საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.03.2007
ძალის დაკარგვა 18.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.139
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 23/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.139
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №70
2007 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
დებულება
საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში პლასტიკური ბარათებით ოპერაციების წარმოებისა და მომსახურების წესს, არეგულირებს ყველა ტიპის საბანკო ბარათის (საკრედიტო, სადებეტო, კორპორაციული და სხვ.) ემისიასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს ოპერაციების სახეებს, მასში მონაწილე მხარეებს და მათ უფლება-მოვალეობებს, ემიტენტსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესს და გასათვალისწინებელ არსებით საკითხთა ნუსხას, რის საფუძველზეც მოხდება მხარეების ინტერესების დაცვა და გაამარტივებს დავათა გადაწყვეტის გზებს მათი წარმოშობის შემთხვევაში.
მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტებები
ა) საბანკო პლასტიკური ბარათი – საგადამხდელო ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს საანგარიშსწორებო საშუალებას საქონლის ან მიღებული მომსახურების საფასურის გადასახდელად, ნაღდი ფულის მისაღებად, ვალუტის გასაცვლელად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ოპერაციების განსახორციელებლად (ტექსტში მოხსენიებულია როგორც „საბანკო პლასტიკური ბარათი“, „საბანკო ბარათი“, „პლასტიკური ბარათი“ ან „ბარათი“);
ბ) ბარათის პერსონიფიცირება – ემიტენტი ბანკის მიერ საბანკო პლასტიკური ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან მიკროჩიპში განსაზღვრული პარამეტრების და მფლობელის შესახებ პერსონალური მონაცემების ჩაწერა;
გ) საბანკო ბარათების ემისია – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბარათების გამოშვებასთან, ანგარიშების გახსნასთან, გაცემული ბარათებით ოპერაციების წარმოებასა და კლიენტების საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურებასთან;
დ) ემიტენტი – სათანადო ლიცენზიის მქონე მონაწილე ბანკი (ან სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნი), რომელიც ახდენს საბანკო პლასტიკური ბარათების ემისიას, წარმართავს ბარათით მოსარგებლე პირების ანგარიშებს, უფლებამოსილია აწარმოოს საანგარიშსწორებო ოპერაციები;
ე) ავტორიზაცია – ემიტენტი ბანკის მიერ ბარათით ოპერაციის შესრულების შესახებ თანხმობის ან უარის მიღების პროცედურა. ავტორიზაციის პროცესში სრულდება ბარათის მფლობელის ელექტრონული იდენტიფიკაცია, მოწმდება ბარათის ნამდვილობა, პინ-კოდის სისწორე (ონლაინ/ოფლაინ) ან ბარათის მფლობელის ხელმოწერა. პოს-ტერმინალის ან ბანკომატის მეშვეობით ოპერაციის საწარმოებლად მოწმდება საბარათე ანგარიშზე (ანგარიშებზე) შესაბამისი სახსრების არსებობა და ბარათის მფლობელს ენიჭება უფლება სათანადო ოპერაციის შესასრულებლად. ოპერაციის პროცესში (ონლაინ რეჟიმში) ბარათის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ემიტენტი ბანკის საპროცესინგო ცენტრს, სადაც გენერირდება ავტორიზაციის კოდი და უბრუნდება უკან მომსახურების ობიექტს;
ვ) პინ-კოდი – სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც არის პერსონიფიცირებული საიდენტიფიკაციო ნომერი. იგი გამოიყენება ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში ტრანზაქციების შესასრულებლად. პინ-კოდი (4-12-ნიშნა ციფრული კოდი) ბარათთან ერთად წარმოადგენს ბარათის მფლობელის საკმარის ელექტრონულ იდენტიფიკატორს. პინ-კოდის შემოწმება ხორციელდება საპროცესინგო ცენტრის (ონლაინ პინი) ან თვით ბარათის (ოფლაინ პინი) მეშვეობით მასზე აუცილებელი ელექტრონული და პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში (მიკროჩიპიანი ბარათებისათვის);
