„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.125.016595
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/12/2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016572) დამტკიცებულ დანართში:

1. დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, სოცილური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.“.

2.   დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.“.

3.   დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2. პროგრამით მოსარგებლემ საბიუჯეტო წლის იანვრისა და ივლისის თვეში ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“.

4.   დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროგრამით ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომლებსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის გადამოწმების შედეგად კომპანიების მიმართ სააბონენტო ბარათზე აქვთ დავალიანება ან/და კრედიტი არაუმეტეს 20 (ოცი) ლარისა.“.

5.   დანართის მე-3 მუხლის მე-7  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფულადი დახმარება განხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.“

6.   დანართის მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტის 3.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.3. სავალდებულოა ახალშობილი და ახალშობილის ორივე მშობელი (პირველი შვილის დაბადების შემთხვევაში, ახალშობილის დაბადებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში და მე-2, მე-3 და შემდეგი შვილის დაბადების შემთხვევაში, ახალშობილის დაბადებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) რეგისტრირებული იყვნენ და ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით.“.

7. დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე მეტია, თუმცა მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი კომისიის გადაწყვეტილებით (ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის საფუძველზე წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით) მათი ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისთვის.“.

8.   დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:“.

9.   დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფასო კვება განხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერის და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურის მიერ წარმოებული სიის მიხედვით.“.

10.  დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.1. მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის მინიჭების შემდგომ ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურში არსებულ მონაცემთა ბაზაში ჩასართავად დახმარების მთხოვნელმა საბიუჯეტო წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:“.

11. დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტის 5.2.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2.6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახური ადგენს განცხადებ(ებ)ის რეესტრს მომართვიანობის საფუძველზე, რეესტრში არსებული რიგითი ნომერი ემთხვევა ვაუჩერის ნომერს, რომელიც გადაეცემა ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ მოსარგებლეს.“.

12.  დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3. ბენეფიციარის მდგომარეობას ამოწმებს ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახური, სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების გამცემი კომისია.“.

13. დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემი კომისია“, ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურის შესაბამისი მოხელისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ერთობლივი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“.

14.  დანართის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიზოლდა ნემსაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.125.016595.
სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016595 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6986753/