„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №100 |
|
2026 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.07.2016, 010240060.57.069.016092) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ: ა) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ საჭიროებს დაზუსტებას და, ამავე ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე; ბ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვასა და წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.08.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №100. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.57.069.016248.
- სად არის „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №100, 24.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984287/