,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№287
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.10.003.000.928
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 182, 24/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელე­ბისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშ­გების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხლი 275) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნ­ქტით დამტკიცებული ,,ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციე­ლებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსუ­ლობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშ­გების შესახებ“ ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქ­ციით.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ვ. გურგენიძე

 

 

ინსტრუქცია

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

კარი I

სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავ­რობები, სხვა პირები;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგა­რიშგება და ანგარიშსწორება;

გ) ფინანსური ოპერაცია – გადასახადის ან სხვა შემო­სუ­ლობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახ­სრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;

დ) სხვა შემოსულობები – შემოსულობები სოციალური შენა­ტანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინან­სური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;

ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუ­ჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­უ­ლების ბიუჯეტები.

თავი II

ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა

    მუხლი 2.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.

    მუხლი 3.

სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლე­ბამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.

თავი III

ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა

    მუხლი 4.

გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგა­დახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

    მუხლი 5.

სახელმწიფო ხაზინა:

ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;

ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ავტონომიური რესპუბლიკების ბიუ­ჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯე­ტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;

გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.

    მუხლი 6.

საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვით­მმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომ­ლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.

    მუხლი 7.

1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.

2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავა­ლების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.

3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუ­ჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს შემო­სავლების სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის ყოვე­ლი თვის 10 რიცხვამდე.

    მუხლი 8.

საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელქტრონული საგადახდო დავალებების საფუძ­ველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.

თავი IV

აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი

    მუხლი 9.

1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულო­ბათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.

2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგები­სათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.

3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.

4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.

5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებსა და რეგისტრთა სისტემას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

კარი II

ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება

თავი V

ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი

    მუხლი 10.

ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმე­ტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინ­სტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:

ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახ­დილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადა­სახადების სახეში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუ­ჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავ­ლებიდან საქარ­თველოს საგადასახადო და საბაჟო კანონ­მდებლობის შესაბამისად;

გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსუ­ლობების სახეში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხა­ზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯე­ტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 11.

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქარ­თველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესა­ბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადა­სახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეან­გარიშიდან უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასა­ხადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგა­რიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებ­ლობის თანახმად, უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსუ­ლობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.

4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებ­ლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამ­ხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემ­თხვევაში.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, რომ სახაზინო სამსახურის უფროსს დართოს ნება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტი­ლების მისაღებად.

6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუ­ნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსუ­ლობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველ­თვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადა­სახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.

თავი VI

გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები

    მუხლი 12.

1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუ­ნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგა­რიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუ­ნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგი­ონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადა­სახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე რეგიო­ნალური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) ან რეგიონალური საბაჟოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასა­ხადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;

გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში შემო­სავ­ლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგი­ლის მიხედვით შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადა­სახადო ინსპექციის) წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას აწარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ან რეგიონალური საბაჟო ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგე­ნილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნ­ქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.

    მუხლი 13.

1. ეს მუხლი განსაზღვრავს რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ მე-12 მუხლით გათვალის­წინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;

ბ) რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ადასტურებს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას“ ან ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დაკმაყოფილდა საქარ­თველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დარიცხულ დღგ-ი ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ი ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:

ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:

ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხ­ლით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) სულ გვიან ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთ თვეში, თუ ის წარმოიშვა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით და გადასახადის გადამხდელი საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილ იქნა ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის დღემდე 6 თვის ვადაში. ამასთან, გადამხდელის საგადასახადო შემო­წმება ხდება თანხის გაცემის შემდეგ;

გ) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა;

დ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ ის წარმოიშვა ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, და:

დ.ა) თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილ იქნა ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის დღემდე 6 თვის ვადაში, ან:

დ.ბ) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათ­ვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ი ს გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლა­რირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ი ს თანხისა.

6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალის­წინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახ­დილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იური­დიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

9. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ვალდებულია ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შესახებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითი­თებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კო­დექ­სით დადგენილი წესით.

10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ,,გადა­სახადის გადამხდელის მოთხოვნის“ უკან დაბრუნება უფლე­ბას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადა­წყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.

11. გადამხდელის საგადასახადო შემოწმება უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVI თავის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების ვადები არ უნდა გასცდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების ვადებს.

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტი­ლებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახ­დილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.

13. თუ გადამხდელმა ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა გასვლითი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს, ხოლო ზედმეტობა წარმოშობილია იმ პერიოდში, რომელსაც არ მოიცავს საგადასახადო შემოწმება, ამ შემთხვევაში საგა­დასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით დამა­ტებით მოწმდება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზედმეტობის წარმოშობის პერიოდი უკვე შემოწმებულია) ზედმეტობის წარმოშობის პერიოდიც.

14. საგადასახადო ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტით.

თავი VII

გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან

    მუხლი 14.

1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადა­სახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესა­ბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექ­ციის) ან რეგიონალური საბაჟოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.

4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგი­ონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალი­სწინებით.

5. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განა­წილების მიხედვით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის რეგი­ონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარ­დგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი რეგინალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგინალური საბაჟოს მიერ გადასახადის სახეში მობი­ლიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი რეგიონა­ლური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგი­ო­ნალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.

7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითი­თებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმ­დინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების სახეში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

თავი VIII

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა

    მუხლი 15.

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახ­დილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემ­თხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთი­ანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლო­ბელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასა­მართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესა­ბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმარ­თვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხ­ლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალის­წინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარ­თველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამ­ხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითი­თებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდი­ნარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

    მუხლი 16.

ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას, ხორციელდება დეპოზიტური თანხის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

თავი IX

გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება

    მუხლი 17.

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამ­ხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთე­ულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგა­რიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთის ფარგლებში.

    მუხლი 18.

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორცი­ელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებუ­ლების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწეს­ებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელ­მოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელ­მწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახ­სრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთან­ხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

    მუხლი 19.

გასულ წლებში ბიუჯეტში მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამ­ხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბ­რუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლო­ბელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთან­ხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

    მუხლი 20.

ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალის­წინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსა­ხურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლი­ლებების განხორციელების მიზნით.

თავი X

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა

    მუხლი 21.

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამ­ხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემო­სულობები.

4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესა­ბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემო­სულობების გადასახადში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამ­ხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითი­თებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.