„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№112/ნ
სარეგისტრაციო კოდი
270090000.22.022.018891
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №112/ნ

2026  წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2024; სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.018526) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ასწავლის იმ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი;“.

2. 22-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა და ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2026-2027 სასწავლო წლიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი.

2. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის) ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, ამასთან, ასწავლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს, შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი რუსულში, როგორც უცხო ენაში და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის რუსულს, როგორც მშობლიურ ენას, შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.08.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №112/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 270090000.22.022.018891.
სად არის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №112/ნ, 24.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.018891 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984389/