„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №102 |
|
2026 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი/ქვეკონტრაქტორი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადებითა და საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის, ასევე არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა;“; გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, ასევე შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში; მ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას ეკონომიკური ოპერატორის, მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). აგრეთვე, ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის ნასამართლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;“; დ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ასევე, საკონკურსო კომისია მიიწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად; უ) ხელშეკრულება დადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები. აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სახელწოდება და მის/მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებელი (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული;“; ე) „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული) შესრულების დამადასტურებელi დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია; ძ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული) შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაცია, და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკონკურსო წინადადების განხილვასა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შერჩევაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური ოპერატორი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ – „ვ3“ ქვეპუნქტები: „ვ1) კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებებს – კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; ვ2) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს – კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; ვ3) ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლის ან/და ქვეკონტრაქტორის დამატების წესს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკონკურსო დოკუმენტაცია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნას, რაც უნდა დასაბუთდეს საკონკურსო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.“; გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საკონკურსო დოკუმენტაცია შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის მიერ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ის ჩადენისთვის ნასამართლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო/სამართლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი)ლარს.“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონკურსო კომისია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ი. 2. პრეტენდენტთა, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შესასრულებლად გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) სრული მოცულობა (100%), თუ საკონკურსო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 22. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოცდილებას, აგრეთვე მისი/მათი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 60%-ის ფარგლებში (ჯამურად), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს/შეასრულებენ იმ სამუშაოს ან/და გასწევს/გასწევენ იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება.“. 5. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის რაოდენობის, მათი ვინაობისა და საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები საჯარო ხდება კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი საჯარო ხდება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ. დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 6. მე-12 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკონკურსო წინადადების/წინადადებების შეფასების დაწყებამდე, კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო კომისია იხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომლის/რომელთა ტექნიკური დოკუმენტაციაც არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად: ა) ამ წესის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა დგინდება, კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ წესის შესაბამისად, აგრეთვე, ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა დგინდება – საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ სხვა პირობებთან/მოთხოვნებთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში); ბ) ამ წესის მე-7 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა დგინდება, კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და ეკონომიკური ოპერატორის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით, პრეტენდენტის მიერ გადაცემული, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) იმ პროპორციის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა ქვეკონტრაქტორს, აგრეთვე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ პირობებთან/მოთხოვნებთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში).“;
გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საკონკურსო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს/პრეტენდენტებს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ მის/მათ მიერ საკონკურსო წინადადების სახით ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს საკონკურსო კომისია აფასებს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/პრეტენდენტები არ დააზუსტებს/არ დააზუსტებენ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს/დააზუსტებენ ან/და არსებითად შეცვლის/შეცვლიან ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს, იგი/ისინი ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია, წარადგინოს, ან დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ან ახალი ქვეკონტრაქტორი ან, ქვეკონტრაქტორის საჭიროების არ არსებობისას, უარი თქვას შერჩევა-შეფასების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის წარდგენაზე.“; ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, გაცემული უნდა იყოს კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობისას, არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში – კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის მიმართ მოითხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენისგან არ თავისუფლდება მიმწოდებელი „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანების შესაბამისად. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“. 7. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემის შესაბამის ველში, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს ქვეკონტრაქტორის რეკვიზიტები და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებელი (ოდენობა)/კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას საკონკურსო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული), სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, მატერიალური დოკუმენტის ფორმით წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).“. 8. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ინფორმაციას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ (არსებობის შემთხვევაში), მათ შორის ქვეკონტრაქტორის სახელწოდებასა და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტულ მაჩვენებელს (ოდენობას) ან/და კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს, თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას საკონკურსო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული;“. 9. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ხელშეკრულების შესრულების პროცესში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დამატება შესაძლებელია კანონის 212 მუხლის შესაბამისად, საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემის შესაბამის ველში ასახოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლის ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დამატების შესახებ ინფორმაცია, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ფარგლებში ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია შეასრულოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ქვეკონტრაქტორ(ებ)ისათვის გადაცემული ვალდებულებების ნაწილი, თუ ეკონომიკური ოპერატორი თავად აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“. 10. მე-20 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობისას არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს, მიმწოდებლის მიერ წარდგენილ, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.).“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. შესრულებული ვალდებულების გამოყენება 1. ხელშეკრულების ფარგლებში ამ წესის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები. 2. ხელშეკრულების ფარგლებში ამ წესის მე-7 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მის მიერ უშუალოდ შესრულებული ვალდებულებები.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ კონკურსებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №102. სარეგისტრაციო კოდი — 040170030.57.069.016250.
- სად არის „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №102, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016250 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6988537/