,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2026 წლის 27 აგვისტო დაბა ჩოხატაური |
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმები №2-№5 დანართების შესაბამისად.“;
ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისას მითითების, შემოწმების აქტის (მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ), შემოწმების აქტის (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ) და უწყების ფორმები №6-№8 დანართების შესაბამისად.“;
გ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
განისაზღვროს საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი, დანართ №13-ის შესაბამისად.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №6, დანართი №7 და დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
ე) შემოწმების აქტის (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ) ფორმა დამტკიცდეს დანართ №71-ის შესაბამისად;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №9, დანართი №10, დანართი №11 და დანართი №12 ამოღებულ იქნეს;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენლის შესახებ;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ;
დ) ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) ინფორმაცია მოწმეთა ან/და დაზარალებულთა შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები და მტკიცებულებები;
ი) სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კ) თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და სამართალდამრღვევი. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის მიერ. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარადგინოს ახსნა-განმარტებები, შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც თან უნდა დაერთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
4. ოქმის შედგენისას, სამართალდამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (დედანი) დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს/თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელ უფლებამოსილ პირთან, მესამე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. თუ სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, ოქმი გაიგზავნება სამართალდამრღვევის იმ მისამართზე, რომელიც ცნობილია ოქმის შემდგენისთვის.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია მისი გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება დადგენილი წესით.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
2. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის:
ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შედგენის ადგილი;
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება:
ბ.ვ.ა) 6.1 პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ვ.ბ) 6.2 პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
4. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს ხელს აწერს მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. საჯარიმო ქვითარს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის შემდგენი უფლებამოსილი პირის მიერ. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარადგინოს ახსნა-განმარტებები, შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც თან უნდა დაერთოს საჯარიმო ქვითარს.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შესაბამისად.
6. საჯარიმო ქვითრის შედგენისას, სამართალდამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) რჩება მის შემვსებ უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითარი ითვლება სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად.
8. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
9. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია მისი გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება დადგენილი წესით.
10. საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში.
11. საჯარიმო ქვითრის შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
2. ხელმძღვანელი იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივ გარემოებას და მტკიცებულებებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის.
3. საქმის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაინტერესებული პირების (არსებობის შემთხვევაში – დაზარალებულის, მოწმის) მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის დროის და ადგილისა შესახებ. საქმე შეიძლება განხილული იყოს სავარაუდო სამართალდამრღვევის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინასწარ ეცნობა საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ და მას არ წარმოუდგენია მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის შესახებ და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
5. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ვერ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება დაინტერესებულ პირს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი გამოცემიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით და საჯარიმო ქვითრით მომარაგებას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სათანადო წესით უფლებამოსილი პირი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვისა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილ პირებზე ოქმის გაცემა ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.
6. პასუხისმგებელი პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის მიღება, გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი).
7. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით.
8. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით.
9. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
10. ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
11. კალენდარული წლის ბოლოს, ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, კეთდება ჩანაწერი რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად და აღირიცხება ჟურნალში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პირს, რომლის მიმართაც საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე არის გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/შედგენილია საჯარიმო ქვითარი, მისი გამოტანიდან/შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლია იგი გაასაჩივროს სასამართლოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო ქვითრის განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234¹ მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №6
---------------------- „-----„ ----------------------20-----წ.
(ადგილი)
დამრღვევის დასახელება და მისამართი: --------------------------------------------------------------------------
(მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)
ობიექტის დასახელება და მისამართი (საკადასტრო კოდი) -------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ----------------------------------------------------------
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ –––––––– მუხლის –––––––– ნაწილის ––––---- ქვეპუნქტით.
საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება –––––––––––––––– ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა ––––––––––––––––––––––– დღე.
მითითების შეუსრულებლობისას ან მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი.
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების აქტის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა, მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებელთათვის დროებით განთავსებული შენობა, მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.
აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თვალსაჩინო ადგილი და განთავსების თარიღი)
შენიშვნა: მითითება წარმოადგენს დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
დანართი №7
ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექცია
(მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ)
(ადგილი)
შემოწმების აქტი დგება მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
მითითების ნომერი:------------------- თარიღი:-------------------------
დამრღვევის დასახელება და მისამართი:-----------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი:--------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი/ან დარღვევის სახეობა: ------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ -----------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენ მასზედ, რომ მითითება №-------------------
ა) შესრულდა;
ბ) არ შესრულდა;
გ) ვადების დარღვევით სრულდება.
შემოწმების აქტის შემდგენი (სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა):
1) ----------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
2) ----------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
3) ----------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტი ჩაჰბარდა და გაეცნო (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის შემოწმების აქტის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა, მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებელთათვის დროებით განთავსებული შენობა, მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.
აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს, თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით
___________________________________________________________
(თვალსაჩინო ადგილი და განთავსების თარიღი)
დანართი №71
ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექცია
(სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ)
--------------------- „-----“--------------------20-----წ.
(ადგილი)
შედგენის თარიღი: _____________________________
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება:
ა) 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;
ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ე) უფლებამოსილი ორგანოსთვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
ზ) 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
დამრღვევის დასახელება და მისამართი:
________________________________________________________________
___________ ____________________________________________________
ობიექტის დასახელება და მისამართი:
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
___________________________________________________________________
შემოწმებით დადგინდა:
______________________________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):
______________________________________________________________________
შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა):
_______________________________________________________________________
სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის შემოწმების აქტის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად სამშენებლო ობიექტზე. თუ დამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა, მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებელთათვის დროებით განთავსებული შენობა, მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.
აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს, თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
_____________________________________________________________________
(თვალსაჩინო ადგილი და განთავსები თარიღი)
დანართი №8
ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექცია
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, დაბარებული ხართ ჩოხატაურის მუნიციპალურ ინსპექციაში (მისამართი: დაბა ჩოხატაური, წერეთლის ქ. №2) სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
დამრღვევის დასახელება და მისამართი:------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი:----------------------------------------------------------------
საქმის განხილვის თარიღი: ------------------------------------------------------------------------------
საქმის განხილვის ადგილი: -----------------------------------------------------------------------------
საქმის განხილვის დრო: -----------------------------------------------------------------------------------
საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა: ---------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
პირი, რომელსაც ჩაჰბარდა უწყება: -----------------------------------------------------------------------
უწყების ჩაბარების თარიღი: -------------------------------------
უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა, მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებელთათვის დროებით განთავსებული შენობა, მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.
გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილი პირი:
-------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
უწყება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს, თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით
____________________________________________________________________
(თვალსაჩინო ადგილი და განთავსების თარიღი)
დანართი №13
2. ინსპექცია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XIV და XV თავებით დადგენილი წესით.
3. ინსპექციის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინსპექციის დირექტორი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. ინსპექციის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი წესით საჩივრდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო შემდგომ – სასამართლოში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.114.016570.
- სად არის „,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №18, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016570 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6988386/