„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.158.016705
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

 

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის  №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2026, 010260020.35.158.016696) დამტკიცებული  დანართი №1-ის მე-10 მუხლის  მე-2  პუნქტში შევიდეს ცვლილება და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, სამსახურის უფროსი:

ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;

ბ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში ბინების და სახლების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

გ) ამოწმებს მერიიდან მივლინებული სამსახურის თანამშრომლის და/ან მერიაში მოვლინებულ პირთა სამივლინებო ბარათებს;

დ) გასცემს ცნობებს სამსახურში დაცული საკადრო და სხვა სახის დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.158.016705.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №24, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016705 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6986667/