„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2026 წლის 27 აგვისტო ქ. ბოლნისი |
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება, უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი;
ღ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 1032 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამოავლინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771 და 825 მუხლებით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032, 1191, 1341, 1461, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522 და 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგ სამართალდარღვევებზე:“ “
3. მე-5 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 1032 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით;“.
4. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება, უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.158.016706.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №25, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016706 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6986700/