ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.160.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №89

2026 წლის 27 აგვისტო 

ქალაქი რუსთავი

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს 2026 წლის 27 ივლისის MRD N01/4351 (შემოსული დოკუმენტი: №12-39262091-39; 28.07.2026 წ.) წერილის გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო გზის  მონაკვეთს მიენიჭოს მთისძირის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

2.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3.  განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4.  განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

              

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          მამუკა რეხვიაშვილი

 

 

 

 

 

 


📎 დანართები (1)
რუკა.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
„ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №89. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.160.016014.
სად არის „ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №89, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6988725/