ზ) ბანკომატი – თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც პლასტიკური ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გამოტანა/შეტანა და სხვა ისეთი ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიღება, უნაღდო გადახდების განხორციელება და სხვ.;
თ) პოს-ტერმინალი – პლასტიკური ბარათის მაგნიტური ზოლის და/ან მიკროჩიპის წამკითხავი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საბანკო განყოფილებებში ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ავტორიზაციის მისაღებად და შენაძენის საფასურის ბარათით გადახდის გასაფორმებლად, ან თანხის გასატანად;
ი) საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელი (კლიენტი) – საბანკო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი და გახსნილია საბარათე ანგარიში ემიტენტ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე;
კ) ანგარიშ-ქვითარი – ქვითარი, რომელიც ადასტურებს შენაძენის (მომსახურების) საფასურის გადახდას ან ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის მიღებას;
ლ) იმპრინტერი – საბანკო პლასტიკური ბარათიდან სპეციალურ სავაჭრო ქვითარზე რელიეფური რეკვიზიტების გადამტანი მექანიკური მოწყობილობა;
მ) ემბოსირება – ბეჭდვის პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება საბანკო ბარათზე საიდენტიფიკაციო მონაცემების რელიეფური ფორმით გადატანა;
ნ) კორპორაციული ბარათი – საბანკო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები. ბარათზე ამოტვიფრული უნდა იყოს ბარათით მოსარგებლე პირის სახელი და გვარი, იურიდიული პირის დასახელების მითითება კი განისაზღვრება ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებით;
ო) პროცესინგი – საპროცესინგო დაწესებულების საქმიანობა, რომელიც მოიცავს საბანკო ბარათებით წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებას (შეგროვებას), დამუშავებას და ანგარიშსწორების ყველა მონაწილისათვის შესაბამისი მონაცემების გადაცემას;
პ) განაღდების ლიმიტი (ხარჯვის ლიმიტი) – ემიტენტის მიერ ბარათის მფლობელისათვის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ბარათის მეშვეობით ფულადი სახსრების განკარგვის უფლების ზღვრული სიდიდე;
ჟ) ეკვაირინგი – ბანკის ან სხვა ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც მოიცავს სავაჭრო (მომსახურების) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბარათებით წარმოებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორების განხორციელებას და/ან ბარათებიდან ნაღდი თანხების გაცემას (სხვა ბანკების მიერ ემიტირებული ბარათის მფლობელებზე);
რ) ეკვაირერი – ეკვაირინგის განმახორციელებელი ბანკი (ან სხვა ორგანიზაცია), რომელსაც აქვს სათანადო ლიცენზია (ან ლიცენზირებულ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული აქვს ეკვაირინგის უფლება);
ს) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი კლიენტის საბანკო ანგარიში, რომელშიც აისახება პლასტიკური ბარათით შესრულებული ოპერაციები;
ტ) საბარათე ტრანზაქცია – ბარათის გამოყენების დროს ავტორიზაციისა და შემდგომი ანგარიშსწორების ოპერაციათა ერთობლიობა;
უ) სტოპ-სია – იმ პლასტიკური ბარათების სია, რომლებზედაც ტრანზაქციები დაუშვებელია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში პლასტიკურ ბარათებზე ოპერაციებისა და მომსახურების წარმოების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბარათებით განხორციელებული ოპერაციების წესს.
