„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №208/04 |
|
2026 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის 231 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა გარემოების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია: ა) 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაცია; ბ) თუ ტექნიკური ან საგადახდო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შეჩერება შეუძლებელია, 48 საათით უარი განაცხადოს შესაბამისი საგადახდო დავალების შესრულებაზე; გ) პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუკავშირდეს მომხმარებელს და მასთან კომუნიკაციისას დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ დანართ №13-ით განსაზღვრული მოთხოვნები; დ) შეჩერებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მომხმარებლისგან დამატებითი, ცალსახა თანხმობის მიღებისა და 48-საათიანი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ შეასრულოს შესაბამისი საგადახდო დავალება, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადახდო დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მისცეს მას შესაძლებლობა ხელახლა დააინიციროს აღნიშნული ელექტრონული გადახდის ოპერაცია; ე) შეჩერებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მომხმარებლისგან უარის მიღების ან ელექტრონული გადახდის ოპერაციის შეჩერების პერიოდში მომხმარებელთან დაკავშირების/კომუნიკაციის შეუძლებლობის შემთხვევაში არ შეასრულოს შესაბამისი საგადახდო დავალება. ამასთან, მომხმარებელი არ არის შეზღუდული ხელახლა დააინიციროს აღნიშნული ელექტრონული გადახდის ოპერაცია.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საბარათე ინსტრუმენტით ფიზიკური პოსტერმინალის საშუალებით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე.“. |
| მუხლი 2 |
საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება საბარათე ოპერაციების შემთხვევაში უზრუნველყოს 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში − 2027 წლის 1 მაისიდან.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №208/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.017016.
- სად არის „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №208/04, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.017016 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6986040/