„პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №111 –№1246 |
|
2026 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
„პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივი ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/10/2025, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.22.034.017630) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობის/რწმუნებულების მქონე ადვოკატის მეშვეობით − აგრეთვე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ანკეტირების ან/და გასაუბრების შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ან/და გასაუბრება ფიქსირდება ხმის ჩამწერ მოწყობილობაზე. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შეიტანოს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რის თაობაზეც, წინასწარ წერილობით ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.“. 2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის კოორდინაცია და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოსთვის (შემდგომ − საბჭო) შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენამდე პენიტენციური დაწესებულება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე მიმართავს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული დასკვნის მოსამზადებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად, პენიტენციური დაწესებულება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულის დემოგრაფიული მონაცემების (სახელი, გვარი და მამის სახელი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი), მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის, დაკისრებული სასჯელის სახისა და ვადის შესახებ, ასევე ინფორმაციას იმის თაობაზე, ფლობს თუ არა უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტს (მათი მოქმედების ვადის მითითებით) და უგზავნის აღნიშნული დოკუმენტების ასლებს (არსებობის შემთხვევაში). ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რათა ხელი არ შეეშალოს გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. 3. პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას გასცემს მიმართვის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 4. პენიტენციური კოდექსის 92-ე მუხლის 9¹ ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში საბჭოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვის დაწყებამდე პენიტენციური დაწესებულება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხოლო სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი შესაბამის დასკვნას გასცემს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. 5. საბჭო ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, გათავისუფლების თარიღს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ აცნობოს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №111. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.22.034.017767.
- სად არის „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №101–№1115 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №111, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 100030010.22.034.017767 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6987278/