2. კლიენტებისათვის საბარათე ანგარიშების გახსნა, საბანკო პლასტიკური ბარათების გამოშვება და გაცემა, მათი პერსონიფიცირება, ბარათებით წარმოებული ოპერაციების ბუღალტრული ასახვა, ანგარიშგება, ეკვაირინგი, მიმოქცევიდან ამოღებული ბარათების აღრიცხვა, მათი გაუქმება, საბარათე ანგარიშის დახურვა და სხვა ოპერაციები სრულდება ემიტენტის ან საერთაშორისო საბარათე საგადამხდელო სისტემის მიერ შემუშავებული ტექნიკური პროცედურების შესაბამისად და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით, ამ დებულებით და კლიენტსა და ემიტენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
3. საბარათე ანგარიშების არასანქცირებული წვდომისაგან დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს მოცემული მექანიზმებიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ:
ა) საბარათე ქვითარზე ხელმოწერის შედარება ბარათზე დატანილ ხელმოწერასთან. თუ ბარათზე არ არის ხელმოწერა ან ვერ ხერხდება ხელმოწერის შედარება, მაშინ უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიკაცია (პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით). წარმატებული იდენტიფიკაციის შემთხვევაში ბარათის მფლობელს უნდა მოეთხოვოს ბარათზე ხელმოწერა. თუ წარმატებული იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ოპერაცია არ უნდა გახორციელდეს;
ბ) პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (პინ-კოდი);
გ) ელექტრონული (ინტერნეტ) გადახდის დროს პლასტიკური ბარათის უკანა მხარეს არსებული „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC ან CVV2) ან იდენტიფიკაციის შედეგად მინიჭებული პაროლი. დამატებითი იდენტიფიცირების მიზნით დასაშვებია მფლობელის სურათის პლასტიკურ ბარათზე დატანა.
4. სტოპ-სიაში მოხვედრილი ბარათის გამოყენების ცდის შემთხვევაში ბარათის მოსარგებლე პირს ბარათი უნდა ჩამოართვას მომსახურე ობიექტმა ან უნდა ჩაუყლაპოს ბანკომატმა. ბარათის ამოღების შემთხვევაში მომსახურე ობიექტის მოქმედებები განისაზღვრება ბანკსა და ობიექტს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. კლიენტსა და ემიტენტს შორის საბანკო პლასტიკური ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი არსებითი პირობებია:
ა) ბარათის ტიპი;
ბ) ბარათის გამოყენების წესი, შეზღუდვები, საკომისიოები და საპროცენტო განაკვეთები;
გ) ბარათის სტოპ-სიაში შეყვანის, გაუქმების და ამოღების წესები;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები;
ე) ბარათის დაკარგვის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები;
ვ) საბარათე ანგარიშებზე წარმოებული ოპერაციების და სხვა უზუსტობების გასაჩივრების ვადები (არანაკლებ 45 კალენდარული დღე);
ზ) დავის გადაწყვეტის და საჯარიმო სანქციების ამოქმედების წესი და ვადები;
თ) შესრულებულ ოპერაციებზე მიმდინარე და პერიოდული ინფორმირება; კლიენტის მოთხოვნით ამონაწერის ოპერატიული გაცემა;
ი) სხვა პირობები.
6. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გახსნილ საბარათე ანგარიშებზე ფულადი სახსრები შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო სახით.
7. სახსრების განკარგვა ერთსა და იმავე ანგარიშიდან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ბარათით (დამატებითი ბარათით).
8. საბანკო პლასტიკური ბარათის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირების მიზნით, ბარათს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელექტრონული ავტორიზაციისათვის საჭირო ერთ-ერთი მექანიზმი: მაგნიტური ზოლი, ჩიპი, მაგნიტური ზოლი და ჩიპი ერთად და სხვ., სადაც დაშიფრული სახით ჩაწერილი იქნება ბარათის მფლობელის მონაცემები. ამასთან, ბარათზე მითითებული უნდა იყოს: ბარათის წინა მხარეს – კლიენტის სახელი და გვარი (შესაძლებელია სახელის შემოკლება ან ტიტულის დამატება), ბარათის მოქმედების ვადა, საბარათე საგადამხდელო სისტემის და ემიტენტის დასახელება, მათი ლოგოტიპები, ბარათის ნომერი (საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების ასოციაციებთან შეთანხმებით, გამონაკლისი დაიშვება „ბარათის ნომრის“ მითითებასთან დაკავშირებით); ბარათის უკანა მხარეს – „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC ან CVV2 – ასეთის არსებობისას) და კლიენტის ხელმოწერის ადგილი. საბანკო პლასტიკურ ბარათზე ასევე მითითებულია მისი მოქმედების ვადა (თთ/წწ), რომელიც განისაზღვრება ბარათზე აღნიშნული თარიღის ჩათვლით.
