„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18876
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016813
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №18876

2026 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანების:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების შეკვეთა და დამზადებული პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების, როგორც მატერიალური ფასეულობის მიღება და სათანადოდ დაცულ ადგილზე შენახვა, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სიით გათვალისწინებულ პასუხისმგებელ პირებზე მათი გაცემა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდებისა და შტამპების დამზადებას და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემას უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თარიღის შტამპების დამზადებას და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტებისათვის მათ გადაცემას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდები და შტამპები

1. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდებისა და შტამპების ფორმა განისაზღვროს №9 დანართის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდებისა და შტამპების შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს თანამშრომლები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდებისა და შტამპების (სულ 23 ბეჭედი და 5 შტამპი) შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი განახორციელონ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს შემდეგმა თანამშრომლებმა:

ა) საარქივო სამმართველოს სახელით დასამოწმებელ ბეჭდებზე თარიღით ფაქსიმილიის გარეშე (სულ 1) – ქეთევან რამიშვილი;

ბ) საქმისწარმოების განსახორციელებლად მრგვალ ბეჭედზე (სულ 1) – მერიკო ედიშერაშვილი;

გ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიით (სულ 7) – სვეტლანა კუხალაშვილი, ანა ფარცვანია, ხათუნა ენდელაძე, მარინე ალადაშვილი, რუსუდან კაჭკაჭიშვილი, ქეთევან ჩაგანავა, ცისანა ნადირაძე;

დ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიის გარეშე (სულ 14) – დიანა ვერძაძე, მაია ჩიკაშუა, ნატალია მაისურაძე, მაია ღამბაშიძე, იამზე ჭარხალაშვილი, ლაშა როხვაძე, ნინო ქანთარია, თელი გულორდავა, თამარ კონჯარია, ნინო მთიულიშვილი, ხათუნა გრიგოლაია, გრიგოლ გოროზია, გულიკო ციხისელი, რუსუდან გობრონიძე;

ე) მუდმივად შესანახ დოკუმენტებზე დასასმელ შტამპებზე წარწერით „მუდმივად შესანახი დოკუმენტი – დასკანერებულია“ (სულ 5) – რუსუდან გობრონიძე, ლამარა ბადუაშვილი, ნანა რობაქიძე, ირინა ჩოხელი, გურანდა შენგელია.“;

2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №2 დანართის („სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესი“):

ა.ა) მე-2 მუხლის:

ა.ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი, სათანადო გასავლის ზედდებულის შედგენით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, უფლებამოსილ პირებზე გასცემს: საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით შტამპებს, ხოლო ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე – პირადნომრიან ბეჭედს.“;

ა.ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს საჭიროებისამებრ, მოთხოვნის შემთხვევაში (პირადნომრიანი ბეჭდის დაკარგვა, უკვე დანიშნული ან სამსახურიდან გადაყვანილი პირადნომრიანი ბეჭდის არმქონე თანამშრომელი), საგადასახადო/საბაჟო ორგანოს თანამშრომელზე გასცემს პირადნომრიან ბეჭედს შესაბამისი მინდობილობის და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სათანადო გასავლის ზედდებულის შედგენით.“;

ა.ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების გამოვლენისას საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამსახურის ეკონომიკურ და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტებს.“;

ა.გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირადნომრიანი ბეჭდის ან შტამპის დაკარგვის ყოველი შემთხვევა მისი მფლობელის მიერ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დაკარგვის ყოველ ფაქტზე ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.“;

ა.დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირადნომრიანი ბეჭდის განადგურებიდან ერთი კვირის ვადაში სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტმენტს წარუდგენს განადგურების შესახებ აქტს.“;

ა.ე) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო/საბაჟო ორგანო განადგურებიდან ერთი კვირის ვადაში სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს წარუდგენს განადგურების შესახებ აქტს.“;

ა.ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელზეც ირიცხება პირადნომრიანი ბეჭედი, საბოლოო ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭდის დაბრუნების შემდეგ.“;

ბ) №9 და №10 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


📎 დანართები (2)
დანართი N9.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი N10.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2026.
როდის იქნა მიღებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.08.2026. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №18876. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016813.
სად არის „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №18876, 20.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016813 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6984486/