„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.158.016707
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026  წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 21/04/2026, 010250050.35.158.016689) და დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1.1.დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად.

1.2.  დამტკიცდეს ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა დანართი 2-ის შესაბამისად.

1.3.  დამტკიცდეს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი მონაცემების ცხრილი დანართი 3-ის შესაბამისად.

1.4. დამტკიცდეს ცხოველების იდენტიფიკაციის რეესტრი დანართი 4-ის შესაბამისად.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1 . დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 3. ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო

ცხოველთა  მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

2.2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-6 მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცხოველის რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №2-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.

11. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, დანართი №3-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.).

12.ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც, მასში ახალი მონაცემების შეყვანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში, დანართი №4-ის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail).“.

2.3.   დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.“.

2.4.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე  ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას/აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში – ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო კატის შემთხვევაში − „შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილების შესაბამისად. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია  ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

14.  თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების სავალდებულო იდენტიფიკაციას უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.“.

2.5.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავშესაფარში მოთავსებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წარადგენს დოკუმენტურ დამადასტურებელ საბუთებს თავშესაფარში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების სრულად ანაზღაურების შესახებ.

6. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების  საფუძველზე (СPV-98380000 ძაღლების თავშესაფრების მომსახურება)  დადგენილი ტარიფების მიხედვით.“.

2.6.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

10. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია, თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე
📎 დანართები (3)
danarti-2.docx ⬇

დანართი 2

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

№ 0000001

ცხოველი:

1. სახეობა ..................................................................

2. ჯიში .......................................................................

3. სქესი ......................................................................

4. ასაკი .......................................................................

5. გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................

.........................................................................................................................................

6. იდენტიფიკატორი .....................................................................................................

(მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) )

7. მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი .............................................................

ცხოველის პატრონი:

1. სახელი, გვარი .........................................................................

2. პირადი № .................................................................................

3. მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) .................................................................

................................................................................................................................................

4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

................................................................................................................................................

რეგისტრატორი:

1. სახელი, გვარი .........................................................................

2. დასახელება, ID № ............................................................

3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................

4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

(თარიღი)

ბეჭდის

ადგილი

ცხოველის პატრონი:

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................................................... 202 ... (თარიღი)

(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის № 0000001 მეორე მხარე ან დანართი)

danarti-3.docx ⬇

დანართი 3

უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი მონაცემები

№ სარეგის-ტრაციო მოწმობის № რეგის-ტრაციის თარიღი რეგისტრაციის სახე ცხოველი პატრონი/მიმკედლებელი ჩატარებული ოპერაცია, თარიღი
რეგის-ტრაცია რეგისტრაცია ცხოველზე პატრონო-ბის/მიკედ-ლების ფაქტის ლეგალი-ზაციის მიზნით ნაყარის მიღებისა და ნაყარის გასხვისე-ბის ფაქტის რეგისტრა-ცია სახე-ობა ჯიში სქესი ასაკი ექსტერი-ერის აღწერი-ლობა იდენტი-ფიკატორი (მიკროჩიპის/ ტრანსპონ-დერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) №) სახელი, გვარი პირადი № მისამართი (ფაქტო-ბრივი და რეგისტ-რაციის) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონისახლის, მობილური), ელფოსტა) სტერი-ლიზაცია კასტ-რაცია რეგისტრა-ტორი (სახელი, გვარი, ტელეფო-ნის №)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

მონაცემები შეავსო-გადააგზავნა:

............................................................ /სახელი, გვარი/

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                (შედგენის თარიღი)

შენიშვნა: ცხრილი დგება და მონაცემები ივსება Excel-ის პროგრამაში.

danarti-4.docx ⬇

დანართი 4

ცხოველების იდენტიფიკაციის რეესტრი

..............................................................................................................................................

(იდენტიფიკაციის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება და ID ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი)

№ იდენტიფი-კატორის № იდენტიფიკატორის სახე იდენტიფი-კატორის აღწერა (ფორმა, ფერი, წარწერა) იდენტიფი-კატორის დადების თარიღი ცხოველი პატრონი/მიმკედლებელი ჩატარებული ოპერაცია, თარიღი იდენტი-ფიკაცია ჩაატარა (სახელი, გვარი, ტელე-ფონის №)
მიკროჩიპი/ ტრანსპონ-დერი საყურე ნიშანი (საჭდე) სახეობა ჯიში სქესი ასაკი ექსტე-რიერის აღწერი-ლობა სახელი, გვარი პირადი № მისამართი (ფაქტობ-რივი და რეგისტრა-ციის) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელფოსტა) სტერი-ლიზაცია კასტრა-ცია
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18

მონაცემები შეავსო-გადააგზავნა:

............................................................ /სახელი, გვარი/

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                      (შედგენის თარიღი)

შენიშვნა: ცხრილი დგება და მონაცემები ივსება Excel-ის პროგრამაში.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.158.016707.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №26, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016707 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6986741/