9. კლიენტს საბანკო პლასტიკურ ბარათს, პინ-კოდს და მოხმარების წესს გადასცემს ემიტენტი ბანკი. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკს უფლება ეძლევა ბარათი გადასცეს კლიენტის უფლებამოსილ პირს მინდობილობის საფუძველზე.
10. საბარათე ანგარიშების გახსნის და კლიენტისათვის ბარათის გადაცემის შემდეგ ბანკს უფლება აქვს აწარმოოს შემდეგი ოპერაციები:
ა) ბარათების გამოყენებით ნაღდი ფულადი სახსრების გაცემა (ბანკომატიდან/სალაროდან);
ბ) გადარიცხოს საბარათე ანგარიშიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე ფულადი სახსრები ბარათებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად;
გ) ანგარიშის მფლობელის სახელზე ჩარიცხოს შემოსული ფულადი სახსრები;
დ) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებული ოპერაციების და ბალანსის შესახებ ამონაწერების ამობეჭდვა და კლიენტისათვის დროულად გადაცემა;
ე) სხვა ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
ვ) ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ოპერაციების წარმოება შეიძლება კლიენტისათვის ბარათის გადაცემამდეც.
11. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის პერსონალური და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა (ჩატარებული ოპერაციები, ნაშთები და სხვ.). გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, ან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, რომლითაც არ ილახება ბარათის მფლობელის ინტერესები.
12. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის გაცემაზე ან განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.
13. ბანკის მიერ საბარათე ანგარიშების დახურვა ხდება კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე (დადგენილი ფორმით) ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ. ამასთან, კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს ბარათი ხელშეკრულებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 3🔗. საბანკო პლასტიკური ბარათების ემისია
1. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის პლასტიკური ბარათების ემისიას ახორციელებენ ემიტენტი ბანკები.
2. ბარათების ემისია მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ა) ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას;
ბ) საბარათე ანგარიშების გახსნას;
გ) ბარათის პერსონიფიცირებას;
დ) ბარათის და პინ-კოდის გაცემას;
ე) ბარათების საანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებას.
3. ემიტენტმა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეიძლება მისცეს შემდეგი სახის საბანკო პლასტიკური ბარათები:
ა) სადებეტო ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის ანგარიშებზე არსებული თანხები;
ბ) საკრედიტო ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ოდენობით (ხარჯვის ლიმიტის ფარგლებში).
მუხლი 4🔗. ოპერაციები საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით
1. ემიტენტს უფლება აქვს ბარათებით შესრულებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საბალანსო ანგარიშების შესაბამისი კლასებიდან (ჯგუფებიდან) კლიენტებისათვის გახსნილი საბარათე ანგარიშების მეშვეობით.
2. ემიტენტის მიერ გამოშვებული კორპორაციული საბანკო პლასტიკური ბარათების მფლობელები უფლებამოსილი არიან აწარმოონ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კორპორაციული საბანკო პლასტიკური ბარათით წარმოებული ოპერაციებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ბარათის მფლობელ იურიდიულ პირს.
4. ბარათით ჩატარებული ფაქტობრივი ოპერაციის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს საბარათე ანგარიშებზე მისი ასახვის თარიღისაგან. ეს განსხვავება რეგულირდება საბარათე სისტემების მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
5. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მიერ კლიენტის საბარათე ანგარიშებიდან მომსახურების საკომისიოების ჩამოწერა ხორციელდება უაქცეპტოდ.
