ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №91/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.136
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 22/03/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ 14.07.2006
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი „„ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ“"
დოკუმენტის ტექსტი
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 42.0pt 63.0pt 42.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.136
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №91/ნ
2007 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი არეგულირებს პაციენტის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვის, აღრიცხვიდან მოხსნისა და მათზე მეთვალყურეობის საკითხებს.
2. პაციენტის პირველად ფსიქიატრიულ გამოკვლევას, მკურნალობას და მასზე მეთვალყურეობას ახორციელებს შესაბამისი ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება.
მუხლი 2🔗. ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანა და მეთვალყურეობა
1. ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანა გულისხმობს პაციენტის ჩართვას მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესაბამისი სამკურნალო და/ან დინამიკური მეთვალყურეობის პროცესში.
2. ფსიქიატრიული ამბულატორიული დახმარება იწყება პაციენტის ვიზიტით ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან ასეთი დაწესებულების ფსიქიატრიული დარგის მუშაკის ვიზიტით პაციენტთან ბინაზე.
3. ვიზიტის შესახებ ჩანაწერი კეთდება შესაბამისი ფსიქიატრიული დარგის მუშაკის მიერ პაციენტის სამედიცინო ბარათში და მოიცავს პაციენტის მიმდინარე ფსიქიკური მდგომარეობის, გაწეული ფსიქიატრიული დახმარების აღწერას.
4. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების გატარების საფუძველს წარმოადგენს გამოსაკვლევი პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის თხოვნა, აგრეთვე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის კრიტერიუმების შესაბამისად) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. პაციენტის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანის საკითხს წყვეტს ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მომუშავე ექიმი ფსიქიატრი.
6. საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლებელია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მოწვევა.
7. სხვა სამედიცინო დაწესებულების დასკვნის არსებობისას (პირველადი ჯანდაცვა, ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულება), შეტყობინების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში, თუ პაციენტმა თავად არ მიმართა ამბოლატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, ამბულატორიული ფსიქიტრიული დაწესებულების ფსიქიატრიის დარგის 2 მუშაკი განახორციელებს ვიზიტს პაციენტის ბინაზე შესაბამისი ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების შეთავაზებით.
8. თუ პაციენტის მონახულება ვერ მოხერხდა ორჯერადი ვიზიტის შედეგად, პაციენტმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა უარი შეთავაზებულ ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დახმარებაზე (აღნიშნული ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში და ხელს აწერს ფსიქიატრიის დარგის 2 მუშაკი), და/ან არ მიმართა ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებას შეტყობინების მიღებიდან 6 თვის ვადაში, სამედიცინო დოკუმენტაციაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და გადაეცემა დაწესებულების არქივს.
9. პაციენტის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ ინფორმაციის გაცემა ხორციელდება კონფიდენციალობის გათვალისწინებით „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვიდან მოხსნა
1. პაციენტის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვიდან მოხსნა გულისხმობს პაციენტის მკურნალობისა და მასზე დინამიური მეთვალყურეობის შეწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწიებული შემთხვევისას პაციენტის მონაცემები ამოიღება ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე მყოფ პირთა სიიდან.
3. ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტის აღრიცხვიდან მოხსნის საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმ-ფსიქიატრი.
4. პაციენტის მკურნალობისა და მასზე დინამიკური მეთვალყურეობის შეწყვეტის ან აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) გამოჯანმრთელება;
ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) პაციენტის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მოთხოვნა;
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის არსებობისას აღრიცხვიდან მოხსნის საკითხს წყვეტს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია.
6. თუ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და ითხოვს აღრიცხვიდან მოხსნას, ექიმ- ფსიქიატრთა კომისია იღებს გადაწყვეტილებას 1 წლის განმავლობაში დატოვოს პაციენტი დინამიკურ მეთვალყურეობაზე, რაც გულისხმობს პაციენტთან ვიზიტს ან სატელეფონო გასაუბრებას არანაკლებ 6 თვეში ერთხელ შესაბამისი ფსიქიატრიული დახმარების შეთავაზებით.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში ვერ მოხერხდა პაციენტის დათანხმება ამბულატორიულ მკურნალობაზე, ექიმ-ფსიქიატრთა კომისია იღებს გადაწყვეტილებას აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ.
8. პაციენტის აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის მიზეზისა და საფუძვლის მითითებით.
9. აღრიცხვიდან მოხსნილი პაციენტის სამედიცინო ბარათი ინახება ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულების არქივში, დადგენილი წესით.
10. არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება იღებს შესაბამის ზომებს პაციენტის სტაციონარული მკურნალობისათვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებლად:
ა) გადაწყვეტილების შესახებ მკურნალი ექიმი აცნობებს პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია დახმარებისათვის მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
11. იძულებითი ამბულატორიული ფსიქიატრიული მკურნალობა რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.