„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №109 |
|
2026 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებას (www.matsne.gov.ge, 11/12/2019, 010320040.22.034.016924) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:
„მუხლი 12 1. 2026 წელს „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების 21 მუხლის საფუძველზე, ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით, სამინისტროს სისტემაში ჩატარდეს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩატარებული კონკურსის ფარგლებში, არ გამოიყენება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 და მე-7 პუნქტებით, აგრეთვე, 82 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ორგანიზებას უწევს დროებითი ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის უფლებამოსილება და შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. დროებითი ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პირის სტაჟირების კანდიდატად შერჩევის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №109. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.034.017765.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №109, 25.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.017765 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6985656/