6. საბარათე ანგარიშზე არსებულ ნაშთს შეიძლება დაერიცხოს პროცენტი (ბარათის მოქმედების პერიოდში) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
7. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ოპერაციებს ახორციელებს ბანკომატით ან ნაღდი ფულის გამცემი პუნქტით, რომელიც არ ეკუთვნის ემიტენტ ბანკს, დასაშვებია მფლობელის საბარათე ანგარიშებიდან დამატებითი საკომისიოების ჩამოწერა.
8. საბარათე ანგარიშებზე განსხვავებული ვალუტით წარმოებული ოპერაციების შემთხვევაში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს ფულადი სახსრების კონვერტაცია და ჩამოაწეროს შესაბამისი საკომისიო.
9. ბარათით ოპერაციების განხორციელებისას ან ეროვნული ვალუტით ნაღდი ფულის მიღებისას დასაშვებია კლიენტისათვის ფულადი სახსრების ჩამოწერა უცხოური ვალუტით გახსნილი ანგარიშებიდან ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. ანგარიშსწორების ზოგადი წესი საბანკო პლასტიკური ბარათებით წარმოებული ოპერაციებისათვის
1. საბანკო პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებაში მონაწილეობენ შემდეგი მხარეები:
ა) კლიენტი (ბარათის მფლობელი) – ბარათის მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ბ) ემიტენტი ბანკი – ახდენს ბარათების ემისიას, გავრცელებას და მომსახურებას;
გ) სისტემის მონაწილე ბანკი – ხელშეკრულების საფუძველზე დანარჩენ მონაწილე ბანკებთან ერთად ახორციელებს პლასტიკური ბარათებით წარმოებულ საანგარიშსწორებო ოპერაციებს;
დ) ეკვაირერი – ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს ბარათებით შესრულებულ გარიგებათა თანხების ანაზღაურებას;
ე) საპროცესინგო დაწესებულება – ანგარიშსწორების მონაწილეთა შორის ახორციელებს საანგარიშსწორებო ინფორმაციის დამუშავებას;
ვ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი – იურიდიული პირი, რომელიც საბანკო ბარათებს იღებს გადახდის საშუალებად ეკვაირერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საბარათე საგადამხდელო სისტემები.
2. ბარათით შეძენილი საქონლის (მომსახურების) საფასურის ანაზღაურების მიზნით სავაჭრო/მომსახურების ობიექტი ეკვაირერ ბანკს ხელშეკრულების შესაბამისად გადასცემს ბარათებით წარმოებული ოპერაციების ამსახველ სათანადო საბუთებს წერილობით ან ელექტრონულად.
3. ბარათების მეშვეობით ოპერაციების წარმოებისას ნაღდი ფულის გამცემ პუნქტში და იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტში, რომელიც აღჭურვილია იმპრინტერული მოწყობილობით, საბარათე ქვითრების შედგენა ხდება ქაღალდზე. ეკვაირერი ბანკის მიერ საბარათე ქვითრების დამუშავების შედეგები დავალების სახით ეგზავნება სისტემის მიერ განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აგენტს. ანგარიშ-ქვითრების გაფორმება დასაშვებია ქაღალდზე. შექმნილი ანგარიშ-ქვითრები გამოიწერება იმ რაოდენობის ეგზემპლარად, რამდენიც საჭიროა ანგარიშსწორების მონაწილე ყველა მხარისათვის.
4. ნაღდი ფულის გამცემი პუნქტებისა და სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიერ შექმნილი საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) ნაღდი ფულის გამცემი პუნქტის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან/და ტერმინალის იდენტიფიკატორს;
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროსა და მისამართს (სასურველია მიეთითოს ობიექტის ტელეფონის ნომერი);
გ) შესრულებული ოპერაციის თანხას და ვალუტას;
დ) ავტორიზაციის კოდს;
ე) ბარათის რეკვიზიტებს (წესების შესაბამისად);
ვ) მოლარისა და ბარათის მფლობელის ხელმოწერებს.
