიუთითეთ ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების |კი | |კი | |

|განხორციელების ვადები | | | | |

|8. ხელშეკრულების პროექტი | | | | |

|8.1 ატვირთეთ ხელშეკრულების პროექტი |კი | | |კი |

|9. საკონტაქტო პირის შესახებინფორმაცია | | | | |

|9.1 მიუთითეთ სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის |კი | |კი | |

|ვინაობა და მონაცემები | | | | |

|10. დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები | | | | |

|10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები | | |კი |კი |

|11. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო | | | | |

|კომისიის სხდომის ოქმი | | | | |

|11.1 ატვირთეთ სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ |კი | | |კი |

|სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი | | | | |

|12. დარეზერვების პირობები | | | | |

|12.1. მიუთითეთ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების |კი | |კი |კი |

|თაობაზე | | | | |

|12.2. მიუთითეთ იმ ეკონომიკურ ოპერატორთა წრე, რომელთათვისაც |კი | | | |

|შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება | | | | |

შენიშვნა:

1. კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად, სისტემა ავტომატურად ხსნის კითხვარის შესაბამის ველს.

2. სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.

3. პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს.

4. სატენდერო დოკუმენტაციის მე-12 პუნქტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო განცხადება შეიცავს მითითებას სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვებაზე.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.08.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №98. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.57.069.016246.
სად არის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №98, 24.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016246 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984266/