5. ბანკომატის მიერ გაცემული საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს ისეთ რეკვიზიტებს, როგორიცაა:
ა) ბანკომატის მფლობელი ბანკის დასახელება;
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი და დრო;
გ) ბანკომატის საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) შესრულებული ოპერაციის თანხა და ვალუტა;
ე) ავტორიზაციის კოდი;
ვ) ბარათის რეკვიზიტები (საერთაშორისო საბარათე საგადამხდელო სისტემის ან ბანკის წესების შესაბამისად).
6. კლიენტის მიერ საბარათე ანგარიშებზე შეტანილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საბარათე ანგარიშებიდან სახსრების უნაღდო გადარიცხვები (საბანკო გადარიცხვები) კლიენტის განცხადების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშებზე.
8. ბანკი ახორციელებს საბარათე ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ბუღალტრულ აღრიცხვას, ახდენს ბარათით წარმოებული ოპერაციების (გადახდების, განაღდებების და სხვ.) და საბარათე ანგარიშებიდან ჩამოწერა/ჩარიცხვების ამსახველ ამონაწერების ფორმირებას. შესრულებული ოპერაციების შესახებ (რიგითობის მიხედვით) საბარათე ანგარიშებიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) ბარათის მფლობელის ანგარიშის ნომერს;
ბ) ვალუტას;
გ) შემავალ ნაშთს;
დ) ოპერაციის დანიშნულებას;
ე) შესრულებული ოპერაციის თანხას (სადებეტო/საკრედიტო);
ვ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროს, ადგილს (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან ბანკომატის მისამართის და სასურველია ტელეფონის ნომრის მითითებით);
ზ) გამომავალ ნაშთს;
თ) შესრულებული ოპერაციების მონაწილეთა რეკვიზიტებს;
ი) სხვა დამატებით ინფორმაციას.
9. ბანკის მიერ საბარათე ანგარიშების დახურვა ხდება კლიენტის წერილობითი განაცხადის საფუძველზე (დადგენილი ფორმით) ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ. ამასთან, კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს ბარათი ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. მოქმედებები ბარათის დაკარგვის შემთხვევაში
1. საბარათე საგადამხდელო სისტემის უფრო დაცული მუშაობის, კლიენტების საბარათე ანგარიშების მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ ემიტენტ ბანკს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რის შესახებაც კლიენტი ინფორმირებულ უნდა იქნეს მომსახურე ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებისას. ამავე ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ბანკის ცხელი ხაზის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ბანკომატების ადგილმდებარეობის მიხედვით. ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც არსებული სატელეფონო კავშირებით, ისე სხვადასხვა მობილური ოპერატორის მეშვეობით.
2. ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტ ბანკს აღნიშნულის თაობაზე ბარათის ბლოკირების უზრუნველსაყოფად. დაკარგული ბარათის ბლოკირება შეიძლება მოხდეს მისი საგადამხდელო სისტემის ე.წ. სტოპ-სიაში შეტანით.
3. იმისათვის, რომ დაიბლოკოს ბარათი, საჭიროა ეცნობოს ემიტენტი ბანკის შესაბამის სამსახურს, რომელმაც ბარათის მფლობელის მონაცემების და საიდუმლო სიტყვის (პაროლის) საფუძველზე უნდა მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება და, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაბლოკოს ბარათი.
4. ბანკი უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს (შეაჩეროს) კლიენტის ბარათი იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკს აქვს იმის დასაბუთებული ეჭვი, რომ კლიენტის ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დაკარგვის თაობაზე მფლობელმა განაცხადა ემიტენტ ბანკში (დადგენილი წესების შესაბამისად) და ამის შემდეგ მოხდა საბარათე ანგარიშზე არასანქცირებული წვდომა, ბარათის მფლობელისათვის მიყენებული მთლიანი ზარალის ანაზღაურება ეკისრება ემიტენტ ბანკს.
6. ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე (ემიტენტი და ეკვაირერი ბანკები მოქმედებენ საბარათე სისტემების მიერ დადგენილი წესის მიხედვით).